Fitolax - ფიტოლაქსი 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 8,08 ლ რეგულარული ფასი 10,50 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
29968_640
მწარმოებელი:
ნეოფარმი
არცერთი:
ჩვენება: სპასტიური კოლიტი; ატონიური შეკრულობა; ბუასილი (ნაწლავების მოქმედების რეგულირებისთვის); ნაპრალები სწორ ნაწლავზე; პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობისას, რომელიც უფრო ხშირად უვითარდება მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა:

ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტი _ 0,25გ;

დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის ფუძე კარბონატი.

ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტი მზადდება სენას ფოთლების, ხეჭრელის ქერქის და ძირტკბილას ფესვების საფუძველზე. მის შემადგენლობაში შედის ანტრაგლიკოზიდები: ემოდინი, ქრიზოფანის მჟავა, გლუკოფრანგულინი, ფრანგულინი და სხვა, ასევე საპონინი გლიცირიზინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნაწლავის ფერმენტებისა და ბაქტერიების ზემოქმედებით ხორციელდება ანტრაგლიკოზიდების და საპონინების ჰიდროლიზი. წარმოქმნილი პროდუქტები აძლიერებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, არ აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. ჰიდროლიზის პროცესის ნელა მიმდინარეობის გამო, საფაღარათო ეფექტი ვითარდება მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, პრეპარატის მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ; პრეპარატში ძირტკბილას საპონინების შემცველობა მას დამატებით ანიჭებს ანთების საწინააღმდეგო, კუჭის-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დამცველ, სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენება:

სპასტიური კოლიტი;
ატონიური შეკრულობა;
ბუასილი (ნაწლავების მოქმედების რეგულირებისთვის);
ნაპრალები სწორ ნაწლავზე;
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობისას, რომელიც უფრო ხშირად უვითარდება მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს;

მიღების წესი და დოზირება:
1 ან 2 კაფსულა საღამოს ძილის წინ.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღება იწვევს მიჩვევას, ამიტომ საჭირო ხდება დოზის გაზრდა, ან პერიოდულად საფაღარათო პრეპარატის შენაცვლება;

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს:
მცირე მენჯის ორგანოების გაძლიერებული ჰიპერემია;
ჰიპოკალიემია, დემინერალიზაცია (ამიტომ სასურველი იქნება პარალელურად რომელიმე კალიუმის შემცველი პრეპარატის ან კალიუმით მდიდარი საკვების მიღება ბალანსის აღდგენისათვის);
ორსულ ქალებში შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა;

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში სასურველია ექიმთან კონსულტირება!

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
ნაწლავების გაუვალობა;
ფეხმძიმობა;
მენსტრუაცია;

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის წესი: ინახება 15-25˚C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ