ესლიდინი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 27,56 ლ რეგულარული ფასი 35,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
34524_1659
მწარმოებელი:
მაკიზ-ფარმა
არცერთი:
ესლიდინი აღადგენს ღვიძლის ფუნქციას, ზრდის მის დეზინტოქსიკურ უნარს, ასევე ახდენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცხიმოვანი, ნახშირწყლოვანი და ცილოვანი ცვლის ნორმალიზებას.

ესლიდინი ®

შემადგენლობა
ერთი  კაფსულა  შეიცავს:  ლიპოიდს  PPL-400 (ფოსფოლიპიდები)  (სოიოს
ლეციტინის  გაუჯერებელი  ფოსფოლიპიდების  100%  შემცველობაზე
გაანგარიშებით  -  PPL ფრაქცია)  300  მგ,  მეთიონინს  (100%  ნივთიერებაზე
გაანგარიშებით)  100  მგ,  სოიოს  ზეთს  550  მგ-მდე.
მყარი  ჟელატინის  კაფსულები:  ტიტანის  დიოქსიდი,  რკინის  ოქსიდი  შავი,  რკინის
ოქსიდი  წითელი,  რკინის  ოქსიდი  ყვითელი,  გასუფთავებული  წყალი,  ჟელატინი.
აღწერილობა
მყარი  ჟელატინის  კაფსულები  -  ღია-ყავისფერი  კორპუსი  და  ყავისფერი
თავსახური.
კაფსულების  შემცველობა  -  Yღია-ყავისფერი  ან  ყავისფერი  ერთგვაროვანი  მასა
მაზის  მაგვარიდან  უფრო  მკვრივ  კონსისტენციამდე  დამახასიათებელი  სუნით.
ფარმაკოთერაპიული  ჯგუფი
ჰეპატოპროტექტორული  საშუალება
ათქ  კოდი:  A05ჩ
ფარმაკოლოგიური  თვისებები
კომბინირებული  პრეპარატი,  ახდენს  ჰეპატოპროტექტორულ  მოქმედებას,  ახდენს
ნივთიერებების  ყველა  სახის  ცვლის  ნორმალიზებას  (ცხიმოვანი,  ცილოვანი,
ნახშირწყლოვანი).
მეთიონინი,  პრეპარატის  ერთ-ერთი  აქტიური  კოპმპონენტი  -  ეს  არის  შეუცვლელი
ამინომჟავა,  რომელიც  არის  მოძრავი  მეტილის  ჯგუფის  წყარო.  მეთიონინი
აუცილებელია  ქოლინის  სინთეზისათვის.  ქოლინის  შემცველობის  ზრდა  ხელს
უწყობს  ენდოგენური  (შიდა)  ფოსფოლიპიდების  სინთეზის  ზრდას  და  ღვიძლში
ნეიტრალური  ცხიმის  დაგროვების  შემცირებას.  მეთიონინი  ასევე  აუცილებელია
ქსენობიოტიკების  უვნებელყოფისათვის.  ათეროსკლეროზის  დროს  ამცირებს
ქოლესტერინის  კონცენტრაციას  და  ზრდის  სისხლში  ფოსფოლიპიდების
კონცენტრაციას.
ესენციური  ფოსფოლიპიდები  -  ეს  არის  შეუცვლელი  ფაქტორები  ღვიძლის
უჯრედების  განვითარებასა  და  ფუნქციონირებისათვის.  ესენციური
ფოსფოლიპიდების  ფრაქცია  პრეპარატში  წარმოდგენილია
ფოსფატიდილქოლინით  (73%),  რომელიც  წარმოადგენს  ბიოლოგიური
მემბრანების  ძირითად  კომპონენტს.  ხვდება  რა  ორგანიზმში,
ფოსფატიდილქოლინი  აღადგენს  ღვიძლის  დაზიანებული  უჯრედების
მემბრანების  მთლიანობას  და  ააქტიურებს  მემბრანაში  მდებარე
ფოსფოლიპიდდამოკიდებულ  ფერმენტებს,  ამით  ახდენს  შეღწევადობის
ნორმალიზებას  და  აძლიერებს  ღვიძლის  უჯრედების  დეზინტოქსიკაციურ  და
ექსკრეტორულ  პოტენციალს.
მეტიონინი  და  ესენციური  ფოსფოლიპიდები  აძლიერებენ  ერთმანეთის
მოქმედებას,  წარმოადგენენ  რა  ენდოგენური  (შიდა)  და  ეკზოგენური  (რომლებიც
მიეწოდება  ორგანიზმს)  ფოსფოლიპიდების  წყაროს  შესაბამისად,  აუმჯობესებენ
ღვიძლის  უჯრედების  ფუნქციონალურ  მდგომარეობას  და  ახდენენ
ჰეპატოპროტექტორულ  (დამცავ)  ეფექტს.
მეთიონინი  ასევე  მონაწილეობს  გოგირდის  შემცველი  ამინომჟავების  ცვლაში,
ეპინეფრინის,  კრეატინინის  და  სხვა  ბიოლოგიურად  აქტიური  ნაერთების
სინთეზში,  გარდაქმნის  ჰორმონების,  ვიტამინების  (B  12, ასკორბინის,  ფოლის
მჟავების),  ფერმენტების,  ცილების  მოქმედებას,  მონაწილეობს  დემეთილირების,
დეზამინირების,  დეკარბოქსილირების  რეაქციებში.
 
 
ესლიდინი  ® აღადგენს  ღვიძლის  ფუნქციას,  ზრდის  მის  დეზინტოქსიკურ  უნარს,
ასევე  ახდენს  ორგანიზმში  ნივთიერებათა  ცხიმოვანი,  ნახშირწყლოვანი  და
ცილოვანი  ცვლის  ნორმალიზებას.
გამოყენების  ჩვენება
პრეპარატი  გამოიყენება  გასტროენტეროლოგიაში,  დერმატოლოგიაში,
ნევროლოგიაში,  კარდიოლოგიაში.
გასტროენტეროლოგია:  სხვადასხვა  ეთიოლოგიის  ღვიძლის  ცხიმოვანი
დისტროფია;  მწვავე  და  ქრონიკული  ჰეპატიტი  (ვირუსულის  გარდა);  ღვიძლის
ციროზი;  ღვიძლის  ტოქსიკური  დაზიანება  -  ალკოჰოლური,  ნარკოტიკური,
წამლისმიერი;  ჰეპატოციტების  ფუნქციის  დარღვევა  (როგორც  გართულება  სხვა
დაავადებების  დროს);  ოპერაციის  წინა  და  ოპერაციის  შემდგომი  მკურნალობა
ჰეპათობილიარული  ზონის  არეში  ოპერაციების  დროს.
დერმატოლოგია:  ფსორიაზი  კომპლექსური  თერაპიის  შემადგენლობაში.
ნევროლოგია:  თავის  ტვინის  სისხლძარღვების  ათეროსკლეროზი  კომპლექსური
თერაპიის  შემადგენლობაში.
ენდოკრინოლოგია:  შაქრიანი  დიაბეტი  კომპლექსური  თერაპიის
შემადგენლობაში,  დაუძლურება,  დისტროფია.
კარდიოლოგია:  კორონარული  არტერიების  ათეროსკლექროზი  კომპლექსური
თერაპიის  შემადგენლობაში.
გამოყენების  წესი  და  დოზირება
პრეპარატი  მიიღება  პერორალურად  ჭამის  დროს,  მთლიანად,  საკმარისი
რაოდენობის  წყლის  დაყოლებით.
ღვიძლის  დაავადებებისას,  კორონარული  არტერიების  და  თავის  ტვინის
სისხლძარღვების  ათეროსკლეროზის,  შაქრიანი  დიაბეტის,  დისტროფიის  და
დაუძლურების  დროს  მიიღება  2  კაფსულა  3  ჯერ  დღეში.  მკურნალობის
რეკომენდირებული  კურსი  -  3  თვე,  მინიმალური  -  1  თვე.
ფსორიაზის  დროს  -  2  კაფსულა  3  ჯერ  დღეში.  მკურნალობის
რეკომენდირებული  კურსი  -  2  კვირა.
7  წელზე  უფროსი  ასაკის  ბავშვებში  ღვიძლის  დაავადებების,  შაქრიანი
დიაბეტის,  ღვიძლის  ცხიმოვანი  დისტროფიის  დროს  -  2  კაფსულა  3  ჯერ  დღეში,
1-3  თვის  განმავლობაში.
ფსორიაზის  დროს  7  წელზე  ზევით  ასაკის  ბავშვებში  -  2  კაფსულა  3  ჯერ
დღეში,  2  კვირის  განმავლობაში.
პრეპარატის  გამოყენებისას  3-დან  7  წლამდე  ბავშვებში  -  1  კაფსულა  3  ჯერ
დღეში,  1-3  თვის  განმავლობაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა  (მომატებული  მგრძნობელობა)  პრეპარატის  კომპონენტების
მიმართ;  ღვიძლის  მძიმე  უკმარისობა,  ღვიძლის  ენცელოპათია,  ვირუსული
ჰეპატიტი,  3  წლამდე  საბავშვო  ასაკი.
სიფრთხილით  შეიძლება  გამოყენება  ორსულობის  პერიოდში  და  3-დან  7  წლამდე
ბავშვებში,  ასევე  ღვიძლის  უკმარისობის  დროს  (ჰიპერაზოთემიის  მატების
საფრთხის  გამო).
გამოყენება  ორსულობის  და  ლაქტაციის  პერიოდში
ნაყოფისათვის  და  ძუძუთი  კვების  დროს  ბავშვისთვის  ესლიდინის®
უსაფრთხოების  დამადასტურებელი  კვლევები  არ  ჩატარებულა.
პრეპარატის  გამოყენება  ორსულობის  დროს  და  ლაქტაციის  პერიოდში
შესაძლებელია  მხოლოდ  ექიმის  დანიშნულებით  იმ  შემთხვევებში,  როდესაც
სარგებელი  დედისათვის  აღემატება  რისკს  ნაყოფისათვის  და  ბავშისათვის.
გვერდითი  მოქმედება.  ალერგიული  რეაქციები.
ჭარბი  დოზირება
რამდენჯერმე  დღიური  დოზის  შემთხვევით  გადაჭარბების  დროს  შესაძლებელია
 
 
არტერიული  წნევის  დაქვეითება,  გულის  შეკუმშვების  (პულსის)  სიხშირის
გაძლიერება,  დეზორიენტაცია.  მკურნალობა:  სიმპტომატური  (ექიმის  კონტროლის
ქვეშ).
გამოშვების  ფორმა
კაფსულები.
10  ან  15  კაფსულა  კონტურულ  უჯრედოვან  შეფუთვაში  პოლივინილქლორიდის
აპკისა  და  ალუმინის  ფოლგისაგან.  2,  3,  4,  5,  6,  9  ან  10  კონტურულ  უჯრედოვან
შეფუთვას  პრეპარატის  სამედიცინო  გამოყენების  ინსტრუქციასთან  ერთად
ათავსებენ  მუყაოს  ყუთში.
შენახვის  პირობები
ინახება  არაუმეტეს  25ºჩ ტემპერატურაზე.
ინახება  ბავშვებისათვის  მიუწვდომელ  ადგილას.
ვარგისიანობის  ვადა
2  წელი.  ნუ  გამოიყენებთ  პრეპარატს  შეფუთვაზე  მითითებული  ვარგისიანობის
ვადის  გასვლის  შემდეგ.
აფთიაქიდან  გაცემის  პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III  -  გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

მწარმოებელი/მომხმარებლის  პრეტენზიები  გააგზავნეთ  მისამართზე:
ღია  სააქციო  საზოგადოება  "ნიჟფარმა",  რუსეთი  603950,  1.  ნიჟნი  ნოვგოროდი
გსპ-459,  სალგანსკის  ქ.  7
ტელ.:  (831)  278-80-88
ფაქსი:  (831)  430-72-28
ინტერნეტი:  ჰტტპ://წწწ.ნიზჰპჰამი.რუ
ან
დახურული  სააქციო  საზოგადოება  "მაკიზ-ფარმა",  რუსეთი  109029,  ქ.  მოსკოვი,
საავტომობილო  გასავლელი,  სახლი  6.
ტელ.:  (495)  974-70-00
ფაქსი:  (495)  974-11-10
E-მაილ: მაილ@მაკიზპჰარმა.რუ

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ