Urfocin - ურფოცინი 3გ 1 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 16,78 ლ რეგულარული ფასი 21,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
44404_929
მწარმოებელი:
Drugsan ilachar
არცერთი:
ჩვენება:საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს. ასევე გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნით ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისას.
სავაჭრო სახელწოდება ურფოცინი / Urfocin
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) fosfomycine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიბაქტერიული საშუალებებიფოსფონის მჟავას წარმოებულების ჯგუფის ანტიბიოტიკები

მწარმოებელი კომპანია Drogsan Pharmaceuticals
მწარმოებელი ქვეყანა თურქეთი
გამოშვების ფორმა 3 გ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი № 1
გაცემის რეჟიმი II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა
ყოველი პაკეტი (8 გ)შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფოსფომიცინი 3 გ (5,631 გ ფოსფომიცინ ტრომეტამოლის ფორმით).
დამხმარე ნივითიერებები: ფორთოხლის და მანდარინის არომატიზატორები, სახარინი, საქაროზა (შაქრის ფხვნილი), ეთილის სპირიტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფოსფომიცინ ტრომეტამოლის ფოსფონური მჟავას წარმოებული
[მონო (2­ამინო­2­ჰიდროქსიმეთილ­1,3 პროპანდიოლი) (2ღ­ცის)­(3­მეთილოქსირანილი)­ფოსფონატი]— ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, გამოიყენება
შარდგამომყოფი გზების ინფექციებისას.
ფოსფომიცინის ანტიბაქტერიული მოქმედება დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის დარღვევასთან. სპეციფიკური მოქმედების მექანიზმის
გამო, რაც უკავშირდება ენოლპირუვილტრანსფერაზას სინთეზის ინჰიბირებას, არ აღინიშნება სხვა ანტიბიოტიკებთან ჯვარედინი რეზისტენტობა და შესაძლოა
აღინიშნებოდეს სხვა ანტიბიოტიკებთან სინერგიზმი (Iნ ვიტრო აღინიშნება სინერგიზმი ამოქსიცილინთან, ცეფალექსინთან, პიპემიდინის მჟავასთან და
აზტრეონამთან). ფოსფომიცინ ტრომეტამოლის მოქმედების ანტიბაქტერიული სპექტრი ინ ვიტრო მოიცავს უმეტეს გრამუარყოფით და გრამდადებით
გამომწვევებს, რომლებიც გამოიყო საშარდე სისტემის ინფექციების დროს. ზოგიერთი მათგანი: E.ცოლი ,ჩიტრობაცტერ სპპ., Kლებსიელლა სპპ., Pროტეუს სპპ.,
შტაპჰყლოცოცცუს სპპ., შალმონელლა, შ. Fაეცალის, P. Aერუგინოს და შერრატია სპპ. ინდოლდადებითი ცილა საშუალოდ მგრძნობიარე ან მდგრადია ფოსფომიცინის
მიმართ. Iნ ვიტრო ფოსფომიცინ ტრომეტამოლი აქვეითებს შარდგამომყოფი სისტემის ეპითელზე ბაქტერიების ადგეზიას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და ბიოშეღწევადობა
ფოსფომიცინის ტრომეტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან მოზრდილებში, მოხუცებში და ბავშვებში. პერორალური და ინტრავენური
მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, რომელიც განისაზღვრება პლაზმური კონცენტრაციის და შარდით გამოყოფილი რაოდენობის მიხედვით,დოზისთვის 1,5­3გ შეადგენს 31%­ 58%. ჩვეულებრივ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მედიკამენტის მიღებიდან 2­3 სთ შემდეგ და მერყეობს
4მგ/ლ (0,5გ)­33მგ/ლ (3გ). ფარგლებში. ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკა 2­4გ დოზის დიაპაზონის ფარგლებში არ იცვლება.
განაწილება
ფოსფომიცინი არ უერთდება პლაზმის ცილებს. შინაგანი მიღებისას 24 საათი ინარჩუნებს მაღალ თერაპიულ კონცენტრაციას თირკმელებში და ნაწილდება
მთლიან შარდგამომყოფ სისტემაში. განაწილების მოცულობა 10­21ლ. მედიკამენტი გადის პლაცენტაში.
მეტაბოლიზმი
ფოსფომიცინის მეტაბოლიზმის შესახებ ინფორმაცია არ არის.
გამოყოფა
ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4სთ. ფოსფომიცინი უპირველესად გამოიყოფა თირკმელებით, ქმნის ძალიან მაღალ კონცენტრაციას
შარდში. თერაპიული კონცენტრაცია შარდში აღინიშნება 24­48 სთ განმავლობაში. დოზის დაახლოებით 18­28% ღვიძლ­ნაწლავების გავლით გამოიყოფა
ფეკალიებით. პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმელების უკმარისობა, აღენიშნებათ გლომერულოექსკრეციის დაქვეითება და ნახევრადგამოყოფის პერიოდი
ხანგძლივდება. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას შარდთან ერთად გამოყოფა ქვეითდება.
გამოყენების ჩვენება
ფოსფომიცინი ნაჩვენებია მედიკამენტზე მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს. ასევე
გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნით ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისას.
უკუჩვენებები
ფოსფომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თირკმლის მძიმე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 10მლ/წთ ნაკლები.
განსაკუთრებული მითითებები
მედიკამენტის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების შეწოვის შეფერხება და ამის გამო ­ სისხლში და შარდში მედიკამენტის
კონცენტრაციის შემცირება. ურფოცინი™ ­ის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებიდან 2­3 სთ­ს შემდეგ. რეკომენდებულია მედიკამენტის მიღება ძილის
წინ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.
პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა­გალაქტოზას მალაბსორბციის და საქაროზულ­
იზომალტაზური უკმარისობის მემკვიდრული პრობლემა.
არ არის რეკომენდებული მედიკამენტის გამოყენება ზემო საშარდე გზების ინფქციების დროს, როგორიცაა ნეფრიტი, პიელონეფრიტი.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა 12წ­დე ბავშვებში, ფოსფომიცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ ადექვატური და კარგად
კონტროლირებული კლინიკური კვლევების არ არსებობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ უნდა გამოიყენოთ მეტოკლოპრამიდებთან ერთად სისხლის პლაზმაში და შარდში ფოსფომიცინის კონცენტრაციის შესაძლო დაქვეითების გამო.
ციმეტიდინთან ერთად მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა (В კატეგორია)
არ არის საკმარისი მონაცემები ფოსფომიცინის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კველვებით ტერატოგენული მოქმედება არ
ახასიათებს.
ლაქტაცია
უცნობია ფოსფომიცინის ტრომეტამოლი გადის თუ არა ქალის რძეში. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი გადის ქალის რძეში და პოტენციურად იწვევს გვერდით
მოვლენებს, ამიტომ მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან ძუძუთი კვებისას არ იქნეს გამოყენებული ეს მედიკამენტი.
სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე გავლენა
არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის გავლენაზე ყურადღებაზე ან სწრაფ რეაქციაზე.
მიღების მეთოდი და დოზირება
შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციებისას დოზა მოზრდილთათვის და ხანშისესულთათვის 75წ­დე არის 3გ ერთჯერადად.
ტრანსურეთრალური ქირურგიული ან დიაგნოსტიკური ჩარევისას რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზა მოზრდილებისთვის და ხანშიშესულთათვის
შეადგენს 3გ ორჯერ. პირველი დოზა უნდა მიიღონ 3სთ ადრე ქირურგიულ ჩარევამდე, ხოლო მეორე დოზა ჩარევიდან 24 სთ­ს შემდეგ. ურფოცინი™ ერთი
პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში და დაილიოს გახსნის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ურფოცინი™ ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. არსებობს იშვიათი ინფორმაცია კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების მხრივ (გულისრევა, დიარეა,
გულძმარვა) და ძალიან იშვიათად გამონაყარი კანზე. ამ გამოვლინებებს არ სჭირდება სპეციალური მკურნალობა და თავისით გაივლის.
არასასურველი ეფექტის გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს
ჰიპერდოზირება
ურფოცინი™ გამოდის თითო პაკეტის სახით, ამიტომაც ჰიპერდოზირების რისკი დაბალია. მაგრამ თუ მაინც მოხდა ჰიპერდოზირება, საკმარისია სხვადასხვა
სითხეების პერორალური მიღება მედიკამენტის შარდით გამოყოფის მიზნით.
გამოშვების ფორმა
ურფოცინი™ 3 გ, გრანულები შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტებში. 1პაკეტი (8გ) ინსტრუქციასთან ერთად კომპლექტში მოთავსებულია
მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25 °С, ორიგინალური შეფუთვით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისია
2 წელი.
ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ