სტოპდიარი სუსპენზია 220მგ/5მლ 90მლ

განსაკუთრებული ფასი 20,27 ლ რეგულარული ფასი 22,70 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
41055_1479
მწარმოებელი:
GR (Romania)
არცერთი:
პრეპარატი სტოპდიარი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: - ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეა; - სხვა დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით, მაგ., მწვავე კვებითი მოწამვლა.

სავაჭრო დასახელება: სტოპდიარი (STOPDIAR)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნიფუროქსაზიდი (ნიფუროხაზიდე)

სამკურნალწამლო ფორმა: სუსპენზია პერორალური გამოყენებისთვის
შემადგენლობა
5მლ სუსპენზია შეიცავს:

მოქმედი ნივთირება: 220მგ ნიფუროქსაზიდი
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, საქაროზა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის
ჰიდროქსიდი, მეთილპარაბენი (Е218), სიმეთიკონის ემულსია 30%, ბანანის
ესენცია, გასუფთავებული წყალი.

აღწერა:
ღია ყვითელი ფერის სსუპენზია ბანანის სუნით. შენახვისას შეიძლება მცირედ
დაილექოს, მაგრამ შენჯღრევის შემდეგ უბრუნდება ერთგვაროვანი დისპერსიის
მდგომარეობას, არ წარმოქმნის მკვრივ ნალექს ფლაკონის ფსკერზე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული საშუალება ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ.
ნიფუროქსაზიდი - ნაწლავური ანტისეპტიკური საშუალება, 5-ნიტროფურანის
წარმოებული, ახასიათებს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
გრამდადებითი (შტაპჰყლოცოცცუს ოჯახი) და გრამუარყოფითი (Eნტერობაცტერიაცეაე ოჯახი:
Eსცჰერიცჰია, ჩიტობაცტერ, Eნტერობაცტერ, Kლებსიელლა, შალმონელლა, შჰიგელლა, Pროტეუს, Yერსინია)
ბაქტერიების მიმართ.
არააქტიურია Pსეუდომონას რიგის ბაქტერიების და Pროტეუს ინცონსტანს A ჯგუფის
შტამების, Pროვიდენტია ალცალიფაციენს მიმართ.
არ არღვევს საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის ნორმალური ბაქტერიული
ფლორის წონასწორობას (არ იწვევს დისბაქტერიოზს), არ იწვევს მედიკამენტის
მიმართ გამძლე მიკრობული ფორმების განვითარებას. პრეპარატის ეფექტურობა
განპირობებული არ არის ნაწლავის рН–ით და დამოკიდებული არ არის
ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობაზე. ნიფუროქსაზიდი ამცირებს
მიკროორგანიზმების მიერ ტოქსინების პროდუქციას. შიგნით მიღების შემდეგ
ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება საჭმლის გადამამუშავებელ
ტრაქტში, ნაწლავში იქმნება მოქმედი ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია და
სწრაფად ვლინდება სამკურნალო ეფექტი. არ ახდენს ზოგად გავლენას
ორგანიზმზე, აგრეთვე გავლენას არ ახდენს სისხლის ანალიზის კლინიკურ და
ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. გამოიყოფა განავლით.

მიღების ჩვენება
პრეპარატი სტოპდიარი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეა;
- სხვა დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით, მაგ., მწვავე კვებითი
მოწამვლა.

უკუჩვენება
ნიფუროქსაზიდი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მისი
რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე ალერგიის შემთხვევაში 5-
2
ნიტროფურანის წარმოებულებზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 2
წლამდე ასაკის ბავშვებში.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
მძიმე ინვაზიური დიარეის შემთხვევაში საჭიროა სისტემურად მოქმედი
ანტიბიოტიკის მიღება, რადგან ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის
ტრაქტიდან. ნიფუროქსაზიდით მკურნალობის პერიოდში უკუნაჩვენებია
ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, რადგან ალკოჰოლი ზრდის ორგანიზმის
მგრძნობელობას პრეპარატის მიმართ და შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია,
რომელიც გამოიხატება დიარეის გამწვავებით, ღებინებით, მუცლის ტკივილით,
კანის ჰიპერემიით, სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში ცხელების შეგრძნებით,
თავში ხმაურით, სუნთქვის გაძნელებით, ტაქიკარდიით, შიშის შეგრძნებით.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვნელის შემთხვევაში, როგორიც არის
ქოშინი, კანის გამონაყარი, ქავილი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
სამკურნალო საშუალებაში საქაროზას შემცველობის გამო, პაციენტებში,
იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია ფრუქტოზას
აუტანლობასთან, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევასთან და საქარაზაიზომალტაზას
უკმარისობასთან პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ნიფუროქსაზიდის გამოყენება ორსულობის პერიოდში.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები, რომლებიც ეხება ნიფუროქსაზიდის
გამოყენაბს ორსულობის პერიოდში. ცხოველების კვლევებმა არ გამოავლინა
არც პირდაპირი არც ირიბი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის
ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობაზე და ბავშვის შემდგომ
განვითარებაზე. ნიფუროქსაზიდის ორსულ ქალებში დანიშვნისას საჭიროა
სიფრთხილე.
ნიფუროქსაზიდის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამის მიუხედავად,
საკმარისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო საჭიროა სიფრთხილე
მეძუძურ ქალებში ამ პრეპარატის დანიშვნისას.
პრეპარატის გავლენა ფსიქომოტორულ რეაქციებზე
ნიფუროქსაზიდი არ იწვევს ფსიქიური შრომისუნარის დაქვეითებას, მექანიკური
საშუალებების მართვის უნარის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის
შემცირებას.
ექიმის კონსულტაციის გერეშე პრეპარატი არ მიიღოთ დანიშნულ დროზე
ხანგრძლივად!

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის პერიოდში სასურველი არ არის პერორალური
საშუალებების მიღება პრეპარატის ძლიერი აბსორბციული თვისებების გამო.
რადგან ნიფუროქსაზიდი არ აღწევს სისხლის მიმოქცევის სისტემაში, სისტემურ
პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა და ამ დროისთვის
უცნობია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში გამოვლინდა გაუწყლოების
სიმპტომები, აუცილებელია კლინიკური მდგომარეობის მიხედვით
რეჰიდრატაციული თერაპია (მოზრდილებში დაახლოებით 2 ლიტრი სითხე
დღეში). ნიფუროქსაზიდი უნდა გამოიყენონ მკაცრ დიეტასთან ერთად, წვენების,
3
უმი ბოსტნეულის და ხილის, ცხარე და ძნელად გადასამუშავებელი საკვების
გამორიცხვით.
გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატ სტოპდიარის სუსპენზია გამოიყენება შიგნით. მიღებამდე ფლაკონი
უნდა შეანჯღრიონ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. აუცილებლობისას
სუსპენზიას შესაძლოა მიაყოლონ წყალი. პრეპარატი გამოიყენება საკვების
მიღებისგან დამოუკიდებლად.
დოზები ბავშვებისთვის:
- 2 დან 6 თვემდე - 1-2 დოზირებული კოვზი (2,5მლ) 2-ჯერ დღეში, 12 საათში
ერთხელ.
- 7თვიდან 6 წლამდე - 1 დოზირებული კოვზი (5მლ) 3-ჯერ დღეში, 8 საათში
ერთხელ;
- მოზრიდლები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 1 დოზირებული კოვზი
(5მლ) 4-ჯერ დღეში 6 საათში ერთხელ.
ექიმის კონსულტაციის გარეშე ნიფუროქსაზიდი არ უნდა მიიღონ 3 დღეზე დიდი
ხნის განმავლობაში. თუ ამის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, აუცილებელია
უფრო ინტენსიური დიაგნოსტიკა, სიმპტომების მიზეზის განსაზღვრის მიზნით,
აგრეთვე უნდა გადაიხედოს ანტიბიოტიკოთერაპიის შესაძლებლობა.
დოზირებული კოვზი 2,5მლ შეიცავს 110მგ ნიფუროქსაზიდს.
დოზირებული კოვზი 5მლ შეიცავს 220მგ ნიფუროქსაზიდს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები უცნობია. ჭარბი დოზირების შემთხვევაში
რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი მოქმედება
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
ვლინდება ტკივილი მუცელში, გულისრევა და დიარეის გამწვავება. ამგვარი
მცირე ინტენსივობის სიმპტომების შემთხვეაში არ არსებობს სპეციალური
თერაპიის ან მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა. სიმპტომების
გამწვავებისას საჭიროა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. ამ შემთხვევაში
თავიდან უნდა აიცილონ ავამდყოფის ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ
ექსპოზიცია.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათად ვლინდება კანის რეაქციები გამონაყარის სახით (1/10 000 - <1/1 000).
აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და
კვანძოვანი ერითემის ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური
ალერგიის შედეგად.
ჩვეულებრივ ნიტროფუქსაზიდი კარგად აიტენება, პრაქტიკულად არ ავლენს
გვერდით მოქმედებას.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი
ექიმის კონსულტაცია!

ვარგისობის ვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის
შემდეგ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზიის ვარგისობის ვადა-14 დღე.
4

შენახვის პირობები
ინახება 15-25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა
ფლაკონი მოცულობით 125მლ მუქი მნის პოლიეთილენის სახურავით, შეიცავს
90მლ სუსპენზიას. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში კომპლექსში ორმაგი
დოზირებული კოვზით (2,5მლ და 5მლ) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მწარმოებელი
“გედეონ რიხტერი რუმინეთი”, აო, ტირგუ-მირეში, რუმინეთი

ხარისხის კონტროლი: ღსს “გედეონ რიხტერი პოლინეთი” გროდზისკ მაზოვეცკი,
პოლონეთი

რეგისტრაციული მოწმობის მფლობელი: ღსს „გედეონ რიხტერი”, ბუდაპეშტი,
უნგრეთი

მწარმოებლის და განმცხადებლის ინტერესების წარმომადგენლი კომპანია:
ღსს “გედეონ რიხტერი”
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქუჩა, 19-21, უნგრეთი.
ცხელი ხაზის ტელეფონი (ზარუ უფასოა)): 7-800-555-00777
ელექტრონული მისამართი: [email protected]

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ