ბენოსენი 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 22,23 ლ რეგულარული ფასი 28,90 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
35545_1517
მწარმოებელი ქვეყანა:
ჩეხეთის რესპუბლიკა
მწარმოებელი:
არცერთი:
ბენოსენი:- ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას და სწრაფ ჩაძინებას - ორგანიზმს ანიჭებს სიმხნევის შეგრძნებას გაღვიძების შემდგომ - ხელს უწყობს მთლიანად სხეულის რელაქსაციას - ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესის მოხსნას - დადებითად მოქმედებს დეპრესიული მდგომარეო

შემადგენლობა

1 ტაბლეტის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: 
სვიის ექსტრაქტი (Humulus lupulus) 150, 0 მგ.
L-თეანინი 100, 0 მგ.
ვალერიანის ექსტრაქტი (Valeriana Officinalis) 0,8% 50, 0 მგ.


ბენოსენის ძირითად ნივთიერებებს წარმოადგენს:
L-თეანინი (100,0 მგ.) - ამინომჟავაა, რომელიც მიიღება სპეციალური ტექნოლოგიით მწვანე ჩაის ფოთლებიდან. L-თეანინი არის გამა-ამინო-ბუტირის მჟავას წინამორბედი, რომელიც მონაწილეობს შეკავების რეაქციებში და იცავს ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან. ასევე L-თეანინი გავლენას ახდენს დოფამინის გამოყოფაზე, გვევლინება რელაქსანტად, უზრუნველყოფს წონასწორობის შენარჩუნებას.
ვალერიანის ექსტრაქტი (50,0 მგ.) ეს არის ეფექტური და უსაფრთხო დამამშვიდებელი საშუალება მომატებული ნერვული აგზნებისა და ემოციური გამოფიტვის დროს.
სვიის ექსტრაქტი (150,0 მგ.) მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება უძილობისა და ზომიერი დეპრესიების დროს. ამ ორი მცენარის კომბინაცია აძლიერებს სედატიურ ეფექტს. ვალერიანისა და სვიის ექსტრაქტების მოქმედება აძლიერებს პრეპარატის სედატიურ ეფექტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენოსენი შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესის მოხსნას, მთლიანად ორგანიზმის მოდუნებას, უძილობის მოხსნას, მშვიდ ძილს. ბენოსენი ამცირებს ღამით გამოღვიძებების სიხშირეს, აუმჯობესებს სიმხნევის შეგრძნებას გაღვიძების შემდეგ. დამამშვიდებელი ეფექტის გამო ბენოსენი რეკომენდირებულია ფსიქიური დატვირთვის, სტრესული სიტუაციებისა და დეპრესიული განწყობის დროს.

მოქმედება:
- ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას და სწრაფ ჩაძინებას
- ორგანიზმს ანიჭებს სიმხნევის შეგრძნებას გაღვიძების შემდგომ
- ხელს უწყობს მთლიანად სხეულის რელაქსაციას
- ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესის მოხსნას
- დადებითად მოქმედებს დეპრესიული მდგომარეობების დროს.

მიღების წესები და დოზები
მიიღება დღეში ერთი აბი ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორმაცია
Units20
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ