Metformine Denk - მეტფორმინი დენკი 850მგ 120 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 35,64 ლ რეგულარული ფასი 39,91 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
60716_1114
მწარმოებელი:
DENK PHARMA
არცერთი:
მოზრდილებში მეტფორმინ დენკ 850 შესაძლებელია მიღებული იქნას როგორც მონოთერაპია, ასევე კომბინირეული თერაპიის სახით ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად (ორალურად მისაღები ან ინსულინი).

მეტფორმინი დენკი 850მგ

  1. რა არის მეტფორმინ დენკ 850 და მისი გამოყენება
  2. რა არის გასათვალისწინებელი მეტფორმინ დენკ 850-ის მიღებამდე.
  3. მეტფორმინ დენკ 850-ის მიღების წესი
  4. შესაძლო გვერდიტი ეფექტები
  5. მეტფორმინ დენკ 850-ის შენახვის წესი
  6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  1. რა არის მეტფორმინ დენკ 850 და მისი გამოყენება

მეტფორმინ დენკი 850 შეიცავს მეტფორმინს, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტს. იგი მიეკუთვნება ბიგუანიდის სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს.

ინსულინი არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც აიძულებს ორგანიზმს სისხლის გლუკოზის (შაქრის) მიღებას. ორგანიზმი იყენებს გლუკოზას  ენერგიის გამომუშავებისათვის ან ინახავს მას მომავალი გამოყენებისთვის.

დიაბეტის დროს, პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან სხეულს არ შესწევს უნარი გამომუშავებილი ინსულინი სწორედ გამოიყენეოს. რაც იწვევს გლუკოზის დონის მომატებას სისხლში. მეტფორმინ დენკი 850 ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცირებას, ჩვეულ ნიშნულამდე.

თუ პაციენტი არის ჭარბწონიანი ზრდასრული და მოიხმარს მეტფორმინ დენკ 850-ს დიდი ხნის განმავლობაში, ასევე მცირდება დიაბეტით გამოწვეული გართულების განვითარების რისკი. მეტფორმინ დენკ 850 ხელს უწყობს სხეულის წონის შენარჩუნებას ან მცირედად ამცირებს მას. მეტფორმინ დენკი 850 გამოიყენება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (ე/წ არა-ინსულინზე დამოკიდებული დიაბეტი), როცა მხოლოდ დიეტა ან ფიზიკური დატვირთვა  შესაბამისად ვერ არეგულირებს გლუკოზის დონეს. იგი განსაკუთრებით გამოიყენება ჭარბი წონის მქონე პაციენტებში.

მოზრდილებში მეტფორმინ დენკ 850 შესაძლებელია მიღებული იქნას როგორც მონოთერაპია, ასევე კომბინირეული თერაპიის სახით ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად (ორალურად მისაღები ან ინსულინი).

10 წლიდან ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში: მეტფორმინ დენკ 850 შესაძლებელია მიღებული იქნას როგორც მონოთერაპია, ან ინსულინთან ერთად

 

  1. რა არის გასათვალისწინებელი მეტფორმინ დენკ 850-ის მიღებამდე

მეტფორმინ დენკ 850 არ მიიღება:

  • თუ პაციენტი ალერგიულია მეტფორმინის ან ამ მედიკამენტის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6)
  • ღვიძლის მხრივ პრობლემების შემთხვევაში.
  • თირკმელის ფუნქცის მკვეთრად შემცირების დროს.
  • თუ პაციენტს აქვს არაკონტროლირებადი დიაბეტი, მაგალითად მწვავე ჰიპერგლიკემიასთან ერთად (სისხლში მაღალი გლუკოზის მაღალი დონე) გულისრევა, ღებინება, დეარეა, სხეულის მასისი მკვეთრად შემცირება, ლაქტოციდოზი (ქვევით იხ. “ლაქტოციდოზის განვითარების რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა როცა სისხლში გროვდება ნივთიერება „კეტონური სხეულები“, და რის გამოც შეიძლება წარმოიშვას დიაბეტური პრე-კომა. სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, აჩქარებული და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან უჩვეულო ხილის სუნის შეგრძნება.
  • თუ ორგანიზმმა დაკარგა დიდი რაოდენობით წყალი (გაუწყლოება), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ხანგრძლივი ან მწვავე დიარიით, ან მიყოლებით რამდენჯერმე ღებინების შემდეგ. დეჰიდრატაციამ  შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მხრივ პრობლემები, რაც თავის მხრივ შესაძლებელია იყოს ლაქტოციდოზის გამომწვევი (იხ. „გაფრთხილებები და სირთხილის ზომები“).
  • ძლიერი ინფექციის დროს, როდესაც ინფექცია გავლენას ახდენს ფილტვებზე ან ბრონქულ სისტემაზე ან თირკმელებზე. მწვავე ინფექციამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელების მხრივ პრობლემები, რაც თავის მხრივ შესაძლებელია ლაქტაციდოზის რისკის გამომწვევი იყოს (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
  • გულის მწვავე უკმარისობის ნამკურნალევ პაციენტებისათვის ან უახლოეს წარსულში გადატანილი გულის შეტევის შემთხვევაში თავს იჩენს სერიოზული პრობლემები სისხლის მიმოქცევის მხრივ (როგორიც არის შოკი) ან სუნთქვის გაძნელება. რაც შეიძლება იყოს ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობის გამომწვევი და პაციენტი დააყენოს ლაქტაციდოზის გამოწვევის რისკის ქვეშ (იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
  • თუ პაციენტი თებულობს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს

ამ მედიკამენტის მიღებამდე, უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტი ფიქრობს რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება მას

კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს, თუ:

  • პაციენტი საჭიროებს რენტგენული კვლევის ჩატარებას ან კონტრასტული მედიკამენტების ინექციით სკანირებას, რომელიც შეიცავს იოდს
  • პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა.

უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850 მიღება დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქირურგიული ჩარევამდე, ან კვლევამდე ან მის შემდეგ. მკურნალი ექიმი თავად გადაწყვიტავს საჭიროაა თუ არა ამ პერიოდისთვის სხვა რომელიმე დამატებითი მკურნალობა. მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვა.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მეტფორმინ დენკ 850-ის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

 

ლაქტაციდოზის განვითარების რისკები

მეტფორმინ დენკ 850-მა ძალიან იშვიათად მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით თუ თირკმელების ფუნქციონიერება სათანადოდ არ ხდება. ლაქტაციდოზის განვითარების რისკი იზრდება უკონტროლო დიაბეტის, სერიოზული ინფექციით, ხანგრძლივი მარხვა ან ალკოჰოლის მიღებით, გაუწყლოება (იხ. დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის მხრივ პრობლემებით და სხვა ნებისმიერი სამედიცინო პრობლემებით, რომელიც იწვევს ჟანგბადის მიწოდების შემცირებას (როგორიცაა გულის მწვავე დაავადება) ორგანიზმის რომელიმე ნაწილში.

საჭიროა მიემართოს მკურნალ ექიმს დამატებითი მითითებებისთვის, თუ ზემოთ აღნიშნული რომელიმე ეხება პაციენტს

გაუწყლოებასთან დაკავშირებული გართულებების არსებობის შემთხვევაში (ორგანიზმში სითხის მნიშვნელოვანად დაკარგვა) მცირე ხნით უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850-ის მიღება,  როგორიცა არის მწვავე ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბოს ზემოქმედება ან საჭიროზე ნაკლები რაოდენობით სითხის მიღება. დამატებითი მითითებებისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

დაუყონებლივ შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850 მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს თუ გამოვლინდება ლაქტაციდოზის ნიშნები, რადგან ამ მდგომარეობამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომა.

ლაქტაციდოზის ნიშნები მოიცავს:

  • ღებინება
  • კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი)
  • კუნთების სპაზმი
  • სისუსტის და დაღლილობის ზოგადი შეგრძნება
  • სუნთქვის გართულება
  • სხეულის ტემპერატურის და გულისცემის შემცირება

ლაქტაციდოზის დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და საჭიროებს მკურნალობას ჰოსპიტალიზაციის პირობებში.

თუ პაციენტი საჭიროებს ძირითად ოპერაციას მიღება უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850-ის მიღება პროცედურის დროს ან პროცედურის შემდეგ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მეტფორმინ დენკ 850-ის შეწყვეტის ან ხელახალი მიღების  საჭიროებას.

მეტფორმინ დენკ 850 არ იწვევს ჰიპოგლიკემიას  (სისხლში გლუკოზის დონისძალიან დაბალი მაჩვენებელი). თუმცა თუ მეტფორმინ დენკ 850 მიღება ხდება სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგ. სულფონილშარდოვანა, ინსულინი, მეგლიტინიდები), შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპოგლიკემია. თუ გამოვლინდა ჰიპოგლიკემიის ნიშნები, როგორიც არის  სისუსტე, თავბრუსხვევა, ჭარბოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის დარღვევა ან კონცეტრაციის გაძნელება, ჩვეეულებრივ ეხმარება შაქრის შემცველ საჭმლის ან სითხის მიღება.

მეტფორმინ დენკ 850 მკურნალობის განმავლობაში ექიმის მიერ უნდა მოხდეს  თირკმელის ფუნქციის მაჩვენებლების გადამოჭმება წელიწადში მინიმუმ ერთხელ ან უფრო ხშირად ხანდაზმულ და/ან თირკმელების ფუნქციის გაუარესების დროს.

 

სხვა მედიკამენტები და მეტფორმინ დენკ 850

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების ინექციის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად რენტგენის სხივები ან სკანირება, მეტფორმინ დენკ 850 მიღება უნდა შეწყდეს ინექციამდე ან მის დროს. ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეწყდეს ან განახლდეს მეტფორმინ დენკ 850 მიღება.

უნდა ეცნობოს ექიმს თუ პაციენტი ღებულობს უახლოეს წარსულში იღებდა ან შეიძლება მიიღოს სხვა მედიკამენტები. პაციენტს შესაძლებელია დასჭირდეს ხშირი სისხლში გლუკოზის დონის და თირკმლის ფუნქციის განმსაზღვრელი ტესტების ჩატარება, ან ექიმს შესაძლებელია მოუხდეს მეტფორმინ დენკ 850-ის დოზის დაკორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების აღნიშვნა:

  • შარდმდენი მედიკამენტები (დიურეტიკები)
  • ტკივილგამაყუჩებელი და ანთების სამკურნალო საშუალებები (NSAID და COX-2 ინჰიბიტორები, როგორიც არის მაგ.: იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
  • მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (აგფ-ინჰიბიტორები და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანაგოტისტები)
  • ბეტა-2 აგონისტები, როგორიცაა სალბუტამოლი ან ტერბუტალინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
  • კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა კანის მწვავე ანთებითი დაავადება ან ასთმა)
  • მედიკამენტები რომლებიც ცვლიან მეტფორმინ დენკ 850-ის დონეს სისხლში, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების დროს (როგორიცა ვერაპამილი, რიფამპცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რენოლაზონი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი).
  • დიაბეტის სამკურნალო სხვამედიკამენტები

 

მეტფორმინ დენკ 850 ურთიერთქმედება ალკოჰოლთან

მეტფორმინ დენკ 850 მიღების დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღების შემცირება, რადგან შეიძლლება გაიზარდოს ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“)

ორსულობა  და ლაქტაცია

ორსულობის დროს დიაბეეტის მკურნალობისთვის საჭიროა ინსულინით მკურნალობა. უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი არის ორსულად, ფიქრობს რომ არის ფეხმძიმედ ან გეგმავს ორსულობას, რადგან ექიმმა შესაძლებელია შეიცვალოს  მკურნალობა.

არ არის რეკომენდებილი ამ მედიკამენტის მიღება  ლაქტაციის დროს ან თუ პაციენტი გეგმავს ლაქტაციის დაწყებას.

 

გავლენა ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე:

მეტფორმინ დენკ 850-ის მონოთერაპია არ იწვევა ჰიპოგლიკემიას (სისხლშ გლუკოზის დონის ძალიან დაქვეითება). აღნიშნული ნიშნას, რომ იგი არ მოქმედებს პაციენტის მანქანის ან სხვა მოწყობილობის მართვის უნარზე.

თუმცა, საფრთხილეა საჭირო, როდესაც მეტფორმინ დენკ 850 მიღება დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად, რომელიც შეიძლება იყოს ჰიპოგლიკემიის გამომწვევი (როგორიცა არის სულფონილშარდოვანა, ინსულინი, მეგლიტინიდები).  ჰიპოგლიკემიის ნიშნები მოიცავს სისუსტეს, თავბრუსხვევას, მომატებული ოფლიანობა, გახშირებული გულიცემა, მხვედელობის მხრივ დარღვევები ან კონცეტრაციის გაძნელება. ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება ავტომანქანის ან სხვა მოწყობილობების მართვა.

 

  1. მეტფორმინ დენკ 850-ის მიღების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიირება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს

მეტფორმინ დენკ 850 არ ცვლის ცხოვრების ჯანსაღ წესს. უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდებული დიეტის დაცვა და ასევე რეგულარული ვარჯიში.

ასევე ხელმისაწვდომია მეტფორმინის 500 და 1000 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დოზირების ინდივიდუალური მოთხოვნების დასარეგულირებლად

რეკომენდებული დოზა

10 wlis asakidan bavSvebSi da mozardebSi Cveulebriv sawyisi doza არის 500 ან 850mg მეტფორმინ დენკი ერთჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არის 2000 მგ, მიღებული 2 ან 3 ინდივიდუალურ დოზად. 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სამკურნალოდ რეკომენდებულია ექიმის განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში გამოცდილება შეზღუდულია

მოზრდილებისთვის ჩვეულებრივ იწყება 500მგ ან 850მგ მეტფორმინ დენკი 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არის 3000 მგ მიღებული 3 ინდივიდუალურ დოზად

თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს თირკმლის ფუნქცია, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალეფექტური დოზა

თუ პაციენტი ასევე ღებულობს ინსულინს მკურნალი ექიმი ურჩევს თუ როგორ უნდა დაიწყოს პაციენტმა მეტფორმინ დენკ 850-ის მიღება

მონიტორინგი

  • მეტფორმინ დენკ 850 ინდივიდუალური დოზა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად და რეგულარულად ხდება მისი კონტროლი. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებისთვის ან ხანდაზმული პაციენტებისათვის.
  • მკურნალი ექიმი წელიწაადში ერთხელ მაინც გადაამოწმებს თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლებს. ხანდაზმული ან თირკმელების დაქვეითებული ფუნქცის მქონე პაციენტების შემთხვევაში საჭიროა უფრო ხშირი შემოწმება.

მეტფორმინ დენკ 850 miRebis wesi:

მეტფორმინ დენკ 850 მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ. აღნიშნული იცავს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მომქმედი გვერდითი ეფექტების განვითარებას.

არ შეიძლება დაბლეტის დამტვრევა ან დაღეჭვა. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის მიყოლებით

  • თუ მიიღება დღეში ერთი დოზა უმჯობესია მიღებული იქნას დილით (საუზმეზე).
  • თუ მიიღება დღეში ორად გაყოფილი დოზა უმჯობესია მიღებული იქნას დილით (საუზმეზე) და საღამოს (ვახშამზე).
  • თუ მიიღება დღეში სამად გაყოფილი დოზა უმჯობესია მიღებული იქნას დილით (საუზმეზე), შუადღისით (ლანჩზე) და საღამოს (ვახშამზე).

თუ, გარკვეული დროის შემდეგ, პაციენტი ფიქრობს, რომ მეტფორმინ დენკ 850 არის ძალიან ძლიერი ან სუსტი უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

მეტფორმინ დენკ 850-ის dozis gadaWarbeba:

მეტფორმინ დენკ 850-ით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ლაქტაციდოზი. ლაქტაციდოზის ნიშნებიარა-სპეციფიკურია და მოიცავსღებინებას, მუცლის ტკივილს მუცლის სპაზმთანე ერთად, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება მწვავე დაღლილობასთან ერთად, და სუნთქვის გართულება. სხვა ნიშნები არის სხეულის ტემპერატურის და გულისცემის შემცირება. თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ აღნიშნული, დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს, რადგან ლაქტაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა. უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850-ის მიღება დაუყონებლივ და მიემართოს ექიმს.

 

მეტფორმინ დენკ 850-ის dozis gamotoveba

ar SeiZleba gamotovebuli dozis sanacvlod gaormagebuli dozis miReba.  შემდეგი დოზის მიღება ხდება ჩვეულ დროს.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

  1. შესაძლო გვერდითი ეფექტები

yvela sxva medikamentis msgavsad, ამ მედიკამენტმაც SeiZleba gamoiwvioს gverdiTi efeqtebi, Tumca igi yvelas ar uvlindeba. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი gverdiTi ეფექტები:

მეტფორმინ დენკ 850-მა შეიძლება გამოიწვიოს შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათi (10,000 ნამკურნალევი პაციენტიდან -1მდე შემთხვევაში), თუმცა სერიოზულ გვერდითი ეფექტი ლაქაციდოზი (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850-ის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს ექიმს ან ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოს, რადგანაც ლაქაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები

(10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

  • პრობლემები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ავადმყოფობა 9ღებინება), დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად ხშირად ვლინდება მეტფორმინით მკურნალობის საწყის ეტაპზე. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით მეტფორმინ დენკ 850 მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ. თუ ნიშნები გაგრძელდა უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850-ის მირება და მიემართოს ექიმს.

ხშირი გვერდითი ეფექტები

(10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ სემთხვევაში)

  • გემოვნების მხრივ ცვლილებები

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები

(10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები)

  • ლაქაციდოზი. ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი გართულებებით თირკმლების მხრივ, როდესაც თირკმელი ვერ ფუნქციონირებს შესაბამისად. (იხ. პუნქტი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“)
  • ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევები ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება, რაც იწვევს დაღლილობას, მადის დაქვეითებას, წონის კლებას, კანის სიყვითლეს ან თვალის გათეთრებას). ამ ყველაფრის გამოვლინების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850 მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს.
  • კანის მხრივ რეაქციები როგორიც არის სიწითლე (ერითემა), ქავილი ან ქავილის გამომწვევი გამონაყარი (ჭინჭრის ციება)
  • ვიტამინ B 12-ის დონის შემცირება სისხლში

 

ბავშვები და მოზარდები

არსებობს შეზღუდული მონაცემები იმის შესახებ, რომ ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მსგავსია მოზრდილთა შემთხვევაში განვითარებული გვერდითი მოვლენების.

 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება:

რომელიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთოების შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებას.

 

  1. ეტფორმინ დენკ 850-ის შენახვის წესი
  • მედიკამენტი ინახება სინათლისგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. თუ ბავშვი მკურნალობს მეტფორმინ დენკ 850-ით, რეკომენდებულია, რომ მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდეს მშობლებისა და მზრუნველი პირის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.
  • ეს მედიკამენტი არ გამოიყენება მედიკამენტის შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადის ამოწურვის თარიღი  გულსიხმობს შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო რიცხვს.
  • შენახვის ვადა: 60 თვე
  • ინახება მშრალ ადგილას, 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
  • არ შეიძლება მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყალში. მედიკამენტის განადგურების შესაძლო გზების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებების გატარება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

  1. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება, ათქ კოდი: A10BA02.

მეტფორმინი წარმოადგენს ანტიჰიპერგლიკემიურ საშუალებას ბიგუანიდების ჯგუფიდან, რომელიც ეფექტურად ამცირებს სისხლში როგორც ბაზალური ისე პოსტპრანდიული გლუკოზის მაჩვენებელს. ის არ ასტიმულირებს ინსულინის სინთეზს და შესაბამისად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.

მეტფორმინს გააჩნია მოქმედების 3 მექანიზმი:

  • გლუკოზის ღვიძლისმიერი წარმოქმნის შემცირება გლუკონეოგენეზისა და გლიკოგენოლიზის დათრგუნვის გზით.
  • ინსულინისადმი კუნთოვანი მგრძნობელობის გაზრდა, რაც აუმჯობესებს გლუკოზის პერიფერიულ ათვისებასა და გამოყენებას.
  • გლუკოზის ნაწლავური აბოსრბციის შენელება.

მეტფორმინი მოქმედებს რა გლიკოგენსინთეტაზაზე, იწვევს  გლიკოგენის უჯრედში და სინთეზს სტიმულირებას. 

მეტფორმინი ასევე ზრდის გლუკოზის ყველა არსებული მემბრანული ტრანსპორტერის გადამტანუნარიანობას.

ადამიანებში მეტფორმინის გამოყენების შედეგად შეინიშნება მეტად კეთილსასურველი ცვლილებები ლიპიდური ცვლის მხრივ. აღნიშნული დადასტურებულ იქნა კონტროლირებადი,  საშუალო და გრძელვადიანი კვლევებით, სადაც მეტფორმინი გამოიყენებოდა თერაპიული დოზებით. მეტფორმინი ამცირებს სისხლში საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ქოლესტრინისა და ტრიგლიცერიდების დონეს.

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

მეტფორმინის ჰიდორქლორიდის პერორალური დოზის მიღების შემდეგ სისხლში მედიკამენტის მაქსიმალური დონე მიიღწევა 2,5სთ-ში. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 500მგ ან 850მგ-იანი შემოგარსული აბის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელი პირის შემთხვევაში შეადგენს 50-60%-ს.

პერორალურად მიღების შემდეგ, არააბსორბირებული მედიკამენტის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით  20-30%-ს, რომელიც ორგანიზმიდან გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად.

პერორალური მიღების შემდეგ მეტფორმინიის ჰიდროქლორიდის შეწოვა (აბსორბცია) ხდება არასრულად. მიჩნეულია, რომ მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები განპირობებულია მისი შეწოვის არახაზობრივი მრუდით.

მეტფორმინის რეკომენდებული დოზითა და დოზირების რეჟიმით გამოყენების შემთხვევაში სისხლში მედიკამენტის სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათში. ეს უკანასკნელი შეადგენს 1μg/ml-ზე ნაკლებს.

საკვები ამცირებს და ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან  მეტფორმინის შეწოვას. მედიკამენტს ახასიათებს პალზმის ცილებთან უმნიშვნელო შეკავშირება, აქვს ასევე ერითროციტებში შეღწევის უნარი. სისხლში პრეპარატის პიკური კონცენტრაცია ჩამორჩება მის პალზმურ დონეს და მიღწევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროის განმავლობაში. ერითროციტები წარმოადგენს მედიკამენტის განაწილების ერთგვარ მეორად სივრცეს.  განაწილების საშუალო მოცულობა მერყეობს  63-276ლ-ს შორის.

მეტფორმინის ორგანზიმიდან გამოყოფა ხდება რენული ექსკრეციის გზით (შარდით). ადამიანებში დღემდე არ არის აღმოჩენილი მეტაბოლიტების არსებობა.

მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს >400მლ/წთ-ს. აღნიშნული ხორციელდება გლომერულური ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით. მედიკამენტის  ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6,5 საათს. მეტფორმინის ელიმინაცია დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან. თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის შემთხვევაში აღინიშნება ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდის პროპორციული ზრდა და შედეგად პლაზმაში მეტფორმინის კონცენტრაციის მატება.

 

მეტფორმინ დენკ 850-ის შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის მეტფორმინი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 850მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 662,8მგ მეტფორმინს.
  • დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის შიგთავსი:  ჰიპრომელოზა, პოვიდონ K25, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი.

 

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია:

სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება.

 

მეტფორმინ დენკ 850-ის აღწერილობა და შეფუთვა

მეტფორმინ დენკ 850 არის თეთრი ფერის, წაგრძელებული ფორმის შემოგარსულ ტაბლეტი, რომელსაც ერთ მხარეს დატანებული აქვს შუაზე გამყოფი ღრმა ღარი და გამყოფი ნიშანი მეორე მხარეს.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

მეტფორმინ დენკ 850 ხელმისაწვდომია  PVC/ალუმინის ბლისტერზე.

შეფუთვის ზომა: 30 და 120 შემოგარსული ტაბლეტი.

 

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ

პრინცრეგენშტრასე 79,

81675 მიუნხენი,

გერმანია

საწარმოო ქარხანა:

გოლშტრ. 1,

84529 ტიტმონინგი,

გერმანია

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ