Tinctura Menthae - პიტნის ნაყენი ფლაკონი 25მლ

1,90 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
1415_640
მწარმოებელი ქვეყანა:
საქართველო
მწარმოებელი:
არცერთი:
Øკუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებები; Øკუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეიროგენული წარმოშობის სპასტიური მდგომარეობა; Øმეტეორიზმი; Øქოლეცისტიტი, ქოლანგიტი; Øღებინება, გულისრევა; Øზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები ( ფარინგიტი, ლარ

შემადგენლობა:

მომზადებულია პიტნის ფოთლებისაგან 90%-იან ეთილის სპირტზე. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი მენთოლი -60%, მენთენი -10-25%), ოლეინის და ურსულის მჟავებს, ფლავონოიდებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის, გულის სისხლძარღვებს. ამცირებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლის მომარაგებას და ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აქვს ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს მადას.

ეფექტურია ინჰალაციის სახით ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს, აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ზემო სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელიის ფუნქციის აღდგენას.

ჩვენება:

Øკუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებები;
Øკუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეიროგენული წარმოშობის სპასტიური მდგომარეობა;
Øმეტეორიზმი;
Øქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
Øღებინება, გულისრევა;
Øზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები ( ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი);

გვერდითი მოვლენები:

ბავშვებში ინჰალაციის სახით გამოყენება დაუშვებელია, რადგან მენთოლის ზემოქმედებით შესაძლებელია განვითარდეს ბრონქოსპაზმი და რეფლექსურად მოხდეს სუნთქვის დათრგუნვა.

მიღების წესი და დოზირება:

პერორულად 10-15 წვეთი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

15, 25 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საყვეთურით და მიხრახნილი სახურავით.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

შენახვა:

მშრალ ადგილას +8 150C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მეტი ინფორმაცია
Units1
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ