ფორტრანსი ფხვნილი 64გ 4 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 44,52 ლ რეგულარული ფასი 49,85 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
27081_308
მწარმოებელი ქვეყანა:
საფრანგეთი
მწარმოებელი:
Beaufour Ipsen
არცერთი:
ჩვენება: მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება, აგრეთვე ნაწლავების შიგთავსისაგან დაცლის მიზნით ოპერაციული ჩარევა.

 

აქტიური ნივთიერება
მაკროგოლი 4000 (პოლიეთილენგლიკოლი)-64.000გ;
ნატრიუმის სულფატის ანჰიდრიდი-5.700გ
ნატრიუმის ბიკარბონატი-1.680გ
ნატრიუმის ქლორიდი-1.460გ
კალიუმის ქლორიდი-0.750გ
ნატრიუმის საქარინი-0.100გ
საერთო წონა-73.690გ
ფორტრანსი წარმოადგენს მომწარო-მარილიანი გემოს მქონე თეთრი ფერის ფხვნილს.

 

ფორმა:
ფხვნილი დასალევი ხსნარის მოსამზადებლად პაკეტებში

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საფაღარათო საშუალება

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატის მოქმედების მექანიზმს განაპირობებს მაღალმოლეკულური პოლიმერის და ელექტრილიტების ხსნარების კომბინაცია. მაკროგოლ 4000 აფერხებს წყლის შეწოვის პროცესს კუჭიდან და ნაწლავებიდან და ხელს უწყობს ნაწლავების შიგთავსის ევაკუაციას ხშირი დეფეკაციების გზით.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ელექტროლიტები აფერხებენ ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით გამოწვეული პროცესებს.

 

ჩვენება:
მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება, აგრეთვე ნაწლავების შიგთავსისაგან დაცლის მიზნით ოპერაციული ჩარევა.

 

წინააღმდეგჩვენება:
ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრად გამოხატული დარღვევები (მაგ, დეჰიდრატაცია, გულის უკმარისობა); ნაწლავების გაუვალობა; მსხვილი ნაწლავის ტოქსიური გაფართოვება; კუჭის ან ნაწლავების სტენოზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დარღვევები: თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება ნებადართულია.

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, შეშუპებები), აგრეთვე გულისრევა და ღებინება, მუცლის შებერვა, პრეპარატის პირველი დოზების მიღებისას სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.

 

სიფრთხილე:
სხვადასხვა დაავადებებით შეპყრობილ ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
ფორტრანსის მიღებით გამოწვეული დიარეა იწვევს ერთდროულად მიღებული სხვა პრეპარატების აბსორბციის პროცესის დარღვევას.
სხვა პრეპარატებზე ფორტრანსის ზემოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ნებისმიერი სხვა პრეპარატებით მკურნალობის შესახებ.

 

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ მოზრდილებს პერორალურად (15 წლის ასაკის ზემოთ). თითოეული პაკეტის შიგთავსს ათავსებენ ჭიქაში და ასხამენ 1ლ წყალს. ურევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე.
სავარაუდო დოზა: 1ლ ხსნარი 15-20კგ სხეულის წონაზე, რაც შეესაბამება 3-4ლ ხსნარს. პრეპარატს იღებენ საღამოს გამოკვლევის წინა დღეს ან დილით გამოკვლევის დროს. პრეპარატის ბოლო მიღება ხდება 3-4სთ-ით ადრე პროცედურის ჩატარების წინ.

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ