Montiget - მონტიგეტი 10მგ 14 საღეჭი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 18,85 ლ რეგულარული ფასი 21,11 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
60526_2708
მწარმოებელი:
Getz Pharma
არცერთი:
თერაპიული ჩვენება ასთმა მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) ნაჩვენებია ასთმის პროფილაქტიკის და ქრონიკული მკურნალობისთვის მოზრდილებში და 12 თვეზე უფროსი ასაკის პედიატრულ პაციენტებში.

მონტიგეტი®
Montiget®

[ნატრიუმის მონტელუკასტი USP]

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, საღეჭი ტაბლეტები და პედიატრული გრანულები.

აღწერილობა
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) არის ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი (LTRA), რომელიც გამოიყენება ასთმის კონტროლისთვის და მკურნალობისთვის და სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
ნატრიუმის მონტელუკასტის ქიმიური დასახელება [R-(E)]-1-[[[1-[3-[2-(7-ქლორო-2-ქინოლინილ)ეთინილ]ფენილლ]-3-[2-(1-ჰიდროქსი-1-მეთილეთილ)ფენილ]პროპილ]თიო]მეთილ] ციკლოპროპანეაცეტური მჟავა, მონონატრიუმის მარილი. მოლეკულური ფორმულა C35H35ClNNaO3S

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) გამოდის ორალური ფორმით შემდეგნაირად:

1. მონტიგეტი პედიატრული გრანულები 4 მგ. ყოველი პაკეტი შეიცავს:
ნატრიუმის მონტელუკასტი USP 4 მგ მონტელუკასტის ექვივალენტური.

2. მონტიგეტი საღეჭი ტაბლეტები 4 მგ. ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის მონტელუკასტი USP 4 მგ მონტელუკასტის ექვივალენტური.

3. მონტიგეტი საღეჭი ტაბლეტები 5 მგ. ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის მონტელუკასტი USP 5 მგ მონტელუკასტის ექვივალენტური.

4. მონტიგეტი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ნატრიუმის მონტელუკასტი USP 10 მგ მონტელუკასტის ექვივალენტური.

კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
ცისტეინილ ლეიკოტრეინები (LTC4, LTD4, LTE4) არის არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის პროდუქტები და გამოთავისუფლდება სხვადასხვა უჯრედიდან, ღეროვანი უჯრედების და ეოზინოფილების ჩათვლით. ეს ეიკოზანოიდები უკავშირდება ცისტეინილ ლეიკოტრიენის (CYsLT) რეცეპტორებს. CYsLT 1-ტიპის (CYsLT1) რეცეპტორი არის ადამიანის სასუნთქ გზებში (სასუნთი გზების გლუვი კუნთების უჯრედების და მაკროფაგების ჩათვლით) და სხვა პრო-ანთებით უჯრედებში (ეოზინოფილების და ზოგიერთი ტიპის მიელოიდურ ღეროვან უჯრედში). ჩყსLთს კორელირებს ასთმის და ალერგიული რინიტის პათ-ფიზიოლოგიასთან. მონტელუკასტი არის ორალურად აქტიური შენაერთი, რომელიც მაღალი აფინობით და სელექციურად უკავშირდება CysLT1 რეცეპტორს. მონტელუკასტი აინჰიბირებს LTD4-ს მოქმედებას CysLT1რეცეპტორში აგონისტური მოქმედების გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება ორალური გამოყენების შემდეგ. 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღების შემდეგ უზმოდ მოზრდილებში, პლაზმაში მონტელუკასტის კონცენტრაციის საშუალო პიკი (Cmax) მიიღწევა 3-4 საათში (Tmax). საშუალო ორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%-ს. ორალურ ბიოშეღწევადობაზე და Cmax-ზე არ მოქმედებს დილით მიღებული სტანდარტული საკვები.
5 მგ საღეჭი ტაბლეტისთვის, საშუალო Cmax მიიღწევა 2-2.5 საათის შემდეგ მოზრდილებში, უზმოდ მიღებიდან. საშუალო ორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 73%-ს უზმოდ და 63%-ს დილით სტანდარტული საკვების მიღების შემდეგ.
4 მგ საღეჭი ტაბლეტებისთვის საშუალო ჩმახ მიიღწევა მიღებიდან 2 საათის შემდეგ 2-5 წლის ასაკის პაციენტებში, უზმოდ მიღებისას. დილით ცხიმიანი საკვების მიღება არ მოქმედებდა მონტელუკასტის ორალური გრანულების AUC-ზე; თუმცა საკვები Cmax-ს 35%-ით აქვეითებდა და ახანგრძლივებდა თმახ –ს 2.3 ± 1.0 სთ–დან 6.4 ± 2.9 საათამდე.

განაწილება:
მონტელუკასტი 99%-ზე მეტად უკავშირდება პლაზმის ცილებს. მყარ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 8-11 ლიტრს.

მეტაბოლიზმი
ნატრიუმის მონტელუკასტი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450 იზოენზიმებით - CYP3A4, CYP2A6 და CYP2C9. პლაზმაში მონტელუკასტის თერაპიული კონცენტრაცია არ აინჰიბირებს ციტოქრომ P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19, ან 2D6.

გამოყოფა:
პლაზმაში მონტელუკასტის კლირენსი საშუალოდ 45 მლ/წთ-ს შეადგენს ჯანმრთელ მოზრდილებში. მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები თითქმის ექსკლუზიურად ნაღვლით გამოიყოფა. პლაზმიდან მონტელუკასტის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი 2.7-5.5 საათს შეადგენს ახალგაზრდა მოზრდილებში. მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა თითქმის
ხაზოვანია 50 მგ-მდე ორალური დოზებისთვის. დღეში ერთხელ 10 მგ მონტელუკასტის მიღებისას აღინიშნება პლამზაში წინაპარი წამლის მცირე აკუმულაცია (14%).

განსაკუთრებული პოპულაციები
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობა და ციროზის კლინიკური ნიშნები, მეტაბოლიზმი ქვეითდება და ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივება, რაც იწვევს ნატრიუმის მონტელუკასტის საშუალო კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) 41%-ით ზრდას 10 მგ-ს ერთჯერადად მიღების შემდეგ. საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7.4 საათს. დოზის ცვლილება საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

პედიატრული პაციენტები
6-11 თვის ბავშვებში მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიცია და პლაზმაში კონცენტრაციის ვარიაბელობა უფრო მაღალია ვიდრე მოზრდილებში. პოპულაციური ანალიზის საფუძველზე საშუალო AUჩ (4296 ნგ-სთ/მლ [მერყეობა 1200 - 7153]) 60% -ით უფრო მაღალია და საშუალო Cmax (667 ნგ/მლ [მერყეობა 201 - 1058]) 89%-ით მაღალია ვიდრე მოზრდილებში (საშუალო AUჩ 2689 ნგ•სთ/მლ [მერყეობა 1521 -4595]) საშუალო ჩმახ (353 ნგ/მლ [მერყეობა 180 - 548]). 12-23 თვის ბავშვებში სისტემური ექსპოზიცია ნაკლებ ვარიაბელურია, მაგრამ მაინც უფრო მაღალია ვიდრე მოზრდილებში. საშუალო AUC (3574 ნგ•სთ/მლ [მერყეობა 2229 - 5408]) 33% -ით მეტია და საშუალო ჩმახ (562 ნგ/მლ [მერყეობა 296 - 814]) 60%-ით მაღალია ვიდრე მოზრდილებში.

თერაპიული ჩვენება
ასთმა
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) ნაჩვენებია ასთმის პროფილაქტიკის და ქრონიკული მკურნალობისთვის მოზრდილებში და 12 თვეზე უფროსი ასაკის პედიატრულ პაციენტებში.

ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქცია (EIB)
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) ნაჩვენებია ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის (EIB) პრევენციისთვის 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ალერგიული რინიტი
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) ნაჩვენებია სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების შემსუბუქებისთვის 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის სიმპტომების მოსახსნელად 6 თვეზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

დოზირება და მიღების წესი
ასთმის კონტროლის პარამეტრებზე ნატრიუმის მონტელუკასტის თერაპიული ეფექტი ვითარდება ერთი დღის განმავლობაში. მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) ტაბლეტები და პედიატრული გრანულები შეიძლება გამოყენებული იყოს საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პაციენტებს უნდა ურჩიონ პრეპარატის მიღება მაშინაც, როდესაც მათი ასთმა კონტროლდება ან უარესდება.

ასთმა
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) უნდა მიიღონ დღეში ერთხელ საღამოს. რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილების და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის: ერთი 10 მგ ტაბლეტი.
6-14 წლის ასაკის პედიატრული პაციენტებისთვის: ერთი 5 მგ საღეჭი ტაბლეტი.
2-5 წლის ასაკის პედიატრული პაციენტებისთვის: ერთი 4 მგ საღეჭი ტაბლეტი ან ერთი პაკეტი 4 მგ ორალური გრანულები.
12-23 თვის პედიატრული ასაკის პაციენტებისთვის: ერთი 4 მგ ორალული გრანულების პაკეტი. 12 თვეზე უმცროსი ასაკის ასთმით დაავადებულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენიი არ არის.

ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქცია (EIB)
EIB პრევენციისთვის მონტიგეტის (ნატრიუმის მონტელუკასტი) ერთჯერადი დოზის მიღება უნდა მოხდეს ვარჯიშამდე 2 საათით ადრე. რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილების და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის: ერთი 10 მგ ტაბლეტი.
6-14 წლის ასაკის პედიატრული პაციენტებისთვის: ერთი 5 მგ საღეჭი ტაბლეტი. მონტიგეტის (ნატრიუმის მონტელუკასტი) დამატებითი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს წინა დოზის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. პაციენტებმა, რომლებიც უკვე იღებენ მონტიგეტს (ნატრიუმის მონტელუკასტი) ყოველდღიურად სხვა ჩვენებით (ქრონიკული ასთმის ჩათვლით) EIB პრევენციისთვის დამატებითი დოზა არ უნდა მიიღონ. ყველა პაციენტს უნდა ქონდეს გადაუდებელი გამოყენებისთვის ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტი. 6 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ალერგიული რინიტი
ალერგიული რინიტისთვის მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) უნდა მიიღონ დღეში ერთხელ.
სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების მკურნალობისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილების და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის: ერთი 10 მგ ტაბლეტი.
6-14 წლის ასაკის პედიატრული პაციენტებისთვის: ერთი 5 მგ საღეჭი ტაბლეტი.
2-5 წლის ასაკის პედიატრული პაციენტებისთვის: ერთი 4 მგ საღეჭი ტაბლეტი ან ერთი 4 მგ ორალური გრანულების პაკეტი.
სეზონური ალერგიული რინიტით დაავაებულ 2 წლამდე ასაკის პედიატრულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილების და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის: ერთი 10 მგ ტაბლეტი.
6-14 წლის ასაკის პედიატრული პაციენტებისთვის: ერთი 5 მგ საღეჭი ტაბლეტი.
2-5 წლის ასაკის პედიატრული პაციენტებისთვის: ერთი 4 მგ საღეჭი ტაბლეტი ან ერთი პაკეტი 4 მგ ორალური გრანულები.
6-23 თვის პედიატრული პაციენტებისთვის: ერთი პაკეტი 4 მგ ორალური გრანულები. მთელი
წლის განმალობაში მიმდინარე ალერგიული რინიტით დაავადებულ 6 თვემდე ასაკის პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ასთმა და ალერგიული რინიტი
ასთმით და ალერგიული რინიტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ მონტიგეტის (ნატრიუმის მონტელუკასტი) მხოლოდ ერთი დოზა დღეში, საღამოს.

მონტიგეტის (ნატრიუმის მონტელუკასტის) გამოყენება ასთმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
მონტიგეტი შეიძლება დაემატოს პაციენტის არსებული მკურნალობის რეჟიმს.
ბეტა-აგონისტით თერაპია: მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) შეიძლება დაემატოს პაციენტების მკურნალობის რეჟიმს, რომელთა ადექვატური კონტროლიც ვერ ხერხდება ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტით. როდესაც კლინიკური პასუხი აშკარაა (ჩვეულებრივ პირველი დოზის შემდეგ), პაციენტმა შეიძლება შეამციროს “საჭიროებისას” გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტის გამოყენება.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები: მონტიგეტით (ნატრიუმის მონტელუკასტი) მკურნალობა შეიძლება დაემატოს სხვა აგენტებს, როგორიცაა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები ადექვატური კლინიკური კონტროლისთვის. ნატრიუმის მონტელუკასტმა არ უნდა ჩაანაცვლოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები.

მონტიგეტის პედიატრული გრანულების მიღება
მონტიგეტის პედიატრული გრანულები 4 მგ შეიძლება გამოყენებული იყოს პირდაპირ პირის ღრუში ან შეერიოს ცივი ან ოთახის ტეპერატურის რბილ საკვებს კოვზით. პაკეტი არ უნდა გაიხსნას სანამ გამოყენებისთვის მზად არ იქნება. პაკეტის გახსნის შემდეგ, სრული დოზის (საკვებთან შერევით ან მის გარეშე) გამოყენება უნდა მოხდეს 15 წუთის განმავლობაში. საკვებთან შერევისას მონტიგეტის პედიატრული გრანულები არ უნდა შეინახონ შემდგომი გამოყენებისთვის. გაანადგურეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ულუფა. მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) პედიატრული გრანულები განკუთვნილი არ არის სითხეებში გახსნისთვის. თუმცა სითხე შეიძლება მიიღონ მათი გამოყენების შემდეგ.

გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი: ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები.
ხშირი: დიარეა, გულისრევა, ღებინება, შრატში ტრანსამინაზების (ალტ, ასტ) მომატება, გამონაყარი და პირექსია.
ნაკლებად ხშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით, ძილის ანომალიები კოშმარების ჩათვლით, უძილობა, ძილიანობა, შფოთვა, აჟიტირება, აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, დეპრესია, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია/ჰიპოესთეზია, კრუნჩხვა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ეპისტაქსისი, სისხლჩაქცევები, ურტიკარია, ქავილი, ართრალგია, მიალგია, კუნთების კრუნჩხვების ჩათვლით, ასთენია/დაღლილობა, სისუსტე და შეშუპება.
იშვიათი: სისხლდენის ტენდენციის მომატება, ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაზიანება, პალპიტაცია და ანგიოედემა.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია, ჰალუცინაცია, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და ქცევა (სუიციდურობა), ჩარგ-შტრაუსის სინდრომი (ჩშშ), ფილტვის ეოზინოფილია, ჰეპატიტი (ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული და ღვიძლის შერეული დაზიანების ჩათვლით), კვანძოვანი ერითემა და მრავალფორმული ერითემა.

უკუჩვენება
ნატრიუმის მონტელუკასტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მწვავე ასთმა
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) ნაჩვენები არ არის ბრონქოსპაზმის შექშექცევადობისთვის, ასთმის მწვავე შეტევის დროს, ასთმური სტატუსის ჩათვლით. პაციენტებს უნდა ურჩიონ თან ქონდეთ შესაბამისი გადაუდებელი მედიკამენტი. მონტიგეტით (ნატრიუმის მონტელუკასტი) თერაპია შეიძლება გაგრძელდეს ასთმის მწვავე შეტევის გამწვავებისას. პაციენტებს, რომლებსაც ვარჯიშის შემდეგ აღენიშნებათ გამწვავებები თან უნდა ქონდეთ ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო -აგონისტი.

კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენება
მაშინ როდესაც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზა შეიძლება თანდათან შემცირდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, მონტელუკასტმა მკვეთრად არ უნდა ჩაანაცვლოს საინჰალაციო ან ორალური კორტიკოსტეროიდები.

ასპირინისადმი მგრძნობელობა
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ასპირინისადმი მგრძნობელობა თავი უნდა შეიკავონ ასპირინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისგან მონტელუკასტის მიღების დროს. თუმცა მონტელუკასტი ეფექტურია სასუნთქი გზების ფუნქციის გაუმჯობესებისთვის ასთმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებშიც დადასტურებულია ასპირინისადმი მგრძნობელობა, არ ამცირებს ბრონქოკონსტრიქციას, რომელიც განვითარდა ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ ასთმით დაავადებულ ასპირინისადმი მგრძნობიარე პაციენტებში.

ნეიროფსიქიატრული მოვლენები
ნეიროფსიქიატრული მოვლენები აღწერილია მოზრდილ, მოზარდ და პედიატრული ასაკის პაციენტებში, რომლებიც მონტიგეტს (ნატრიუმის მონტელუკასტი) იღებენ. პაციენტები და ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ ნეიროფსიქიატრული მოვლენების აღმოსაჩენად. პაციენტებს უნდა აუხსნან, რომ ექიმს აცნობონ ამ ცვლილებების განვითარების შესახებ. ექიმებმა ფრთხილად უნდა შეაფასონ მონტიგეტით (ნატრიუმის მონტელუკასტი) მკურნალობის გაგრძელების რისკები და სარგებელი ამ მოვლენის განვითარების შემთხვევაში.

ეოზინოფილური მდგომარეობები
ასთმით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც მონტიგეტით (ნატრიუმის მონტელუკასტი) მკურნალობენ, შეიძლება განუვითარდეთ სისტემური ეოზინოფილია, რომელიც ზოგჯერ ვლინდება ვასკულიტის კლინიკური ნიშნებით, რომლებიც ჩარგ-შტრაუსის სინდრომს შეესაბამება. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ხშირად მკურნალობენ სისტემური კორტიკოსტეროიდებით. ეს მოვლენები ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, დაკავშირებულია ორალური კორტიკოსტეროიდების შემცირებასთან. ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ეოზინოფილიას, ვასკულიტურ გამონაყარს, ფილტვის სიმპტომების გაუარესებას, გულის მხრივ გართულებებს და/ან ნეიროპათიას, ამგვარ პაციენტებში.

ორსულობა
ორსულობის დროს ნატრიუმის მონტელუკასტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

მეძუძური დედები
უცნობია გამოიყოფა თუ არა ნატრიუმის მონტელუკასტი ლაქტატში. რადგან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა ლაქტატში, სიფრთხილეა საჭირო ნატრიუმის მონტელუკასტის მეძუძურ დედებში გამოყენებისას.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება
კლინიკური მონიტორინგი, განსაკუთრებით ბავშვებში რეკომენდებულია ღვიძლის ენზიმების ძლიერი ინდუქტორების გამოყენებისას, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი ან რიფამპიცინი ნატრიუმის მონტელუკასტთან ერთად. ნატრიუმის მონტელუკასტის დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება
ნიშნები და სიმპტომები:
ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები შეთავსებადი იყო ნატრიუმის მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილთან და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.

მკურნალობა
სპეციფიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის ნატრიუმის მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალიბის შესახებ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიზანშეწონილია ჩვეული დამხმარე ზომების მიღება: მაგ. შეუწოვილი მასალის გამოდევნა გასტროინტესტინური ტრქტიდან, კლინიკური მონიტორინგი და საჭიროებისას დამხმარე თერაპია. უცნობია ნატრიუმის მონტელუკასტი გამოიყოფა თუ არა ჰემო ან პერიტონეალური დიალიზით.

შენახვა
ინახება არაუმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.
დაიცავით მზის სინათლისგან და ნესტისგან.
ვარგისიანობის ვადა ეხება სწორად და სათანადო პირობებში შენახულ პროდუქტს.

გამოშვების ფორმა
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) პედიატრული გრანულები 4 მგ გამოდის 14 პაკეტიანი შეფუთვით.
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) 4 მგ გამოდის საღეჭი ტაბლეტების სახით, ბლისტერში 14 ტაბლეტი.
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) 5 მგ გამოიდს საღეჭი ტაბლეტების სახით, ბლისტერში 14 ტაბლეტი.
მონტიგეტი (ნატრიუმის მონტელუკასტი) 10 მგ გამოდის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. ბლისტერში 14 ტაბლეტი.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
იყიდება მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის რეცეპტით.


გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია
დრო და დრო ხდება ინსტრუქციის განახლება.


გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი
გეტზ ფარმა
(პვტ) ლიმიტედ
29-30 სექტორი-27
კორანგი ინდუსტრიული ზონა
ყარაჩი, პაკისტანი.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ