კორიპრენი 10მგ+20მგ 28 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 38,54 ლ რეგულარული ფასი 41,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
38130_1656
მწარმოებელი:
Recordati Industria S.p.a
არცერთი:
ჩვენებები საშუალო და ზომიერი სიმძიმის ესენციალური ჰიპერტენზია. ესენციალური ჰიპერტენზიის მკურნალობის შემთხვევაში, როდესაც არ ხერხდება არტერიული წნევის კორეგირება მხოლოდ ენარაპრილით.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კორიპრენი.
წამლის ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები, 10მგ+20მგ
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებანი:
ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი.........10მგ.
ენალაპრინის მალეატი............20მგ
დამხმარე ნივთიერებანი:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოვიდონი-K30, ნატრიუმის ჰიდროკარაბოტანი, მაგნიუმის სტეარატი.
აპკისებრი გარსი:
ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, რკინის ყვითელი ოქსიდის საღებავი, ქინოლინი.
არწერა: ორმხრივ ამობურცული, ყვითელი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტები, ტეხილით.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ”შენელებული” კალციუმის არხების ბლოკატორი
Aთჩ კოდი: ჩO9BB02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
,, შენელებული” კალციუმის არხების ბლოკატორი დიჰიდროპირიდიური რიგის წარმოებული, ახდენს კალციუმის ტრანსმემბრანული ნაკადის ინჰიბრირებას გულის უჯრედებსა და გლუვი კუნთების უჯრედებში ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმს განაპირობებს სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებზე პირდაპირი რელაქსაციური ზემოქმედებით. გააჩნია პროლონგირებული ანტიჰიპერთებზიული ზემოქმედების უნარი. სისხლძარღვების გლუვი კუნთებისადმი მაღალი სელექტიურობის წყალობით უარყოფით ინოტროპულ ზემოქმედებას. ადგილი არა აქვს.
ფარმაკოკინეტიკა
ლერკანიდიპინი პერორალური მიღების შემდეგ მთლიანად შოიწოვება. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1,5-3 საათის შემდეგ და შეადგენს 3,3ნგ/მლ და 7,66 ნგ/მლ შესაბამისად 10 და 20 მგ-ის მიღების შემდგომ. სისხლის პლაზმიდან ქსოვილებსა და ორგანოებში გადანაწილება სწრაფად ხდება. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი 98%- აღემატება. პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით პლაზმაში ცილების შემცველობა შემცირებულია, ამიტომ ლერკანიდიპინის თავისუფალი ფრაქცია შესაძლებელია გაზრდილი იქნეს. ელიმინაცია ხდება ბიოტრანსფორმაციის გზით (მეტაბოლიზირდება შარდით. Nახევრგამოყოფის პერიოდის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 8-10 საათს. თერაპევტული ზემოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს. განმეორებითი მიღებისას კომულაცია არ შეინიშნება.
ჩვენება მოხმარებაზე.
ესენციალური ჰიპერტენზია რბილი და ზომიერ ხარისხის სიმძიმის.
ესენციალური ჰიპერტენზიის მკურნალობა შემთხვევბში, როდესაც არ ხერხდება არტერიალური წნევის კორეგირება მხოლოდ ენალაპრილით, რომელიც ავადმყოფს ეძლევა დოზით 10-მგ.
არ ღირს პრეპარატის მიღება არტერიალური ჰიპერტენზიის საწყისი ეტაპის თერაპიისთვის.
უკუჩვენებანი:
___ ლერკანიდიპინისადმი, ენალაპრილისადმი, დიჰიდროპირიდინული რიგის სხვა წარმოებულებისადმი, ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტისადმი, ამფ ინჰიბრიტორებისადმი და კალციუმის არხების დიჰიდროპირიდინული ბლოკატორებისადმი და მოცემული სამკურნალო საშუალებაში შემავალი სხვა კომპონენტებისადმი ზემგრძნობელობა.
___ ფეხმძიმობის მეორე და მესამე ტრიმესტებში-მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიწოდების დარღვევისას, აორტის შესართავის სტენოზის ჩათვლით.
___ არაკორეგირებადი გულის უკმარისობა.
___ არასტაბილური სტენოკარდიის დროს.
___ გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში.
___ თირკმლების, უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი წუთში 30 მლ-ზე ნაკლებია) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით.
___ ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს.
___ ჩP3A4 ძლიერი ინჰიბრიტორების, ციკლოსპორინების, , გრეიფრუტის წვენის მიღებისას - ანამნეზში შესუპების ეპიზოდების არსებობისას ამფ ინჰიბრიტორების მიღების დროს გამოწვეული.
___ ანამნეზში შეშუპების ეპიზოდების არსებობისას (იდიოპათიური, მემკვიდრეობითი).
___ ფეხმძიმობა და ძუძუთი კვების პერიოდი: შვილის გაჩენი უნარის მქონე ქალები, რომლებიც არ სარგებლობენ საიმედო კონტრაცეპტივებით.
___ 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
___ ლაქტოზის აუტანლობის მემკვიდრეობითი სინდრომი, მალაბსორბციის სინდრომი.
სიფრთხილით:
ენალაპრინით Hჰიპერტონიის მკურნალობის დროს საჭიროა განსაკუთრებული მკურნალობა უნდა მიექცეს ავადმყოფებს:
___ გამოხატული ჰიპოტონიით, 90 მნ ვერცხ-სვეტზე ნაკლები სისტოლური წნევით.
___ დეკომპენსირებული გულის უკმარისობით.
ალკოჰოლი
საჭიროა მოვერიდოთ მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც ის იწვევს ვაზოდილატატორების ეფექტის პოტენცირებას.
სიმპტომატური ჰიპოტონია იშვიათად აღენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც ჰიპერტონული დაავადება არა აქვთ გართულებული. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ჰიპერტონული დაავადება და იღებს ენალაპრილს, სიმპტომატური ჰიპოტონია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებასთან, რასაც განაპირობებს დიურეტიკული პრეპარატების მიღება, მარილის მიღების შეზღუდვა, დიალიზი, დიარეა ან პირღებინება.
პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ გულის უკმარისობა ან თირკმლების ფუნქციის უკმარისობა, ასევე შეინიშნება ჰიპოტონია, იგი უფრო ხშირად აღინიშნება პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით, რაც უკავშირდება დიდი დოზებით დიურეტიკების მიღებას, ჰიპონატრიემიას ან თირკმლების ფუნქციის დარღვევას. ასეთ პაციენტებში თერაპიის დაწყება შეიძლება მხოლოდ გაძლიერებული სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ენალაპრილის და დიურეტიკის დოზირება გულდასმით იქნა შერჩეული. მსგავსი ცვლილებები შესაძლებელია აღინიშნებოდეს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, ან პაციენტებში ცერებროვასკულარული დარღვევებით, რომლებშიც არტერიული წნევის მკვეთრად გამოხატულმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდის ინფატქტი ან ცერებროვასკულარული ინსულტი.
ჰიპოტონიის შემთხვევაში პაციენტი უნდა დავაწვინოთ გულაღმა და აუცილებლობის შემთხვევაში ინტრავენულათ შევუყვანოთ ნატრიუმის იზოტონური ხსნარი. ტრანზიტორული ჰიპოტონია არ წარმოადგენს უკუჩვენებას მკურნალობის გასაგრძელებლად, რადგანაც ცირკულირე¬ბადი სისხლის მოცულობის შევსების შემდეგ შესაძლებელია ადეკვატური საპასუხო რეაქცია პრეპარატის მიღებაზე.
პაციენტებში გულის უკმარისობით და ნორმალური ან დაბალი არტერიალური წნევით, ენალაპირილმა შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო გამოხატული წნევის დაცემა. ეს მოსალოდნელი ეფექტია და ჩვეულებრივ მას არ ახლავს მკურნალობის შეწყვეტა. თუ კი ჰიპოტენზია ნარჩუნდება, აუცილებელია ან ენალაპრილის დოზის შემცირება, ან ორიდან ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შეწყვეტა (ენალაპრილის ან დიურეტიკის).
პაციენტები სინუსური კვანძის რითმის დარღვევით
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი პაციენტებში სინუსური რითმის დარღვევით (კარდიოსტიმულატორის გარეშე).
მარცხენა პარკუჭის უკმარისობა და გული იშემიური დაავადება
მიუხედავად იმისა რომ ჰემოდინამიკის კონტროლირებადმა კვლევებმა არ გამოავლინეს დარღვევები მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მხრივ, მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნების მქონე პაციენტების მკურნალობა კალციუმის არხების ბლოკატორებით, უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. არსებობს ასევე მოსაზრება იმის შესახებ, რომ გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ მოკლე ხანგრძლივობის დიჰიდროპირიდინებს, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს კარდიოვასკულარული სისტემის დაავადების მხრივ და თუმცა ლერკანიდიპინი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების დიჰიდროპირიდინს, ამ პაციენტებში მოხმარებული უნდა იქნას სიფრთხილით. იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთმა დიჰიდროპირიდინმა შეიძლება გამოიწვიოს მკერდის არეში ტკივილი და სტენოკარდია. ძალზე იშვიათ შემთხვევაში სტენოკარდიით დაავადერბულ პაციენტებში აღინიშნება ტკივილის, მისი სიხშირისა და ხანგრძლივობის ზრდა. აღინიშნა მიოკარდის ინფაქტის ცალკეული შემთხვევები.
მიღება თირკმლების უკმარისობის დროს.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აწუხებთ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის თირკმლების უკმარისობა, როდესაც ისინი იწყებენ ენალაპრინით მკურნალობას. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობისა და კრაატინინის დონის მონიტორირება. ყველა შემთხვევაში თირკმლების უკმარისობის, რომელიც წარმოიშვა ენალაპრინის მიღების დროს, აღენიშნათ პაციენტებს გულის მძიმე უკმარისობით ან წინარე თირკმლების დაავადებებით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით. თირკმლების უკმარისობის დროულად გამოვლინება და ადეკვატურად ნამკურნალები თირკმლის უკმარისობის ნიშნები, რომლებმაც გამოვლინდებიან ენალაპრილის მიღების დროს, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისანი არიან.
ზოგიერთ პაციენტებში, რომლებსაც არ აწუხებთ თირკმელების დაავადებები, ენალაპრილისა და დიურეტიკების კომბინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შარდოვანასა და კრატინინის შემცველობის ზრდა. ამ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ენალაპრილის დოზის შემცირება ან დიურეტიკების მიღების შემცირება. ასეთ შემთხვევაში საჭირო აგავითვალიწონოთ, თირკმლის არტერიის სტენოზის განვითარების შესაძლებლობა (იხ. განყოფილება 4.4. “რენოვასკულარული ჰიპერტონია”).
რენოვასკულარული ჰიპერტონია.
თირკმელების არტერიების ორმხვრივი სტენოზით, ან ერთადერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზით დაავადებული პაციენტები რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ამფ ინჰიბიტორების ზემოქმედებით გამოწვეული ჰიპოთენზიის ან თირკმლების უკმარისობის გამო. ამგვარი პაციენტების მკურნალობის დაწყება აუცილებელია სა¬მედი¬ცინო კონტროლის პირობებში, მცირე დოზებით და მათი გულდას¬მითი დოზების შერჩევით, მკურნალობის პროცესში პაციენტი უნდა იყოს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
ამჟამად არ არსებობს მონაცემები ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის გამოყენებაზე პაციენტებში, რომლებმაც ახლო წარსულში გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია. ამიტომ ასეთი ავადმყოფების კორიპრენით მკურნალობა რეკომენდირებული არ არის.
ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა
ლერკანიდიპრინის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შესაძლებელია პოტენცირდეს პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა.
იშვიათად, ამფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს აღინიშნება სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტატიკური სიყვითლით და მთავრდება ჰეპატოციტების ელვისებური ნეკრობით (ზოგჯერ ფატალურით). ამ სინდრომის წარმოშობის მექანიზმი გარკვეული არ არის. სიყვითლის წარმოშობისას და ღვიძლის ფერმენტების დონის მნიშვნელოვანი ზრდის დროს აუცილებელია დაუყონებლივ შეწყდეს ამფ ინჰიბრიტორების მიღება და ავადმყოფს დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ნეიტროპენია, აგრანულოცეტოზი
არსებობს ინფორმაცია ნეიტროპენიის, აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიისა და ანემიის შესახებ, რომლებიც აღენიშნებოდათ პაციენტებს რომლებიც ამფ ინჰიბიტორებს იღებდნენ. ნეიტროპენია იშვიათად უვლინდებათ პაციენტებს თირკმელების ნორმალური ფუნქციით და თანმხლები რისკის ფაქტორების გარეშე. ენალაპრილის სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც უვლინდებათ კოლაგენოზები, რომლებიც ღებულობენ იმუნოდეპრესანტებს, ალოპურინოლს, პრორკაინამიდს, განსაკუთრებით კი თუ ამ ფაქტორებს თან ერთვის თირკმლების ფუნქციის უკმარისობა. ხშირად ამ პაციენტებს ძირითადი დავალება ურთულდებათ ინფექციური დაავადებებით, რომლებიც ზოგჯერ არ ემორჩილებიან ანტიბიოტიკოთერაპიას. თუ ასეთ პაციენტებში გამოიყენება ენალაპირილი, აუცილებელია სისხლში ლეიკოციტების შემცველობის დონის მონიტორინგი, თავად პაციენტებმა უნდა შეატყობინონ ექიმს ყველა ამ შემთხვევის შესახებ, როდესაც მათ გამოუვლინდებათ ინფექციური დაავადება.
ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროტიული შეშუპება.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამფ ინჰიბიტორებს, ენალაპრილის ჩათვლით, შესაძლებელია გამოვლინდეს ანგიონევროტიული შეშუპება, რომელიც ჩაითრევს სახეს, ტუჩებს, ენას, ხახას ან ხორხს და კიდურებს. ეს შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. ამ შემთხვევაში ენალაპრილით მკურნალობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ სტაციონარიდან გამოწერის დროს ყველა მსგავსი გამოვლინება ლიკვიდირებულია. იმ შემთხვევაში, როდესაც შეშუპება სახით და ტუჩებით იფარგლება, მკურნალობა ჩვეულებრივ საჭირო არ არის, თუმცა ანტიჰისტამინური პრეპარატებმა შესაძლოა შედეგი გამოიღონ.
ხორხის ანგიონევროტულმა შეშუპებამ შესაძლებელია ფატალური შედეგი გამოიღოს. ენის ხახისა და ხორხის შეშუპება იწვევს რესპირატორული ტრაქტის ობსტრუქციის და ამგვარ სიტუაციაში საჭიროა ავადმყოფს დაუყონებლივ გაეწიოს სამედიცინო დახმარება (კანქვეშ ადრენალინი გახსნილი 1:1000) და მიღებულ იქნას სხვა ზომები, რომლებიც აღადგენენ სუნთქვის ნორმალურ პროცესს.
ანგიონევროტული შეშუპების უფრო მაღალი სიხშირე, ამფ -ინჰიბიტორების მიღებისას, აღენიშნებათ შავკანიან პაციენტებს, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც თეთრ რასას განეკუთვნებიან.
პაციენტები, რომლებიც ანამნეზში აღნიშნულია შეშუპების ეპიზო¬დები დაკავშირებული ამფ ანჰიბიტორების მიღებასთან, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს ამ კლასის პრეპარატებით მკურნალობისას.
ანაფილაქტოიდური რეაქციები გამოწვეული მწერების შხამით
დესენსიბილიზაციის თერაპიის პროცესში
იშვიათად თავს იჩენს სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები ერთდროულად ამფ ინჰიბიტორების მიღებისა და მწერების შხამით დესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარების დროს. მსგავს რეაქციებს შესაძლებელია თავი ავარიდოთ დესენსიბილიზირებელი თერაპიის ყოველი ეტაპის წინ ამფ ინჰიბრიტორების მიღების შეწყვეტით.
დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მიერ ამფ ინჰიბიტორების მიღების პირველ თვეებში, რომლებიც იმავდროულად ღებულობენ ანტიდიაბეტურ ორალურ პრეპარატებს ან ინსულინს, აუცილებელია გაეწიოს გულდასმითი მონიტორინგი სისხლში გლუკოზის შემცველობაზე (იხ. განყ. 4.5.)

ხველება:
ზოგიერთ პაციენტებს, ანჰიბიტორების АПФ მიღებისას აღენიშნებოდათ ხველება. ჩვეულებრივ ეს ხველება არაპროდუქტიულია და პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე წყდება. თუმცა ამგვარი ხველების დაწყების შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იქნეს დეფერენციალური დიაგნოსტიკის დროს.
ოპერატიული ჩარევა და ანესთეზია
პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ოპერატიული ჩარევა და ანესთეზია პრეპარატების მიღებით, რომლებიც დაბლა სწევენ არტერიარულ წნევას, ენალაპრილი თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, რაც რეაქციაა რენინის კომპესატორულ გამომუშავებაზე. თუკი ჰიპოთენზია გამპირობებულია ამ მექანიზმით იგი შესაძლებელია შეივსოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის ზრდით.
ჰიპერკალიემია
ზოგიერთ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ამფ ინჰიბიტორებს ენალაპრინის ჩათვლით, აღენიშნებოდა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა. ჰიპერკალიემიის წარმოშობის რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ: თირკმლების უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც თან ახლავს კალიუმის შემნახველი დიურეტიკებით მკურნალობა, კალიუმის შემცველი კვებითი დანამატები და კალიუმის მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები, ასევე ნებისმიერი მედიკამენტების მიღება, რომლებიც იწვევენ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ზრდას (მაგ. გ ჰეპარინი). თუ ზემოთ ხსენებული ნივთიერებებიდან პაციენტი რომელიმეს იღებს ამფ ანჰიბიტორებთან ერთად, აუცილებელია სისხლში კალიუმის შემცველობის მუდმივი მონიტორინგი.
სხვა მედიკამენტები, რომლებიც არაა რეკომენდირებული ერთდროულად მოხმარებისთვის.
არ არის რეკომენდირებული მიღება ლითიუმის მარილებთან, კალიუმის დამზოგავ დიურეტიკებთან და ესტრამუსტინთან ერთად.
ეთნიკური თავესებურებანი
ისევე როგორც ყველა ამფ ინჰიბრიტორები, ენალაპრინი ნაკლებად ეფექტური შავკანიან პაციენტებში, ვიდრე თეთრი რასის წარმომადგენლებში, შესაძლებელია იმის გამო რომ შავკანიან პაციენტებს რომლებსაც აწუხებთ ჰიპერტონია, რენინის შემცველობა სისხლში ჩვეულებრივ ნაკლები აქვთ ვიდრე თეთრკანიანებს.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
არ მიიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. ამფ ინჰიბიტორების (ენალაპრილის) გამოყენება რეკომენდირებული არ არის ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. ამფ ინჰიბიტორების (ენალაპრილი) მიღება უკუნაჩვენებია მეორე და მესამე ტრიმესტრში.
ეპიდემიოლოგიური კვლევებით არ არის დამტკიცებული ტერატოგენული ეფექტის რისკი ამფ ინჰიბიტორების მიღებისას პირველ ტრიმესტრში, თუმცა ამგვარი რისკის მინიმალური შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. პაციენტი ქალბატონები, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ამფ ინჰიბიტორებით, ორსულობის დაგეგმვისას უნდა გადავიდნენ ჰიპითენზიური მკურნალობის ალტერნატიულ სქემაზე, რომელსაც ექნება უსაფრთხოების მაღალი პროფილი. დაფეხმძიმების შემთხვევაში თერაპია ამფ ინჰიბიტორებით დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეიცვალოს უსაფრთხო პრეპარატებით.
ცნობილია, რომ მეორე და მესამე სემესტრში ამფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გამოავლინონ ფეტოტოქსიკური თვისებები (თირკმლების გამომყოფი ფუნქციის დაქვეითება, სიმშრალე, თავის ქალის ძვლების ოსიფიკაციის შეფერხება) და ტოქსიკური ზეგავლენა იქონიონ ახალშობილზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთენზია, ჰიპერკალიემია) (იხ. ასევე განყ. 5.3.). თუკი ამფ ინჰიბიტორების მიღება დაწყებული ფეხმძიმობის მეორე ტრიმესტრში, აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევა თირკმლების ფუნქციის შესამოწმებლად და თავის ქალის მდგომარეობის დასადგენად. ჩვილები, რომელთა დედებიც იღებდნენ ამფ ინჰიბიტორებს, გულდასმით უნდა იყვნენ გამოკვლეულნი იმასთან დაკავშირებით, უვლინდებათ თუ არა მათ ჰიპიტენზია (იხ.ასევე განყ.4.3. და 4.4.) ენალაპრილი კარგად აღწევს პლაცენტაში, თუმცა წარმატებით შეიძლება მისი ნაყოფის სისხლ-ძარღვებიდან გამოყვანა პერატონიალური დიალიზის გზით. თეორიულად მისი მოცილება შესაძლებელია სისხლის გაცვლითი გადასხმით.
ლერკანიდიპინი
ცხოველებზე წარმოებულმა კვლევებმა არ მოახდინეს ლერკანიდიპინის ტერატოგენული ეფექტების დემონსტრირება, თუმცა ამგვარი რამ შეინიშნებოდა სხვა დიჰიდროპირიდინების მიღების დროს.
ფეხმძიმეებში ლერკადიპინის გამოყენების დროს-სხვა მონაცემები არ არსებობს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის პერიოდში.
ენალაპრინისა და ლერკანიდიპინის კომბინაცია
ზანიპრესისი მიღება ფეხმძიმობის პირველ ტრემესტრში რეკომენდი¬რებული არ არის, ხოლო დაწყებული მეორე ტრიმესტრიდან უკუნაჩვე¬ნებია.
ლაქტაცია
ენალაპრინი და ენალაპრინატი დედის რძეში აღწევენ. დედის რძესთან ლერკანიდიპინის ექსკრეციის შესაძლებლობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ზანიპრესის მიღება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის.

ფერტილურობა
არსებობს შეტყობინება სპერმატოზოიდების თავებში შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია დაარღვიონ მათი განაყოფიერების უნარიანობა კალციუმის არხების ბლოკატორების გამო. აშკარა მიზეზების გარეშე, ეკოსტრაკოპორალური განაყოფიერების უშედეგო შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კალციუმის არხების ბლოკატორების აღწერილი ეფექტი.
მიღების ხერხი და დოზები
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ არაუმცირეს 15 წუთით ადრე ჭამამდე, სასურველია დილით, დაუღეჭავად, წყლის საკმაო რაოდენობის მიყოლებით. არ შეიძლება პრეპარატის მიღება გრეიფრუტთან ერთად.
პაციენტები, რომელთა არტერიული წნევა არ ემორჩილება 10 მგ ლერკანიდიპინით ადექვატურ კორექციას, გადაყვანილნი უნდა იქნან ან 20 მგ დოზირებაზე, ან 2 კომპონენტის კომბინაციაზე, რომლებიც შედიან კორიპრენის 20 მგ-10მგ შემადგენლობაში.
თითვეული ავადმყოფისთვის საჭიროა ინდივიდუალური დოზირების შერჩევა. შესაბამისი კლინიკური პირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გადართვა მონო თერაპიიდან პრეპარატების ფიქსირებულ კომბინაციაზე.
ხანდაზმული პაციენტები: დოზა დამოკიდებულია თირკმლების ფუნქციის მდგომარეობაზე (იხ,,მოხმარება თირკმლების დარღვეული ფუნქციის არსებობის შემთხვევაში”).
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები: დღეისათვის არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით 18 წლის ასაკამდე ბავშვებსა და მოზარდებში, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდირებული არ არის.

მოხმარება თირკმლების დარღვეული ფუნქციის პირობებში
კორიპრენი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, გამოხატული თირკმლების ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი წუთში 30მლ-ზე ნაკლებია) და პაციენტებში, რომლებიც ჰემოდილიზზე იმყოფებიან. განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტების მკურნალობის დროს დაწყებით სტადიაში, რომლებსაც უვლინდებათ მსუბუქი და საშუალო ხარისხში გამოხატული ღვიძლის უკმარისობა.
გვერდითი ეფექტები
პრეპარატს ჩეულებრივ კარგად იტანენ. იშვიათია: ეფექტები დაკავშირებული პრეპარატის სისხლძარღვების გამაფართოებელ თვისებასთან-პერიფერიული შეშუპებები, სისხლი მოწოლა სახის არეში, გულის ცემის გაძლიერება, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის არსეში, არტერიალური წნევის დაცემა სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ასტენია, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა; ძალზე იშვიათია: კუჭ-ნაწლაური დარღვევები (დისპეპსია, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში, დიარეა), ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზრდა (შექცევადი), პოლიურია, გამონაყარი კანზე, ძილიანობა, მიალგია, ღრძილების ჰიპერპლაზია.

სიხშირე ეფექტები, რომლებსაც ეფექტები, რომლებსაც
სისტემა/ორგანო ხშირად აქვთ ადგილი იშვიათად აქვთ ადგილი
1/100-დან 1/10-მდე 1/1000-დან 1/100-მდე
იმუნური სისტემის ზემგრძნობელობა*
დარღვევა

ნერვული სისტემის თავბრუხვევა თავის ტკივილი
დარღვევა

შიდა ყურის ვერტიგო, მათ შორის
და ლაბირინდის სხეულის მდებარეობის
დაზიანება შეცვლის დროს
დარღვევები გულის გულისცემა
მხვრივ ტაქიკარდია*

დარღვევები ჰიპოთენზია
სისხლძარღვთა სისხლ-ძარღვოვანი
მხვრივ კოლფსი*
დარღვევები სასუნთქი ხველება ყელის სიმშრალე*
სისტემის, გულმკერდის
და გულისაყარის
მხვრივ
კუჭ-ნაწლავის მუცლის ზედა არეში
ტრაქტის მხვრივ ტკივილი*,
დარღვევები გულისრევა*

 

 

 

დარღვევები კანის დერმატიტი*
და კანქვეშა ერითემა*
უჯრედების მხვრივ ტუჩების შეშუპება*
ჭინჭრის ციება
ძვალ-კუნთოვანი არტარავლია
დარღვევები და
ცვლილება
შემაერთებელი
ქსოვილის მხვრივ
ცვლილებები პოლიურია*
თირკმელებისა და პოლაკიურია*
შარდგამომყოფი
სისტემის სხვა
ორგანოების მხვრივ
ცვლილებები ერექციული*
რეპროდუქციული დისფუნქცია
სისტემებისა და
სარძევე ჯირკვლების
მხვრივ
საერთო დაღლილობა
მდგომარეობის ასთენია
ცვლილება
ლაბორატორიული გემოგლობინის დაწევა
ცვლილებები

* - ცვლილება შეიმჩნეოდა მხოლოდ 1 პაციენტში



დოზების გადამეტება
ზანიპრესის დოზის გადამეტებასთან დაკავშირებული ცნობები არ გაგვაჩნია. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სიმპტომები მსგავსია სხვა დიჰიდროპირიდინების (პერიფერიული ვაზოდილატაცია არტერიული ჰიპერთენზიით და რეფლექსური ტაქიკარდიით, სტენოკარდიული შეტევების სიხშირის და ხანგრძლივობის ზრდა, მიოკარდის ინფარქტი).

სხვა სამკურნალო საშუალებათა ურთიერთქმედება
კორიპრენის ანტიჰიპერენზიული ეფექტი შესაძლებელია პოტენცირდეს სხვა პრეპარატებთან, რომლებიც წნევას აგდებენ, ისეთებთან როგორებიცაა დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები, ალფა-ბლოკატორები და სხვები.
გარდა ამისა ერთობლივი მიღებისას შესაძლებელია აღინიშნოს შემდეგი ეფექტები:
ენალაპრინის მალეატი
მრავალი პრეპარატი ხელს უწყობს ჰიპერკალიემის განვითარებას: კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები, ამფ ინჰიბიტორები, ანგიოტეზინ II-ის ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ჰეპარინი (დაბალმოლეკურული ან არაფრაქციონირებული), ციკლოსპორინი, თაკროლიმიუსი ტრიმეტაბრიმი, ჰიპერკალიემია შესაძლებელი დაკავშირებული იყოს მომატებული რისკის თანამდევ ფაქტორებთან. ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან კომბინაცია რისკს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
არარეკომენდირებული შეთავსება
კალიუმის შემნახველი დიეტურიკები და კალიუმის შემცველი დანამატები.
ამფ ინჰიბიტორები ამცირებენ კალიუმის დანაკარგს, გამოწვეულს დიურეტიკების მიღებით.
კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები (სპირონოლაქტონი, ტრიამეტერენი, ამილორიდი), კალიუმის შემცველი კვებითი დანამატები და კალიუმის მარილების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები იწვევენ სისხლში კალიუმუს შემცველობის ზრდას. თუკი კალიუმის რომელიღაც პრეპატატის მიღება საჭიროა აშკარად გამოხტული ჰიპოკალიემიის გამო, ეს უნდა მოხდეს სიფრთხილით და გამუდმებით საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის დონის მონიტორინგი.
ლითიუმი
სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი ზრდა და მისი ტოქსიკური ეფექტები გამოვლინდა ამფ ინჰიბიტორების და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღებისას.
ამფ ინჰიბიტორების და თაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის შრატში ლითიუმის შემცველობის ზრდა და მისი ტოქსიკური ეფექტი.
ენალაპრილისა და ლითიუმის ერთდროული მიღება რეკომენდირებულკი არ არის, მაგრამ თუ ასეთი კომბინირება აუცილებელია ამის გაკეთება საჭიროა სისხლში ლითიუმის გამუდმებული კონტროლის ფონზე.
ესტრამუსტინი
ერთდროული მიღებისას იზრდება ანგიონევროტული შეშუპების განვითარების რისკი.

პრეპარატების კომბინაცია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებული სიფრთხილის
დაცვას.
დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები.
ჩატარებული ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ დიაბეტის საწინააღმდეგო საშვალებებთან ერთდროულმა მიღებამ (როგორც პერორალური, ასევე ინსულინები) შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში გლუკუზის გაძლიერებული შემცირება, ანუ გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია. უფრო სავარაუდოა მსგავსი ეფექტის გამოვლინება მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლების უკმარისობა.
დიურეტიკები (კვანძოვანი და თიაზიდური)
წინმსწრებმა მკურნალობამ დიურეტიკების დიდი დოზებით შესაძლებელია გამოიწვიოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება და ამგვარად გაზარდოს ჰიპოთენზიის რისკი ენალაპრილით მკურნალობისას. ჰიპოთენზიური ეფექტი შესაძლებელია შემცირებული იქნას დიურეტიკების მიღების შეწყვეტით, ცილკურილებადი სისხლის მოცულობის რეგულააციით და მარილოვანი ხსნარების მიღებით. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის დაწყება ენალაპრილის მცირე დოზით.
არასტეროიდოლი ანთების საწინააღმდეგო საშუალებანი (აასს)
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივად მიღება შესაძლებელია შეამციროს ამფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერთენზიული ეფექტი. როგორც აასს, ასევე ამფ ინჰიბიტორები ხელს უწყობენ სისხლში კალიუმის შემცველობის ზრდას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლების ფუნქციის დარღვევა. ჩვეულებრივ ეს ცვლილებები შექცევადია. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია თავი იჩინოს თირკმლების უკმარისობამ, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმელის ფუნქცია, მაგალითად ხანდაზმულ ადამიანებში ან გამოხატული დეჰიდრატაციის დროს
ბაკლოფენი
აძლიერებს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. აუცილებელია ანტიჰოთენზიური პრეპარატის დროს კორეგირება და არტერიული წნევის მუდმივი

მეტი ინფორმაცია
Units28
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ