Alponal - ალპონალი 200მგ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 18,67 ლ რეგულარული ფასი 24,25 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
29178_871
მწარმოებელი:
ავერსი-რაციონალი
არცერთი:
ალპონალი გამოიყენება არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ.

 

ზოგადი დახასიათება :

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : ალბენდაზოლი ;

ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები :

თეთრი ფერის , მრგვალი ფორმის , ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტებინაზოლითა და ცალ მხარეს ამოტვიფრული ფიგურით ;

შემადგენლობა :             

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :

ალბენდაზოლს _ 200 მგ .

დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზას მონოჰიდრატი , მაგნიუმის კარბონატი , ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ბიკარბონატი , ნატრიუმის ლაურილსულფატი , ნატრიუმის საქარინი , პოვიდონი K 90,პოლისორბატი 80, ფორთოხლის არომატიზატორი , ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ,გასუფთავებული ტალკი , მაგნიუმის სტეარატი , ჰიპრომელოზა 2910, საღებავი ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი 6000, სიმეთიკონის ემულსია .

                                                                                                                                                                                                                              

გამოშვების ფორმა :

შემოგარსული ტაბლეტები , 200 მგ .

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :

ანტიჰელმინთური საშუალება . ათქ - კოდი : P02CA03.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ალპონალი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთურ პრეპარატს , რომლისფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების – ალბენდაზოლის მოქმედებით .ალბენდაზოლი განეკუთვნება ბენზიმიდაზოლების ჯგუფს . მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმიდაკავშირებულია ბეტა - ტუბულინის პოლიმერიზაციის ინჰიბირებასთან . იგი განაპირობებს ჰელმინთისნაწლავური არხის ციტოპლაზმური მიკროტუბულების დესტრუქციას ; ცვლის ბიოქიმიური პროცესებისმიმდინარეობას ( თრგუნავს გლუკოზის უტილიზაციას ); მრგვალი ჭიების კუნთოვან უჯრედში ახდენსსეკრეტორული გრანულებისა და სხვა ორგანელების გადაადგილების ბლოკირებას , რაც იწვევს ჰელმინთისსიკვდილს .

ალპონალი უმეტესად ეფექტურია ნაწლავური ნემატოდოზების უმრავლესობის , ასევე ცესტოდოზებისჭუპრისებრი ფორმების მიმართ .

 

ფარმაკოკინეტიკა :

პერორალური მიღებისას ალბენდაზოლი უმნიშვნელო რაოდენობით და არათანაბრად შეიწოვება კუჭ -ნაწლავის ტრაქტიდან და სისხლის პლაზმაში უცვლელი სახით არ აღინიშნება . ბიოშეღწევადობა დაბალიადა შეადგენს 30%- ს . აბსორბცია იზრდება პრეპარატის მიღებისას ცხიმიან საკვებთან ერთად .

ალბენდაზოლი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება პირველად მეტაბოლიტად –ალბენდაზოლის სულფოქსიდად , რომელიც ასევე ხასიათდება ანტიჰელმინთური აქტივობით .ალბენდაზოლის სულფოქსიდის მაქსიმალური კონცენტრაცია ( Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-5 სთ- მდე ინტერვალში და პლაზმის ცილებს უკავშირდება 70%. იგი პრაქტიკულად მთლიანად ვრცელდებამთელ ორგანიზმში და მისი აღმოჩენა შესაძლებელია შარდში , ნაღველში , ღვიძლში , კისტის კედელსა დაკისტოზურ სითხეში , ცერებროსპინალურ სითხეში . ალბენდაზოლის სულფოქსიდი ღვიძლშიგარდაიქმნება მეორად მეტაბოლიტად – ალბენდაზოლის სულფონად , წარმოიქმნებიან ასევე სხვამეტაბოლიტები . მეორადი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით აღინიშნებიან სისხლის პლაზმაში .ალბენდაზოლის სულფოქსიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი ( T1/2) შეადგენს 8-12 სთ - ს . გამოიყოფაშარდით სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით , მცირე რაოდენობით – ფეკალურ მასასთან ერთად .

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში : ალბენდაზოლის და მისი ძირითადიმეტაბოლიტის საერთო კლირენსი თირკმლის ფუნქციის დარღვევისას არ იცვლება , ხოლო ღვიძლისფუნქციის დარღვევის შემთხვევაში მატულობს ბიოშეღწევადობა და ალბენდაზოლის სულფოქსიდის Cmaxიზრდება 2- ჯერ .

 

ჩვენება :

ალპონალი გამოიყენება არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ:

  • ნემატოდოზები ( მრგვალი ჭიები ) – ენტერობიოზი ( გამომწვევი Enterobius vermicularis ), ასკარიდოზი ( გამომწვევი Ascaris lumbricoides ),ანკილოსტომიდოზი ( გამომწვევი Ancylostoma duodenale და Necator americanus ), სტრონგილოიდოზი ( გამომწვევი Strongyloides stercoralis ),ტრიქოცეფალოზი ( გამომწვევი Trichuris trichiura );
  • ცესტოდოზები ( ლენტისებრი ჭიები ) – ნეიროცისტიცერკოზი ( გამომწვევი Taenia solium ) და ღვიძლის , ფილტვისა და ბადექონის ექინოკოკოზი (გამომწვევი Echinococcus granulosus ) ( გამოიყენება ჰელმინთების ჭუპრისებრი ფორმის დროს ) ;
  • ექინოკოკური კისტების ქირურგიული მკურნალობის დროს , როგორც დამხმარე საშუალება წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ;
  • შერეული ფორმები , გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით .

 

მიღების წესი და დოზირება :

პრეპარატი მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ . სპეციალური მომზადება დადიეტა საჭირო არ არის . პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად , ინვაზიის სახეობისა დაპაციენტის სხეულის მასის მიხედვით .

ნემატოდოზების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით ინიშნება 2 ტაბლეტი(400 მგ ) ერთჯერადად , ხოლო 2 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ტაბლეტი (200 მგ ) ერთჯერადად .განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის განმეორება 3კვირის შემდეგ იგივე დოზით .

ნეიროცისტიცერკოზისა და ექინოკოკოზის დროს პაციენტებში, რომელთა სხეულის მასა უდრის ანაღემატება 60 კგ - ს , ინიშნება 2 ტაბლეტი ( 400 მგ ) ალბენდაზოლი 2- ჯერ დღეში , ხოლო 60 კგ - ზენაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში – 15 მგ / კგ სხეულის მასაზე დღეში , გაყოფილი ორ მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 800 მგ - ს (4 ტაბლეტი ). ნეიროცისტიცერკოზისმკურნალობის ხანგრძლივობაა 8-30 დღე , ხოლო ექინოკოკოზის დროს ტარდება 28 დღიანი თერაპიისსამი კურსი , რომელთა შორის ინტერვალი შეადგენს 14 დღეს . ინოპერაბელური ექინოკოკური კისტებისშეთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის 5 კურსის ჩატარება .

 

გვერდითი მოვლენები :

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : გულისრევა , ღებინება , ტკივილი მუცლის არეში , ანორექსია ,დიარეა , ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის უმნიშვნელო ან ზომიერი   მომატება ;

სისხლმბადი სისტემის მხრივ : ლეიკოპენია , გრანულოციტოპენია , აგრანულოციტოზი ,თრომბოციტოპენია , პანციტოპენია ;

ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი , თავბრუ , მენინგეალური სიმპტომები ;

დერმატოლოგიური რეაქციები : გამონაყარი კანზე , ქავილი , შექცევადი ალოპეცია ;

სხვა : იშვიათად – ყელის ტკივილი , ტემპერატურის მომატება , თირკმლის მწვავე უკმარისობა ,არტერიული წნევის მომატება , სისუსტე , დაღლილობა .

 

უკუჩვენება :

  • მომატებული მგრძნობელობა ალბენდაზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ , ასევე ბენზიმიდაზოლისჯგუფის სხვა წარმოებულების მიმართ ;
  • თვალის ბადურას პათოლოგიები ;
  • ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

ალბენდაზოლის ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერებაღვიძლში ალბენდაზოლის მეტაბოლიზმის ინჰიბირებისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციისმომატების გამო .

ალბენდაზოლი ახდენს ციტოქრომ P450- ის ინდუცირებას და , შესაბამისად , თეოფილინთანერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია თეოფილინის მეტაბოლიზმის გაძლიერება და სისხლში მისიკონცენტრაციის შემცირება .

დექსამეტაზონთან პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას სისხლში ალბენდაზოლის სულფოქსიდისკონცენტრაცია მატულობს .

 

ჰიპერდოზირება :

სიმპტომები : აღინიშნება გვერდითი მოვლენების გაძლიერება .

მკურნალობა : კუჭის ამორეცხვა , გააქტივებული ნახშირის მიღება , საჭიროების შემთხვევაში – ექიმისკონსულტაცია .

 

ორსულობა და ლაქტაცია :

ორსულობის დროს ალპონალის გამოყენება დაუშვებელია . რეპროდუქციული ასაკის ქალებსმკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩაუტარდეთ ტესტი ორსულობაზე , რათა გამოირიცხოს ორსულობა .სასურველია პრეპარატის მიღების დაწყება მენსტრუაციის პირველი 7 დღის განმავლობაში . ალპონალითმკურნალობის პერიოდში და ასევე მისი დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში რეკომენდებულიაკონტრაცეპტივის გამოყენება .

ძუძუთი კვების პერიოდში ალპონალის გამოყენება არ არის რეკომენდებული .

 

გამოყენების თავისებურებები :

ალპონალი სიფრთხილით გამოიყენება ჰემოპოეზის , ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევისას .Mმკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათისა დაღვიძლის ფუნქციის კონტროლი . ლეიკოპენიის აღმოცენების შემთხვევაში თერაპია დროებით წყდება .მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია , თუ ლეიკოპენიის ხარისხი ზომიერია და არ პროგრესირებს .

ნეიროცისტიცერკოზის დროს ალპონალთან ერთად ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდები და კრუნჩხვისსაწინააღმდეგო პრეპარატები , რადგან თავიდან იქნას აცილებული ანტიცისტური თერაპიის პირველიკვირის განმავლობაში შესაძლებელი ჰიპერტენზიული კრიზის განვითარება .

ალპონალით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა .აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა .

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე : პრეპარატი არმოქმედებს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე .

 

შეფუთვა :

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში , თითო კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში .

 

შენახვის პირობები :

ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი . შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი ).

 

მწარმოებელი :

შპს “ ავერსი - რაციონალი ” ( საქართველო ).

 

მისამართი :

საქართველო 0198, თბილისი , ჭირნახულის ქ . 14.

www.aversi.ge

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ