Otrivin - ოტრივინი 0.1% 10მლ ცხვირის აეროზოლი

განსაკუთრებული ფასი 10,04 ლ რეგულარული ფასი 14,35 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
8872_2857
მწარმოებელი:
GSK CONSUMER HEALTHCARE
არცერთი:

ჩვენებები
მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტის (სურდოს) მოვლენებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტაქიტი, შუა ოტიტი (ყელ-ცხვირის ლორწოვანას შეშუპების შესამცირებლად), ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკული მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.

საერთაშორისო დასახელება - xylometazoline

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - სისიხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ცხვირის სპრეი დოზირებული 0.1%: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. . . . . . . . . 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი ორწყლიანი, ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი თორმეტწყლიანი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედტა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა 4000 mpa • S, სორბიტოლი 70%, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტები) α-ადრენომიმეზური მოქმედებით, იგი იწვევს ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვების შევიწროვებას. ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და ჰიპერემიის მოხსნით. აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.
თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ლორწოვნას, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამოდენიმე წუთში და რამოდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაციები პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.

ჩვენებები

მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტის (სურდოს) მოვლენებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტაქიტი, შუა ოტიტი (ყელ-ცხვირის ლორწოვანას შეშუპების შესამცირებლად), ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკული მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს); ჩვეულებრივ საკმარისია 3-4 შესხურება დღეში.

გვერდითი მოვლენები

ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას: ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკეცია.
იშვიათად: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმიები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნეზში).
სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტის დროს.

12 წლამდე ასაკი.


ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დედისათვის სარგებელისა და ნაყოფისათვის რისკის შეფასების შემდეგ, არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები

ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება, მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს.
ზეგავლენა ავტომობილის ან აღჭურვილობის მართვის უნარზე: რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ქსილომეტაზოლინმა შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების ან აღჭურვილობის მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან კომბინირება.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ