გლუკოფაჟი 1000მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 15,63 ლ რეგულარული ფასი 17,50 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
6530_1736
მწარმოებელი:
Merck S.I
არცერთი:
ჩვენებები დიაბეტის ადექვატური მართვის დამხმარე საშუალება . გლუკოფაგი 1000 მგ არის პერორალურიანტიდიაბეტური საშუალება ( ბიგუანიდი ), რომელიც განკუთვნილია მოზრდილთა შაქრიანი დიაბეტისსამკურნალოდ .

 

შემადგენლობა

1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შემცველი შემოგარსული ტაბლეტები (780 მგ მეტფორმონისფუძის ექვივალენტური ).

 

დამხმარე ნივთიერებები

პოლივიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი , Opadry clear YS-1-7472, q.s., ერთი 1071 მგ - იანიშემოგარსული ტაბლეტი .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიდიაბეტური პერორალური საშუალება

 

ჩვენებები

დიაბეტის ადექვატური მართვის დამხმარე საშუალება . გლუკოფაგი 1000 მგ არის პერორალურიანტიდიაბეტური საშუალება ( ბიგუანიდი ), რომელიც განკუთვნილია მოზრდილთა შაქრიანი დიაბეტისსამკურნალოდ . ზოგიერთ შემთხვევაში მისი გამოყენება შეიძლება ინსულინთან ერთად . დიაბეტურიგართულებების შემცირება აღინიშნება ჭარბი წონის , მე -2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ,რომლებიც დიეტური თერაპიის შემდეგ პირველი რიგის    თერაპიის სახით მეტფორმინით მკურნალობენ .

 

უკუჩვენებები

ამ წამლის გამოყენება სასტიკად დაუშვებელია შემდეგი მდგომარეობების დროს :

-           ჰიპერმგრძნობელობა მეტფორმინის ჰიდრქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისმიმართ ;

-           დიაბეტის მძიმე დეკომპენსაცია ( კეტოაციდოზი );

-           თირკმლის უკმარისობა , ზომიერიც კი ( თირკმლის ფუნქციის დარღვევა სისხლშიკრეატინინის დონის მომატებით );

-           ინფექციური დაავადებები ( სასუნთქი გზების ინფექცია , საშარდე გზების ინფექცია ),

-           რენტგენოგრაფიიდან ( იოდინირებული საკონტრასტო საშუალების გამოყენებით , მაგ .ინტრავენური უროგრაფია , ანგიოგრაფია ) ორი დღის განმავლობაში ;

-           გულის უკმარისობა , რესპირატორული უკმარისობა ;

-           ღვიძლის უკმარისობა ( ღვიძლის ფუნქციის დარღვევა );

-           პერსისტული ფაღარათი , პერიოდული გულისრევა ;

-           ალკოჰოლური სასმელების ჭარბად გამოყენება ;

-           ლაქტაციის პერიოდი .

 

 

განსაკუთრებული მითითებანი

გულისრევა , მუცლის ტკივილი , რომელსაც თან ახლავს კუნთების სპაზმი და / ან დაუძლურებისშეგრძნება მძიმე სისუსტით შეიძლება   დიაბეტის სერიოზული დეკომპენსაციის ნიშანი ( დიაბეტურიკეტოაციდოზი ან ლაქტაციდოზი ) იყოს , რაც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს .

ზემოთ ხსენებულის განვითარების შემთხვევაში , დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გლუკოფაგის მიღებადა სასწრაფოდ მიმართოთ   მკურნალ ექიმს .    

 

უსაფრთხოების ზომები

პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები ძირითადად თირკმლებით გამოიყოფიან . გარკვეულდაავადებებს ან სამკურნალო პრეპარატებს ( კორტიკოსტეროიდები და გარკვეული შარდმდენები ,რიტორდინი , სალბუტამოლი , ტერბუტალინი და ამფ ინჰიბიტორები ) შეუძლიათ გამოიწვიონ დიაბეტისმეტნაკლებად მძიმე დეკომპენსაცია .   ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა მკურნალობის შესახებ ,რომელსაც იღებს პაციენტი და ნებისმიერი ინფექციური დაავადების შესახებ , როგორიცაა გრიპი ,სასუნთქი გზების ინფექცია ან საშარდე გზების ინფექცია . თუ დანიშნულია რენტგენოგრაფიულიგამოკვლევა , იოდინირებული საკონტრასტო საშუალების გამოყენებით , როგორიცაა ინტრავენურიუროგრაფია ან ანგიოგრაფია ,   ექიმი მოითხოვს გლუკოფაგით მკურნალობის შეწყვეტას გამოკვლევამდედა მის გაგრძელებას გამოკვლევიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ , მას შემდეგ , რაც უზრუნველყოფილიიქნება   თირკმლების ნორმალური ფუნქციონირება . იმ შემთხვევაში , თუ ანალიზის ჩასატარებლად ,ოპერაციისათვის , ან ნებისმიერი სხვა მიზეზისათვის საჭიროა   ჰოსპიტალიზაცია , აცნობეთ ექიმს , რომღებულობთ გლუკოფაგს . თავი მოარიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას .

 

ორსულობა ლაქტაცია

ორსულობის დროს , დიაბეტის მკურნალობა დაფუძნებულია ინსულინოთერაპიაზე . თუ გლუკოფაგისმიღებისას დაორსულდით ,   მკურნალობა ინსულინით შეიცვლება . უნდა ეცნობოს ექიმს ამის შესახებ ,ვინაიდან მან შეიძლება   მკურნალობაში საჭირო ცვლილებები შეიტანოს . აგრეთვე , თუ აპირებთდაორსულებას . ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს . როგორც წესი ,   ორსულობისას  ან ლაქტაციის პერიოდში მეძუძური ბრძანდებით , პრეპარატის მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმისრეკომენდაცია .

 

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ცალკე გამოყენების შემთხვევაში , გლუკოფაგი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას . ამის შედეგად , ავტომობილისმართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს არანაირი საშიშროება არ არსებობს . თუმცა , სხვაანტიდიაბეტურ საშუალებებთან ( სულფონილურეა , ჰიპოგლიკემიური საშუალებები , ინსულინი ,რეპაგლინიდი ) ერთად გამოყენებისას , მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ჰიპოგლიკემიის განვითარებისშესაძლოებლობა და მისი ეფექტი ყურადღების კონცენტრაციაზე .

 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

უნდა ეცნობოს   ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი წამლის შესახებ , რომელსაც პაციენტი ღებულობდა , მაგ. კორტიკოსტეროიდები , ამფ ( ანგიოტენზიმაკონვერტირებელი ფერმენტების ინჰიბიტორები )ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული საშუალებები , შარდმდენები , რიტოდრინი ,სალბუტამოლი ან ტერბუტალინი , იოდიზირებული საკონტრასტო საშუალებები ან ალკოჰოლის შემცველისაშუალებები , ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით .

 

 

დოზირება

1000 მგ გლუკოფაგის დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად , სისხლში გლუკოზისმართვის ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე . ჩვეულებრივ , დოზა არის 2 ტაბლეტი დღეში (საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე მიღებისას ).

 

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოს დაუღეჭავად ჭამის დროს ან მის შემდეგ . მაგალითად , დღეში ორიტაბლეტის მიღებისას ,   ერთი ტაბლეტი საუზმის დროს და ერთი ტაბლეტი საღამოს ჭამის დროს .

ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის დანიშნულება .

გლუკოფაგი მიიღება ყოველდღიურად შეწყვეტის გარეშე , თუ არ იქნება ექიმის სხვა განსაკუთრებულიდანიშნულება .

 

თუ დაგავიწყდათ 1000 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტის მიღება : მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულდროს .

ნუ მიიღებთ 1000 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტის ორმაგ დოზას .

 

თუ მიიღეთ 1000 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტის ნაჩვენებ დოზაზე მეტი : დაუყოვნებლივაცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში , 1000 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტები იწვევენგვერდით მოვლენებს . კუჭ - ნაწლავის მხრივ დისკომფორტი ( გულისრევა , ღებინება , ფაღარათი )შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში , განსაკუთრებით მაშინ , თუ 1000 მგ გლუკოფაგიშემოგარსული ტაბლეტები არ იქნება მიღებული საკვებთან ერთად . ეს სიმპტომები ჩვეულებრივგარდამავალია , რომლებიც დაახლოებით 10 დღე გრძელდება , და შეიძლება შემცირდეს ტაბლეტებისმიღებით   ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ . სიმპტომების დარჩენისას , შეწყვიტეთ მკურნალობა დამიმართეთ ექიმს რჩევისათვის .

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი არასასურველი მოვლენის განვითარების შესახებ ,რომელიც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში .

 

 

 

გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები .

30 ტაბლეტიანი შეფუთვა = 30 გ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთ შეფუთვაში ;

60 ტაბლეტიანი შეფუთვა = 60 გრ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთ შეფუთვაში .

 

 

გამოყენების მეთოდი

პერორალური

 

 

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები

2 წელი არაუმეტეს 25 0 C. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

 

 

 

 

მწარმოებელი

Merck Sante s.a.s.

2 rue du Pressoir Vert-45400 Semoy- France

Phone +33 2 38 61 84 24

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ