Amlopril - ამლოპრილი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,31 ლ რეგულარული ფასი 22,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
44924_1052
მწარმოებელი:
Zee Laboratories
არცერთი:
ჩვენებები • არტერიული ჰიპერტენზია; • ჰიპერტენზია, რომელიც არ ექვემდებარება აგფ­ით ინჰიბიტორებით მონოთერაპიას; • სტაბიულური სტენოკარდია. არასტაბილური სტენოკარდია. პრინცმეტალის სტენოკარდია; • გულის ქრონიკული უკმარისობა..
სავაჭრო სახელწოდება ამლოპრილი™ / AMLOPRIL™
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) amlodipine, lisinopril;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები
მწარმოებელი ფირმა Zee Laboratories
მწარმოებელი ქვეყანა ინდოეთი
გამოშვების ფორმა ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

თვითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ლიზინოპრილი ბ.ფ 5 მგ
ამლოდიპინი ბეზილატი ბ.ფ. 5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამლოპრილი­ ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის კომბინაცია რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლის გაუმჯობესებას პაციენტების ფართო
სპექტრს (მაღალი/დაბალი რენინი, პაციენტები ჰიპერლიპიდემიით).
ამლოპრილი აგრეთვე აძლიერებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ (ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის კომბინაციის ხარჯზე).
ამლოდიპინი ­ მე III თაობის კალციუმის არხების ბლოკატორია.
ანტიჰიპერტენზიული მოქმედება განპირობებულია კალციუმის არხების ბლოკადით და უჯრედში ჩა იონების შეღწევის დათრგუნვით. ამის შედეგად ადგილი
აქვს ვაზოდილატაციას, უშუალო მარელაქსირებელი გავლენით სისხლძარღვთა გლუვ კუნთებზე.
ვაზოდილატირებადი მოქმედება ვრცელდება მთელ სისხლძარღვთა კალაპოტზე რასაც მოჰყვება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის (სსპწ)
შემცირება და გულზე პოსტდატვირთვის დაქვეითება. წნევის დაწევა მიმდინარეობს თანდათანობით სიმპათო­ადრენალური სისტემის აქტივობის გაზრდის
გარეშე.
ამლოდიპინი ხელს უწყობს ფიზიოლოგიური ვაზოდილატატორის პროსტაციკლინის სინთეზს. ამლოდიპინი ახდენს ანტისკლეროზულ მოქმედებას და
ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ლიზინოპრილი ­ ხანგრძლივი მოქმედების აგფ­ ინჰიბიტორია. იგი ამცირებს ანგიოტენზინ II­ის წარმოქმნას და თრგუნავს მის ეფექტებს, როგორიცაა:
სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება, ალგოსტერონის გამოყოფის სტიმულირება, მიტოციტების ჰიპერტროფია, ბრადიკინის დეგრადაცია. (
ფიზიოლოგიური ვაზოდილატატორი)
ჩვენებები

• არტერიული ჰიპერტენზია;
• ჰიპერტენზია, რომელიც არ ექვემდებარება აგფ­ით ინჰიბიტორებით მონოთერაპიას;
• სტაბიულური სტენოკარდია. არასტაბილური სტენოკარდია. პრინცმეტალის სტენოკარდია;
• გულის ქრონიკული უკმარისობა;
• მიოკარდის ინფარქტი, პოსტინფარქტული პერიოდი, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი;
• კარდიომიოპათია;
• დიაბეტური ნეფროპათია და დიაბეტური რეტინოპათია;
• ”ლეტალური კვარტეტი” ( არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, წონის მატება, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა შაქრიან დიაბეტამდე).
მიღების წესები და დოზები
საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი ­ დღეში ერთხელ; ორი კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს ­ 2 ტაბლეტი ­დღეში ერთხელ, არტერიული წნევის
კონტროლთან ერთად. პრეპარატის დოზირება ინდივიდუალურია.
გვერდითი მოვლენები
ამლოდიპინის და ლიზინოპრილის კომბინაცია კარგი ამტანობით ხასიათდება შესაძლებელია თავბრუსხვევა, ალერგიული გენეზის გამონაყარი, მუცლის
ტკივილი, დიარეა, პირის სიმშრალე, ხველება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის და აგფ­ინჰიბიტორების მიმართ, ორსულობა, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მძიმე
სტადიები.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ გრილ, მშრალ, ბნელ ადგილას 250ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 36 თვე.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით ( II ჯგუფი)

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ