Diacarb - დიაკარბი 0.25გ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,85 ლ რეგულარული ფასი 21,90 ლ
ხელმისაწვდომობა: ამოიწურა
კოდი:
43503_442
მწარმოებელი ქვეყანა:
პოლონეთი
მწარმოებელი:
არცერთი:
ჩვენებები: შეშუპების სინდრომი (სუსტი და ზომიერი გამოხატულების ალკალოზით მიმდინარე), გლაუკომა (პირველადი და მეორადი, მწვავე შეტევა); ეპილეფსია (კომბინირებულ თერაპიასთან ერთად), მთის დაავადება.

საერთაშორისო დასახელება:

ACETAZOLAMIDE

მწარმოებელი: POLPHARMA

მოქმედი ნივთიერება: აცეტაზოლამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 12 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

აცეტაზოლამიდი ...............    250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარტოფილის სახამებელი, ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სუსტი დიურეტიკი ახდენს ფერმენტ კარბოანჰიდრაზას ინჰიბირებას ნეფრონის პროქსიმალურ კლაკნილ მილებში, აძლიერებს შარდთან ერთად Na+ და K+ იონების და ბიკარბონატის გამოყოფას, არ ახდენს გავლენას Cl- იონების გამოყოფაზე, ხელს უწყობს შარდის ტუტე რეაქციას.

არაღვევს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას (მეტაბოლური აციდოზი). წამწამოვანი სხეულის კარბოანჰიდრაზის დათრგუნვა იწვევს სითხის სეკრეციის შემცირებასა და თვალის შიდა წნევის დაქვეითებას. თავის ტვინში კარბოანჰიდრაზის აქტიურობის დათრგუნვა განაპირობებს ანტიეპილეფსიური აქტივობის არსებობას. მოქმედების ხანგრძლივობა 12 საათამდეა.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია - მაღალი. 500 მგ პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2 საათის შემდეგ. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი - მაღალია, გამოიყოფა თირკმლის მეშვეობით უცვლელი ფორმით.

ჩვენებები:

  • შეშუპების სინდრომი (სუსტი და ზომიერი გამოხატულების ალკალოზით მიმდინარე),
  • გლაუკომა (პირველადი და მეორადი, მწვავე შეტევა);
  • ეპილეფსია (კომბინირებულ თერაპიასთან ერთად), მთის დაავადება.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი მიიღება შიგნით, მკაცრად ექიმის დანიშნულებით.

შეშუპების სინდრომი

მკურნალობის დასაწყისში 250-375 მგ (1-1.5 ტაბლეტი) ერთხელ დღე-ღამეში, დილით. მაქსიამლურ დიურეზული ეფექტი მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან ერთი ან ორი დღის შემდეგ, შემდეგ სასურველია ერთ დღიანი შესვენების გაკეთება.

აცეტაზოლამიდის გამოყენებისას აუცილებელია იმ მკურნალობის გაგრძელება, რომელიც რეკომენდებულია სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს, დაცულ უნდა იქნეს დიეტაში მარილის მიღების შეზღუდვა და საჭირო კალციუმის ნაკლებობის კომპენსირება.

გლაუკომა

მოზრდილებს, როგორც წესი, უნიშნავენ:

ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს: 250 მგ (1 ტაბლეტი) 1-4-ჯერ დღე-ღამეში. 1000 მგ-ზე (4 ტაბლეტი) მეტი დოზა არ ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.

მეორადი გლაუკომის დროს: 25 მგ (1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პრეპარატის ეფექტურობა შეინიშნება 250 მგ (1 ტაბლეტი) დოზის დღე-ღამეში 2-ჯერ მიღების შემედგ (მოკლევადიანი თერაპიის დროს).

გლაუკომის მწვავე შეტევის დროს: 25 მგ (1 ტაბლეტი) 4-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვებში გლაუკომის შეტევის დროს: - სხეულის მასის 10-15 მგ/კგ დღე-ღამეში 3-4 დაყოფილი დოზით.

ეპილეფსია

მოზრდილები: 250-500 მგ დღე-ღამეში 1-2 მიღებად, 3 დღის მანძილზე, მე-4 დღეს -შესვენება.

ბავშვები: 4-12 თვე - 50 მგ/დღე-ღამეში 1-2 მიღებად 2-3 წელი - 50-125-250 მგ/დღე-ღამეში ერთჯერადად, დილას, აცეტაზოლამიდის სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან მიღების დროს, მკურნალობის დასაწყისში იყენებენ 250 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღე-ღამეში. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია დოზის თანდათანობითი მომატება. ბავშვების შემთხვევაში, სასურველი არ არის დღე-ღამეში 75 გ-ზე მეტი დოზის გამოყენება.

მთის მწვავე დაავადება

რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება შემდეგი დოზით: 500-1000 მგ (2-4 ტაბლეტი) დღე-ღამეში, თანაბარი დოზით. სწრაფი აღმასვლის შემთხვევაში - 1000 მგ (4 ტაბლეტი) დღე-ღამეში, თანაბარი დოზით. პრეპარატის მიღება მიზანშეწონილია აღმასვლამდე 24-48 საათით ადრე, დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება შემდგომი 48 საათის მანძილზე, ან საჭიროებისამებრ, უფრო დიდხანს.

პრეპარატის ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, დაუშვებელია დოზის გაზრდა მორიგი მიღების დროს.

გვერდითი მოვლენები:

ჰიპოკალიემია, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვა, კანის ჰიპერემია, პარესთეზია, შუილი ყურებში, ანორექსია, მეტაბოლური აციდოზი, კანის ქავილი, ახლომხედველობა, ჭინჭრის ციება. ხანგრძლივი გამოყენებისას - ნეფროლითიაზი, ჰემატურია, გლუკოზურია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, დიზორიენტაცია, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები, პარესთეზიები.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმარ;,

*თირკმლის მწვავე უკმარისობა;

*ღვიძლის უკმარისობა;

*ჰიპოკალიემია;

*აციდოზი;

*ჰიპოკორტიციზმი, ადისონის დაავადება, ურემია;

*შაქრიანი დიაბეტი;

*ფეხმძიმობა, ლაქტაციის პერიოდი;

*სიფრთხილით - ღვიძლისა და თირკმლის გენეზის შეშუპება;

*აცეტილსალიცილის მჟავის დიდი დოზის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ პრეპარატი გამოიყენება 5 დღეზე მეტ ხანს, იზრდება მეტაბოლური აციდოზის განვითარების რისკი. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, სავალდებულოა წყალელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლებისა და სისხლის პერიფერიული სურათის კონტროლი.

პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვა და სხვა მექანიზმების მართვაზე:აცეტაზოლამიდი, განსაკუთრებით დიდი დოზით, ხშირად იწვევს ძილიანობას, დაღლილობას, თავბრუსხვევასა და დეზორიენტაციას. ამიტომ, მკურნალობის დროს, პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი  და არ უნდა შეასრულონ ისეთი სამუშაო, რაც ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციის სიჩქარეს მოითხოვს.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატით მოწამვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. აღწერილი არ არის პრეპარატის ჭარბი დოზირების ან მწვავე მოწამვლის სიმპტომატიკა.

სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერქმედება:

იგი აძლიერებს ოსტეომალაციის გამოვლინებას, რომელიც გამოწვეულია ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით.

სხვა დიურეზულებთან და თეოფილინთან კომბინირება აძლიერებს შარდმდენ მოქმედებას. მჟავეს რეაქციის წარმომქმნელი დიურეზულები ასუსტებენ შარდმდენ მოქმედებას. აძლიერებს სალიცილატების, კარბამაზეპინის, ეფედრინის, მიორელაქსანტების ტოქსიკურობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-200C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

მეტი ინფორმაცია
Units30
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ