Korvenol - კორვენოლი 25მგ 28 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 39,85 ლ რეგულარული ფასი 51,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
43854_1568
მწარმოებელი:
არცერთი:
კორვენოლი 25 მგ ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:  მაღალი არტერიული წნევა (ესენციური ჰიპერტენზია)  გულის დაავადება – ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია.

კორვენოლი 25 მგ ტაბლეტები
KORVENOL
კარვედილოლი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი
მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით
მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ
თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ამ დანართ ფურცელში:
1. რა არის კორვენოლი 25 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება;
2. კორვენოლი 25 მგ ტაბლეტების მიღებამდე;
3. კორვენოლი 25 მგ ტაბლეტების გამოყენების წესი და დოზირება;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. კორვენოლი 25 მგ ტაბლეტების შენახვის პირობები;
6. დამატებითი ინფორმაცია.
1. რა არის კორვენოლი 25 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება:
კორვენოლი 25 მგ მიეკუთვნება არასელექციური ბეტა-ადრენომაბლოკირებელი,
ვაზოდილატაციური საშუალებების ჯგუფს.
კორვენოლი 25 მგ ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
 მაღალი არტერიული წნევა (ესენციური ჰიპერტენზია)
 გულის დაავადება – ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
2. კორვენოლი 25 მგ ტაბლეტების მიღებამდე:
არ მიიღოთ კორვენოლი 25 მგ ტაბლეტები, თუ გაქვთ შემდეგი პრობლემები:
 თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) კარვედილოლის ან ამ
პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;
 IV ხარისხის დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;
 ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ბრონქული ობსტრუქციით
(სუნთქვის გაძნელებით);
 ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
 არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;
 ბრონქული ასთმა;
 გულის დაავადება – მეორე და მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
 ძალიან ნელი გულისცემის სიხშირე (წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები);
 გულის დაავადება სინოაურიკულარული ბლოკადით;
 დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური არტერიული წნევა 85 მმHგ-ზე დაბლა);
 მეტაბოლური აციდოზი;
 გულის დაავადება – პრინცმეტალის სტენოკარდია;
 პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის სერიოზული დარღვევები;
 იმავდროულად გადიხართ თერაპიას ინტრავენური ვერაპამილით ან დილთიაზემით
(იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე კორვენოლი 25 მგ ტაბლეტების
გამოყენებისას და უთხარით ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ მითითებული დაავადება:
 თუ გაქვთ ბრონქების დაავადება;
 თუ გაქვთ დიაბეტი;
 თუ გაქვთ გულის პრობლემები, ვინაიდან შესაძლებელია გულისცემის სიხშირის
შემცირება;
 თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ვინაიდან ამ პრეპარატმა შეიძლება
შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები;
 თუ იღებთ გულის დაავედებების სამკურნალო სხვა პრეპარატებს;
 თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს თვალის
სიმშრალე;
 თუ გაქვთ ალერგია და გადიხართ მკურნალობას ალერგიის გამო;
 თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები;
 თუ დაგეგმილია ქირურგიული ოპერაცია, უთხარით ექიმს, რომ მკურნალობთ
კარვედილოლით;
 თუ გაქვთ დაავადება სახელწოდებით ფეოქრომოციტომა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით
ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.
შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება ზოგიერთ პრეპარატსა და კორვენოლი 25 მგ-ს
შორის და გაიზარდოს არასასურველი რეაქციების რისკი; ასეთ შემთხვევებში, შეიძლება
აუცილებელი გახდეს დოზის შეცვლა ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
მნიშვნელოვანია ექიმს უთხრათ, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
 დიჰიდროპირიდინები;
 ნიტრატები;
 ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტანტის მოცილების
პრევენციისათვის);
 დიგოქსინი, ვერაპამილი, დილთიაზემი, ამიოდარონი (გულის პრობლემების
სამკურნალო საშუალებები);
 არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ბარბიტურატები, ფენოთიაზიდი,
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ვაზოდილატაციური საშუალებები და ეთანოლი.
 დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები;
 კლონიდინი;
 საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებები;
 ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ესტროგენები ან კორტიკოსტეროიდები;
 სიმპათომიმეტური საშუალებები;
 ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი საშუალებები;
 ერგოტამინი
 რიფამპიცინი, ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი, ფლუოქსეტინი, ჰალოპერიდოლი,
ვერაპამილი ან ერითრომიცინი.
კორვენოლი 25 მგ-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
აუცილებელი არ არის დოზის საკვებთან ერთად მიღება, თუმცა გულის უკმარისობის მქონე
პაციენტებმა კარვედილოლი უნდა მიიღონ საკვებთან ერთად არასასურველი ეფექტების
თავიდან აცილების მიზნით.
ორსულობა და ლაქტაცია:
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კორვენოლი 25 მგ რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობის დროს ან ორსულობაზე ეჭვისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:
გარკვეულმა ინდივიდუალურმა რეაქციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა
და მექანიზმების მართვის უნარზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. თუ
განვითარდა თავბრუსხვევის სიმპტომები, არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმი იმ
დრომდე, ვიდრე არ გეცოდინებათ, თუ როგორ იტანთ პრეპარატს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორვენოლი 25 მგ ტაბლეტების ზოგიერთი
ინგრედიენტის შესახებ: ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ
ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
3. როგორ მიიღება კორვენოლი 25 მგ ტაბლეტები

კორვენოლი 25 მგ ტაბლეტების მიღებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული
ინსტრუქციები. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. არ შეწყვიტოთ
მკურნალობა დროზე ადრე.
კორვენოლი 25 მგ ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკმარისი რაოდენობის
სითხესთან ერთად.
ესენციური ჰიპერტენზია:
მოზრდილები: - რეკომენდებული საწყისი დოზა არის 12.5 მგ დღეში ერთხელ პირველი ორი
დღის განმავლობაში. ამის შემდეგ რეკომენდებული დოზა არის 25 მგ დღეში ერთხელ.
საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს მინიმუმ ორკვირიანი
ინტერვალებით, მაქსიმალური რეკომენდებული დოზის 50 მგ-ს მიღწევამდე, რომელიც
მიიღება დღეში ერთხელ ან გაყოფილი ორ დოზად (დღეში ორჯერ).
ხანდაზმული პაციენტები: - რეკომენდებული საწყისი დოზა არის 12.5 მგ დღეში ერთხელ,
რაც ჩვეულებრივ საკმარისია. თუ პასუხი ადექვატური არ არის, შეიძლება დოზის შემდგომი
თანდათანობითი კორექცია მინიმუმ ორკვირიანი ინტერვალებით, რათა მიღწეულ იქნას
მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა.
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია:
მოზრდილები: მკურნალობის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 12.5 მგ დღეში ორჯერ
პირველი ორი დღის განმავლობაში. ამის შემდეგ რეკომენდებული დოზა არის 25 მგ დღეში
ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს, მინიმუმ
ორკვირიანი ინტერვალებით. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა 100 მგ, რომელიც მიიღება
გაყოფილი ორ დოზად (დღეში ორჯერ).
ხანდაზმული პაციენტები:
რეკომენდებული საწყისი დოზა არის 12.5 მგ დღეში ორჯერ. შემდეგ მკურნალობა უნდა
გაგრძელდეს 25 მგ-ით დღეში ორჯერ, რაც არის მაქსიმალური რეკომენდებული
სადღეღამისო დოზა. ხანდაზმულები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ კარვედილოლის
მოქმედებისადმი და ამიტომ აუცილებელია მათი მდგომარეობის კონტროლი.
თუ მიგაჩნიათ, რომ კორვენოლი 25 მგ-ის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უთხარით
ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის. ამიტომ,
კორვენოლი 25 მგ რეკომენდებული არ არის ბავშვებში გამოსაყენებლად.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი კორვენოლი 25 მგ, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
თუ მიიღეთ იმაზე მეტი კორვენოლი 25 მგ, ვიდრე უნდა მიგეღოთ, დაუკავშირდით ექიმს ან
ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ კორვენოლი 25 მგ-ს მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. შემდეგი დოზა
მიიღეთ ჩვეულებრივ დანიშნულ დროს. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის
გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შეწყვიტეთ კორვენოლი 25 მგ-ს მიღება:
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით,
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, კორვენოლი 25 მგ-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი - 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში
ხშირი - 100-დან მინიმუმ 1 პაციენტში
ნაკლებად ხშირი – 1000-დან მინიმუმ 1 პაციენტში
იშვიათი – 10000-დან მინიმუმ 1 პაციენტში
ძალიან იშვიათი – ყოველი 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული ცნობების ჩათვლით.
კარვედილოლის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
იშვიათი: სისხლში თრომბოციტების რაოდენობის ოდნავ შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლში
თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია).
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ:
ხშირი: ჰიპერქოლესტერინემია.
იშვიათი: ფეხებისა და კოჭების შეშუპება.
ფსიქიური დარღვევები:
იშვიათი: ძილის დარღვევები, დეპრესია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა*, თავის ტკივილი*
იშვიათი: ჩხვლეტის შეგრძნება, სინკოპე*.
დარღვევები თვალის მხრივ:
ძალიან ხშირი: ცრემლდენის დაქვეითება.
ძალიან იშვიათი: მხედველობის დარღვევები, თვალის გაღიზიანება.
გულის დაავადება:
ძალიან ხშირი: ბრადიკარდია*.
ვასკულარული დარღვევები:
ძალიან ხშირი: ჰიპოტენზია მდებარეობის ცვლილებისას.
იშვიათი: პერიფერული სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდისა და შუასაყარის მხრივ:
იშვიათი: ცხვირის გაჭედვა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები:
ხშირი: გულისრევა, კუჭის ტკივილი, დიარეა.
იშვიათი: ყაბზობა, ღებინება.
ძალიან იშვიათი: პირის სიმშრალე.
დარღვევები ჩონჩხის კუნთების, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ძალიან ხშირი: კიდურების ტკივილი.
დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ:
იშვიათი: თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
ძალიან იშვიათი: შარდვის გაძნელება.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ:
ძალიან იშვიათი: იმპოტენცია.
ზოგადი დარღვევები, მდგომარეობები მიღების ადგილას
ძალიან ხშირი: დაღლილობა*.
ლაბორატორიული გამოკვლევები:
იშვიათი: შრატში ღვიძლის ფერმენტების მომატება.
*ეს ეფექტები ძირითადად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც
მითითებული არ არი წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება კორვენოლი 25 მგ ტაბლეტები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის რაიმე განსაკუთრებული
პირობის დაცვა საჭირო არ არის. შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ კორვენოლი 25 მგ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ყოველთვის ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ კორვენოლი 25 მგ, თუ შენიშნავთ დაზიანების რაიმე ხილულ ნიშნებს.
პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში არ შეიძლება.
ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ
გესაჭიროებათ. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.


6. დამატებითი ინფორმაცია:

კორვენოლი 25 მგ-ს შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია არის კარვედილოლი.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კარვედილოლს.
სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი,
ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სიმინდის სახამებელი გლუტეინის გარეშე, ტალკი,
კოლოიდური სილიციუმის ანჰიდრიდი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა და შეფუთვის შემცველობა:
კორვენოლი 25 მგ წარმოდგენილია თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული
ტაბლეტების სახით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
კორვენოლი არის "NOVATOR PHARMA" LLP”-ს, დიდი ბრიტანეთი სავაჭრო ნიშანი.
მწარმოებელი: “ARAFARMA” - ესპანეთი

მეტი ინფორმაცია
Units28
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ