ვაგალინი პირის ღრუს სპრეი 25მლ

განსაკუთრებული ფასი 38,65 ლ რეგულარული ფასი 41,12 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
60104_2379
მწარმოებელი:
არცერთი:
ჩვენება: * ორსულთა ტოქსიკოზთან დაკავშირებული გულისრევა და ღებინება * ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება * პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება * ტრანსპორტირებით გამოწვეული გულისრევა და ღებინება * ინტოქსიკაციით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

ვაგალინი / Vagaline
  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Laboratoire Les 3 Chenes
  • მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
  • გამოშვების ფორმა: 25მლ-იანი #1პულვერიზატორი პირის ღრუში გამოსაყენებლად
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 5 მლ სპრეიში:
ჯინჯერის ექსტრაქტი-201,5მგ
ლიმონის ბალზამი-21,25მგ
სეიჯის ექსტრაქტი-21,25მგ
პიტნის ეთერზეთები-500მკგ
ბახის ყვავილების ექსტრაქტი-1500მკგ

მოქმედების მექანიზმი:
ვაგალინის პირის ღრუს სპრეის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ვესტიბულარული აპარატის, პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის 5HT3-, 5HT4-, H- და M-რეცეპტორების ბლოკირებასთან.

პრეპარატის კლინიკური ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი ხუთივე კომპონენტის სინერგიული მოქმედებით, რის შედეგადაც ადგილი აქვს საყლაპავის და ნაწლავების პერისტალტიკის აღდგენას, კუჭის მოტორიკისა და ტონუსის გაუმჯობესებას.
გამოხატული აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აუმჯობესებს ღვიძლის დეზინტოქსიკაციურ ფუნქციას.
ვაგალინის პირის ღრუს სპრეი გამოირჩევა ჰიპოსალივაციური(ნერწყვის დენის შემცირება) მოქმედებით, აქვს სედაციური და ინსულინსენსიტაიზერული ეფექტები, ხსნის სპაზმს და გასტრო-ეზოფაგურ რეფლუქსს, აუმჯობესებს გუნება-ბანწყობილებას.

ჩვენება:
* ორსულთა ტოქსიკოზთან დაკავშირებული გულისრევა და ღებინება
* ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება
* პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება
* ტრანსპორტირებით გამოწვეული გულისრევა და ღებინება
* ინტოქსიკაციით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

 

გამოყენების წესი: 
ხუთი სპრეი ერთჯერადი შესხურებით პირის ღრუში და მეორდება საჭიროების მიხედვით. დღიური ჯერადობა შეზღუდული არ არის.
ტრანსპორტირებით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად უმჯობესია მისი გამოყენება გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი

ორსულობა და ასაკობრივი ზღვარი
ინიშნება ორსულობის, ლაქტაციის დროს და 3 წლის ასაკიდან ზემოთ ბავშვებში

უკუჩვენება:
3 წლამდე ასაკის ბავშვები და ალერგიული რეაქცია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა
მუყაოს ყუთი #1, 25მლ-ანი პულვერიზატორით

მეტი ინფორმაცია
Units1
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ