Stamic - სტამიკი 40მგ 14 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 19,94 ლ რეგულარული ფასი 25,90 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
42798_1697
მწარმოებელი:
Merkez Pharmaceutical
არცერთი:
გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: - რეფლუქს-ეზოფაგიტის საშუალო ან მწვავე ფორმები (ეზოფაგიტი, რომელსაც თან ახლავს კუჭის წვენის რეგურგიტაცია). -Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულით ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში (ერადიკაციული თერაპია). მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ბაქტერიის გაუვნებელყოფა და წყლულის ხელახალი წარმოქმნის ალბათობის შემცირება. - თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული - კუჭის წყლული - ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეოებები, რომლებიც იწვევს ჭარბი მჟავას წარმოქმნას კუჭში.

სტამიკი
40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
Stamic
40mg enteric coated tablets
Pantoprazole (as sodium sesquihydrate)

პრეპარატის გამოყენებამდე გულსდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი

- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და ამიტომ არ უნდა გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები წააგავს თქვენსას.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენას, რომელიც ამ დანართ ფურცელში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამ დანართ ფურცელში:

1. რისთვის გამოიყენება სტამიკი?
2. სტამიკის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ სტამიკი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. სტამიკის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რისთვის გამოიყენება სტამიკი

პანტოპრაზოლის 40მგ ტაბლეტები გამოიყენება მჟავიანობასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. პრეპარატი წარმოადგენს “პროტონული ტუმბოს სელექციურ ინჰიბიტორს”, რომელიც ამცირებს წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას კუჭში. პანტოპრაზოლის 40მგ ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- რეფლუქს-ეზოფაგიტის საშუალო ან მწვავე ფორმები (ეზოფაგიტი, რომელსაც თან ახლავს კუჭის წვენის რეგურგიტაცია).
-Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულით ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში (ერადიკაციული თერაპია). მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ბაქტერიის გაუვნებელყოფა და წყლულის ხელახალი წარმოქმნის ალბათობის შემცირება.
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
- კუჭის წყლული
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეოებები, რომლებიც იწვევს ჭარბი მჟავას წარმოქმნას კუჭში.

2. სტამიკის 40მგ ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ სტამიკი
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) პანტოპრაზოლის, ან სტამიკის ტაბლეტების რომელიმე კომპონენტის მიამრთ (იხ. ნაწილი 6 ამ კომპონენტების ჩამონათვალისათვის).
- კომბინაციაში ანტიბიოტიკებთან, თუ გავთ ღვიძლის ან თირკმლის მხრივ ზომიერი ან მწვავე პრობლემები.
- თუ ამავდროულად იღებთ ატაზანავირის შემცველ პრეპარატებს (HIV ინფექციების სამკურნალოდ).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება სტამიკის მიღებისას
- თუ გაქვთ ღვიძლის მხრივ მწვავე პრობლემები. გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს ღვიძლის ენზიმების აქტივობა უფრო ხშირად. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება, ან მკურნალობის შეწყვეტა.
- თუ გაქვთ შემცირებული სხეულის წონა, ან ვიტამინ B12 შემცირების რისკ- ფაქტორები და იღებთ პანტოპრაზოლს ხანგრძლივად. მჟავას შესამცირებელი სხვა საშუალებების მსგავსად პანტოპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ B12 შეწოვის შემცირება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:
- წონის დაკლება
- განმეორებითი ღებინება
- ყლაპვის სირთულეები
- სისხლიანი ღებინება
- სიფერმკრთალე და სისუსტე (ანემია)
- სისხლიანი განავალი
- მწვავე და/ან მუდმივი დიარეა, რადგან პანტოპრაზოლის მიღება დაკავშირებულია ინფექციური დიარეის გამწვავებასთან.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს ზოგიერთი ანალიზის ჩატარება ავთვისებიანი დაავადების საკონტროლოდ, რადგან პანტოპრაზოლი ასევე ამსუბუქებს კიბოს სიმპტომებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დიაგნოსტირების შეფერხება. საჭირო იქნება დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, თუ თქვენი სიმპტომები გაგრძელდა მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა.

სხვა პრეპარატების გამოყენება
პანტოპრაზოლის 40მგ ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების ეფექტურობაზე, ამიტომ
- აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებას (მაგ. კეტოკონაზოლს), რადგან პანტოპრაზოლმა შესაძლოა შეაფერხოს კონკრეტული პრეპარატების მოქმედება
- აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, განსაკუთრებით ვარფარინს და ფენპროკომონს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი შემოწმება.
- აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ატაზანავირის შემცველ სამკურნალო საშუალებას (გამოიყენება HIV ინფექციის სამკურნალოდ). ატანაზავირი არ უნდა იქნას გამოყენებული 40მგ პანტოპრაზოლთან ერთად.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. არ არის ინფორმაცია მოქმედი ნივთიერების რძეში გადასვლის შესახებ. თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად, ან თუ ხართ მეძუძური დედა, ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ სარგებელი თქვენთვის მეტია, ვიდრე პოტენციური რისკი თქვენი ნაყოფისათვის ან ბავშვისათვის.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშობა
არ არის ცნობილი ამ პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშობის უნარზე. რეაგირების უნარი შეიძლება შეამციროს შესაძლო გვერდითმა მოვლენებმა, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევები-მხედველობის დაბინდვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტამიკის 40მგ ტაბლეტების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს მანიტოლს. მას შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

3. როგორ მივიღოთ სტამიკი

ყოველთვის მიიღეთ სტამიკი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როდის და როგორ უნდა მიიღოთ სტამიკის ტაბლეტები?
მიიღეთ ერთი საათით ადრე საუზმემდე დაუღეჭვად, ან გაუტეხავად. გადაყლაპეთ ტაბლეტი მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით.

თუ სხვაგვარად არ დაგინიშნათ ექიმმა, ჩვეული დოზა შეადგენს:
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან და ზემოთ:
რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს: ერთი ტაბლეტი დღეში.
ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ დოზა შეიძლება გაორმაგდეს.
ექიმი მოგცემთ რჩევას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 4-8 კვირას.

მოზრდილები:
Hელიცობაცტერ პყლორი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულით კომბინაციაში ორ ანტიბიოტიკთან (ერადიკაციული თერაპია).
ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში და ორი ანტიბიოტიკის ტაბლეტი: ამოქსიცილინი, კლარითრომიცინი და მეტრონიდაზოლი, თითოეული უნდა მიიღოთ ორჯერ დღეში პანტოპრაზოლთან ერთად. პანტოპრაზოლის პირველი ტაბლეტი მიიღეთ საუზმემდე ერთი საათით ადრე და მეორე ტაბლეტი მიიღეთ საღამოს, ჭამამდე. გაითვალისწინეთ ექიმის მიერ მოცემული დანიშნულება და წაიკითხეთ ანტიბიოტიკების ინსტრუქცია.

ზოგადად კომბინაცია შემდეგნაირია:
- პანტოპრაზოლი 40მგ + 500მგ კლარითრომიცინი + 1000მგ ამოქსიცილინი
- პანტოპრაზოლი 40მგ + 500მგ კლარითრომიცინი + 500მგ მეტრონიდაზოლი
- პანტოპრაზოლი 40მგ + 500მგ მეტრონიდაზოლი + 1000მგ ამოქსიცილინი

ყველა პრეპარატი მიიღება ორჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს ერთ ან ორ კვირას.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს: ერთი ტაბლეტი დღეში
ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება დოზა გაორმაგდეს.
ექიმი მოგცემთ რჩევას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. კუჭის წყლულის მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 4-8 კვირას. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 კვირას.

ზოლინგერ-ელისონის და სხვა მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობა, როდესაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით მჟავა კუჭში: ორი ტაბლეტი დღეში (რეკომენდირებული საწყისი დოზა).

საუზმემდე მიიღეთ ორი ტაბლეტი. მოგვიანებით ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა კუჭის მჟავიანობიდან გამომდინარე. თუ დანიშნული გაქვთ ორ ტაბლეტზე მეტი დღეში, მაშინ მიიღეთ ტაბლეტები ორი თანაბარი დოზის სახით. თუ ექიმმა დაგინიშნათ ოთხ ტაბლეტზე მეტი დღეში, თქვენ მოგეწოდებათ ზუსტი ინფორმაცია თუ როდის შეწყვიტოთ მკურნალობა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფი:
- თუ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები არ მიიღოთ ერთ ტაბლეტზე მეტი დღეში.
- თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, მიიღეთ პრეპარატის ერთი ტაბლეტი დღეგამოშვებით.
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები. ამ ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდირებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
- ხანდაზმულები (65 წლის და ზემოთ). ხანდაზმულებმა არ უნდა მიიღონ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი, გარდა ზემოთაღნიშნული კომბინირებული მკურნალობისა, სადაც მაქსიმალური დოზა არის ორი ტაბლეტი.

თუ მიიღეთ სტამიკის ჭარბი დოზა
მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს, ან ფარმაცევტს. არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

თუ დაგავიწყდათ სტამიკის ტაბლეტების მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ შემდეგი დოზა შესაბამის დროს.


თუ შეწყვიტეთ სტამიკის მიღება
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან ან ფარმაცევტთან გასაუბრებამდე.
ამ პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, 40მგ პანტოპრაზოლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
შესაძლოა გამოვლინდეს არახშირი გვერდითი მოვლენები პანტოპრაზოლის მიღებისას. ესენია: თავბრუსხვევა, დიარეა, გულისრევა/ღებინება; მუცლის შებერვა და ბოყინი; კონსტიპაცია, პირის სიმშრალე; მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ძილის დარღვევები, ღვიძლის ენზიმების მომატება (ტრანსამინაზები, -Gთ). მხედველობის მხრივ დარღვევები/მხედველობის დაბინდვა, ურტიკარია, ანგიოედემა, ართრალგია, მიალგია, ჰიპერლიპიდემია და ლიპიდების მომატება; წონის ცვლილება, სხეულის ტემპერატურის მომატება; პერიფერიული შეშუპება, მომატებული მგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქციების და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით) მომატებული ბილირუბინი, დეპრესია (და ყველა სახის გამწვავება) შეიძლება გამოვლინდეს იშვიათად. უფრო მეტიც, თრომბოციტოპენია; ლეიკოპენია, დეზორიენტაცია (და ყველა სახის გამწვავება) შეიძლება გამოვლინდეს ძალიან იშვიათად.

დაიმახსოვრეთ:
- თქვენი წამლის მოსალოდნელი სარგებელი ჩვეულებრივ უფრო მეტი იქნება ნებისმიერი გვერდითი მოვლენის რისკთან შედარებით.
- თუ გვერდითი მოვლენები გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

5. სტამიკის ტაბლეტების შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ სტამიკი კოლოფზე და ბლისტერებზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. ვარგისიანობის ვადა შეადგენს 2 წელს.
ამ სამედიცინო პროდუქტს არ სჭირდება შენახვის რაიმე სპეციალური პირობა.
მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებისათვის: არ გამოიყენოთ ტაბლეტები ბოთლის გახსნიდან 2 თვის შემდეგ.
პრეპარატი არ გადააგდოთ საკანალიზაციო წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუსადეგარი პრეპარატის განადგურების შესახებ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25Cტემპერატურის პირობებში.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სტამიკი

მოქმედი ნივთიერება არის პანტოპრაზოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 40მგ პანტოპრაზოლს(sodium sesquihydrate).
სხვა კომპონენტები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონი, მანიტოლი, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, კალციუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო კვარცი, ჰიპრომელოზა, სუქცინატი, აცეტატი, ტრიეთილ ციტრატი, ჰიდროქსიპროპიმეთილ ცელულოზა, ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172).

სტამიკის აღწერა და შეფუთვა
ყვითელი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
სტამიკი 40 მგ: 14 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები 2 ბლისტერში (2X7)
სტამიკი 40 მგ: 28 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები 4 ბლისტერში (4X7)

გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.


სავაჭრო უფლების მფლობელი
Helba Pharmaceuticals Inc. Co.
იენიბოსნა მერკეზ მაჰ., 29 ეკიმის ქუჩა
სტამბული ვიზიონის პარკი ა 1 პლაზა #17/1
ბაჰჩელიევლერი-სტამბული-თურქეთი


მწარმოებელი ქარხანა:
Argis Pharmaceuticals Inc. Co.
bati siresi mah., gersan sanai sitesi,
2307.სოკაკ #80-82-84 ერგაზი
იენიმაჰალე-ანკარა-თურქეთი

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ