Amlessa- ამლესა 4მგ/10მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 24,94 ლ რეგულარული ფასი 32,40 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
39418_37
მწარმოებელი:
KRKA (Slovenia)
არცერთი:
მიღების ჩვენებები: ამლესსა ნაჩვენებია ესენციური ჰიპერტენზიის და/ან კორონარული არტერიების სტაბილური დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობა პერინდოპრილით და ამლოდიპინით.

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება
პერინდოპრილი/ამლოდიპინი (Pერინდოპრილ/ამლოდიპინე)

წამლის ფორმა
ტაბლეტები

შემადგენლობა
4 მგ/5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 5 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით).
4 მგ/10 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 10 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით).
8 მგ/5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 5 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით).
8 მგ/10 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 10 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნარტიუმის სახამებელგლიკოლატი, კალციუმის ქლორიდ ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა
4 მგ/5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, მცირედ ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით.
4 მგ/10 მგ ტაბლეტები: კაფსულისმაგვარი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს ღარით. ღარი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის თანაბარ ნაწილებად გასაყოფად, ამასთან შეიძლება გამოყენებული იყოს ტაბლეტის გასატეხად, გადაყლაპვის გაადვილების მიზნით.
8 მგ/5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით.
8 მგ/10 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით და ღარით ერთ მხარეს. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ტოლ ნაწილებად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
აგფ ინჰიბიტორები კომბინაციაში კალციუმის არხების ბლოკატორებთან.
ათქ კოდი: ჩ09BB04.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პერინდოპრილი
პერინდოპრილი – ფერმენტის ინჰიბიტორია, რომელიც ანგიოტენზინ I გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი, აგფ).
აგფ აქტივობის დათრგუნვა იწვევს ანგიოტენზინ II დონის დაქვეითებას და პლაზმაში რენინის აქტივობის მომატებას, ალდოსტერონის სეკრეციის შესუსტებას, ასევე მოცირკულირე და ადგილობრივი კალიკრეინ-კინინური სისტემის აქტივობის მომატებას და პროსტაგლანდინის სისტემის აქტივაციას. პერინდოპრილი მოქმედებს თავისი აქტიური მეტაბოლიტის – პერინდოპრილატის მეშვეობით. სხვა მეტაბოლიტებმა ინ ვიტრო არ გამოავლინა დამთრგუნველი მოქმედება აგფ-ის მიმართ.
ჰიპერტენზია
პერინდოპრილი აქტიურია არტერიული ჰიპერტენზიის ნებისმიერ სტადიაზე: მსუბუქი, ზომიერი, მძიმე. აღინიშნება სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება, როგორც მწოლიარე, ასევე მდგომარე მდგომარეობაში.
პრეპარატი ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, რის შედეგადაც ძლიერდება პერიფერიული სისხლის ნაკადი, გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე. თირკმლის სისხლის ნაკადი იზრდება, მაშინ როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) უცვლელი რჩება. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი თავის მაქსიმუმს აღწევს პერინდოპრილის ერთჯერადი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში: ნარჩენი ეფექტი შეადგენს 87%-100% მაქსიმალურიდან. არტერიული წნევის დაქვეითება სწრაფად ხდება. პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ მკურნალობაზე, წნევის ნორმალიზება მიიღწევა ერთი თვის განმავლობაში და ნარჩუნდება ტაქიფილაქსიის განვითარების გარეშე. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას.
პერინდოპრილი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. ადამიანში დამტკიცებული იყო მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი თვისებები. პრეპარატი აუმჯობესებს მსხვილი არტერიების ელასტიურობას და წვრილ სისხლძარღვებში ამცირებს კედლის სისქის სანათურთან ფარდობას.
პაციენტები გულის სტაბილური იშემიური დაავადებით
ჩატარებული იყო ოთხწლიანი, მრავალცენტრული, საერთაშორისო, რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევა EUღOPA. გამოსაკვლევ პოპულაციას დადგენილი ქონდა კორონარული არტერიების დაავადება გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნების გარეშე. ზოგადად, პაციენტთა 90% წარსულში გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი და/ან კორონარული არტერიების რევასკულარიზაცია. მათი უმრავლესობა ტრადიციულ მიღებულ თერაპიაზე, რომელიც მოიცავდა თრომბოციტების ინჰიბიტორებს, ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატებს და ბეტა-ბლიკატორებს, დამატებით იღებდა გამოსაკვლევ პრეპარატს.
ეფექტურობის ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენდა მოვლენათა ერთობლიობა (გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობა, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი და/ან გულის გაჩერება წარმატებულ რეანიმაციასთან). 8 მგ პერინდოპრილ ტრეტ-ბუთილამინის დღეღამეში ერთხელ მიღებამ გამოიწვია პირველადი საბოლოო წერტილების მნიშვნელოვანი აბსოლუტური დაქვეითება 1,9%-ით (ფარდობითი რისკის შემცირება 20%-ით). პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტით და/ან ანამნეზში რევასკულარიზაციით აღინიშნა პირველადი საბოლოო წერტილების აბსოლუტური დაქვეითება 2,2%-ით, რაც შეესაბამება ფარდობითი რისკის შემცირებას 22,4%-ით, პლაცებოსთან შედარებით.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი – კალციუმის იონების ანტაგონისტია, რომელიც აბლოკირებს კალციუმის იონების შეცვლას მიოკარდიუმის კუნთის უჯრედებში და სისხლძარღვებში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი რელაქსაციური მოქმედებით. სტენოკარდიისას ამლოდიპინის ზუსტი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არ არის, უცნობია შემდეგი ორი გზა:
1. ამლოდიპინი აფართოვებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვას), რაც იწვევს მიოკარდიუმის მიერ ენერგიის მოხმარების და ჟანგბადზე მისი მოთხოვნილების შემცირებას.
2.ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი შესაძლოა ასევე დაკავშირებული იყოს მსხვილი კორონარული არტერიების და არტერიოლების გაფართოვებასთან, რაც იწვევს მიოკარდიუმთან ჟანგბადის მიწოდების გაზრდას პაციენტებში ვაზოსპასტიკური სტენოკარდიით (პრინცმეტალეს სტენოკარდია). ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ამლოდიპინის მიღება დღეღამეში ერთხელ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას (როგორც წოლის, ასევე დგომის მდგომარეობაში) 24 საათის განმავლობაში.
პაციენტებში სტენოკარდიით, ამლოდიპინის ერთჯერადი სადღეღამისო მიღება ზრდის ფიზიკური დატვირთვის საერთო დროს, აფერხებს სტენოკარდიის შეტევის განვითარებას და ზრდის შთ სეგმენტის 1 მმ-ზე დეპრესიის განვითარების დროს, ასევე ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მოხმარების რაოდენობას.
ამლოდიპინი არ იწვევს არასასურველ მეტაბოლურ ეფექტებს, ან სისხლის პლაზმაში ლიპიდების დონის შეცვლას, ამიტომ შეიძლება გამოყენებული იქნას პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით.
ფარმაკოკინეტიკა
პერინდოპრილის და ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი, როგორც მონოპრეპარატების, ასევე პრეპარატ ამლესსას შემადგენლობაში მნისვნელოვნად არ განსხვავდება.
პერინდოპრილი
პერინდოპრილი შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 საათის განმავლობაში; ნახევარდაშლის პერიოდი პლაზმაში – 1 საათი.
პერინდოპრილი წარმოადგენს პროწამალს – მიღებული დოზის 27% ხვდება სისხლის მიმოქცევაში აქტიური მეტაბოლიტის - პერინდოპრილატის სახით.
პლაზმაში პერინდოპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 საათში.
საკვების მიღება ამცირებს პერინდოპრილის გარდაქმნას პერინდოპრილატად, ანუ აქვეითებს მის ბიოშეღწევადობას. შესაბამისად, პერინდოპრილი უნდა იქნას მიღებული პერორალურად, დღეღამეში ერთხელ, დილით, ჭამამდე.
დამტკიცებული იყო ხაზოვანი დამოკიდებულება პერინდოპრილის დოზას და პლაზმაში მის ექსპოზიციას შორის.
შეუკავშირებელი პერინდოპრილის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,2ლ/კგ. პერინდოპრილის შეკავშირება პლაზმის ცილებთან, ძირითადად ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთან, შეადგენს 20% და დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე.
პერინდოპრილი გამოიყოფა შარდით, არაშეკავშირებული ფრაქციის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 17 საათს, რაც 4 დღეში სტაციონარული მდგომარეობის მიღწევის საშუალებას იძლევა.
პერინდოპრილის გამოყოფა ქვეითდება ხანდაზმულ და გულის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამიტომ ასეთ პაციენტებზე სამედიცინო დაკვირვება უნდა მოიცავდეს კრეატინინის და კალიუმის დონის ხშირ მონიტორინგს.
დიალიზისას პერინდოპრილის კლირენსი შეადგენს 70 მლ/წთ.
პერინდოპრილის კინეტიკა შეცვლილია ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში: საწყისი მოლეკულის ღვიძლისმიერი კლირენსი შემცირებულია ორჯერ. თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება, ამიტომ პაციენტთა ამ კატეგორიისათვის დოზის შერჩევა საჭირო არ არის.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი თერაპიულ დოზებში პერორალურად მიღებისას კარგად შეიწოვება და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 6-12 საათში მიღებიდან. Aბსოლუტური ბიოშეღწევადობა გათვლებით შეადგენს 64-80%. განაწილების მოცულობა დაახლოებით 21 ლ/კგ. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობაზე. Iნ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97,5% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან.
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ტერმინალური დრო შეადგენს 35-50 საათს და მუდმივია პრეპარატის დღეღამეში ერთხელ მიღებისას.
ამლოდიპინის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით, 10% - შეუცვლელი ამლოდიპინის სახით.
პლაზმაში ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ერთნაირია ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. უკანასკნელებს აღენიშნებათ ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითების ტენდენცია, რაც იწვევს AUჩ და ნახევარგამოყოფის დროის გაზრდას. მათთვის დოზირების რეკომენდებული რეჟიმი ისეთივეა, როგორიც ახალგაზრდებისათვის, თუმცა დოზის ზრდა საჭიროა სიფრთხილით.
სხვა კალციუმის ანტაგონისტების მსგავსად, ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.

მიღების ჩვენებები
ამლესსა ნაჩვენებია ესენციური ჰიპერტენზიის და/ან კორონარული არტერიების სტაბილური დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობა პერინდოპრილით და ამლოდიპინით.

წინააღმდეგჩვენებები
პერინდოპრილთან დაკავშირებული
• ჰიპერმგრძნობელობა პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ.
• ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან.
• მემკვიდრული ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.
• ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრი.
ამლოდიპინთან დაკავშირებული
• გამოხატული ჰიპოტენზია.
• ჰიპერმგრძნობელობა ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების მიმართ.
• შოკი, კარდიოგენული შოკის ჩათვლით.
• მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ. მძიმე აორტალური სტენოზი).
• გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ (პირველი 28 დღის განმავლობაში).
ამლესსასთან დაკავშირებული
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წინააღმდეგჩვენებები, რომლებიც დაკავშირებულია თითოეულ კომპონენტთან, ასევე ვრცელდება ფიქსირებულ კომბინაციაზე პერინდოპრილი/ამლოდიპინი.
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის დამხმარე კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზები
პერორალური მიღებისათვის.
მიიღება 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, უმჯობესია დილით, ჭამის წინ.
ფიქსირებული დოზების კომბინაცია არ არის განკუთვნილი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დასაწყებად. დოზის შეცვლის აუცილებლობისას რეკომენდებულია პრეპარატის ცალკეული კომპონენტის ინდივიდუალურად შერჩევა.
პაციენტები თირკმლის დარღვეული ფუნქციით და ხანდაზმული პაციენტები
რადგან მოცემული კატეგორიის პაციენტებში პერინდოპრილის გამოყოფა შენელებულია, ჩვეულებრივ სამედიცინო დაკვირვება უნდა მოიცავდეს კრეატინინის და კალიუმის დონეების კონტროლს.
პრეპარატი ამლესსა შეიძლება დანიშნული იყოს პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ≥60 მლ/წთ და არ არის მისაღები ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილება პლაზმაში არ კოლერილებს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ამ კატეგორიის პაციენტებისათვის, დოზირების რეჟიმი დადგენილი არ არის. მითითებული კომბინაციის დანიშვნისას, საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვები და მოზარდები
არ გამოიყენება, რადგან პერინდოპრილის და ამლოდიპინის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ამტანობა მონოთერაპიის ან კომბინაციის სახით მოცემული კატეგორიის პაციენტებში შესწავლილი არ არის.

გვერდითი მოვლენები
შემდგომ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები აღინიშნა პერინდოპრილით ან ამლოდიპინით მონოთერაპიისას.
გვერდითი ეფექტების განვითარების კლასიფიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისია:
• ძალიან ხშირი (≥1/10);
• ხშირი (≥1/100 <1/10);
• არახშირი (≥1/1000 <1/100);
• იშვიათი (≥1/10000 <1/1000);
• ძალიან იშვიათი (<1/10000).
• სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება).

ორგანოთა სისტემის
კლასი გვერდითი მოვლენები სიხშირე
ამლოდიპინ პერინდოპრილი
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის
მხრივ Lლეიკოპენია/ნეიტროპენია ძალიან იშვიათად ძალიან
იშვიათად
Aგრანულოციტოზი ან პანციტოპენია ძალიან
იშვიათად
თრომბოციტოპენია ძალიან იშვიათად ძალიან
იშვიათად
ჰემოლიზური ანემია
პაციენტებში GG-6PDH თანდაყოლილი უკმარისობით - ძალიან
იშვიათად
Hემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემცირება - ძალიან
იშვიათად
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათად
მეტაბოლიზმის და
კვების დარღვევა ჰიპერგლიკემია ძალიან იშვიათად -
სხეულის მასის მომატება არახშირად -
სხეულის მასის დაკლება არახშირად -
ჰიპოგლიკემია - სიხშირე არ
არის ცნობილი
ფსიქიკური აშლილობები უძილობა არახშირად -
გუნება-განწყობის ცვლილება არახშირად არახშირად
ძილის დარღვევა - არახშირად
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძილიანობა ხშირად -
თავბრუსხვევა ხშირად ხშირად
თავის ტკივილი ხშირად ხშირად
ტრემორი არახშირად -
ჰიპოსთეზია, არახშირად
პარესთეზია არახშირად ხშირად
ჰიპერტონუსი ძალიან იშვიათად -
პერიფერიული ნეიტროპათია ძალიან იშვიათად -
ვერტიგო - ხშირად
ცნობიერების არევა - ძალიან
იშვიათად
დარღვევები
მხედველობის
ორგანოთა მხრივ მხედველობის დარღვევა არახშირად ხშირად
დარღვევები სმენის ორგანოთა მხრივ ხმაური ყურებში არახშირად ხშირად
დარღვევები გულის
მხრივ გულის ცემის გახშირება ხშირად -
სინკოპე არახშირად -
სტენოკარდიული ტკივილი იშვიათად -
სტენოკარდია - ძალიან
იშვიათად
მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებისას მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში ძალიან იშვიათად ძალიან
იშვიათად
არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭის ტაქიკარდიის და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით) ძალიან იშვიათად ძალიან იშვიათად
დარღვევები სახსრების მხრივ ჰიპერემია ხშირად -
ჰიპოტენზია (და ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული ეფექტები) არახშირად ხშირად
ინსულტი, შესაძლოა
არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების შედეგად მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში - ძალიან
იშვიათად
დარღვევები სასუნთქი ორგანოების,
გულმკერდის და
შუასაყრის მხრივ ქოშინი არახშირად ხშირად
რინიტი არახშირად ძალიან
იშვიათად
ხველა ძალიან იშვიათად ხშირად
ბრონქოსპაზმი ძალიან იშვიათად ხშირად
ეოზინოფილია, პნევმონია - ძალიან
იშვიათად
დარღვევები
კუჭ-ნაწლავის მხრივ ღრძილების ჰიპერპლაზია ძალიან იშვიათად -
მუცლის ტკივილი, გულისრევა ხშირად ხშირად
ღებინება არახშირად ხშირად
დისპეპსია არახშირად ხშირად
ნაწლავის პერისტალტიკის დარღვევა არახშირად -
პირის სიმშრალე არახშირად არახშირად
დისგევზია - ხშირად
გემოს შეცვლა არახშირად -
დიარეა, ყაბზობა - ხშირად
პანკრეატიტი ძალიან იშვიათად ძალიან
იშვიათად
გასტრიტი ძალიან იშვიათად -
ჰეპატობილიარული დარღვევები ჰეპატიტი, ქოლესტატიური სიყვითლე ძალიან იშვიათად -
ციტოლიტური და
ქოლესტატური ჰეპატიტი - ძალიან
იშვიათად
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების
მხრივ კვინკეს შეშუპება ძალიან იშვიათად -
სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი გარსის, ენის, საყლაპავის და/ან ხახის ანგიონევროზული შეშუპება - არახშირად
მულტიფორმული ერითემა ძალიან იშვიათად ძალიან იშვიათად
ალოპეცია არახშირად -
პურპურა არახშირად -
კანის ფერის შეცვლა არახშირად -
მომატებული ოფლიანობა არახშირად -
ოფლიანობა - არახშირად
ქავილი არახშირად ხშირად
გამონაყარი არახშირად ხშირად
სტივენ-ჯონსონის სინდრომი ძალიან იშვიათად -
საყრდენ-მამოძრავებელი
აპარატის და
შემაერთებელი
ქსოვილის მხრივ ართრალგია, მიალგია არახშირად -
კუნთების კრუნჩხვები არახშირად ხშირად
ზურგის ტკივილი არახშირად -
დარღვევები
თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ შარდის გამოყოს დარღვევა, ნიქტურია,
გახშირებული შარდვა არახშირად -
თირკმელების ფუნქციის
დარღვევა - არახშირად
თირკმელების მწვავე
უკმარისობა - ძალიან
იშვიათად
დარღვევები რეპროდუქციული
სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ გინეკომასტია არახშირი -
ზოგადი სახის გართულებები და
რეაქცია შეყვანის
ადგილას შეშუპება, პერიფერიული
შეშუპება ხშირად -
დაღლილობა ხშირად -
ტკივილი მკერდის არეში არახშირად -
ასთენია არახშირად ხშირად
ტკივილი არახშირად -
შეუძლოდ ყოფნა არახშირად -
ლაბორატორიული მაჩვენებლები ღვიძლის ფერმენტების
აქტივობის
მომატება: ალტ, ასტ
(ჩვეულებრივ შეესაბამება ქოლესტაზს) ძალიან იშვიათად -
ბილირუბინის დონის და
შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტიბობის მომატება - იშვიათად
შრატში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციების მომატება,
ჰიპერკალემია - სიხშირე არ
არის
ცნობილი

ამლოდიპინთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია
კალციუმის არხების ბლოკატორების გამოყენებისას, ცნობილია ექსტრაპირამიდული სინდრომის ერთეული (გამონაკლისი) შემთხვევები.

დოზის გადაჭარბება
ადამიანებში პრეპარატ ამლესსას დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ არის. აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჰიპოტენზიას, ცირკულატორულ შოკს, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, გულის ცემის გახშირებას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას და ხველას.
მკურნალობა. რეკომენდებულია იზოტონური მარილოვანი ხსნარის ინტრავენური ინფუზიის ჩატარება. ჰიპოტენზიის განვითარებისას, პაციენტი უნდა მოთავსდეს “ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, მცირედ წამოწეული ფეხებით”. შესაძლებლობისას შეყავთ ანგიოტენზინ II ინფუზიის სახით და/ან კატექოლამინები ინტრავენურად. პერინდოპრილი სისტემური სისხლის მიმოქცევიდან შეიძლება გამოდევნილი იქნას ჰემოდიალიზის გზით. ბრადიკარდიისას, რომელიც არ ექვემდებარება თერაპიას, ნაჩვენებია რითმის წამყვანის (პეისმეიკერის) გამოყენება. საჭიროა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებლების, ასევე კრეატინინის კონცენტრაციის და შრატში ელექტროლიტების მუდმივი კონტროლი.
სიმპტომები. არსებული მონაცემებით, ამლოდიპინის დოზის მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ვაზოდილატაცია შემდგომი გამოხატული და სავარაუდოდ ხანგრძლივი სისტემური ჰიპოტენზიით.
მკურნალობა. ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ჰიპოტენზია მოითხოვს პაციენტზე დაკვირვებას ინტენსიური თერაპიის კარდიოლოგიურ განყოფილებაში. ვაზოკონსტრიქტორები შეიძლება დაგვეხმაროს სისხლძარღვების ტონუსის და არტერიული წნევის აღდგენაში, იმ პირობით, რომ მათი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენები არ არის. კალციუმის არხების ბლოკადის მოსახსნელად, შეიძლება ეფექტური იყოს კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა. ამლოდიპინი არ ეფვემდებარება დიალიზს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ასევე ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პერინდოპრილთან დაკავშირებული
ერთდოული გამოყენება რეკომენდებული არ არის
კალიუმის შემცველი დიურეტიკები და კალიუმის პრეპარატები
მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ კალიუმის შემცველობა შრატში რჩება ნორმის ფარგლებში, ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებენ პერინდოპრილს, შეიძლება აღენიშნოს ჰიპერკალიემია. კალიუმის შემნახველი დიურეტიკები (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ან ამილორიდი), კალიუმის პრეპარატები, ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები შეიძლება იყოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მომატების მიზეზი, ამიტომ მათი აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ ერთდროული გამოყენება ნაჩვენებია დამტკიცებული ჰიპოკალიემიის გამო, აუცილებელია სიფრთხილე და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ხშირი კონტროლი.
ლითიუმი
ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, რეგისტრირებული იყო სისხლის შრატში ლითიუმს შექცევადი მატების და მისი ტოქსიურობის გაძლიერების შემთხვევები (მძიმე ნეიროტოქსიური ეფექტებით). აღნიშნული პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ასეთი კომბინირებული თერაპიის აუცილებლობისას, საჭიროა სისხლის შრატში ლითიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი.
ესტრამუსტინი
არასასურველი ეფეტების გაძლიერების რისკი, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება (ანგიოშეშუპება).
ერთდროული გამოყენება, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა ≥3 გ/დღეღამეში
აგფ ინჰიბიტორების არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან (აცეტილსალიცილის მჟავა დოზებით, რომელიც ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას, ცოგ-2 ინჰიბიტორები და არასელექტიური აასს) ერთად გამოყენება შეიძლება გახდეს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითების მიზეზი. მითითებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება ასევე ზრდის თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარებამდე და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მატებას, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის არსებული დარღვევით. ასეთი კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის საკმარისი რაოდენობა, ასევე რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი მკურნალობის დაწყებამდე და მის პერიოდში.
ანტიდიაბეტური პრეპარატები (ინსულინი, ჰიპოგლიკემიური სულფანილამიდები)
აგფ ინჰიბიტორების მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოგლიკემიური ეფექტი პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ ინსულინს, ან სულფონილშარდოვანას პრეპარატებს. შემთხვევითი ჰიპოგლიკემია აღინიშნება ძალიან იშვიათად (გლუკოზისადმი ტოლერანტობის გაუმჯობესება იწვევს ინსულინის მოთხოვნის შემცირებას).
ერთდროული გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს
დიურეტიკები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, განსაკუთრებით ჰიპოვოლემიით და /ან მარილების დეფიციტით, აგფ ინჰიბიტორების მიღების დასაწყისში შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება. ჰიპოტენზიის რისკი შეიძლება შემცირდეს დიურეტიკის მოხსნით, მკურნალობის დასაწყისში სითხის ან მარილის მოხმარების გაზდრით, ასევე პერინდოპრილის დაბალი საწყისი დოზების დანიშვნით, შემდგომ მისი თანდათან მომატებით.
სიმპათომიმეტიკები
სიმპათომიმეტიკებმა შეიძლება შეასუსტოს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.
ოქროს პრეპარატები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ოქროს საინექციო პრეპარატებს (ნატრიუმის აუროთიომალატი) და აგფ ინჰიბიტორებს, პერინდოპრილის ჩათვლით, იშვიათ შემთხვევაში აღინიშნა ნიტრიტოიდული რეაქციები (სიმპტომები: სახის ჰიპერემია, გულისრევა, ღებინება და ჰიპოტენზია).
ამლოდიპინთან დაკავშირებული
ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული
დანტროლენი (ინფუზია)
ცხოველებში ვერაპამილის და დანტროლენის ი/ვ შეყვანისას აღინიშნება პარკუჭების ფიბრილაცია, რომელსაც მოსდევს ლეტალური შედეგი. ამლოდიპინის და დანტროლენის კომბინირებული გამოყენებისათვის საჭიროა თავის არიდება.
ერთდროული გამოყენება, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს
ჩYP 3A4 ინჰიბიტორები
გამორიცხული არ არის, რომ ერთდოულად ძლერი ჩYP 3A4 ინჰიბიტორების (კეტონალი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი) მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის მომატება, ამიტომ მითითებული პრეპარატების კომბინირებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ჩYP 3A4 ინდუქტორები (რიფამპიცინი, პერფორირებული კრაზანა (Hყპერიცუმ პერფორატუმ), ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარტიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი)
ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება ამ ინდუქტორებით მისი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გაზრდის გამო. კომბინირებული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, აუცილებლობის შემთხვევაში ამლოდიპინის დოზა შეიძლება იყოს ადაპტირებული.
ერთდროული გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას
ბეტა-ბლოკერები, რომლებიც ინიშნება გულის უკმარისობისას (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი)
არსებობს ჰიპოტენზიის, გულის მუშაობის შესუსტების რისკი პაციენტებში ლატენტური ან არაკონტროლირებადი გულის უკმარისობით (უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გაძლიერება).
გარდა ამისა, ჭარბი ჰემოდინამიკური რეპერკუსიის შემთხვევაში ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება შეამცირონ სიმპათიკური რეფლექსი.
სხვა კომბინაციები
მონოთერაპიისას ამლოდიპინი უსაფრთხოდ გამოიყენება თიაზიდურ დიურეტიკებთან, ბეტა-ბლოკერებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინის სუბლინგუალურ ფორმებთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, ატორვასტატინთან, სილდენაფილთან, სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებებთან (ალუმინის ჰიდროქსიდის გელთან, მაგნიუმის ჰიდროქსიდთან, სიმეტიკონთან), ციმეტიდინთან, არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან.
სპეციალურმა გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარებულია რიგ პრეპარატებზე, არ გამოავლინა გავლენა ამლოდიპინზე:
• ამლოდიპინის და ციმეტიდინის ერთდროული მიღება არ ცვლიდა ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკას.
• სილდენაფილის და ამლოდიპინის კომბინირებისას, თითოეული პრეპარატი ახდენდა თავის დამოუკიდებელ ჰიპოტენზიურ ეფექტს.
• გრეიფრუტის წვენი: 240 მლ გრეიფრუტის წვენის და 10 მგ ამლოდიპინის ერთჯერადი პერორალური დოზის ერთდროულ მიღებას 20 ჯანმრთელ მოხალისეში თან არ ახლდა უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება.
გარდა ამისა, სპეციალურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ზოგიერთ პრეპარატზე, არ გამოავლინა ამლოდიპინის გავლენა მათ ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე:
• ატორვასტატინი: 10 მგ ამლოდიპინის და 80 მგ ატორვასტატინის მრავალჯერადი დოზების ერთდროული გამოყენება არ იწვევს უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვან ცვლილებას წონასწორული კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ.
• დიგოქსინი: ამლოდიპინის და დიგოქსინი

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ