Nebilet - ნებილეტ პლუსი 5მგ/12.5მგ 28 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 25,06 ლ რეგულარული ფასი 35,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
31862_46
მწარმოებელი:
Berlin-chemie (Germany)
არცერთი:
ნებილეტ® პლუსი 5/12,5 ტაბლეტები წარმოადგენს ნებივოლოლისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს და გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევის) სამკურნალოდ. პრეპარატი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულლად იღებდნენ ორ სხვ

პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით გაეცანით ჩანართში მოყვანილ ინფორმაციას.
­ შეინახეთ მოცემული ჩანართი, რადგან შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
­ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
­ აღნიშნული სამკურნალო საშუალება გამოწერილია პირადად თქვენთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი
სიმპტომები თქვენსას ემთხვევა, რადგან შესაძლოა მედიკამენტი საზიანო აღმოჩნდეს მისთვის.
­ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გაგირთულდათ, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე
ჩანართში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის შემადგენლობა
­ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენს ნებივოლოლი 5 მგ (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით: 2,5 მგ D­ნებივოლოლი და 2,5 მგ L­
ნებივოლოლი) და ჰიდროქლოროთიაზიდი 12,5 მგ.
­ სხვა კომპონენტები:
• ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80 (E433), ჰიპრომელოზა (E464), სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468),
მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572);
• გარსი: მაკროგოლი­40 სტეარატი, I ტიპი, ტიტანის დიოქსიდი (E171), კარმინი (კარმინის მჟავას ალუმინის ლაქი, E120), ჰიპრომელოზა (E464),
მიკროკრისტალური ცელულოზა (E460).
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის მოქმედი ნივთიერებებია ნებივოლოლი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
• ნებივოლოლი მიეკუთვნება სელექციურ ბეტა­ბლოკატორების ჯგუფს (ე.ი. ახდენს სელექციურ მოქმედებას გულ­სისხლძარღვთა სისტემაზე) და გამოიყენება
გულ­სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. ეწინააღმდეგება გულისცემის გახშირებას და აკონტროლებს გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციას.
ნებივოლოლი აგრეთვე აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.
• ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენ საშუალებებს და ზრდის გამომუშავებული შარდის რაოდენობას.ნებილეტ® პლუსი 5/12,5 ტაბლეტები წარმოადგენს ნებივოლოლისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს და გამოიყენება არტერიული
ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევის) სამკურნალოდ. პრეპარატი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულლად იღებდნენ ორ სხვადასხვა
პრეპარატს ნებივოლოლსა და ჰიდროქლოროთიაზიდს.
მიღების წესები და დოზები
ნებილეტ® პლუსი 5/12,5 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. მკურნალობასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე
მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი მიიღება თითო ტაბლეტი დღეში, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ან საკვების მიღებებს შორის დროის ინტერვალში.
ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის მიღება ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის არ შეიძლება.
პრეპარატი ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის დოზის მიღება და გაგახსენდათ ცოტათი მოგვიანებით, მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა. მაგრამ, თუ
ამის შესახებ გაგახსენდათ საკმაოდ გვიან (მაგალითად დანიშნული დროდან რამდენიმე საათში), თუ უკვე შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, საჭიროა
დავიწყებული დოზის გამოტოვება და მომდევნო ნორმალური დოზის სათანადო დროს მიღება. Gგამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით პრეპარატის
ორმაგი დოზით მიღება არ შეიძლება. შეეცადეთ, მიიღოთ პრეაპრატი დანიშნულ დროს, გამოტოვების გარეშე.
პრეპარატი ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის მიღების შეწყვეტა
ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის მიღების შეწყვეტამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
მკურნალობასთან დაკავშირებულ ნებისმეირ საკითხზე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ნებილეტ® პლუსი 5/12,5­საც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა
პაციენტში.
ნებივოლოლს შესაძლოა აღენიშნებოდეს შემდეგი გვერდითი მოქმედება:
ხშირი გვერდითი მოვლენები: პრეპარატით ნამკურნალებ ყოველ 100 პაციენტზე 1­ზე მეტი, მაგრამ ყოველ 10 პაციენტზე ერთზე ნაკლები შემთხვევა):
­ თავის ტკივილი;
­ თავბრუსხვევა;
­ მომატებული დაღლილობა;
­ წვის, ჩხვლეტის და ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება;
­ დიარეა;
­ ყაბზობა;
­ გულისრევა
­ ქოშინი;
­ მტევნებისა ან ტერფების შეშუპება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (პრეპარატით ნამკურნალებ ყოველ 1000 პაციენტზე 1­ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ ყოველ 100 პაციენტზე ერთზე ნაკლები
შემთხვევა):
­ პულსის შენელება ან სხვა ცვლილება გულის მხრივ;
­ არტერიული წნევის დაქვეითება;
­ ტკივილი სიარულისას ქვედა კიდურებში;
­ მხედველობის დარღვევა;
­ იმპოტენცია;
­ დეპრესია;
­ საჭმლის მონელების დარღვევა, გაზების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში, ღებინება;
­ გამონაყარი კანზე, ქავილი;
­ სუნთქვის გაძნელება (როგორც ბრონქული ასთმის დროს), რაც გამოწვეულია სასუნთქი გზების კუნთების უეცარი სპაზმით (ბრონქოსპაზმი);
­ ღამის კოშმარული სიზმრები.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (პრეპარატით ნამკურნალებ ყოველ 10000 პაციენტზე ერთზე ნაკლები შემთხვევა):
­ გულის წასვლა;
­ ფსორიაზის გამწვავება (კანის დაავადება, რომელიც ვლინდება აქერცლილი ვარდისფერი ლაქებით).
ერთეულ პაციენტებში გამოვლინდა ქვემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები:
­ სისტემური ალერგიული რეაქციები კანზე გენერალიზებული გამონაყარით (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები); უეცარი შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩებისა
და თვალების არეში, ენის შეშუპება სუნთქვის უეცარი გაძნელებით (კვინკეს შეშუპება).
ჰიდროქლოროთიაზიდისათვის აღნიშნულია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები:
­ სისტემური ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია).
გულ­სისხლძარღვთა სისტემა
­ გულის რიტმის დარღვევა, გულისცემა;
­ ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე.;
­ მოულოდნელი გულის წასვლა ადგომისას, სისხლის კოლტების წარმოქმნა ვენებში (თრომბოზი) და ემბოლია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი (შოკი).
სისხლი
­ სისხლის უჯრედების კონცენტრაციის შეცვლა, მაგალითად, ლეიკოციტების, თრომბოციტების, ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინში
სისხლ წარმოქმნის დარღვევა;
­ სითხის (გაუწყლოება) და ელექტროლიტების შემცველობის შეცვლა ორგანიზმში, კერძოდ, კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის, ქლორის, დონის დაქვეითება
და კალციუმის დონის მომატება;
­ შარდმჟავას დონის მომატება, პოდაგრა, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური ალკალოზი (ნივთიერებათა ცვლის
დარღვევა), ქოლესტერინის და(ან) ტრიგლიცერიდების დონის მომატება.
კუჭ­ნაწლავის ტრაქტი
­ მადის დაკარგვა, სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭის მიდამოში, მუცლის ტკივილი, დიარეა, ნაწლავების მოძრაობითი
აქტივობის დაქვეითება (ყაბზობა), ნაწლავების მოძრაობითი აქტივობის შეწყვეტა (ნაწლავური გაუვალობა), მეტეორიზმი.­ სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, სისხლში ამილაზის (კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტი) დონის მომატება;
­ კანის გაყვითლება (სიყვითლე), ნაღვლის ბუშტის ანთება.
გულ­მკერდის ორგანოები
­ სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვის ქსოვილის ანთება (პნევმონიტი), ფილტვებში ფიბროზული ქსოვილის წარმოქმნა, (ფილტვების ინტერსტიციული
დაავადება), სითხის დაგროვება ფილტვებში (ფილტვების შეშუპება).
ნერვული სისტემა
­ ვესტიბულური თავბრუსხვევა (ტრიალის შეგრძნება);
­ კრუნჩხვა, გონების დაბინდვა, კომა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
­ აპათია, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, მომატებული აგზნებადობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა;
­ უჩვეულო წვის, ჩხვლეტის და ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება;
­ კუნთების სისუსტე (პარეზი).
კანი და თმა
­ ქავილი, წითელი ლაქები/გამონაყარი კანზე (ჰემორაგული პურპურა), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ,
გამონაყარი, გამონაყარი სახეზე და(ან) ლაქოვანი გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ნაწიბურების წარმოქმნა (სისტემური წითელი მგლურას კანის ფორმა),
სისხლძარღვების ანთება მათი კედლების შემდგომი კვდომით (მანეკროზირებელი ვასკულიტი), კანის აქერცლა, გაწითლება, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის
აშრევება (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი).
მხედველობისა და სმენის ორგანოები
­ გარემოს აღქმა ყვითელ ფერში, არამკვეთრი მხედველობა, ახლომხედველობის გაუარესება, ცრემლდენის შემცირება.
სახსრები და კუნთები
­ კუნთების სპაზმი, კუნთების ტკივილი.
შარდგამომყოფი სისტემა
­ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების მწვავე უკმარისობა (შარდის წარმოქმნის შემცირებით და ორგანიზმში სითხისა და შლაკების დაგროვებით),
თირკმელების შემაერთებელი ქსოვილის ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი), შარდში გლუკოზის არსებობა.
სასქესო სისტემა
­ ერექციის დარღვევა.
სისტემური მოვლენები/სხვა
­ ზოგადი სისუსტე, მომატებული დაღლილობა, ტემპერატურის მომატება, წყურვილი.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენისს შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ
თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ნებილეტ® პლუსი 5/12,5 უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ნებივოლოლის ან ჰიდროქლოროთიაზიდის, ან პრეპარატი ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის ნებისმიერი სხვა
კომპონენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 2­ის ბოლო და პარაგრაფი 6);
• ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) სულფონამიდების სხვა წარმოებულების მიმართ (მაგალითად, ჰიდროქლოროთიაზიდი, რომელიც მიეკუთვნება
სულფონამიდების წარმოებულების კლასს);
• ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ­ერთი ან რამდენიმე:
­ ძალიან იშვიათი პულსი (წუთში 60­ზე ნაკლები);
­ გულის შეკუმშვათა რიტმის სხვა სერიოზული დარღვევა (მაგალითად, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიული ბლოკადა, მე­2 და მე­3
ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა);
­ ახლად გამოვლენილი ან დამძიმებული გულის უკმარისობა, სისხლძარღვთა უკმარისობის მკურნალობა გულის მწვავე უკმარისობის ფონზე გულის მუშაობის
გამაუმჯობესებელი ინტრავენური პრეპარატებით.
­ დაბალი არტერიული წნევა;
­ კიდურების სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევა;
­ არანამკურნალები ფეოქრომოციტომა – თირკმლის ზედა პოლუსის მიდამოში მდებარე სიმსივნე (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე);
­ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა (ანურია);
­ მეტაბოლური დარღვევები (მეტაბოლური აციდოზი), მაგალითად, დიაბეტური კეტოაციდოზი;
­ ასთმა ან სუნთქვის გაძნელება (ამჟამად ან წარსულში);
­ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
­ სისხლში კალციუმის მაღალი დონე, სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა, სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში,
რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;
­ შარდმჟავას მაღალი შემცველობა და პოდაგრის სიმპტომები;
• ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრები და ძუძუთი კვების პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებილეტ® პლუსი 5/12,5 უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
აღნიშნულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე. მსგავსი სიმტომების განვითარებისას უარი თქვით სატრანსპორტო
საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. შაქრის რომელიმე სახეობების მიმართ აუტანლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე
კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
• ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისას ან მათი განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს:
­ ტკივილი მკერდის ძვლის უკან, გამოწვეული გულის სისხლძარღვების მოულოდნელი სპაზმით (პრინცმეტალის სტენოკარდია);
­ გულის (ატრიოვენტრიკულური) I ხარისხის ბლოკადა (გულის კუნთში იმპულსების გატარების უმნიშვნელო დარღვევა, რომელიც ზეგავლენას ახდენს გულის რიტმზე);
­ გულის შეკუმშვათა სიხშირის გამოხატული დაქვეითება;
­ გულის არანამკურნალები ქრონიკული უკმარისობა;
­ სისტემური წითელი მგლურა (ორგანიზმის დამცავი იმუნური სისტემის დაავადება);
­ ფსორიაზი (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება აქერცლილი ვარდისფერი ლაქებით) ამჟამად ან წარსულში;
­ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა: ამ შემთხვევაში პრეპარატს შეუძლია გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატების შენიღბვა;
­ სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურების სისხლძარღვებში, მაგალითად, რეინოს დაავადება ან სინდრომი, ტკივილი სიარულისას, რომელიც გამოწვეულია
ქვედა კიდურების სისხლძარღვების შევიწროვებით.
­ ალერგია: პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს ალერგიული რეაქცია მტვერზე ან სხვა ალერგენებზე.
­ სუნთქცის ხანგრძლივი გაძნელება;
­ შაქრიანი დიაბეტი: პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირების სიმპტომები (მაგალითად, გულისცემის გაძლიერება ან
გახშირება) ან მოითხოვოს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის გაზრდა, ან სისხლში შაქრის დონის ხშირად შემოწმება;
­ თირკმელების ფუნქციის დარღვევა: მკურნალობის დროს ატარებენ თირკმელების ფუნქციის კონტროლს, რათა არ დაუშვან მისი გაუარესება; თირკმელების
ფუნქციის გამოხატული დარღვევისას ნებილეტ® პლუსი 5/12,5 უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი ~ნებილეტ® პლუსი 5/12,5 უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში~);
­ სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობისას და განსაკუთრებით გახანგრძლივებული Qთ ინტერვალის სინდრომის დროს (გადახრა ეკგ­ზე), ან საგულე
გლიკოზიდებით მკურნალობისას (გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები); სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითების
რისკი იზრდება ღვიძლის ციროზის დროს, შარდმდენი საშუალებებით მკურნალობისას, წყლის სწრაფი დაკარგვის დროს, ან საკვებთან კალიუმის
არასაკმარისი რაოდენობით მიღებისას;
­ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებისას ანესთეზიამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმ­ანესთეზიოლოგს, რომ თქვენ იღებთ ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ს.
• ნებილეტ® პლუს 5/12,5­ს შეუძლია გაზარდოს სისხლში ლიპიდების და შარდის მჟავას შემცველობა, ასევე შეცვალოს ელექტროლიტების კონცენტრაცია,
ამიტომ მკურნალობისას ტარდება სისხლის საკონტროლო ანალიზი.
• ჰიდროქლოროთიაზიდმა, რომელიც შედის პრეპარატ ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის შემადგენლობაში, შესაძლოა გაზარდოს კანის მგრძნობელობა მზის
სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ით მკურნალობის დროს გამონაყარის, ქავილის ან კანის მგრძნობელობის
მომატების შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს (იხ. ასევე პარაგრაფი 4).
• ანტიდოპინგური ტესტი: ნებილეტ® პლუსი 5/12,5 შეიძლება იყოს ანტიდოპინგური ტესტის დადებითი პასუხის მიზეზი.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების არასაკმარისი მონაცემების გამო პრეპარატის გამოყენება ამ ჯგუფის პაციენტთა
სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზირება
დანიშნული დოზის შეცდომით გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირ სიმპტომებს
და ნიშნებს წარმოადგენს ძალიან შენელებული პულსი (ბრადიკარდია), დაბალი არტერიული წნევა შესაძლოა გულის წასვლით, სუნთქვის გაძნელება (როგორც
ბრონქული ასთმის დროს), გულის მწვავე უკმარისობა, გახშირებული და დიდი რაოდენობით შარდვა შემდგომი გაუწყლოებით, გულისრევა და ძილიანობა,
კუნთების სპაზმი, გულის რიტმის დარღვევა (განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებთან ან არითმიების სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში
მიღებისას).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, აუცილებლად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გამოყენება ნებილეტ® პლუსი 5/12,5­თან არ შეიძლება, ხოლო სხვა პრეპარატები
შესაძლოა საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს (მაგალითად, დოზის კორექციას).
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ ნებილეტ® პლუსი 5/12,5­თან ერთად იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს: პრეპარატები, რომლებიც ისევე, როგორც
ნებილეტ® პლუსი 5/12,5, ზეგავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე და(ან) გულის მუშაობაზე:
• სისხლის წნევის საკონტროლო ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი,
დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, ფელოდიპინი, ფლეკანიდი, გუანფაცინი, ჰიდროქინიდინი, იბუტილიდი, ლაციდიპინი,
ლიდოკაინი, მექსილეტინი, მეთილდოპა, მოქსონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი,
სოტალოლი, ვერაპამილი).
• სედაციური საშუალებები და ფსიქოზების (ფსიქიკური დარღვევების) სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამილსულპირიდი, ბარბიტურატები
(რომლებიც გამოიყენება ასევე ეპილეფსიის სამკურნალოდ), ქლორპრომაზინი, თიამემაზინი, დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი,
ნარკოტიკული პრეპარატები, ფენოთიაზინი (რომელიც გამოიყენება ასევე გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად), პიმოზიდი, სულპირიდი,
სულტოპრიდი, თიორიდაზინი, თიაპრიდი, თრიპტორპერაზინი.
• დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი.
• საანესთეზიო საშუალებები, რომელიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების დროს
• ბრონქული ასთმის, ცხვირის დაცობის მოსახსნელი საშუალებები და თვალის გარკვეული დაავადებების, როგორიცაა გლაუკომა (მომატებული თვალშიდა
წნევა) სამკურნალო ან გუგის გამაფართოვებელი პრეპარატები.
პრეპარატები, რომელთა მოქმედება ან ტოქსიურობა შეიძლება გაიზარდოს ნებილეტ® პლუსი 5/12,5­თან კომბინაციაში:
• ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება გუნება­განწყობის ნორმალიზებისთვის).
• ცისაპრიდი (გამოიყენება საჭმლის მონელების პროცესების დარღვევების სამკურნალოდ).
• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ).
• დიფემანილი (გამოიყენება მომატებული ოფლდენის დროს).
• ინფექციების სამკურნალო პრეპარატები: ერითრომიცინი (ინტრავენური ან ინტრამუსკულური), პენტამიდინი და სპარფლოქსაცინი, ამფოტერიცინი და
პენიცილინი G (ნატრიუმის მარილი), გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის დროს). • ვინკამინი (გამოიყენება ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას).
• მიზოლასტინი და ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ).
• შარდმდენი და საფაღარათო საშუალებები.
• მწვავე ანთების სამკურნალო პრეპარატები: სტეროიდები (მაგალითად, კორტიზონი და პრედნიზონი), აკგჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი) და
სალიცილის მჟავას წარმოებულები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი და სხვა სალიცილატები).
• კარბენოქსოლონი (გამოიყენება გულძმარვისა და კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ).
• კალციუმის მარილები (გამოიყენება საკვები დანამატების სახით ძვლების გასამაგრებლად).
• კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები (მაგალითად, ტუბოკურარინი).• დიაქსოზიდი (გამოიყენება სისხლში შაქრის დაბალი შემცველობისაას და მომატებული არტერიული წნევის დროს).
• ამანტადინი (ანტივირუსული პრეპარატი).
• ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დამრგუნველი საშუალება).
• იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები (გამოიყენება კონტრასტული რენტგენოგრაფიისათვის).
• ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, ფტორურაცილი, მეთოტრექსატი).
პრეპარატები, რომელთა მოქმედება შეიძლება შემცირდეს ნებილეტ® პლუსი 5/12,5­თან კომბინაციაში გამოყენებისას: • პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს
სისხლში შაქრის შემცველობას (ინსულინი და შიგნით მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, მეტფორმინი).
• პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, პრობენიციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი).
• ნორადრენალინის მსგავსი პრეპარატები გამოიყენება დაქვეითებული არტერიული წნევის ან შენელებული პულსის დროს.
ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია შეამციროს
ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის ჰიპოტენზიური ეფექტი.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული მჟავიანობისა და წყლულოვანი დაავადების დროს (ანტაციდები):
ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, ანტაციდის ­ საკვების მიღებებს შორის ინტერვალში.
ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან უზმოზე, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღების დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს
თავბრუსხვევა ან გულის წასვლა. აღნიშნული მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის მიღების პერიოდის განმავლობაში თავის
შეკავება ნებისმიერი ალკოჰოლის მიღებისაგან, ღვინის, ლუდის ან მსუბუქი ალკოჰოლური კოქტეილების ჩათვლით.
შენახვის პირობები და ვადები
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
3 წელი. ნებილეტ® პლუსი 5/12,5­ის არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (~ვარგისია~), რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და
ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით)

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ