Metsim - მეტსიმი წვეთები 2გ/30მლ 30მლ

განსაკუთრებული ფასი 13,82 ლ რეგულარული ფასი 17,95 ლ
ხელმისაწვდომობა: ამოიწურა
კოდი:
54211_798
მწარმოებელი:
Bilim
არცერთი:
ჩვენებები მეტსიმის წვეთები გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დაგროვილი ჭარბი აირების არსებობით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად. იგი არის მეტეორიზმის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება და უპირველესი პრეპარატი აირის დაგროვების სამკურნალოდ ძუძუთი კვებაზე ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ახალშობილებისა და ჩვილებისათვის.

მეტსიმი წვეთები
METSİM DROPS

შემადგენლობა
ყოველი ბოთლი შეიცავს:
სიმეთიკონი 2 გ
კონსერვანტი: ნატრიუმის ბენზოატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.
დამატკბობელი: ნატრიუმის საქარინი.
საღებავი ნივთიერება: წითელი საღებავი 4R (E124)
არომატიზატორი: ვანილინი, მალინის ესენცია.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
მეტსიმის აქტიური ინგრედიენტი არის სიმეთიკონი, რომელსაც ასევე ეწოდება “აქტივირებული დიმეთიკონი”. მეტსიმის წვეთებს გააჩნია ქაფის ჩამქრობი მოქმედება, რაც ხელს უწყობს მეტეორიზმის მოხსნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი ლორწოთი დაფარული აირის დაშლისა და მისი წარმოქმნის პრევენციის გზით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
მეტსიმის წვეთები მოქმედებს კუჭსა და ნაწლავებში, ცვლის აირის ბუშტების ზედაპირის დაძაბულობას, რაც მათი ერთად დაგროვების საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც ადგილი აქვს აირის უფრო იოლად გამოთავისუფლებას და ელიმინაციას ბოყინის ან აირის გამოყოფის გზით. მეტსიმი არის ფიზიოლოგიურად ინერტული და არ არსებობს მონაცემები მისი ტოქსიკურობის შესახებ. პერორალური მიღების შემდეგ, სიმეთიკონი უცვლელად გამოიყოფა განავალში.

ჩვენებები
მეტსიმის წვეთები გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დაგროვილი ჭარბი აირების არსებობით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად. იგი არის მეტეორიზმის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება და უპირველესი პრეპარატი აირის დაგროვების სამკურნალოდ ძუძუთი კვებაზე ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ახალშობილებისა და ჩვილებისათვის.


უკუჩვენებები
ვინაიდან მეტსიმის წვეთები ფიზიოლოგიურად ინერტულია, მას უკუჩვენება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება დაუშვებელია პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სუბსტანციის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სიმეთიკონი არ არის ტოქსიკური და მისი გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ არ არის ცნობილი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
B კატეგორიის პრეპარატია. ვინაიდან არ არსებობს საკმარისი კონტროლირებული გამოკვლევები ადამიანებში, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სარგებლისა და ზიანის კოეფიციენტის გათვალისწინებით. არ არის რეკომენდებული “საბავშვო” კოლიკის მქონე ბავშვებში, რადგანაც საკმარისი ინფორმაცია მისი სანდოობის შესახებ არ არსებობს.

ეფექტები ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე
მონაცემები ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე სიმეთიკონით გამოწვეული ეფექტების შესახებ არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები/არასასურველი რეაქციები
მეტსიმის წვეთების გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

დოზირება და მიღების წესი
თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, რეკომენდებულია შემდეგი დოზების გამოყენება:
ახალშობილები და ჩვილები 2 წლამდე: 8 წვეთი დღეში ოთხჯერ (20 მგ).
ბავშვები 2 წლის ასაკიდან: 15 წვეთი დღეში ოთხჯერ (40 მგ) ჭამის შემდეგ და ძილის წინ.
დოზის შერევა შეიძლება წყალთან ან სხვა სათანადო სითხესთან.
ყოველი მიღების წინ ბოთლი უნდა შეინჯღრეს.

შენახვის პირობები
ინახება 250C-მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში.
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 4 წელი

შეფუთვა
მეტსიმის წვეთები წარმოდგენილია მჭიდროდ დახურულ, მუქი ფერის საწვეთურიან ბოთლებში 30 მლ მოცულობით. ყოველი 1 მლ არის 27-28 წვეთის ექვივალენტური. ყოველი ბოთლი შეიცავს 2 გ სიმეთიკონს.

გაიცემა ურეცეპტოდ.


რეგისტრაციის მფლობელი: BILIM PPHARMACEUTICALS A.S.
34398 მასლაკი/სტამბოლი, თურქეთი
მწარმოებელი: BILIM PPHARMACEUTICALS A.S. 41480 გებზე-კოჩაელი/თურქეთი

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ