ზანიდიპ-რეკორდატი 20მგ 28ტაბლეტი
ზანიდიპი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ზანიდიპი 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი
მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ და შეინახეთ ფურცელი , შესაძლებელია იგი კვლავ დაგჭირდეთ .ამ ფურცელში მოცემულია მედიკამენტის შესახებ ძირითადი ინფორმაცია . დამატებითი შეკითხვების შემთხვევაშიმიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ზანიდიპი 10 მგ : 1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდს , რომელიც ექვივალენტურია 9.4 მგლერკანიდიპინის
ზანიდიპი 20 მგ : 1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდს , რომელიც ექვივალენტურია 18.8 მგლერკანიდიპინის
ზანიდიპის ტაბლეტები ასევე შეიცავს : ლაქტოზის მონოჰიდრატი , მიკროკრისტალური ცელულოზა , ნატრიუმისსახამებლის გლიკოლატი , პოვიდონი K 30, მაგნიუმის სტეარატი , ჰიპრომელოზა , ტალკი , ტიტანის ორჟანგი (E 171),მაკროგოლი 6000, რკინის ოქსიდი (E 172).
7, 14, 28, 35, 42, 50, 56, 98, 100 ტაბლეტის შემცველობით თითოეულ ბლისტერზე .
ლერკანიდიპინი მიეკუთვნება ეგრეთწოდებულ კალციუმის ანტაგონისტებს ( დიჰიდროპირიდინის ჯგუფს ), რომლებიცგამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს .
პროდუქციის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი : წარმოებულია ლიცენზიის მფლობელის Recordati Industria Chimica e Farmaceutica s.p.a ს მიერ , მისამართი : via Mateo Civitali 1-20148 მილანი , იტალია , Ltd Recordati Pharmaceuticals - თვის , ირლანდია .
ზანიდიპის დანიშვნის მიზეზი
ექიმი ნიშნავს ზანიდიპს მაღალი წნევის , ეგრეთწოდებული არტერიული ჰიპერტენზიის დროს .
ვინ შეიძლება მიიღოს ზანიდიპის ტაბლეტები
მიიღება 18 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში . არ არის რეკომენდირებული 18 წელზე ქვემოთ .
როდის არ უნდა მიიღოთ ზანიდიპის
არ მიიღოთ ზანიდიპის ტაბლეტები თუ
- გაქვთ ალერგია ლერკანიდიპინის მიმართ
- გაქვთ ალერგია ზანიდიპის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ
- გაქვთ ალერგიული რეაქციები ზანიდიპის ტაბლეტების მსგავსი მედიკამენტების ( როგორიც არის ამლოპიდინი ,ნიკარდიპინი , ფელოდიპინი , ისრადიპინი , ნიფედიპინი ან ლაციდიპინი ) მიმართ .
- ორსულობის ან ლაქტაციის დროს ან თუ გეგმავთ დაორსულებას და არ იყენებთ დამცავ საშუალებებს .
- თუ ღებულობთ ზანიდიპს და ფიქრობთ რომ ორსულად ხართ მიმართეთ თქვენს ექიმს .
- თუ გაწუხებთ გარკვეული გულის დაავადებები :
o გულის არაკონტროლირებადი უკმარისობა .
o ობსტრუქცია გულისა და მაგისტრალურ სისხლძარღვებს შორის .
o არასტაბილური სტენოკარიდია ( ფარული ან პროგრესულად ზრდადი სტენოკარდია )
o გულის შეტევიდან ერთი თვის მანძილზე .
- თუ გაწუხებთ თირკმლების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა
არ მიიღოთ ზანიდიპის ტაბლეტები თუ :
- თუ ღებულობთ CYP3A4 იზოენზიმების ინჰიბიტორებს .
o სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები ( როგორიც არის კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი )
o მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები ( როგორიც არის ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი )
o ანტივირუსული მედიკამენტები ( როგორიც არის რიტონავირი )
- თუ ღებულობთ ციკლოსპორინს .
- გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად .
რა უნდა გაითვალისწინოთ ზანიდიპის მიღებისას
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღმოგაჩნდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები :
- გულის გარკვეული მდგომარეობა ან გულის რითმის დარღვევა .
- თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები ან იტარებთ დიალიზს .
- თუ გაქვთ შეუთავსებლობა ლაქტოზასთნ , გალაქტოზემია ან გლუკოზა / გალაქტოზა მალაბსორბციის სინდრომი, რადგან ზანიდიპინის 20 მგ ტაბლეტები შეიცავს 60 მგ ლაქტოზას , ზანიდიპინის 10 მგ ტაბლეტები შეიცავს 30 მგლაქტოზას .
სხვა მედიკამეტებთან ურთიერთქმედება
თუ ღებულობთ ზანიდიპის სხვა მედიკამეტებთან ერთად , ზინადეპის ტაბლეტების ან სხვა მედიკამენტების ეფექტიშესაძლებელია გაიზარდოს . მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ :
- თუ ღებულობთ CYP3A4 იზოენზიმების ინჰიბიტორ მედიკამენტებს ( რომლებიც ზრდის ლერკანიდიპინისაბსორბციას )
o სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს ( როგორიც არის კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი )
o მაკროლიდის ჯგუფის ანტიბიოტიკებს ( როგორიც არის ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი )
o ანტივირუსული მედიკამენტები ( როგორიც არის რიტონავირი )
- თუ ღებულობთ ბეტა - ბლოკატორებს , დიურეზულ საშუალებებს ან ანგიონტენზინკონვერტაზას ინჰიბიტორებს (გამოიყენება მაღალი წნევის დროს ), თუმცა შესაძლებელია უსაფრთხოდ მიიღოთ ზანიდიპინთან ერთად .
- თუ ღებულობთ ციმეტიდინს (800 მგ , წყლულის , დისპეფსიის ან გულძმარვის სამკურნალოდ ).
- თუ ღებულობთ დიგოქსინს ( გულის პრობლემების დროს ).
- თუ ღებულობთ მიდაზოლამს ( უძილობის დროს ).
- თუ ღებულობთ რიფამპიცინს ( ტუბერკულოზის დროს ).
- თუ ღებულობთ ასტემიზოლს .
- თუ ღებულობთ ტერფენადინს ( ალერგიის დროს ).
- თუ ღებულობთ ამიოდარონს ან ქინიდინს ( ტაქიკარდიის დროს ).
- თუ ღებულობთ ფენიტოინს ან კარბამაზეპინს ( ეპილეფსიის დროს )
- თუ ღებულობთ მედიკამენტებს , რომელიც ამცირებს ორგანიზმის რეზისტენტობას დაავადების მიმართ ,მაგალითად როგორიც არის ციკლოსპორინები .
- თუ ღებულობთ გრეიფრუტს ან გრეიფრუტის წვენს .
ზანიდიპით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შესაძლებელია გაზარდოს ზანიდიპის ტაბლეტების ეფექტი ,ამიტომ უნდა შეწყვიტოთ ან შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება .
ზანიდიპით მიღების წესები
მიიღეთ ზანიპიდი ექიმის დანიშნულების მიხედვით . ჩვეულებრივ მიიღება ზანიდიპის 10 მგ 1 შემოგარსულიტაბლეტი დღეში ერთხელ , ერთი და იგივე დროს , სასურველია დილით საუზმემდე 15 წუთით ადრე , რადგანცხიმიანი საკვები მნიშვნელოვნად ზრდის მედიკამენტის დონეს სიხლში . საჭიროების შემთხვევაში თქვენმა ექიმმაშესაძლებელია დოზა გაზარდოს .
რეკომენდირებულია ტაბლეტის წყალთან ერთად მთლიანად მიღება .
არ მიიღოთ გადაჭარბებული დოზა
თუ მიიღებთ გადაჭარბებულ დოზას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს .
გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება , გულის რიტმის დარღვევა დააჩქარება , ასევე გონების დაკარგვა .
გვერდითი ეფექტები
იშვიათად შესაძლებელია დაფიქსირდეს გვერდითი ეფექტები . კერძოდ : სახის უეცარი წამოწითლება , წვივის დაფეხების შეშუპება , პალპიტაცია , თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , სისუსტე . შესაძლებელია განვითარდესდარღვევები კუჭ - ნაწლავის სისტემის მხრივ : კუჭისწვა , გულისრევა , ღებინება , ტკივილი მუცლის არეში ,ფაღარათი , შარდის მოცულობის გაზრდა და შარდვის სიხშირის გაზრდა , გამონაყარი , დაღლილობა , უძილობა ,კუნთების ტკივილი . ასევე იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს სისხლის წნევის დაქვეითება ( იგრძნობთთავბრუსხვევას ).
შესაძლებელია დაფიქსირდეს ღვიძლის ენზიმების იზოლირებული და რევერსიული ზრდა .
დიჰიდროპირიდინის ჯგუფის სხვა მედიკამეტების გამოყენებისას იშვიათად ფიქსირდება ღრძილის გასქელება . იმპაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ სტენოკარდია შესაძლებელია დაფიქსირდეს სტენოკარდიის ხარისხის დასიმწვავის მომატება . თუ აღგენიშნებათ ზემოთ მოცემული პრობლემები დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს .
ნებისმიერი სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს
თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები მიაწოდეთ A ექიმს ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტის შესახებ რომელთაცღებულობდით მკურნალობის დროს , თუნდაც იშვიათად .
შენახვის პირობები
სასურველია შეინახოთ ორიგინალურ შეფუთვაში , მშრალ ადგილზე , ოთახის ტემპერატურაზე .
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე !
შენახვის ვადა : 3 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ . ვადამითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე .
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაცემის წესი რეცეპტით )
დაიმახსოვრეთ : ეს მედიკამენტი დანიშნულია თქვენთვის , არ ურჩიოთ მისი მიღება სხვას არავითარ შემთხვევაში .
PL 04595/0005 ზანიდიპი 10 მგ გარსიანი ტაბლეტები
PL 04595/0010 ზანიდიპი 20 მგ გარსიანი ტაბლეტები
საინფორმაციო ბუკლეტის შექმნის თარიღი : 2005 წ ნოემბერი
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 0044 (0) 1784 224237
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account