Zithrotel - ზიტროტელი 250მგ 6 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 23,44 ლ რეგულარული ფასი 26,25 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
51555_2318
მწარმოებელი:
Anfarm
არცერთი:
ჩვენება:  სასუნთქი სისტემის ინფექციები(ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია)  ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები(ანგინა,სინუსიტი,შუა ყურის ანთება)  ქუნთრუშა;  კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები(წითელი ქარი, იმპეტიგო,მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);  უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები(გაურთულებელი ურეთრიტი და ცერვიციტი)...

ზიტროტელი
(Azithromycin dihydrate)

შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების- აზითრომიცინის 250მგ-ს ან 500 მგ-ს. მოქმედების მექანიზმი:
მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი.
ზიტროტელი აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus,Streptococcus)) და
გრამუარყოფითი(Haemophilus influenza,Helicobacter pyliri,Neisseria gonorroeae)).უჯრედშიდა და სხვა გამომწვევების მიმართ: Chlamydia trachomatis, pneumonia;Mycoplasma pneumonia,Ureaplasma urealiticum, Treponema pallidum.აზითრომიცინი მჟავე არეში სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500მგ-ის მიღების შემდეგ ჩმახ შეადგენს 0,4მგ/ლ. ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია,ვიდრე შრატში. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს.ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია ნარჩუნდება უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

ჩვენება:

 სასუნთქი სისტემის ინფექციები(ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია)
 ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები(ანგინა,სინუსიტი,შუა ყურის ანთება)
 ქუნთრუშა;
 კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები(წითელი ქარი, იმპეტიგო,მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
 უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები(გაურთულებელი ურეთრიტი და ცერვიციტი);
 Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.


უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი,ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიციცხლო ჩვენებით.
დოზის გადაჭარბებისას:ძლიერი გულისრევა,ღებინება, ფაღარათი.

დოზირება და მიღების წესი:

ზიტროტელი ინიშნება ჭამამდე 1სთ- ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500მგ ერთხელ დღეში, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე 250-500მგ დღიური დოზა ან 500მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში.( თერაპიული კურსი სულ 1,5გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1გ. ლაიმას დაავადების პირველი სტადიის სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1გ, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500მგ(თერაპიული კურსი 3გ).
ბავშვებში – პირველ დღეს 10მგ/კგ, შემდეგი ოთხი Dდღე – 5მგ/კგ დღიური დოზა ან სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზა 10მგ/კგ.თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30მგ/კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი,გამონაყარი.
მწარმოებელი: ანფარმა, საბერძნეთი.

 

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ