ლიდოკაინი 1% 3.5მლ 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 3,36 ლ რეგულარული ფასი 4,20 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
40474_1627
მწარმოებელი:
ბიოპოლუსი
არცერთი:
ლიდოკაინი არის ადგილობრივი საანესთეზიო და ანტიარითმიული საშუალება .

სავაჭრო დასახელება : ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი .

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : ლიდოკაინი / Lidocaine.

სამკურნალო ფორმა : 1%  საინექციო ხსნარი .

 

შემადეგენლობა : მოქმედი ნივთიერება – ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – 40 მგ 2 მლ - ში ან 50 მგ 5 მლ ხსნარში :დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1M ხსნარი , ნატრიუმის ქლორიდი , საინექციო ხსნარი .

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ადგილობრივი საანესთეზიო და ანტიარითმიული საშუალება .

ათქ კოდი : N01BB02

გამოყენების ჩვენებები

  • ინფილტრაციული , ტერმინალური , სპინალური და გამტარი ანესთეზია ;
  • გულის პარკუჭოვანი არითმიის დარღვევა ( პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია , პარკუჭოვანიექსტრასისტოლია ) – კუპირებისთვის და პროფილაქტიკისთვის ( მათ შორის მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს ,გულზე ქირურგიული ჩარევების განხორციელებისას , დიგიტალისური ინტოქსიკაციის დროს );
  • პარკუჭების მორეციდივე ფიბრილაციის მკურნალობა , მიოკარდის ინფარქტით დაავადებულებში მწვავეპერიოდში ;
  • გამხსნელის სახით ( ლიდოკაინის 1% ხსნარი ) ცეფალოსპორინების ჯგუფის β - ლაქტამური ანტიბიოტიკებისკუნთში შესაყვანი ხსნარების მოსამზადებლად .

 

 

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ( განსაკუთრებით ხანდაზმულებში );
  • ვოლფ - პარკინსონ - უაიტის სინდრომი ;
  • გულის ბლოკადები : III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ( იმ შემთხვევების გარდა როდესაც ხდება ზონდისშეყვანა პარკუჭების სტიმულაციისთვის ), შიდაპარკუჭოვანი , სინუსურ - წინაგულოვანი ;
  • შიდაპარკუჭოვანი გამტარობის დარღვევა ;
  • კარდიოგენული შოკი ;
  • ანესთეზიისთვის სამეანო პრაქტიკაში – ნაყოფის განვითარების დარღვევა , ფეტოპლაცენტარული უკმარისობა ,დღენაკლულობა , ნაყოფის გადამწიფება , გესტოზი .
  • ეპიდურული ანესთეზიისას – ნევროლოგიური დაავადებები , სეპტიცემია , ხერხემლის დეფორმაციის გამოპუნქციის განხორციელების შეუძლებლობა ;
  • სუბარაქნოიდული ანესთეზიისას – ტკივილი ზურგის არეში , თავის ტვინის ინფექციები , თავის ტვინისკეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები , სხვადასხვა გენეზის კოაგულოპათიები , შაკიკი ,სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა , არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია , პარესთეზია , ფსიქოზი , ისტერია ,არაკონტაქტური ავადმყოფები , ხერხემლის დეფორმაციის გამო პუნქციის განხორციელების შეუძლებლობა ;

 

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილით გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის II და III სტადიის , ღვიძლის ან / და თირკმლის მწვავეუკმარისობის , ჰიპოვოლემიის , I და II ხარისხის AV ბლოკადის , სინუსური ბრადიკარდიის , არტერიულიჰიპოტენზიის , მწვავე მიასთენიის , ლიდოკაინით გამოწვეული ეპილეფტიფორმული კრუნჩხვების ( მათ შორისანამნეზში ), ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობის , ორსულობის , ლაქტაციისპერიოდის , მწვავე დაავადებების დროს , ასევე დასუსტებულ ავადმყოფებში , მცირეწლოვან ბავშვებში დახანდაზმულებში .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ლიდოკაინის და ბეტა - ადრენობლოკატორების ერთობლივი გამოყენებისას , შესაძლებელია ლიდოკაინის ტოქსიკურიეფექტების გაძლიერება .

ციმეტიდინი და პროპრანოლოლი ამცირებენ ღვიძლის კლირენსს , ლიდოკაინის მეტაბოლიზმს და იზრდებატოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი .

ბარბიტურატები , ფენიტოინი , რიფამპიცინი ( ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორები ) ამცირებენპრეპარატის ეფექტურობას ( შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის მომატება ).

აიმალინთან , ფენიტოინთან , ვერაპამილთან , ქინიდინთან ან ამიოდარონთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელიაუარყოფითი ინოტროპული ეფექტის გაძლიერება .  

საგულე გლიკოზიდები ამცირებენ კარდიოტონულ ეფექტს , კურარეს მსგავსი სამკურნალო საშუალებები აძლიერებნკუნთების რელაქსაციას .

პროკაინამიდი ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების განვითარების , ჰალუცინაციების რისკს .

ლიდოკაინის , ბარბიტურატების , სხვა საძილე და სედაციური სამკურნალო საშუალებების ერთდროული დანიშვნისასშესაძლებელია მათი დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე .

მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორების ზემოქმედებით შესაძლებელია ლიდოკაინის ადგილობრივი საანესთეზიომოქმედების გაძლიერება . ავადმყოფებში , რომლებიც იღებენ მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებს , ლიდოკაინისპარენტერულად დანიშვნა რეკომენდებული არ არის .

პოლიმიქსინ B - სთან კომბინირებისას ამ უკანასკნელის გავლენით შესაძლებელია ნერვ - კუნთოვანი გამტარებლობისდამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება . ასეთ შეთხვევებში აუცილებელია ავადმყოფის სუნთქვით ფუნქციაზედაკვირვება .

 

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ლიდოკაინი ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით , დედისთვის მოსალოდნელისარგებლის და ნაყოფისთვის მიყენებული პოტენციური რისკის გათვალისწინებით .

გამოყენება პედიატრიაში . ბავშვებში აუცილებელია დოზის კორექცია ასაკთან და ფიზიკურ სტატუსთან შესაბამისად .

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები . ასისტოლიის განვითარების რისკთან დაკავშირებით არ არისრეკომენდირებული ლიდოკაინის რუტინული პროფილაქტიკური დანიშვნა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს .

ლიდოკაინის უეფექტობის შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა ჰიპოკალიემიის გამორიცხვა , გადაუდებელშემთხვევებში არსებობს მომავალი ქმედებების რამდენიმე ვარიანტი : დოზის სიფრთხილით ზრდა ცენტრალურინერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარებამდე ( რეაქციების შენელება , გაძნელებული მეტყველება); პრეპარატების - I A კლასის ( პროკაინამიდი )   და III კლასის ( ამიოდარონი , ბრეტილიუმ ტოზილატი )ერთდროულად დანიშვნა .

გლაუკომით დაავადებულებში ლიდოკაინის რეტრობულბური შეყვანა აკრძალულია .

ლიდოკაინი სიფრთხილით შეჰყავთ ძლიერი ვასკულარიზაციის მქონე ქსოვილებში , პრეპარატის ინტრავაზალურიმოხვედრის თავიდან ასაცილებლად , ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია ასპირაციული სინჯის ჩატარება .  

 

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე .

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება ავტომობილის მართვისგან და პოტენციურად საშიშიქმედებებისაგან , რომლებიც ითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს .

 

მიღების წესები და დოზირება

ანესთეზიის განსახორციელებლად სამკურნალო საშუალების რაოდენობა და საერთო დოზა დამოკიდებულიაანესთეზიის სახეობაზე და ოპერაციული ჩარევის ხასიათზე .

ინფილტრაციული ანესთეზიისთვის გამოიყენება 1% ხსნარის 30 მლ .

გამტარი ანესთეზიისათვის გამოიყენება 1% ან 2%- ანი ხსნარი . საერთო მაქსიმალური დოზა 400 მგ - მდე (1%ლიდოკაინის ხსნარის 40 მლ ან 2%- ანი ლიდოკაინის ხსნარის 20 მლ ).

სტომატოლოგიაში გამოიყენება 2% ხსნარის 1-5 მლ (20-100 მგ ); ნეკნთაშუა ნერვების ბლოკადისთვის   -3-5 მლ (30-50მგ ) 1% ხსნარი . P პარაცერვიკალური ანესთეზიისთვის - 10 მლ (100 მგ ) 1% ხსნარი ორივე მხარეს ( შესაძლეებლიაგანმეორებითი შეყვანა არაუმცირეს 1.5 სათის შემდეგ ). ობერსტ - ლუკაშევიჩის ბლოკადის დროს 2-3 მლ 2% ხსნარი .

ვაგოსიმპათიკური ბლოკადა : ყელის განყოფილების - 5 მლ (50 მგ ) 1% ხსნარი , წელის   - 5-10 მლ (50-100 მგ ) 1%ხსნარი .

ეპიდურული ანესთეზიისათვის გამოიყენება 200-300 მგ (10-15 მლ ) ლიდოკაინის 2%- ანი ხსნარი . არ არისრეკომენდიერებული ლიდოკაინის უწყვეტი ინფუზია კათეტერის საშუალებით . მაქსიმალური დოზის შეყვანისგანმეორება არ შეიძლება 90 წუთზე უფრო ადრე .

ლორწოვანი გარსების ანესთეზიისას ( ტრაქეის ინტუბაციის , ბრონქოეზოფაგოსკოპიის , პოლიპების ამოჭრის ,ჰაიმორის ღრუების დაზიანების დროს ) გამოიყენება არაუმეტეს 20 მლ 2%- ანი ხსნარი .

ოფთალმოლოგიაში 2% ხსნარის 2 წვეთი 2-3- ჯერ 30-60 წამიანი ინტერვალით კონიუნქტივის პარკში უშუალოდქირურგიული ჩარევის ან გამოკვლევის წინ .

მაქსიმალური დოზა მოზრდილებში შეადგენს არაუმეტეს 4.5 მგ / კგ ან 300 მგ - ს .

ბავშვებში მიორელაქსაციის ფონზე შეიძლება 5 მგ / კგ 1% ხსნარის შეყვანა .

ლიდოკაინის მოქმედების გასახანგრძლივებლად შეიძლება ადრენალინის 0,1% ხსნარის დამატება ex tempore (1 წვეთილიდოკაინის ხსნარის 5-10 მლ - ზე , მაგრამ არაუმეტეს 5 წვეთი მთელ ხსნარის მთელ მოცულობაზე ). ამასთანლიდოკაინის მაქსიმალური დასაშვები დოზა იზრდება 500 მგ - მდე .

როგორც ანტიარითმიული საშუალება ლიდოკაინი შეჰყავთ ვენაში , დასწყისში ნაკადურად : მოზრდილებში დაბავშვებში - 1 მგ / კგ ( ჩველებრივ 50-100 მგ ) ბოლუსურად 25-50 მგ / წთ სიჩქარით (3-4 წუთის განმავლობაში );აუცილებლობის შემთხვევაში შეყვანას იმეორებენ 5 წუთის შემდგე , რომლის შემდეგაც გადადიან უწყვეტ ინტრავენურინფუზიაზე : მოზრდილებში - 20-50 მგ / კგ 1-4 მგ / წთ სიჩაქრით ( მაქსიმალური დოზა 300 მგ - მდე ან 4.5 მგ / კგ 1საათის განმავლობაში ); ბავშვებში – 20-50 მგ / კგ / წთ . მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებში შეადგენს 4 მგ /კგ / დღეში .

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 1 გ ან 2 გ ლიდოკაინს ამატებენ 1 ლ დექსტროზის 5% საინექციო ხსნარს დაიღებენ 1 მგ / მლ ან 2 მგ / მლ კონცენტრაციის ხსნარს .

კუნთში შეჰყავთ 4.3 მგ / კგ (300 მგ მოზრდილებში ), აუცილებლობის შემთხვევაში იგივე დოზის შეყვანას იმეორებენ 1-1,5 საათის შემდეგ . მაქსიმალური დოზა არაუმეტს 4.3 მგ / კგ (300 მგ მოზრდილებისთვის ) 1 საათის განმავლობაში .

ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება , განსაკუთრებით ხანგრძლივი ინტრავენური ინფუზიისდროს . თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის . ღვიძლის დაავადებების დროს( ციროზი , ჰეპატიტი ) და პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლისმიერი სისხლდენა ( მაგალითად გულისქრონიკული უკმარისობის დროს ) დოზის შემცირება უნდა მოხდეს 40-50%- ით .

 

გაფრთხილება !

სწრაფი ინტრავენური შეყვანისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის მკვეთრ დაქვეითებას და კოლაფსისგანვითარებას . ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ფენილეფრინი , ეფედრინი და სისხლძარღვების შემავიწროვებელი სხვასაშუალებები .

1% ხსანრს იყენებენ გამხსნელის სახით ცეფალოსპორინების ჯგუფის

β- ლაქტამური ანტიბიოტიკების საინექციო ხსნარების მოსამზადებალად 1.0 გ ანტიბიოტიკის შემცველ ფლაკონზე 3 მლლიდოკაინის გადათვლით .

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები : ინტოქსიკაციის პირველი სიმპტომები – თავბრუსხვევა , გულისრევა , ღებინება , ეიფორია , ასთენია ,არტერიული წნევის დაქვეითება ; შემდეგ – სახის მიმიკური კუნთების კრუნჩხვა , ჩონჩხის კუნთების ტონურ -კლონური კრუნჩხვები , ფსიქომოტორული აგზნება , ბრადიკარდია , კოლაფსი ; მშობიარობის დროს გამოყენებისას -ახალშობილის ბრადიკარდია , სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა , სუნთქვის გაჩერება .

მკურნალობა : ინტოქსიკაციის პირველივე ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის შეყვანას წყვეტენ , პაციენტი გადაჰყავთჰორიზონტალურ მდგომარეობაში ; უნიშნავენ ჟანგბადის ინჰალაციას . კრუნჩხვების დროს – 10 მგ დიაზეპამი  ინტრავენურად . ბრადიკარდიის დროს – M - ქოლინობლოკატორები ( ატროპინი ), ვაზოკონსტრიქტორები (ნორეპინეფრინი , ფენილეფრინი ).   აუცილებლობის შემთხვევაში ავადმყოფს უტარებენ ინტუბაციას , ფილტვებისხელოვნურ ვენტილაციას და სხვა რეანიმაციულ ღონისძიებებს . დიალიზი არაეფექტურია .

გვერდითი მოქმედება

ცენტრალური ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ : თავბრუსხვევა , წერტილების ციმციმი თვალებში, სინათლის შიში , ნევროზული რეაქციები , თავის ტკივილი , შფოთვა , შუილი ყურებში , დიპლოპია , კრუნჩხვები ,ტრემორი , ძილიანობა , პარესთეზიები , დეზორიენტაცია , ცნობიერების დაბინდვა .

გულ - სისხძარღვთა სისტემის მხრივ : არტერიული წნევის დაქვეითება , კოლაფსი , ბრადიკარდია ( გულისგაჩერებამდე ).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ :   ენისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დაქვეითება ,გულისრევა , ღებინება .

ალერგიული რეაქციები : ჭინჭრის ციება , ქავილი , ანაფილაქსიური შოკი .

სხვა : სიცხე , სიცივის შეგრძნება .

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ