Unienzyme - უნიენზიმი 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 15,40 ლ რეგულარული ფასი 20,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
43687_829
მწარმოებელი:
Unichem
არცერთი:
უნიენზიმი გამოიყენება საჭმლის მონელების დამხმარე ნივთიერების სახით იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ რომელიმე იმ ფერმენტის ნაკლებობა, რომლებიც საჭიროა ნახშირწყლებისა და პროტეინების გადასამუშავებლად და შესაბამისად აქვთ საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომები. ასეთ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ენზიმური სეკრეციის დროებითი შემცირება რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა დისპეფსია, შებერვა, ბოყინი, მეტეორიზმი, და აბდომინალური სისავსის და დისკომფორტის შეგრძნება.

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
უნიენზიმი MPS
შემადგენლობა:
თითოეული შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
სოკოვანი დიასტაზა (1:800) 20 მგ
პაპაინი აშშფ 30 მგ
სიმეტიკონი აშშფ 50 მგ
აქტივირებული ნახშირი ბფ 75 მგ
ნიკოტინამიდი ბფ 25 მგ

არააქტიური ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა ბფ, ლაქტოზა ბფ, აკაცია ბფ, ნატრიუმის ბენზოატი ბფ, ჟელატინი ბფ, გაწმენდილი ტალკი ბფ, მაგნიუმის სტეარატი ბფ, კარბოქსი მეთილცელულოზა ნატრიუმი ბფ, მიკროკრისტალური ცელულოზა ბფ (უშუალოდ კომპრესიული), დიქლორმეთანი ბფ, აბუსალათინის ზეთი ბფ, შელაკი ბფ, საწარმოო მეთილირებული სპირტი ბფ, კალციუმის კარბონატი ბფ, ხის ნახშირი O.შპ, ნახშირბადის ტეტრაქლორიდი აშშფ, კოლოიდური უწყლო სილიციუმი ბფ, შაქარი M 30 O.შპ, აკაცია ბფ, ჟელატინი ბფ, ნატრიუმის ბენზოატი ბფ, გასუფთავებული ტალკი ბფ, კარნაუბის ცვილი ბფ, ფუტკრის თეთრი ცვილი ბფ.
აღწერილობა:
უნიენზიმ MPS წარმაოდგენს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების – სოკოვანი დიასტაზის და პაპაინის, ნიკოტინამიდის, სიმეთიკონის და აქტივირებული ნახშირის უნიკალურ კომბინაციას, საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომური მკურნალობისთვის.
მოქმედება:
ენზიმური პრეპარატები გამოიყენება საჭმლის მონელების დამხმარე ნივთიერების სახით იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ რომელიმე იმ ფერმენტის ნაკლებობა, რომლებიც საჭიროა ნახშირწყლებისა და პროტეინების გადასამუშავებლად და შესაბამისად აქვთ საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომები. ასეთ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ენზიმური სეკრეციის დროებითი შემცირება რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა დისპეფსია, შებერვა, ბოყინი, მეტეორიზმი, და აბდომინალური სისავსის და დისკომფორტის შეგრძნება.
ფუნგალური დიასტაზა:
ეს არის ფერმენტი, რომელიც მიიღება Aspergillius oryzae შტამის კულტივირებით. ის შეიცავს ამილაზების ორ ტიპს, კერძოდ კი ალფა ამილაზას და ბეტა ამილაზას. ამ ამილაზებს გაჩნიათ სახამებლის გადამამუშავებელი ძლიერი მოქმედება. ფუნგალური დიასტაზის სახამებლის გადამამუშავებელი უნარი უნიენზიმ MPS ტაბლეტებში არის 1:800, რაც ნიშნავს რომ სოკოვანი დიასტაზა გადაამუშავებს მზა (მოხარშული) სახამებლის 800 კომპონენტს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საკვებში. სოკოვან დიასტაზას ასევე გააჩნია გარკვეული პროტეაზული აქტივობა და ლიპაზური მოქმედება. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი საჭმლის გადამამუშავებლი აქტივობა აღმოჩენილია პროტეინებში და ცხიმებში.
პაპაინი: ეს არის პროტეოლიზური ფერმენტი ან ჩარიცა Pაპაყა -ს დაუმწიფებელი ხილის წვენიდან დამზადებული ენზიმების ნარევი. ის ძირითადად შეიცავს პაპაინის და ქიმოპაოაინის, პროტეოლიზური ფერმენტების ნარევს, რომლებიც ახდენენ პოლიპეპტიდების, ამიდების და ეთერების ჰიდროლიზს, განსაკუთრებით დამაკავშირებელ ნივთიერებაზე, რომელიც მოიცავს ძირითად ამინომჟავებს დაბალი მოლლეკულური წონის ლეიცინის და გლიცინის არამდგარად პეპტიდებს. ის ხელს უწყობს პროტეინების გადამუშავებას და მისი მოქმედება ჰგავს ბუნებრივი ფერმენტული პეპსინის მოქმდებას. პაპაინის უპირატესობა პეპსინთან შედარებით არის ის, რომ ის აქტიურია 3-10.5 დიაპაზონზე ზევით პეპსინთან შედარებით (რომელიც არ არის აქტიური 4.5 PH-ზე ზევით). Aმის გამო პაპაინი აქტიურია როგორც მჟავა ისე ტუტე PH-ის პირობებში. ამიტომ ის გამოიყენება აქლორჰიდრილიის და ჰიპოქლორჰიდრილიის პირობებშიც. ასე რომ გამოიყენება ერთ-ერთი ინგრედიენტის სახით ფერმენტულ პრეპარატებში პროტეინების გადამუშავების ხელშესაწყობად.
ნიკოტინამიდი:
ის არის B ვიტამინის კომპლექსის ჯგუფის წევრი., ის ორგანიზმის მიერ გამოიყენება ნიაცინის წყაროს სახით. ლიპიდური მეტაბოლიზმი, ქსოვილოვანი რესპირაცია და გლიკოგენოლიზისი საჭიროებს ნიკოტინს. ნიკოტინამიდი ორგანიზმში ფუნქციონირებს ან ნიკოტინამიდადენინედინუკლეოტიდად (NAD) ან ნიკოტინამიდადენინედინეკლეოტიდ ფოსფატად (NADP) გარდაქმნის შემდეგ. NAD და NADP , ფიზიოლოგიურად აქტიური ფორმები, ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მეტობოლიზმში კოფერმენტების სახით პროტეინების ფართო ნაირსახეობისთვის, რომლებიც აკატალიზებენ ქსოვილთა რესპირაციისთვის აუცილებელ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს. ის მოქმდებს კოფერმენტის სახით კარბოჰიდრატების მეტაბოლიზმში.
სიმეთიკონი ან მეთილპროპილსილოქსანი ან MPS: სიმეთკონის კლინიკური გამოყენება დაფუძნებულია მის ანტიაერაციულ თვისებებზე. სიმეტიკონი ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას და ორალური მიღებისას ხელს უწყობს ლორწოვანით შემოსაზღვრულ ჰაერის ბუშტუკებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეერთდნენ და გამოიყონ. სიმეტიკონი ფიზიოლოგიურად ინერტულია და არ შეიწოვება არც კუჭ-ნაწლავის ტარქტიდან და არც კუჭის სეკრეციას ან საკვები ნივთირებების აბსორბციას უშლის ხელს. ამ თვისებების გამო სიმეტიკონი გამოიყენება დამატებითი ნივთიერების სახით ფერმენტებთან ერთად მეტეროიზმის, მუცლის შებერვის და ბოყინის დროს სიმპტომატური მოხმარებისთვის. ის ნაჩვენებია საჭმლის მომნელებლ ტრაქტში ზედმეტი აირების მტკივნეული სიმპტომების შესამსუბუქებლად, ის გამოიყენება დამატებითი ნივთირების სახით მრავალი ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც აირების შეკავება შეიძლება იყოს პრობლემა, როგორიცა აეროფაგია, ფუნქციონალური დისპეფსია, პეპტიკური წყლული, სპასტიური ან გამაღიზინებელი მსხვილი ნაწლავი ან დივერტიკულოზი.
აქტივირებული ნახშირი:
ის არის ადსორბენტი, დეტოქსიკანტი და დამაწყნარებელი ნივთიერება. მისი ფორებიანი ზედპირი შთანთქავს აირს და არასაკმარისად ხსნად ნივთიერებებს. ის ამცირებს ინტერსტინალური აირების მოცულობას და ამით იწვევს მეტეორიზმის და აბდომინური შებერვის სიმპტოემბის შემცირებას. ის ნაჩვენებია ნაწლავური აირების, დიარეის და გასტროინტესტინალური დისტრესის მოსახსნელად, რომლებიც დაკავშირებულია საჭმლის მონელების დარღვევასთან და რომელსაც თან ახალავს სპაზმები და სუნი.
ასე რომ უნიენზიმ MPS გააჩნია ყველა საჭირო ინგრედიენტი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ისეთი მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების ნორმალურ გადამუშავებას, როგორიცაა ნახშირწყლები და პროტეინები. გარდა ამისა ის ასევე ეხმარება საჭმლის მონელების დარღვევის ისეთი სიმპტომების შემსუბუქებას, როგორიცაა შებერვა, ბოყინი, აბდომინალური სისავსე და მეტეორიზმი.
ჩვენებები:
საჭმლის მონელების ისეთი დარღვევების სიმპტომური შემსუბუქება, რომლებიც გამოხატულია დისპეფსიით, შებერვით, ბოყინით, მეტეორიზმით, აბდომინალური დისკომფორტით, ან აბდომინალური სისავსის შეგრძნებით მაგალითად საჭმლის მონელების დარღვევით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
აქტივირებული ნახშირი უკუნაჩვენებია როდესაც ხდება სპეციფიური ანტიდოტების გამოყენება (მეთიონინი).
ნიკოტინმჟავა უკუნაჩვენებია ღვიძლის დისფუნქციის და აქტიური პეპტიკური წყლულის დროს.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
აქტივირებულმა ნახშირმა შეიძლება ფეკალური მასები შეღებოს შავად.
აქტივირებული ნახშირი ამცირებს იპეაკაკუანას და სხვა ემეტიკების მოქმედებას, როდესაც ხდება მათი მიღება ერთდროულად ორალურად.
აქტივირებულ ნახშირს აქვს პოტენციალი შეამციროს ბევრი პრეპარატის აბსორბცია გასტროინტესტინალური ტრაქტიდან და ამის გამო თავიდან უნდა იქნას აცილებული თანმხლები ორალური მკურნალობა. ამის გამო პრეპარატი ინიშნება სხვა პრეპარატების მიღებამდე 2 საათით ადრე ან 1 საათის შემდეგ.
ნიკოტინამიდის დიდი დოზებით დანიშვნა არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ სიყვითლე, ღვიძლის დაავადება ან შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
შეიძლება არსებობდეს მიოპათიის ან რაბდომიოლიზის გაზრდილი რისკი, როდესაც ხდება ნიკოტინმჟავის სტატინებთან ერთად გამოყენება.
ამან შეიძლება გაზარდოს მოთხოვნილება ინსულინზე ან ორალურ ჰიპოგლიკემიკებზე.


გვერდითი რეაქციები:
შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული/მომატებული მგრძნობელობის ან იდიოსინკრიზიული რეაქციები.
ნიკოტინმჟავის მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა გაწითლება, ქავილი, გასტროინტესტინალური ტრაქტის დისტრესი, პეპტიკური წყლულის აქტივაცია, გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილი დიარეა, სიცხის შეგრძნება, კანის გამონაყარი, მშრალი კანის ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება, ჰიპოტენზია, გარდამავალი თავის ტკივილი, პარკუჭოვანი ფიბრილაცია და სხვა კარდიალური არითმიები, შემცირებული გლუკოზური ტოლერანტობა.
თუმცა ეს ეფექტები არის გარდამავალი და შეიძლება გაქრნენ მკურნალობის შეწყვეტით.
დოზირება და მიღების წესები
ერთი ტაბლეტი დღეში ან ექიმის დანიშნულებით
ჭარბი დოზირება და მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია უნიენზიმ MPS გამოყენებასთან. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ნაჩვენებია შემანარჩუნებლი და სიმპტომატური მკურნალობა.
შენახვის წესები:
ინახება არა უმეტს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგნ და ნესტისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა
2 X 10 ტაბლეტი სტრიპში.
შენახვის ვადა 36 თვე.

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ