RYTMOCARD - რითმოკარდი 150მგ 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 46,81 ლ რეგულარული ფასი 49,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
38563_68
მწარმოებელი ქვეყანა:
ბულგარეთი
მწარმოებელი:
არცერთი:
ჩვენება: გამოიყენება გულის რითმის მკურნალობისა და დარღვევის პროფილაქტიკისათვის.

რიტმოკარდი® 150 მგ, გარსით დაფარული ტაბლეტი
რიტმოკარდი® 300 მგ, გარსით დაფარული ტაბლეტი
ღYთMOჩAღD® 150 მგ ფილმ-ცოატედ ტაბლეტს
ღYთMOჩAღD® 300 მგ ფილმ-ცოატედ ტაბლეტს
(პროპაფენონის ჰიდროქლორიდი) პროპაფენონე ჰყდროცჰოცჰლორიდე

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წა-კით¬ხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო პრეპარატი პირადად თქვენთვისაა განკუთვნილი. არ გადასცეთ ის სხვას. მას პრეპარატმა შეიძლება ავნოს, მაშინაც კი, როცა იგივე სიმპტომები აქვს, რაც თქვენ.
თუ ინსტრუქციაში აღწერილმა რომელიმე გვერდითმა ეფექტმა სერიოზული სახე მიიღო ან გამოვლინდა სხვა ისეთი გვერდითი მოქმედება, რომელიც ამ ჩანართში აღწერილი არ არის, უცილობლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს ფურცელ-ჩანართში აღწერილია:
1. რა არის რიტმოკარდი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა გავითვალისწინოთ რიტმოკარდის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ რიტმოკარდი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. რიტმოკარდის შენახვა
6. დამატებითი ინფორმაცია.

რა არის რიტმოკარდი და რისთვის გამოიყენება ის
რიტმოკარდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება პროპაფენონს. ის შედის სამკურნალო პრეპა¬რა¬ტების ჯგუფში, რომელსაც ანტიარითმიული ეწოდება . პრეპარატი აღადგენს ნორმალურ გუ¬ლის რითმს მისი დარღვევისას – გულის აგზნებადობასა და გამტარობაზე ზე¬მოქ¬მე¬დე¬ბით. გამოიყენება გულის რითმის მკურნალობისა და დარღვევის პროფილაქტიკისათვის.

რიტმოკარდის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ რიტმოკარდი:
• თუ გაქვთ ალერგია რიტმოკარდის აქტიური ნივთიერების ან მისი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
• თუ გაქვთ გულის უკმარობა ან გულის მხრიდან სხვა დარღვევები, არასწორი გულის რითმის გარდა;
• თუ გაქვთ გულის მოქმედების შენელება ან ჰიპოტენზია (დაბალი სისხლის წნევა);
• თუ გაქვთ ელექტროლიტური წონასწორობის გამოხატული დარღვევა (მაგა-ლი¬თად, კალიუმის დონისა);
• თუ გაქვთ ფილტვის მძიმე ობსტრუტციული დაავადება (მაგალითად, ბრონ-ქია¬ლუ¬რი ასტმა);
• თუ გაქვთ კუნთების სისუსტე (დაავადება, რომელსაც ჰქვია „მიასთენია გრავის“).

რიტმოკარდის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
რიტმოკარდით მკურნალობისას აცნობეთ მკურნალ ექიმს:
• თუ იმპლანტირებული გაქვთ ფეისმეიკერი; აუცილებელია მისი ფუნქციის შემოწმება და საჭიროებისამებრ ხელახლა დაპროგრამირება.
• თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმლის ან ფილტვის დაავადება;
• ქირურგიულ ან სტომატოლოგიური ჩარევამდე აცნობეთ ექიმს, რომ რიტმოკარდს იყენებთ, ვინაიდან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოსაყენებელ გაუტკივარ საშუალებათა ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.
2. სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ, უცილობლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა.
რიტმოკარდმა შეიძლება შეცვალოს შემდეგი სამკურნალო პრეპარატების მოქმედება ან, პირიქით, ამ პრეპარატებმა შეცვალოს მისი მოქმედება:
• გულის მუშაობაზე მოქმედი სხვა სამკურნალო პრეპარატები – ისეთი, როგორიცაა დიგოქსინი, ქინიდინი;
• სისხლის შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები (ვარფარინი);
• ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ერითრომიცინი, რიფამპიცინი);
• გულის რითმისა და/ან შეკუმშვის დამთრგუნავი სამკურნალო პრეპარატები – ისეთი, რო¬გორიცაა ბეტა-ბლოკატორები (პროპრაგოლოლი, მეტაპროლოლი), კალ¬ციუ¬მის ანტაგონისტები (ვერაპამილი, დილტიაზემი);
• ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატები – ისეთი, როგორიცაა რიტონავირი;
• ტრიციკლური და სხვა ანტიდეპრესანტები (ამიტრიპილინი, დეზიპრამინი, ვენ¬ლაფაქსინი);
• ციმეტიდინი (წყლულის სამკურნალოდ), ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ და ართრიტის, ფსორიაზის სამკურნალოდ), ტეო¬ფი¬ლი¬ნი (გამოიყენება ასტმის სამკურნალოდ), კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება), ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალოდ).

რიტმოკარდის გამოყენება კვების პროდუქტებთან და სასმელებთან:
თუ რიტმოკარდს იყენებთ, თავი შეიკავეთ გრეიფრუტის წვენის მოხმარებისაგან. მან შეიძლება გაზარდოს პროპაფენონის პლაზმური დონე.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
პროპაფენონი პლაცენტარულ ბარიერს არღვევს, ამიტომ ორსულობის პერიოდში ამ სამ¬კურ¬ნალო პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა მო¬სა¬ლოდ¬ნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის ზიანის მიყენების პოტენ¬ციურ რისკს.
პროპაფენონი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ მეძუძური დედის ამ პრეპარატით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთ კვება შესაწყვეტია.
სატრანსპორტო საშუალებებს მართვადა მექანიზმებთან მუშაობა
ზოგიერთ შემთხვევაში, რაც დამოკიდებულია ინდივიდუალურ ამტანობაზე, რიტმოკარდმა შე¬¬იძლება გამოიწვიოს თავბრუდახვევა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა. რიტ¬მო¬კარ¬დმა შეიძლება შეანელოს რეაქცია, სატრანსპორტო საშუალების, მექანიზმის მართვის ან სა¬შიშ პირობებში მუშაობის უნარის დარღვევამდეც კი. ეს განსაკუთრებით ვლინდება მკურ¬ნალობის დასაწყისში, აგრეთვე დოზის მომატების, ალკოჰოლთან ერთად მიღების შემ¬თხვევაში, აგრეთვე მაშინ, როცა მკურნალობის პროცესში რიტმოკარდი სხვა სამ¬კურ¬ნალო პრეპარატის ნაცვლად დაინიშნა.
ინფორმაცია რიტმოკარდის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ
სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში ხორბლის სახამებელი შედის. არ შეიცავს რისკს ცელიაკიის მქონე პირთათვის. ხორბალზე ალერგიის (ცელიაკიისაგან გან¬სხვა-ვე¬ბუ¬ლი) შემთხვევაში არ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

2. როგორ გამოიყენება რიტმოკარდი
რიტმოკარდი ყოველთვის გამოიყენება მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმე ეჭვი გაგიჩნდათ, მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
ანტიარითმული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დაწყება მკაცრ ზედამხედ¬ვე¬ლო¬ბას მოითხოვს და უნდა ჩატარდეს ისეთ საავადმყოფო დაწესებულებაში, სადაც არის გა¬დაუდებელი მკურნალობისათვის საჭირო აპარატურა და მონიტორინგული კონ¬ტრო¬ლის შესაძლებლობა.
ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალური დოზის დადგენა ხდება კარდიოლოგის მეთვალყურეობით, ელექტროკარდიოგრამისა და არტერიული წნევის მრავალჯერადი კონტროლით, შეძლებისამებრ – სამკურნალო დაწესებულებაში.
მკურნალობის დროს აუცილებელია საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება.
ტაბლეტი მიიღეთ ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მიაყოლეთ საკმარისი რაოდენობის წყალი (ამ მიაყოლოთ გრეიფრუტის წვენი).
საწყისი და შესანარჩუნებელი მკურნალობისას რეკომენდებულია სადღეღამისო დოზა 450 მგ, გაყოფილი სამ მიღებად, 8-საათიანი დროის ინტერვალით. საჭიროებისამებრ და თე¬რა¬პიული ეფექტის არარსებობისას 3-4 დღეში შეიძლება დოზის მომატება მაქ¬სი¬მა¬ლურ დო¬ზამდე – 900 მგ, დღეში 3-ჯერ, 8-საათიანი ინტერვალით.
დაბალი სხეულის მასის (70 კგ-ზე ნაკლები), ხანდაზმულობის და თირკმლის ან ღვიძლის დაავადების შემთხვევაში საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება.
შეთავაზებული რიტმოკარდის დოზის ფორმა – რიტმოკარდი, გარსით დაფარული ტაბ¬ლე¬ტი 150 მგ და 300 მგ, არ არის განკუთვნილი სწორი დოზირებისათვის ბავშვებს შორის.

თუ მიიღეთ რიტმოკარდის ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ რიტმოკარდის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას.

თუ გამოტოვეთ რიტმოკარდის დოზა
თუ გამოტოვეთ რიტმოკარდის ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. მაგრამ თუ უკ¬ვე თითქმის შემდეგი დოზის მიღების დრო დგება, მიიღეთ ის ჩვეულებისამებრ. არ გა¬მო¬ი¬ყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით, ვინაიდან ეს ზრდის გვერ¬დითი მოქმედების გამოვლენის შესაძლებლობას. გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ რიტმოკარდის მიღება
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე!
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან ნებისმიერ დამატებით საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა პრეპარატების მსგავსად, რიტმოკარდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქ-მე¬დე¬ბა, თუმცა არა ყველა პაციენტთან.
ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოქმედება: მადის დაკარგვა, გუ-ლის¬რე¬ვა, პირის სიმშრალე, მწარე გემო, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, მუც¬ლის შებერვა, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუდახვევა, არტერიული წნევის შემცირება, გუ¬ლის რითმის დარღვევის გაძლიერება.
უფრო იშვიათად აღინიშნება: კოშმარი, ძილის დარღვევა, შფოთვა, ცნობიერების არევა, ტრე¬მორი, კრუნჩხვა.
იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქცია – კანის გაწითლება, ქავილი ან გამონაყარი.
ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება ღვიძლი დააზიანოს. დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურ¬ნალ ექიმს, თუ უმნიშვნელო ტრავმის დროს ლები (დალურჯებული ადგილი) გიჩნდებათ ან ხშირად გაქვთ ანგინა მაღალი ტემპერატურით.
შესაძლებელია ღვიძლის მაჩვენებლების შეცვლა, სიყვითლე, ღვიძლის მედი¬კა-მენტო¬ზუ¬რი დაზიანება (შექცევადი მკურნალობის შეწყვეტისას).
თუ ნებისმიერმა გვერდითმა მოქმედებამ სერიოზული სახეს მიიღო ან გამოვლინდა სხვა ისეთი გვერდითი მოქმედება, რომელიც ამ ჩანართში აღწერილი არ არის, უცილობლად აც¬ნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ რიტმოკარდი
შეინახეთ პრეპარატი ორიგინალური შეფუთვით, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ტემპერატურა არ უნდა იყოს 250С-ზე ნაკლები.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ რიტმოკარდი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გას¬ვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია სამკურნალო პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარ¬ჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორც უნდა განადგურდეს უვარგისი სამკურნალო პრეპარატი. ეს გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს რიტმოკარდი
აქტიური შემადგენელი ნივთიერება: (პროპაფენონის ჰიდროქლორიდი) პროპაფენონე ჰყდროცჰოცჰლორიდე – 150 მგ ან 300 მგ.
სხვა შემადგენელი ნივთიერებები:
გარსით დაფარული ტაბლეტი, 150 მგ: ხორბლის სახამებელი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ნატრიუმის გლიკოლატი, А ტიპის სახამებელი, ოპანდრიუმი II ყვითელი (Е 172, Е 171, Е 464).
გარსით დაფარული ტაბლეტი, 300 მგ: ხორბლის სახამებელი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ნატრიუმის გლიკოლატი, А ტიპის სახამებელი, ოპანდრიუმი II ყვითელი (Е 171, Е 464).

რიტმოკარდის შეფუთვა
გარსით დაფარული ტაბლეტი, 150 მგ: მრგვალი, ორივე მხრიდან ამოზნექილი ტაბლეტი, დიამეტრით 9 მმ, 10 გარსით დაფარული ტაბლეტი პოლივინილქლორიდის გარსით ან ალუ¬მინის ფოლგისაგან დამზადებულ ბლისტერში; 5 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს ყუთში.
გარსით დაფარული ტაბლეტი, 150 მგ: მრგვალი, ორივე მხრიდან ამოზნექილი ტაბლეტი, დიამეტრით 11 მმ, 10 გარსით დაფარული ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აფსკისაგან ან ალუმინის ფოლგისაგან დამზადებულ ბლისტერში; 3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს ყუთში.
გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ბულგარეთი, 1220, სოფია
ილიენსკის გზატკეცილი, 16.

მეტი ინფორმაცია
Units50
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ