Fitolaks - ფიტოლაქსი 0.5გ 40 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 24,63 ლ რეგულარული ფასი 32,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
43656_1850
მწარმოებელი:
Evalar
არცერთი:
ფიტოლაქსი-ხილის საღეჭი აბები თავისი შემადგენლობის წყალობით დახმარებას უწევენ ნაწლავებს და ინარჩუნებენ მათ ფუნქციურ აქტივობას.

ფიტოლაქსი-ხილის საღეჭი აბები თავისი შემადგენლობის წყალობით
დახმარებას უწევენ ნაწლავებს და ინარჩუნებენ მათ ფუნქციურ აქტივობას.
ფიტოლაქსის ხილის საღეჭ აბებს სასიამოვნო გემო აქვს, არ საჭიროებს წყლის
დაყოლებას და მოსახერხებელია ნებისმიერ სიტუაციაში მისაღებად.

შემადგენლობა:
გარგარის ნაყოფის ექსტრაქტი-170მ;
ორგანიზ მის თვის აუცილებელ ნივთიერებათა
უნიკალურ წყაროს წარმოადგენს. ის შეიცავს
ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს
(გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ
მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის,
რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP
და სხვა ვიტამინებს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო
ნივთიერებებს, რაც ამაღლებს ფიტოლაქსის სორბციულ თვისებებს და ხელს
უწყობს ნაწლავების მუშაობას.
სენას ექსტრაქტი-100მგ და სენას ფოთლის ექსტრაქტი-40მგ; აძლიერებს
პერისტალტიკას, ინარჩუნებს ნაწლავის ბუნებრივ მოტორულ ფუნქციას.
კამის ნაყოფს ექსტრაქტი-7,5მგ; ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2,
PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და
სხვა მიკროელემენტთა მარილებს. აქვს ნაღვლმდენი, ბაქტერიოციდული,
სპაზმოლიზური მოქმედება. ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის
გამრავლებაში. ამცირებს დისკომფორტს, აირების წარმოქმნას ნაწლავებში.
აუმჯობესებს პერისტალტიკას, ათავისუპლებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.
მრავალძარღვას ფოთოლის ექსტრაქტი-7,5მგ; ფართოდ გამოიყენება
კუჭ-ნაწლავის დაავადებების: გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის
წყლულის, მწვავე და ქრონიკული ენტერიტის, წყლულოვანი კოლიტის
შემთხვევაში. ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ
სითხის შეწოვის შემცირებას რაც იწვევს ფეკალური მასების გათხელებას და
დეფეკაციას.
დოზირება:
1-დან 6-წლამდე ½ აბი;
6-დან 12 წლამდე 1 აბი;
ზრდასრულებში 2 აბი ერთხელ დღეში;
პრეპარატი მიიღება საღამოს ჭამის დროს. საჭიროების შემთხვევაში
ერთჯერადი დოზის გაზრდა შესაძლებელია 4 აბამდე.
საფაღათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ.
კურსის ხანგრძლივობა 2 კვირა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია
კურსის გამეორება.
ფიტოლაქსი 40 საღეჭი აბები 0,5 გ
mwarmoebeli kompania `evalar~. ruseTi
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა მასში
შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ