EKVATOR - ეკვატორი 20/10მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 41,01 ლ რეგულარული ფასი 53,30 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
35053_2
მწარმოებელი:
GR
არცერთი:
პრეპარატი წარმოადგენს კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს.
სავაჭრო სახელწოდება ეკვატორი / EKVATOR
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) amlodipine, lisinopril;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები
მწარმოებელი ფირმა გედეონ რიხტერი
მწარმოებელი ქვეყანა უნგრეთი
გამოშვების ფორმა 10+20მგ ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს (ფორმით 6.94 მგ ამლოდიპინის ბეზილატი) და 10 მგ ლიზინოპრილს (ფორმით 10.88 მგ ლიზინოპრილის
დიჰიდრატი.
დამხმარე ნივთიერებები
მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპის), მიკროკრისტალური ცელულოზა.
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ნაზოლით, გასაყოფი ხაზით ცალ მხარეს და გრავირებით A+L მეორე მხარეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ეკვატორი – წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას.
პირველი მოქმედი ნივთიერება, ლიზინოპრილი, განეკუთვნება ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ჯგუფს; იგი ამცირებს ანგიოტენზინ­II
და ალდოსტერონის დონეებს სისხლის პლაზმაში და ამავდროულად ამაღლებს სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ბრადიკინინის დონეს. მისი მოქმედებით
მცირდება სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა, არტერიული წნევა, ხოლო წუთმოცულობა შეიძლება გაიზარდოს. გულის შეკუმშვათა სიხშირე არ
იცვლება, შესაძლოა გაძლიერდეს თირკმელების სისხლმომარაგება. ავადმყოფებში ჰიპერგლიკემიით ლიზინოპრილი მონაწილეობს დარღვეული
ენდოთელიალური ფუნქციის აღდგენაში.
ანტიჰიპერტენზიული მოქმედება იწყება მიღებიდან 1 საათის შემდეგ, მოქმედების მაქსიმუმს აღწევს მიღებიდან 6 საათის შემდეგ. მოქმედების
ხანგრძლივობა­24 საათი, მაგრამ ეს დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. ლიზინოპრილის ეფექტურობა ნარჩუნდება მისი ხანგრძლივად გამოყენების დროსაც.
თერაპიის შეწყვეტისას აღნიშნული არ არის არტერიული წნევის მკვეთრი და ინტენსიური აწევა (რებოუნდ ეფფეცტ).
მიუხედავად იმისა, რომ ლიზინოპრილის პირველადი მოქმედება ხორციელდება სისტემით რენინი – ანგიოტენზინი – ალდოსტერონი, იგი ეფექტური იყო
რენინის დაბალი დონის დროსაც.
ლიზინოპრილი, გარდა პირდაპირი მოქმედებისა არტერიულ წნევაზე, გავლენას ახდენს გლომერულური აპარატის ჰემოდინამიკაზე და ქსოვილოვანი სტრუქტურის შეცვლით ამცირებს ალბუმინის გამოყოფას. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით საკონტროლო ცდებში არ აღინიშნა სისხლში გლუკოზის დონის
შეცვლა ან ჰიპოგლიკემიის გახშირება. ეკვატორის სხვა კომპონენტი არის ამლოდიპინი, კალციუმის ანტაგონისტი, დიჰიდროპირიდინის წარმოებული.
კალციუმის ეგრეთწოდებული ნელი არხების ბლოკირებით ხელს უშლის კალციუმის იონების შესვლას მიოკარდიუმის სისხლძარღვების კედლების
გლუვკუნთოვან უჯრედებში. მისი მოქმედებით მცირდება სისხლძარღვების (არტერიოლები) ტონუსი და სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა.
არტერიოლების გაფართოებისა და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე ამლოდიპინს გააჩნია ანტიანგინალური მოქმედება. ვინაიდან არ იწვევს
რეფლექტორულ ტაქიკარდიას, მცირდება მიოკარდის მიერ ენერგიისა ხარჯვა და ჟანგბადზე მოთხოვნილება. ამლოდიპინი აფართოებს კორონარულ
სისხლძარღვებს (არტერიებსა და არტერიოლებს) გულის როგორც ჯანსაღ, ასევე დაავადებულ მონაკვეთებზე, ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებით.
ამლოდიპინისNნელი აბსორბცია, ორგანიზმში ფართოდ გავრცელება და ნელი გამოყოფა უზრუნველყოფს ხანგრძლივ მოქმედებას, რაც საშუალებას იძლევა
პრეპარატი მივიღოთ დღეღამეში ერთხელ. ჰიპერტონიით დაავადებულებში ამლოდიპინი ერთჯერადი სადღეღამისო დოზით კლინიკურად უტყუარად
ამცირებს არტერიულ წნევას 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში.
ამლოდიპინის მოქმედება ვითარდება ნელა, ამიტომ მწვავე ჰიპოტენზიის ვარაუდი მცირეა.
ამლოდიპინს არ გააჩნია არასასურველი მეტაბოლური მოქმედება, გავლენას არ ახდენს ლიპიდების დონეზე სისხლის პლაზმაში.
პრეპარატის დანიშვნა შეიძლება ავადმყოფებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტითა და პოდაგრით.
Lლიზინოპრილისა და ამლოდიპინის კომბინაცია ერთ პრეპარატში საშუალებას იძლევა, გაბათილდეს ცალკეული მოქმედი ნივთიერების შესაძლო გვერდითი
ეფექტები. მაგალითად, კალციუმის იონების ანტაგონისტებით არტერიების პირდაპირ გაფართოვებას შესაძლოა ახლდეს ნატრიუმისა და შარდის შეკავება.
შედეგად მოსალოდნელია რენინი – ანგიოტენზინი – ალდოსტერონი (ღAშ) სისტემის აქტივობის გაზრდა. ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის
ინჰიბიტორის მიერ გამოწვეული კონტრრეგულაცია მონაწილეობს მარილით დატვირთვაზე ორგანიზმის ბუნებრივი პასუხის ნორმალიზებაში.
ფარმაკოკინეტიკა
ლიზინოპრილი, განსხვავებით სხვა ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებისაგან, არ განიცდის აქტივაციას ღვიძლში და უცვლელი ფორმით
ხვდება სისხლის მიმოქცევაში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს მიღებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ. პრეპარატის
ბიოშეღწევადობა 29%. ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის გარდა სისხლის პლაზმის სხვა ცილებს არ უკავშირდება. ორგანიზმში არ
განიცდის მეტაბოლიზმს, გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. ნახევრადგამოყოფის დრო­ 12.6 საათი. თავისუფალი ლიზინოპრილის დიდი ნაწილის
გამოყოფის შემდეგ, გამოიყოფა აგფ­თან დაკავშირებული ფრაქცია, რაც განაპირობებს პრეპარატის ხანგრძლივ მოქმედებას.
თირკმელების დაავადების შემთხვევაში გამოყოფა მცირდება, ამიტომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება (იხ. პუნქტი
4.2. მიღების წესი და დოზები). ლიზინოპრილი ექვემდებარება ჰემოდიალიზს.
პერორალური მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა შეიწოვება, თითქმის ასი პროცენტით კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის
შეწოვაზე. უმაღლესი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან 6­10 საათის შემდეგ. ამლოდიპინის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 64­80%,
განაწილების მოცულობა დაახლოებით 20 ლ/კგ. ამლოდიპინის 95­98% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. იგი მეტაბოლიზირდება ღვიძლში
არაეფექტურ მეტაბოლიტებამდე. შარდთან ერთად გამოიყოფა ძირითადი ნივთიერების დაახლოებით 10% უცვლელი სახით, და 60% მეტაბოლიტების სახით.
ელიმინაცია ორფაზიანია, ნახევრადგამოყოფის დრო – საშუალოდ 35­50 საათი. მდგრადი კონცენტრაცია (სტეადყ­სტატე) დგება 7­8 დღე­ღამის განმავლობაში
მიღების შემდეგ. ამლოდიპინი ძირითადად მეტაბოლიზირდება ღვიძლში, არააქტიურ ნაერთებამდე, 10% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
ამლოდიპინი ჰემოდიალიზს არ ექვემდებარება.
ახალგაზრდებსა და მოხუცებში სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო მცგავსია. ხანდაზმულ ასაკში ამლოდიპინის გამოყოფა
ცოტაოდენ მცირდება, მატულობს ფართობი »კონცენტრაცია­დროის» მრუდის ქვეშ (AUჩ) და ნახევრადგამოყოფის დრო. ხანდაზმულ პაციენტებში დოზის
კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის პათოლოგიის შემთხვევაში ამლოდიპინის ნახევრადგამოყოფის დრო ხანგრძლივდება.
თირკმელების დაავადებებისას ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პალზმაში და თირკმელების დაზიანების ხარისხი ერთმანეთზე დამოკიდებული არ
არის. პრეპარატში ეკვატორი, შემადგენელი მოქმედი ნივთიერებების ურთიეთქმედება მოსალოდნელი არ არის, რაც დადასტურდა ფარმაკოკინეტიკურ ცდებში.
მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები (მოცულობა კონცენტრაცია­დროის მრუდის [AUჩ] ქვეშ, პიკური კონცენტრაცია, პიკური კონცენტრაციის
მიღწევის დრო, ნახევრადგამოყოფის დრო) არ განსხვავდებოდა ეკვატორის და ცალ­ცალკე მოქმედი ნივთიერებების მიღების დროს.
ეკვატორის აქტიური ინგრედიენტების შეწოვა საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის.
იმის გამო, რომ ეკვატორის მოქმედი ნივთიერებები ორგანიზმში დიდხანს რჩება, პრეპარატი ვარგისია დღე­ღამეში ერთჯერადი მიღებისათვის.
ჩვენებები
ესენციური ჰიპერტენზია
მიღების წესები და დოზები
ეკვატორის მიღებას სთავაზობენ იმ შემთხვევაში, თუ არტერიული წნევის წონასწორობის შენარჩუნება შესაძლებელია პრეპარატების კომბინაციით, რომლებიც
ცალკ­ცალკე შეიცავენ კომბინირებული პრეპარატის ადექვატურ ლიზონიპრილისა და ამლოდიპინის დოზებს.
პრეპარატის დოზა – ავადმყოფებისათვის, რომლებიც არ იღებენ სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს – ერთი აბი დღე­ღამეში. იმის გამო, რომ საკვები
გავლენას არ ახდენს მოქმედი ნივთიერებების შეწოვაზე, პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
ავადმყოფებისათვის, რომლებიც მანამადე იღებდნენ დიურეტიკებს, სასურველია ორი­სამი დღით ადრე ეკვატორით თერაპიის კურსის დაწყებამდე შეწყვიტონ
დიურეტიკის კურსი. თუ ეს შეუძლებელია, პრეპარატის საწყისი დოზა არის ნახევარი აბი დღე­ღამეში. ამ შემთხვევაში, პრეპარატის პირველი დოზის მიღების
შემდეგ, ავადმყოფისათვის მიზანშეწონილია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, ვინაიდან შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. (იხ. პუნქტი
4.4. განსაკუთრებული მითითებები)
თირკმლის უკმარისობისას საჭიროა პრეპარატის საწყისი დოზის შემცირება, რადგან ლიზინოპრილის გამოყოფა ხდება თირკმელებიდან. შემანარჩუნებელი
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პრეპარატზე რეაქციის მიხედვით და თირკმელების ფუნქციონალური მაჩვენებლების საკმაოდ ხშირი კონტროლითა
და სისხლის შრატში კალიუმისა და ნატრიუმის დონის მიხედვით.
ღვიძლის უკმარისობისას ამლოდიპინის ორგანიზმიდან გამოყოფა შესაძლოა შეყოვნდეს. დოზირების რეჟიმის ზუსტი რეკომენდაციები არ არსებობს, მაგრამ
ასეთმა ავადმყოფებმა პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღონ
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ გარდამავალია და ნაკლებად არის გამოხატული, ამიტომ თერაპიის კურსის შეწყვეტა იშვიათად ხდება საჭირო.
კონტროლირებად ცდებში გვერდითი ეფექტების გამოვლინების სიხშირე კომბინირებული პრეპარატის გამოყენების დროს არ ყოფილა უფრო მეტი, ვიდრე იმ
პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ცალკე შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს. ყველაზე ხშირად გამოვლინდა თავის ტკივილი (8%), ხველა (5%) და
თავბრუსხვევა (3%).
მოქმედ ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ შემდეგი გვერდითი ეფექტები:
სისუსტე, დიარეა, ღებინება, გულისრევა, არტერიული წნევის ორთოსტატიკური დაწევა, ქავილი, კანზე გამონაყარი, შეშუპება, სახის კანის სიწითლე, ტკივილი მკერდის არეში, ართრალგიები (1­3%).
სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლინება გვხვდება 1%­ზე ნაკლებ შემთხვევებში.
ზემგრძნობელობის შედეგად შესაძლოა ჩამოყალიბდეს ანგიონევროზული შეშუპება, სახის, კიდურების, ტუჩების, სასისა და ხახის მიდამოში (0.1%). ამ
შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს პრეპარატის მიღება, და ავადმყოფი უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სიმპტომების სრულ
გაქრობამდე. (იხ. პუნქტი 4.4. განსაკუთრებული მითითებები).
გადახრები ლაბორატორიულ პარამეტრებში.
ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიღებისას აღმოჩენილი იქნა აგრანულოციტოზი. ამიტომ არ შეიძლება
გამოირიცხოს აგრანულოციტოზის გამოვლინების შესაძლებლობა ეკვატორის მიღებისას.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონეების უმნიშვნელო დაწევა.
შესაძლოა შეგვხვდეს ჰიპერკალიემია, კრეატინინის, შარდოვანას აზოტის დონის აწევა, ასევე ღვიძლის ფერმენტების აქტივობის, და ბილირუბინის დონის აწევა
სისხლის შრატში, განსაკუთრებით, წინასწარ არსებული თირკმელების დაავადების, შაქრიანი დიაბეტის ან რენოვასკულარული ჰიპერტონიის დროს.
სხვა, იშვიათი არასასურველი ეფექტები;
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, სავარაუდოდ აწ­ის ზომაზე მეტად დაქვეითების გამო ავადმყოფებში
მიოკარდიუმის ინფარქტისა და ცერებროვასკულარული ინსულტის მაღალი რისკით (იხ. პუნქტი 4.4. განსაკუთრებული მითითებები).
კუჭ­ნაწლავის სისტემის მხრიდან: ნაწლავების მუშაობის ცვლილება, პირის სიმშრალე, ტკივილები მუცლის არეში, პანკრეატიტი, ჰეპატოცელულარული ან
ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია.
Kკანის მხრიდან: შეშუპება, ურტიკარია, ოფლიანობა, კანის ქავილი, ალოპეცია.
შარდსასქესო სისტემის მხრიდან: თირკმელების ფუნქციის დარღვევა, მოშარდვის ხშირი მოთხოვნილება, ოლიგურია, ანურია, თირკმელების მწვავე
უკმარისობა, ურემია, პროტეინურია, იმპოტენცია.
გამოქვეყნებული იყო პათოლოგიური მდგომარეობები ანმ­ ს (ანტისხეულები ნუკლეინური მჟავების წინააღმდეგ) პათოლოგიური გამოვლინებით, სახსრების
ტკივილით; ასევე მულტიფორმული (ექსუდაციური) ერითემის გამოვლინება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
­ მომატებული მგრძნობელობა დიჰიდროპირიდინის წარმოებულების მიმართ.
­ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების არსებობა ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის მიღების შემდეგ, მემკვიდრეობითი ან
იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება (იხ. პუნქტი 4.4. განსაკუთრებული მითითებები).
­ ჰემოდინამიკის თვალსაზრისით აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, კარდიოგენური შოკი.
­ ორსულობა და ძუძუთი კვება (იხ. პუნქტი 4.6. ორსულობა, ძუძუთი კვება).
­ ბავშვთა ასაკი (უცნობია პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
როგორც ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღება, ასევე ეკვატორის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს; ორსულობის
აღმოჩენისას რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს თერაპიის კურსი (იხ. პუნქტი 4.3. უკუჩვენებები).
ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებს ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეუძლიათ გამოიწვიონ ნაყოფის
დაზიანება ან სიკვდილი. ეს დაკავშირებულია ჰიპოტენზიასთან, თირკმელების უკმარისობასთან და ჰიპერკალიემიასთან, რაც ზეგავლენას ახდენს ნაყოფის
თირკმელების ფუნქციაზე. ეს მოქმედება მოსალოდნელია ნაყოფის 9­12 კვირის ასაკიდან. სანაყოფე წყლების რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს
ნაყოფის დაზიანება, თავის ქალისა და სახის დეფორმაციით, ასევე კიდურების განვითარების დარღვევა, ფილტვების განუვითარებლობა და ნაყოფის
სიკვდილი. უცნობია, ორსულობის ადრეულ ვადებში მოქმედ ნივთიერებას გააჩნია თუ არა მსგავსი ან სხვა არასასურველი მოქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ დიჰიდროპირიდინის ზოგიერთი წარმოებული ცხოველებზე ცდების ჩატარების დროს ტერატოგენული იყო, ამლოდიპინი ვირთხებსა
და კურდღლებზე ჩატარებულ ცდებში ტერატოგენული არ აღმოჩნდა. ამლოდიპინი, როგორც კალიუმის არხების ანტაგონისტი ახანგრძლივებს ორსულობის
დროს და მშობიარობის ხანგრძლივობას ვირთხებში.
უცნობია ორსულ ქალებზე საკონტროლო ცდების ჩატარების მონაცემები, ამიტომ ოსულებისათვის პრეპარატის მიღება ნაჩვენები არ არის.
ძუძუთი კვება:
ძუძუთი კვების დროს ეკვატორის გამოყენება ნაჩვენები არ არის იმიტომ, რომ ლიზინიპრილი აღწევს დედის რძეში (იხ, პუნქტი 4.3. უკუჩვენებები).
ამლოდიპინის დედის რძეში შესაძლო გადასვლის შესახებ უცნობია.
განსაკუთრებული მითითებები
შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომური ჰიპოტენზია ავადმყოფებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპონატრიემია და/ან ჰიპოვოლემია, დიურეტიკების მიღების ან
დიდი რაოდენობით სითხის სხვა მიზეზით დაკარგვის გამო (ინტენსიური ოფლდენა, ხანგრძლივი გულისრევა, დიარეა) (იხ. პუნქტი 4.2. მიღების წესი და
დოზები). ჰიპოტენზიის გამოვლენისას ავადმყოფმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სითხის შევსება
(უნდა გადაესხას Nაცლ­ ის 0.9%­ იანი საინფუზიო ხსნარი).
თერაპიის კურსის დაწყებამდე საჭიროა ჰიპონატრიემიისა და ჰიპოვოლემიის მოწესრიგება. პრეპარატის პირველი დოზების მიღებისას საჭიროა არტერიულ
წნევაზე პრეპარატის ზემოქმედების გაკონტროლება.
აორტის სტენოზის ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის შემთხვევაში, სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა პრეპარატების მსგავსად ეკვატორის მიღება
საჭიროა სიფრთხილით.
თირკმელების ფუნქციის მოშლა:
თირკმლის არტერიის სტენოზისას (განსაკუთრებით, ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის შემთხვევაში), ჰიპონატრიემიის და/
ან ჰიპოვოლემიის, ასევე სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შემთხვევაში, შესაძლოა ლიზინოპრილმა გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესება,
თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ჩვეულებრივ შექცევადია.
ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ჯგუფის ნებისმიერი პრეპარატის მიღებისას, ასევე ლიზინოპრილის მიღებისას შესაძლოა წარმოიშვას
ანგიონევროზული შეშუპება სახის, კიდურების, ტუჩების, ხახისა და სასის მიდამოში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ
შეწყვეტა, და ავადმყოფი უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
თუ შეშუპება სახეზე, ტუჩებზე და კიდურებზე აღინიშნება, ის ჩვეულებრივ სპონტანურად გაივლის, მაგრამ სიმპტომების ინტენსივობის შესამცირებლად
კარგად მოქმედებს ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.
ხახის ანგიონევროზულმა შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური დასასრული. ენის, სასის ან ხახის შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების
ობსტრუქცია, ამიტომ აუცილებელია შემდეგი თერაპიული ზომების მიღება: კანქვეშ შეყვანილი უნდა იქნეს 0.1% ადრენალინის ხსნარი დოზით 0.3­0.5 მლ (0.3­0.5 მგ) ან 0.1 მლ (0.1 მგ) ნელა, ინტრავენურად, რის შემდეგაც უნდა გაკეთდეს გლუკოკორტიკოსტეროიდი და ანტიჰისტამინური პრეპარატი ავადმყოფის
სასიცოცხლო ფუნქციების გაკონტროლებით.
ქირურგიული ჩარევა, ანესთეზია: დიდი ოპერაციების ან ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, რომლებიც იწვევს ჰიპოტენზიას, ლინიზოპილი ამუხრუჭებს
ანგიოტენზინ­II­ის კომპენსატორულ გამოთავისუფლებას. Aასეთ შემთხვევაში ჰიპოტენზია ნორმალიზდება მოცირკულირე სითხის მოცულობის გაზრდის
გზით.
პოლიაკრილ­ნიტრილის (მაგალითად, AN 69) მემბრანით ჰემოდიალიზის ჩატარებამ ავადმყოფისათვის, რომელიც იღებს ანგიოტენზინ­გარდამქმნელი
ფერმენტის ინჰიბიტორს, შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი, ამიტომ უნდა მოვერიდოთ მათ ერთდროულად გამოყენებას. საჭიროა სხვა სახეობის
ფილტრის გამოყენება ან სხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დანიშვნა.
ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფი იღებს ანგიოტენზინ­გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს და უტარდება დესენსიბილიზაცია მწერების
წინააღმდეგ, შესაძლოა აღინიშნოს ანაფილაქსიური რეაქცია. ამ სიცოცხლისათვის საშიში რეაქციის თავიდან აცილება შესაძლებელია ანგიოტენზინ­
გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორით თერაპიის კურსის დროებითი შეწყვეტით.
იმის გამო, რომ ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება აგრანულოციტოზის შესაძლებლობის გამორიცხვა, პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს სისხლის სურათი.
ორივე აქტიური ინგრედიენტის სტანდარტული დოზის მიღებისას ხანდაზმულ ასაკში აღინიშნა ამ ინგრედიენტების უფრო მაღალი დონე სისხლის პლაზმაში,
ამიტომ ასეთი ავადმყოფებისათვის პრეპარატის დოზა სიფრთხილით უნდა შეირჩეს, მაგრამ ეფექტურობაში მნიშვნელოვანი სხვაობა არ აღინიშნა.
ღვიძლის დაზიანებისას ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის დრო იზრდება. იმის გამო, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, პრეპარატის მიღება შეიძლება
ფრთხილად, სარგებლისა და რისკის ინდივიდუალური შეფასებით.
პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვაზე და მაღალი ტრავმატიზმის მანქანების მართვის უნარზე
პრეპარატს შეუძლია გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვაზე ან მაღალი ტრავმატიზმის სამუშაოზე (განსაკუთრებით მიღების პირველ ხანებში), ამიტომ
ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს პრეპარატის რა დოზის ქვეშ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მაღალი ტრავმატიზმის პირობებში მუშაობა.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებისას მოსალოდნელია პერიფერიული ვაზოდილატაცია, რასაც ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება და რეფლექტორული ტაქიკარდია.
ასეთ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა, ავადმყოფი უნდა დაწვეს, გაკონტროლდეს გულის მუშაობა, არტერიული წნევა და
ელექტროლიტებისა და წყლის ცვლის მაჩვენებლები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ამ მაჩვენებლების კორექცია. მძიმე ჰიპოტენზიისას
კიდურები მაღლა უნდა აიწიოს და ინტრავენურად მოხდეს საინფუზიო ხსნარების დამატება, მაგრამ ამ თერაპიის უკმარისობისას საჭიროა პერიფერიული
მოქმედების სისსლძარღვების შემავიწროვებელი საშუალების (ვაზოპრესორები) მიცემა, თუ მათი გამოყენება უკუნაჩვენები არ არის. კალციუმის არხების
ბლოკირების შესაწყვეტად შეიძლება კალციუმის გლუკონატის შეყვანა ინტრავენურად.
იმის გამო, რომ ამლოდიპინის შეწოვა დროში გაწელილია, კუჭის გამორეცხვა შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს.
ლიზინოპრილის ორგანიზმიდან გამოძევება ჰემოდიალიზით შეიძლება, მაგრამ ამლოდიპინი ცილებთან ძლიერი კავშირის უნარის გამო ჰემოდიალიზს არ
ექვემდებარება (დიალიზისათვის მემბრანის ასარჩევად იხ. პუნქტი 4.4. განსაკუთრებული მითითებები).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილით:
­ კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეტიკებთან (მაგ. სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი), კალიუმის პრეპარატებთან, მარილის შემცვლელებთან
ერთად, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჰიპერკალიემიის განვითარება, განსაკუთრებით თირკმელების დაქვეითებული ფუნქციისას, ამიტომ პრეპარატის მიღება
შეიძლება მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით, სისხლის შრატში კალიუმის დონისა და თირკმელების ფუნქციონალური მაჩვენებლების რეგულარული
კონტროლით.
მიიღეთ სიფრთხილით:
­ დიურეტიკებთან: შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა (იხ. პუნქტი 4.4. განსაკუთრებული მითითებები).
­ სხვა ანტი­ჰიპერტენზიულ საშუალებებთან (ადიტიური მოქმედება).
­ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან (შესაძლოა დაქვეითდეს ანტი­ჰიპერტენზიული მოქმედება).
­ ლითიუმის მარილებთან (შესაძლოა დაქვეითდეს ლითიუმის გამოყოფის დონე, ამიტომ ლითიუმის დონე სისხლის პლაზმაში რეგულარულად უნდა
კონტროლდებოდეს).
ლიზინოპრილი აქვეითებს კალიუმის გამოყოფას თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობის დროს. ინტერაქციები ამლოდიპინთან უცნობია.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 25°ჩ ნაკლები ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
რეგისტრაციის # და თარიღი

R 000109 23.03.05

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ