MAALOX - მაალოქსი 250 მლ.. სუსპენზია

განსაკუთრებული ფასი 13,38 ლ რეგულარული ფასი 17,40 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
1072_1206
მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია
მწარმოებელი:
არცერთი:
ჩვენებები მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, საყლაპავის თიაქარი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლუ¬ლოვანი დაავადება, კუჭის დისკომფორტი დიეტის დარღვევის, წამლის მიღების, ყავის, ნიკოტინის და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაალოქსი წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდროქსიდის და ალუმინის ჰიდროქსიდის კარგად ბალან¬სირებულ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ მანეიტრალიზებელ თვისებას და პროტექტორულ ეფექტს. პრეპარატს ახასიათებს მაღალი ეფექტურობა და კარგი გემო. Mმაალოქსი არ იწვევს შეკრულობას. გამოიყენება, როგორც მაადსორბირებელი, შემომგარსველი და ანტაციდური საშუალება კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებისას. Mმაალოქსი რამოდენიმე საათით აყუჩებს ტკივილს საჭმლისმომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებში.

ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, საყლაპავის თიაქარი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლუ¬ლოვანი დაავადება, კუჭის დისკომფორტი დიეტის დარღვევის, წამლის მიღების, ყავის, ნიკოტინის და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები
მაალოქსი ძირითადად ენიშნებათ ჭამიდან 1-1.5 სთ-ის შემდეგ ან ტკივილის შემთხვევაში. მაალოქსს იღებენ 1-2 ტაბლეტის ოდენობით. აუცილებელია ტაბლეტის დაღეჭვა, ან პირში გაჩერება მის სრულ გახსნამდე.
მაალოქსი სუსპენზიის სახით მიიღება 15-15 მლ (1 სუფრის კოვზი ან 1 პაკეტი). ხმარების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ან პაკეტი თითებით დაისრისოს რათა სუსპენზია გახდეს ჰომოგენური.პაკეტის შიგთავსი გადააქვთ კოვზზე ან პირში.
- ბავშვებს 4 თვიდან 1 წლამდე: ½1/2 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე;
- ბავშვებს 1 წლის ზევით: 1 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დამატებითი დოზის მიღება წინა მიღებიდან 2 საათის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 6 მიღებისა დღეში.

გვერდითი მოვლენები
დაკავშირებულია ალუმინის ჰიდროჟანგთან: მაალოქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლებელია ორგანიზმში ფოსფორის მარაგის მკვეთრი შემცირება.

უკუჩვენება
თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია
მაალოქსი შეიძლება დაინიშნოს ორსულობისას., რადგანაც მონაცემები პრეპარატის რძეს¬თან ერთად გამოყოფისა არ არსებობს, ძუძუთი კვების დროს ექიმის კონსულტაციის გარეშე მიღება რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პერორალურად მიღებისას მაალოქსის კომბინაცია ინდომეტაცინთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან (და სხვა სალიცილატებთან), H2-ჰისტამინო რეცეპტორების ბლოკატორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, ამინაზინთან, დიფლუნიზალთან, იზონიაზიდთან, ფენიტოინთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებთან, ფოსფორშემცველ პრეპარატებთან აქვეითებს მათი აბსორბციის პროცესს.
მაალოქსის მიღება რეკომენდებულია ზემოთჩამოთვლილი პრეპარატების მიღებამდე 2 სთ-ით ადრე, ან მათი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 8-15°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

რეგისტრაციის # და თარიღი
R 003303 19.10.07
R 003304 19.10.07
R 003305 19.10.07

 

მეტი ინფორმაცია
Units1
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ