Fiziotenz - ფიზიოტენზი 0.4მგ 14 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 25,20 ლ რეგულარული ფასი 36,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
5651_2710
მწარმოებელი ქვეყანა:
საფრანგეთი
მწარმოებელი:
Mylan Laboratories
არცერთი:
გამოყენების ჩვენება არტერიული ჰიპერტენზია .

სავაჭრო დასახელება : ფიზიოტენზი ®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : მოქსონიდინი

მედიკამენტის ფორმა : გარსით დაფარული ტაბლეტი

 

შემადგენლობა

გარსით დაფარული 0,2 მგ 1 ტაბლეტი შეიცავს :

აქტიურ ნივთიერებას : მოქსონიდინი 0,2 მგ .

დამხმარე ნივთიერებებს : ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95,80 მგ ; პოვიდონი – 0,70 მგ ; კროპსოვიდონი -  3,00 მგ , მაგნიუმის სტეარატი – 0,30 მგ , ჰიპრომელოზა – 1,30 მგ , ეთილცელულოზა – 4,00 მგ ,მაკროჰოლი 6000 – 0,25 მგ , ტალკი – 0,9975 მგ , რკინის წითელი ოქსიდი ( E17 2) – 0,0025 მგ , ტიტანისდიოქსიდი (E171 ) – 1,25 მგ .

 

გარსით დაფარული 0,3 მგ ოდენობის 1 ტაბლეტი შეიცავს :

აქტიურ ნივთიერებას : მოქსონიდინი 0,3 მგ .

დამხმარე ნივთიერებას : ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95,70 მგ ; პოვიდონი – 0,70 მგ ; კროპსოვიდონი -  3,00 მგ , მაგნიუმი სტეარატი – 0,30 მგ , ჰიპრომელოზა – 1,30 მგ , ეთილცელულოზა – 4,00 მგ ,მაკროჰოლი 6000 – 0,25 მგ , ტალკი – 0,975 მგ , რკინის წითელი ოქსიდი ( E17 2) – 0,0025 მგ , ტიტანისდიოქსიდი (E171 ) – 1,25 მგ .

 

გარსით დაფარული 0,4 მგ ოდენობის 1 ტაბლეტი შეიცავს :

აქტიურ ნივთიერებას : მოქსონიდინი 0,4 მგ .

დამხმარე ნივთიერებას : ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95,60 მგ ; პოვიდონი – 0,70 მგ ; კროპსოვიდონი -  3,00 მგ , მაგნიუმი სტეარატი – 0,30 მგ , ჰიპრომელოზა – 1,30 მგ , ეთილცელულოზა – 4,00 მგ ,მაკროჰოლი 6000 – 0,25 მგ , ტალკი – 0,875 მგ , რკინის წითელი ოქსიდი ( E17 2) – 0,125 მგ , ტიტანისდიოქსიდი (E171 ) – 1,25 მგ .

 

აღწერა

მრგვალი , ორმხრივამობურცული , გარსით დაფარული ტაბლეტები .

0,2 მგ შემცველი ტაბლეტები – ღია ვარდისფერი შეფერილობის ერთ მხარეს არსებული აღნიშვნით “0,2”.

0,3 მგ შემცველი ტაბლეტები – ღია წითელი შეფერილობის ერთ მხარეს არსებული აღნიშვნით “0,3”.

0,4 მგ შემცველი ტაბლეტები – წითელი შეფერილობის ერთ მხარეს არსებული აღნიშვნით “0,4”.  

განივ ჭრილზე მოჩანს ორი შრე .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალება .

კოდი ათქ (C02AC05).

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

მოქსონიდინი შერჩევითად მოქმედებს იმიდაზოლურ I1- რეცეპტორებთან , რომლებიც განლაგებულნიარიან თავის ტვინის ღეროში , რის შედეგადაც ხდება სიმპათიკური აქტივობის დათრგუნვა . მოქსონიდინსაქვს გამოხატული აფინურობა იმიდაზოლინის I1 რეცეპტორების მიმართ და მხოლოდ უმნიშვნელოდუკავშირდება ცენტრალურ α 2- ადრენორეცეპტორებს . ამ უკანასკნელთან ურთიერთქმედებითგამოწვეულია პირის სიმშრალე და სედატიური ეფექტი .

ამცირებს ქსოვილების რეზისტენტობას ინსულინის მიმართ .

 

ჰემოდინამიკაზე მოქმედება : მოქსონიდინის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების შედეგადგამოწვეული სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება დაკავშირებულიპერიფერიულ სისხლძარღვებზე სიმპათიკური სისტემის პრესორული მოქმედების შემცირებით ,სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებით , თუმცა გულისცემის სიხშირის შემცირებამნიშვნელოვნად არ იცვლება .

 

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა :

აბსორბცია – 90%. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (0,2 მგ ოდენობის შემცველი ტაბლეტისმიღების შემდეგ ) შეადგენს 1,4-3 ნგ / მლ და მიიღწევა 60 წუთი შემდეგ . ბიოშეღწევადობა – 88%. საკვებისმიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე .

განაწილება

განაწილების მოცულობა 1,4-3 ლ / კგ . აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში . სისხლის ცილებთან კავშირიშეადგენს 7,2%.

მეტაბოლიზმი

ძირითადი მეტაბოლიტებია : 4,5 დიჰიდრომოქსიდინი და გუანიდინის წარმოებულები .

გამოყოფა

მოქსონიდინის და მისი მეტაბოლიტების ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 2,5 და 5 საათს დოზისშესაბამისად . 24 საათის განმავლობაში მოქსონიდინის 90% გამოიყოფა თირკმელებით , დაახლოებით 78%შეუცვლელი სახით და 13% დიჰიდროგენიზირებუი მოქსონიდინის სახით . დოზის 1%- ზე ნაკლებიგამოიყოფა განავლით . მოქსონიდინი არ აკუმულირდება ხანგრძლივი გამოყენებისას .

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ ასაკში

ადგილი აქვს ფარმაკოკინეტიკის ცვლილებას ხანდაზმულ ასაკში , რაც თავის მხრივ , განპირობებულიუნდა იყოს მეტაბოლიზმის აქტივობის დაქვეითებით ან / და მოქსონიდინის შედარებით მაღალიბიოშეღწევადობით ხანდაზმულ ასაკში . თუმცა ეს ფარმაკოკინეტიური განსხვავებები კლინიკურადმნიშვნელოვანი არაა არის .

ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობისას

მოქსონიდინის გამოყოფა მნიშვნელოვანწილად კორელირებს კრეატინინის კლირენსთან . ზომიერადგამოხატული თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინტებში ( კრეატინის კლირენსი 30-60 მლ / წთ ) სისხლშიმისი კონცენტრაცია და საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 და 1,5- ჯერ უფრო მეტია ,ვიდრე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ნორმალურიფუნქცია ( კრეატინინის კლირენსი >90 მლ / წთ ). თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი

 

გამოყენების ჩვენება

არტერიული ჰიპერტენზია .

 

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ;

სინუსური სისუსტის სინდრომი , გამოხატული ბრადიკარდია ;

18 წლამდე ასაკი ( ეფექტურობა და უსაფთხოობა არ არის დადგენელი ).

 

სიფრთხილით ინიშნება : თირკმლის ქრონიკული მძიმე უკამრისობა , ღვიძლის გამოხატული უკმარისობა– უცნობია პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოობა ; ჰემოდიალიზი .

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს , მაგრამსიფრთხილეა საჭირო ორსულებში ფიზიოტენზის დანიშვნისას .   

 

მოქსონიდინი აღწევს რძეში , რის გამოც ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება უნდა შეწყდეს .

 

გამოყენების ფორმა და დოზები

პერორალურად , საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად .

შემთხვევათა უმრავლესობაში ფიზიოტენზის საწყისი დოზა შეადგენს 0,2 მგ დღეში ; მაქსიმალურიდღიური დოზა , რომელიც იყოფა 2 მიღებაზე , შეადგენს 0,6 მგ - ს . მაქსიმალური ერთჯერადი დოზაშეადგენს 0,4 მგს .

საწყისი დღიური დოზა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ( კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ /წთ ) და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში შეადგენს 0,2 მგ . მაქსიმალური დღიური დოზა ამშემთხვევაში შეადგენს 0,4 მგ - ს .

 

გვერდითი მოქმედება

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ :         თავის ტკივილი , თავბრუსხვევა ძილიანობა , ძილისდარღვევა .

გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ :            არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება ,ორთოსტატული ჰიპოტენზია .

კუჭ - ნაწლავის მხრივ :                           პირის სიმშრალე , გულისრევა .

კანის და კანქვეშა ცხიმოვანის მხრივ :            გამონაყარი , ქავილი , ანგიონევროზული შეშუპება

ზოგადად :                                      ასთენია .

 

ეს სიმპტომები თანდათან მცირდება თერაპიის პირველი კვირის შემდეგ .

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები : თავის ტკივილი , სედაცია , ძილიანობა , არტერიული წნევის მკვეთრი

დაქვეითება , თავბრუსხვევა , ზოგადი სისუსტე , ბრადიკარდია , პირის სიმშრალე ,

გულისრევა , დაღლა და ტკივილი კუჭის არეში . პოტენციურად შესაძლებელია

არტერიული წნევის ხანმოკლე გაზრდა , ტაქიკარდია , ჰიერგლიკემია .

მკურნალობა : სპეციფიკური   ანტიდოტი არ არსებობს .

ჰიპოტონიის შემთხვევაში რეკომენდირებულია მოცირკულირე სისხლის

მოცულობის გაზრდა სითხის გადასხმის და დოპამინის მიღების ხარჯზე .

ბრადიკარდია შესაძლებელია მოიხსნას ატროპინით .

ალფა - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებით შესაძლებელია

მოქსონიდინით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის მოხსნა .

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

მოქსონიდინი შეიძლება დაინიშნოს თიაზიდურ დიურეზულებთან და კალციუმის

“ ნელი ” არხების ბლოკატორებთან ერთად   მოქსონიდინის და ან სხვა ანტიჰიპერტენზიულსაშუალებათან ერთდროული გამოყენება აძლიერებს მის მოქმედებას . მოქსონიდინის დანიშვნაჰიდროქლორთიაზიდთან , გლიბენკლამიდთან ( გლიბურიდთან ) ან დიგოქსინთან ერთად არ იწვევსფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას .

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები შესაძლებელია იწვევდნენ ცენტრალურად მოქმედიანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტის შემცირებას .

მოქსონიდინი   ლორაზეპამთან ერთად მიღებისას ზომიერად ამცირებს პაციენტების კოგნიტურშესაძლებლობებს .

ბენზოდიაზეპინებთან ერთად მოქსონიდინის დანიშვნამ შესაძლებელია გააძლიეროს ამ უკანასკნელისსედაციური ეფექტი .

მოქსონიდინის და მოკლობემიდის ერთდროული დანიშვნა არ იწვევს ამ მედიკამენტების მოქმედებისმხრივ ფარმაკოდინამიურ ცვლილებებს .

 

განსაკუთრებული მითითებები

ბეტა - ბლოკატორების და ფიზიოტენზის ერთდროული გამოყენებისას მათი მოხსნის აუცილებლობისშემთხვევაში იხსნება ჯერ ბეტაბლოკატორები და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ – ფიზიოტენზი .

არაა რეკომენდებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და მოქსონიდინის ერთდოული დანიშვნა .მკურნალობის პერიოდში აუცილებელია არტერიული წნევის , გულის შეკუმშვათა A სიხშირის და ეკგრეგულარული კონტროლი .

მოქსონიდინი შესაძლებელია დაინიშნოს თიაზიდურ დიურეზულებთან , აგფ - ინჰიბიტორებთან დაკალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან ერთად .

ფიზიოტენზის მოხსნა ხდება თანდათანობით .

გალაქტოზის აუტანლობის , ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზო - გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათიმემკვიდრეობითი პათოლოგიის დროს პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ არის .

 

ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე გავლენა

მონაცემები მოქსონიდინის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტომობილის და სხვადასხვა მექანიზმებისმართვაზე უცნობია . ზოგჯერ აღინიშნება ძილიანობა და თავბრუსხვევა , რაც გასათავლისწინებელიაზემოაღნიშნული მოქმედებების შესრულებისას .

 

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები 0,2; 0,3, 0,4 მგ .

14 გარსით დაფარული ტაბლეტი ფირფიტაში ; 1, 2 ან 7 ფირფიტა მეიდკამენტის გამოყენების შესახებინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში .  

 

შენახვის პირობები

სია ბ .

არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე (0,2 მგ ტაბლეტებისათვის )

არაუმეტეს 300 C ტემპერატურაზე (0,3 მგ და 0,4 მგ ტაბლეტებისათვის ).

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას !

 

 

შენახვის ვადა

2 წელი (0,2 მგ დოზირების ტაბლეტებისათვის ).

3 წელი (0,3; 0,4 მგ დოზირების ტაბლეტებისათვის ).

 

ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე .

არ გამოიყენოთ შეფუთვეზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით .

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ