Demantin - დემანტინი 10მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 54,09 ლ რეგულარული ფასი 70,25 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
53546_638
მწარმოებელი:
Abdi Ibrahim
არცერთი:
ჩვენებები დემანტინი გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების საშუალო და მძიმე ფორმების დროს.
შემადგენლობ
აქტიური ინგრედიენტი: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 10 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს,  რომელიც 8,31 მგ მემანტინის ექვივალენტურია
ექსციპიენტები: ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ავიცელი Ph 102,  აეროსილი 200, მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გარსი: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეტილენგლიკოლი 3350, ტალკი.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
 
გლუტამატერგული ნეირიოტრანსმისიის დისფუნქცია (განსაკუთრებით 
N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორების დონეზე), როგორც ფიქრობენ, მონაწილეობს ნეიროდეგენერაციული დემენციების (მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადების) სიმპტომატიკის განვითარებასა და თვითონ დაავადების პროგრესირებაში. გლუტამატის დონის პათოლოგიური მომატება საფუძვლად უდევს ნეირონულ დისფუნქციას.
მემანტინი, როგორც ანტიდემენციური საშუალება,  არის NMDA რეცეპტორების არაკონკურენტული ანტაგონისტი, რომელიც აბლოკირებს ჭარბი გლუტამატის ეფექტებს და აღადგენს ნერვული იმპულსის ფიზიოლოგიურ ტრანსმისიასა და მეხსიერებას. 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მემანტინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100 %-ს. პრეპარატის Tmax მაჩვენებელი არის 3-8 საათი. საკვების მიღება გავლენას არ ახდენსმემანტინის შეწოვაზე.  მემანტინის სტაბილური პლაზმური კონცენტრაციები (70-150 ნგ/მლ) მიიღწევა 20 მგ დღიური დოზებით და ეს მაჩვენებლებივარირებს ინდივიდუალურად. 5-30 მგ დღიური დოზების მიღების ფონზე ცერებროსპინალურ სითხეში და სისხლის შრატში აქტიური ინგრედიენტისკონცენტრაციების შეფარდება არის 0,52. მემანტინის განაწილების მოცულობაა 10 ლ/კგ და პლაზმის პროტეინებთან დაკავშირების კოეფიციენტი – 45%.

პერორალური მიღების შემდეგ მიღებული დოზის 80% უცვლელი ფორმით გვხვდება სისხლში. მემანტინის ძირითადი მეტაბოლიტია N-3,5- დიმეთილ-გლუდანტანი, -4 და –6 ჰიდროქსი მემანტინის შერეული იზომერი და 1-ნიტროზო- 3,5-დიმეთილ ადამანტანი. აღნიშნულ მეტაბოლიტებს არა აქვთ ანტი -NMDA აქტივობა. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ  მემანტინი ციტოქრომ P450 სისტემით არ მეტაბოლიზდება.

მემანტინის ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს (T1/2) 60 – 100 საათს. მიღებული დოზის 84% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.მემანტინის თირკმლისმიერი კლირენსი გაშუალედებულია ტუბულარული სეკრეციითა და ტუბულარული რეაბსორბციით. ტუტე შარდის შემთხვეავაში(pH = 7-9), მემანტინის ექსკრეცია შეიძლება შემცირდეს. შარდის გატუტიანების მიზეზი შეიძლება იყოს კვების რეჟიმის რადიკალური შეცვლა (მაგ.ხორცით მდიდარი დიეტიდან გადასვლა ბოსტნეულით მდიდარ დიეტაზე, ან ანტაციდების ჭარბი გამოყენება).

ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკის კორელაცია:

მემანტინის დღეში 20 მგ დოზა  საკმარისია მისი ადეკვატური კონცენტრაციის მისაღწევად ცერებრო-სპინალურ სითხეში.

ჩვენებები

დემანტინი გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების საშუალო და მძიმე ფორმების დროს.

 

უკუჩვენებები

დემანტინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მემანტინის ჰიდროქლორიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი.

 

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში მისი ფარმაკოლოგიური თვისებებიდან და ცალკეული შემთხვევებიდან გამომდინარე.

დემანტინი არ გამოიყენება სხვა NMDA ანტაგონისტებთან ერთად, როგორიცაა ამანტადინი, კეტამინი და დექსტრომეთორფანი. აღნიშნული სუბსტანციებიც მოქმედებენ იმავე რეცეპტორებზე, რომელზეც მემანტინი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (განსაკუთრებით ცნს მხრივ).

შარდის PH გაზრდის შემთხვევაში (ხორცით მდიდარი დიეტიდან გადასვლა ბოსტნეულით მდიდარ დიეტაზე, ან ანტაციდების ჭარბი გამოყენება, ან ტუბულარული აციდოზი ან პროტეუსით გამოწვეული საშარდე სისტემის სერიოზული ინფექცია) პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ ინტენსიური მონიტორინგი.

პაციენტები ახალგადატანილი მიოკრადიუმის ინფარქტით, ან შეგუბებითი გულის უკმარისობით (NYHA III-IV) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით არ იყვნენ ჩართულები მემანტინის კვლევებში. ამიტომ ამ კონტინგენტში მემანტინის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ეს პაციენტები საჭიროებენ ინტენსიურ მონიტორინგს.

პედიატრიული პაციენტები: ბავშვებში მემანტინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ადექვატური და კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა სამედიცინო ლიტერატურაში უკვე მრავლადაა მონაცემები მემანტინის ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შესახებ აუტიზმითა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობითა დაავადებულ ბავშვებში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის კატეგორია B. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ფეტალური განვითარების შეფერხება მემანტინის ადამიანების დოზების ექვივალენტური ან ოდნავ უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას. ცნობილი არ არის რამდენად ასახავს ეს მონაცემები რისკს ადამიანებში. შესაბამისად, მემანტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში, თუ არ არის აუცილებელი ჩვენება.

მემანტინის მიღებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მემანტინით მკურნალობის დროს პაციენტის რაქციები შეიძლება შეიცვალოს, რაც მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე.

გვერდითი ეფექტები
მემანტინით მკურნალობისას საშუალო და მძიმე დემენციის მქონე პაციენტში გვერდითი ეფექტების სიხშირე პრაქტიკულად არ განსხვავდება პლაცებოსგან  და აღნიშნული გვერდითი მოვლენები, როგორც წესი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.
მემანტინის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია (> 4%) :

 

მემანტინი

n= 299 (%)

პლაცებო

n= 288(%)

შფოთვა

27(9)

50(17,4)

დაზიანება

20(6,7)

20(6,9)

შარდის შეუკავებლობა

17(5,7)

21(7,3)

დიარეა

16(5,4)

14(4,9)

ინსომნია

16(5,4)

14(4,9)

თავბრუსხვევა

15(5)

8(2,8)

თავის ტკივილი

15(5)

9(3,1)

ჰალუცინაცია

15(5)

6(2,1)

დაცემა

14(4,7)

14(4,9)

ყაბზობა

12(4)

13(4,5)

ხველა

12(4)

17(5,9)

პოსტმარკეტინგული მონაცემები:
მემანტინის გამოყენებისას გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია (1-10 % ფარგლებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი): ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სისუსტე.
მემანტინის გამოყენებისას გამოვლენილი ყველაზე არახშირი გვერდითი ეფექტებია (0,1-1 % ფარგლებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი): აღგზნებულობა, ჰიპერტონია, გულისრევა, ცისტიტი და ლიბიდოს გაძლიერება.
გულყრები აღინიშნა ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ კონვულსიები და ეპილეფსიისადმი განწყობა.
 
არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
 
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მემანტინთან ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს  L-დოპას, დოფამინერგული აგონისტების და ანტიქოლინერგული აგენტების ეფექტი. ბარბიტურატებისა და ნეიროლეფსურების ეფექტი შეიძლება შემცირდეს მემანტინთან ერთად მიღებისას. ერთდროული მიღებისას მემანტინმა შეიძლება გაზარდოს ანტისპაზმური აგენტების, დანტროლენის ან ბაკლოფენის ეფექტი, და ასეთ შემთხვევაში საჭიროა ამ აგენტების დოზის კორექცია. 
არ არის სასურველი მემანტინის დანიშვნა სხვა NMDA ანტაგონისტებთან ერთად, როგორიცაა ამანტადინი, კეტამინი და დექსტრომეთორფანი, ფარმაკოტოქსიკური ფსიქოზის განვითარების რისკის არსებობის გამო .
წამლები, რომლებიც იყენებენ იგივე რენულ კათიონურ სისტემას (ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი და ნიკოტინი) ურთიერთქმედებს მემანტინთან და ზრდის სისხლში მის დონეს. მემანტინთან ერთად გამოყენებისას მცირდება ჰიდროქლორთიაზიდის ექსკრეცია.
ახალგაზრდა, ჯანმრთელ პირებში ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიხედვით წამალთაშორისი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა მემანატინსა და შემდეგ მედიკამენტებს შორის: გლიბურიდი/მეტფორმინი, დონეპეზილი, გალანტამინი.
In vitro კვლევებში მემანტინი არ აინჰიბირებს CYP  1A2, 2A6, 2C9, 2D6, 2E1, 3A, ფლავინ მონოქსიდაზას და ჰიდროლაზა ეპოქსიდ ფერმენტებს და სულფატირების პროცესს.
 
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები:
რეკომენდებული შემანარჩუნებელი დღიური დოზა არის 20 მგ; გვერდით მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად მაქსიმალური დოზის მისაღწევად მემანტინი ინიშნება შემდეგი ტიტრაციით:
კვირა 1 (დღე 1-7): რეკომენდებული საწყისი დოზა პირველი შვიდი დღის განმავლობაში არის 5 მგ დღე-ღამეში. 
კვირა 2 (დღე 8-14): 10 მგ (ერთი ტაბლეტი) დღე-ღამეში. 
კვირა 3 (დღე 8-14): 15მგ (1,5 ტაბლეტი) დღე-ღამეში. 
კვირა 4: 20მგ (2 ტაბლეტი) დღე-ღამეში. 
პრეპარტი მიიღება დღეში ერთჯერადი ან ორჯერადი დოზირებით. 
 
დემანტინის მიღება შეიძლება უზმოზეც და ჭამის შემდეგაც.
 
ხანდაზმულები:
რეკომენდებული დღიური დოზა 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში არის  20 მგ (2 ტაბლეტი დღეში, ერთჯერადი ან ორჯერადი დოზირებით).
ბავშვები და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდები: 
ბავშვებში არ არის შესწავლილი მემანტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
თირკმლის უკმარისობა:
დოზის შემცირება არ არის საჭირო თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) მქონე პაციენტებში. დღიური დოზა თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) არის 10 მგ. თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს პრეპარატის დოზა (კრეატინინის კლირენსი 5-29 მლ/წთ) არის 10მგ დღEე-ღამეში.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში (Child-Pugh A da Child-Pugh B) მემანტინის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე კონტინგენტში პრეპარატის გამოყენების შესახებ ადექვატური მონაცემები არ მოიპოვება.
 
ჭარბი დოზირება და მკურნალობა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. სამკურნალო პრეცედურები მიმართულია აქტიური სუბსტანციის მოშორებისაკენ: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, ფორსირებული დიურეზე, შარდის აციდიფიკაცია
მემანტინის ჭარბი ორალური დოზირების ერთი შემთხვევის დროს (400 მგ) პაციენტს აღენიშნა  ჩივილები ცნს მხრივ (შფოთვა, ფსიქოზი, მხედველობითი ჰალუცინაციები, კონვულსიის წინა მდგომარება, სომნოლენცია, სტუპორი და ცნობიერების დაკარგვა). პაციენტი გამოჯანმრთელდა პერმანენტული გართულებების გარეშე.
 
შენახვის პირობები:  პრეპარატი ინახება ოთახის, 25°C–მდე, ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და თავის კოლოფში.
 
 
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ