Neyro-B - ნეირო-B 3მლ 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 19,85 ლ რეგულარული ფასი 25,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
54345_2308
მწარმოებელი:
East African
არცერთი:
გამოყენების ჩვენებები ნევრიტების და ნევრალგიების მკურნალობა, როგორიც არის: - სამწვერა ნერვის ნევრალგია; - ნეკნთაშუა ნევრალგია; - იშიაზი...

გამოყენების ინსტრუქცია
ნეირო-ბი
NEYRO-B
სავაჭრო დასახელება: ნეირო-ბი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
შემადგენლობა: 3 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი)- 100მგ;
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 5მგ;
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)- 100მგ;
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)- 1მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირიტი, დიეთანოლამინი, საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები.
ათქ კოდი: A11DB
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეირო-ბი – B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებული პრეპარატი.
B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ავლენენ სასარგებლო მოქმედებას ნერვების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, მაღალ დოზებში გააჩნიათ ანალგეზიური მოქმედება, ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობენ ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზებას და სისხლის წარმოქმნის პროცესს.
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) – წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტიურ კომპონენტს. ფოსფორილირების პროცესების შედეგად ორგანიზმში გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს ბევრი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, ასევე სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესში. იცავს უჯრედების მემბრანებს ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების ტოქსიკური ზემოქმედებისგან.
ვიტამინი В2 (რიბოფლავინი) აუცილებელია უჯრედოვანი სუნთქვისთვის, სისხლის წითელი უჯრედების და დნმ-ის ფორმირებისთვის, რკინის მობილიზებისთვის. ის ასევე ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას (მათ შორის კანის უჯრედების). აგრეთვე ეხმარება სხვა მინერალების და ვიტამინების აბსორბციას, მაგ. რკინა, ფოლის მჟავა, ვიტამინი B3 და B6.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В6) ფოსფორილებული ფორმით შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ამინომჟავების დეკარბოქსილირების და ტრანსამინირების პროცესებში, ლიპიდურ ცვლაში. ის აუცილებელია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ერთმანეთის მოქმედების გაძლიერება, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. ვიტამინ В6-ის დეფიციტის დროს ფართოდ გავრცელებული მდგომარეობები სწრაფად კუპირდება ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ.
ციანოკობალამინი (ვიტამინი В12) აუცილებელია უჯრედოვანი მეტაბოლიზმის პროცესებისთვის. გავლენას ახდენს სისხლის წარმოქმნის პროცესზე (ანემიის საწინააღმდეგო შინაგანი ფაქტორი), მონაწილეობას ღებულობს ქოლინის, მეთიონინის, კრეატინინის, ნუკლეინის მჟავების წარმოქმნაში, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
თიამინის ჰიდროქლორიდი პარენტერული შეყვანის შემდეგ, სწრაფად აბსორბირდება ინექციის ადგილიდან და ვრცელდება ორგანიზმში. სისხლში კონცენტრაცია შედარებით დაბალია, ამასთან ერთად, პლაზმაში თიამინი ცირკულირებს თავისუფალი სახით, ხოლო ერითროციტებსა და ლეიკოციტებში – მისი ფოსფორული ეთერების სახით. ფოსფორილირება წარმოებს ღვიძლში. შედარებით აქტიურ ფოსრფორულ ეთერს წარმოადგენს თიამინდიფოსფატი, რომელსაც გააჩნია კოფერმენტული აქტივობა.
ვიტამინ В1-ის დაახლოებით 1მგ მეტაბოლიზდება ყოველდღიურად. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად. ნახევარდაშლის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს 0.35სთ-ს. თიამინის ჰიდროქლორიდის ორგანიზმში დაგროვება არ ხდება მისი ცხიმში დაბალი ხსნადობის გამო. გადაკვეთს ჰემატოენცეფალურ (ჰებ) და პლაცენტურ ბარიერს და გვხვდება დედის რძეში. ვიტამინი В2 შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. რიბოფლავინი აღწევს ორგანიზმის უმეტეს ქსოვილებში. ორგანიზმში ის გარდაიქმნება კოფერმენტ ფლავინ მონონუკლეოტიდად (ფმნ; რიბოფლავინ-5-ფოსფატი), ხოლო შემდგომ სხვა კოფერმენტ ფლავინ ადენინ დინუკლეოტიდად (ფად-ი). ფმნ-ის და ფად-ის დაახლოებით 60% უკავშირდება პლაზმის ცილებს. დოზის გაზრდასთან ერთად დიდი რაოდენობა გამოიყოფა ორგანინზმიდან შეუცვლელი სახით. რიბოფლავინი გადაკვეთს პლაცენტას და გვხვდება დედის რძეში. რიბოფლავინის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად.
ვიტამინი В6 ფოსფორილირდება და იჟანგება პირიდოქსალ-5-ფოსფატამდე. სისხლის პლაზმაში პირიდოქსალ-5-ფოსფატი და პირიდოქსალი უკავშირდება ალბუმინებს. უჯრედულ მემბრანაში გასავლელად ალბუმინთან დაკავშირებული პირიდოქსალ-5-ფოსფატი, ჰიდროლიზდება ტუტე ფოსფატაზას მეშვეობით პირიდოქსალად. ვიტამინის დაახლოებით 80% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ვრცელდება მთელ ორგანიზმში, გადაკვეთს პლაცენტას და გვხვდება დედის რძეში.
ორგანიზმი შეიცავს 40-150მგ ვიტამინ В6-ს, მისი ყოველდღიური ელიმინაციის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 1.7-3.6მგ, 2,2-2,4% შევსების სიჩქარის დროს.
დეპონირდება ღვიძლში და იჟანგება 4-პიროდოქსინის მჟავად, რომელიც აბდორბციიდან მაქსიმუმ 2-5 საათის შემდეგ გამოიყოფა შარდთან ერთად.
ვიტამინი В12 პარენტერული შეყვანის შემდეგ წარმოქმნის ტრანსპორტულ ცილოვან კომპექსებს, რომლებიც სწრაფად აბსორბირდება ღვიძლის, ძვლის ტვინის და სხვა ორგანოების მიერ. ვიტამინი В12 გვხვდება ნაღველში და მონაწილეობას ღებულობს ნაწლავ-ღვიძლის ცირკულაციაში, გადაკვეთს პლაცენტურ ბარიერს.
გამოყენების ჩვენებები
ნევრიტების და ნევრალგიების მკურნალობა, როგორიც არის:
- სამწვერა ნერვის ნევრალგია;
- ნეკნთაშუა ნევრალგია;
- იშიაზი;
- სარტყლისებრი სინდრომი (ლუმბაგო);
- პლექსიტი (კისრის და მხრის წნულის);
- ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების შედეგად განვითარებული რადიკულური ნევრიტი;
- პროზოპლეგია (სახის ნერვის დაზიანება).


გამოყენების წესი და დოზირება
ინტრამუსკულური გამოყენებისთვის.
მძიმე (მწვავე) შემთხვევებში: 1 ამპულა დღეში მწვავე სიმპტომების მოხსნამდე.
სიმპტომების შესუსტების ან საშუალო სიმძიმის სიმპტომების დროს: 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და მის მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნერვული გაღიზიანება, მოუსვენრობა.
კანის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ანაფილაქსიური შოკი.
გვერდითი მოვლენები უნდა გაქრეს მკურნალობის დასრულების შემდეგ. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

უკუჩვენებები
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს მაღალ დოზებში შეუძლია ლევოდოპას თერაპიული ეფექტის შემცირება.
ჰიდრალაზინთან ან იზონიაზიდთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს პირიდოქსინის მიმართ მოთხოვნილება.
რკინადეფიციტური ანემიის მქონე პაციენტებში B12 ვიტამინით მკურნალობის საპასუხოდ შეიძლება დაიბლოკოს ქლორამფენიკოლის თანმხლები გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და ნუ გამოყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

გამოშვების ფორმა
3მლ საინექციო ხსნარი ამპულებში. 5 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
ისთ აფრიკან (ინდია) ოვერსიზ
1, ფარმასითი, სელაქუი, დეჰრადუნი (ინდოეთი)
“ლაიფ ფარმა სისტემს” ლლპ-ის შეკვეთით
41 დუკეს ქუჩა, ედინბურგი, EH68HH, გაერთიანებული სამეფო

 

 

 

 

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ