ლეტრომასტი 2.5მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 77,69 ლ რეგულარული ფასი 87,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
52019_1044
მწარმოებელი:
DEVA
არცერთი:
ჩვენება • სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადრეული სტადიის ადიუვანტური თერაპია დადებითი ჰორმონალური რეცეპტორებით [ესტროგენებით (ER) და/ან პროგესტერონებით (PR)] ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში....
 

 


საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: Letrozole

შემადგენლობა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ლეტროზოლი 2,5მგ

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მომოჰიდრატი (Pharmatose 200M),  ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (Primogel), მიკროკრისტალური ცელულოზა(Vivapur  PH 102), მაგნიუმის სტეარატი; Opadry II ყვითელი (85F22138).

აღწერა: ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივადამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, არომატაზის არასტეროიდული ინჰიბიტორი

ათქ კოდი : L02BG04

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამია

როდესაც სიმსივნური ქსოვილების ზრდა დამოკიდებულია ესტროგენების არსებობაზე, ესტროგენებით გამოწვეული ზრდის სტიმულაციის შეფერხება, წარმოადგენს სიმსივნის პასუხის წინაპირობას. ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში ესტროგენები უპირატესად წარმოიქმნება ფერმენტ არომატაზას მონაწილეობით, რომელიც გარდაქმნის ანდროგენებს (უპირველეს ყოვლისა ანდროსტენდიონს და ტესტოსტერონს) ესტრონად (E1) და ესტრადიოლად (E2). ამიტომ, ესტროგენის ბიოსინთეზის დათრგუნვა პერიფერიულ ქსოვილებსა და თავად სიმსივნის ქსოვილებში მიიღწევა ფერმენტ არომატაზას სპეციფიური ინჰიბირებით. ლეტროზოლი წარმოადგენს არომატაზას არასტეროიდულ ინჰიბიტორს. ის აინჰიბირებს არომატაზას ციტოქრომ P450-ის ჰემთან კონკურენტული შეკავშირების გზით, რაც იწვევს ესტროგენების ბიოსინთეზის დაქვეითებას ყველა ქსოვილში.

ფარმაკოკინეტიკა

საერთო თვისებები

ლეტრომასტი ™  (ლეტროზოლი) - არომატაზას არასტეროიდული ინჰიბიტორი და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება

ლეტროზოლი  - მოყვითალო-თეთრი კრისტალური ფხვნილია, კარგად იხსნება დიქლორმეთანში და მცირედხსნადია ეთანოლში; პრაქტიკულად უხსნადია წყალში.

შეწოვა

ლეტროზოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ბიოშეღწევადობის საშუალო სიდიდე შეადგენს- 99.9%). საკვების მიღება უმნიშვნელოდ აქვეითებს აბსორბციის სიჩქარეს (Tmax –საშუალო სიდიდე შეადგენს -1 საათს უზმოზე პრეპარატის მიღებისას და 2 საათს საკვებთან ერთად მიღებისას);  Cmax -ის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს - 129 ± 20.3 ნმოლი/ლ, უზმოზე პრეპარატის მიღებისას და 98.7 ± 18.6 ნმოლი/ლ საკვებთან ერთად მიღებისას). თუმცა ლეტროზოლის აბსორბციის ხარისხი [ AUC (ფართობი მრუდის ქვეშ] არ იცვლება. აბსორბციის სიჩქარეზე უმნიშვნელო გავლენა, კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ითვლება. ამიტომ ლეტროზოლის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.

განაწილება 

ლეტროზოლის დაკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 60%-ს, უპირატესად ალბუმინთან (55%). ლეტროზოლის კონცენტრაცია ერითროციტებში შეადგენს პლაზმის კონცენტრაციის დაახლოებით 80%-ს. 2.5მგ-ის 14C –დანიშნული ლეტროზოლის მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში რადიოაქტიურობის დაახლოებით 82% მოდიოდა შეუცვლელი აქტიური ნივთიერების წილზე. ამიტომ ლეტროზოლის მეტაბოლიტების სისტემური ზემოქმედება მცირეა. ლეტროზოლი სწრაფად და ინტენსიურად ნაწილდება ქსოვილებში. განაწილების წარმოსახვითი მოცულობა წონასწორობის მდგომარეობაში მიახლოებით შეადგენს 1.87 ± 0.47 ლ/კგ-ს.

ბიოტრანსფორმაცია (მეტაბოლიზმი)

ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის, კარბინოლის მეტაბოლური კლირენსი წარმოადგენს ლეტროზოლის გამოყოფის ძირითად გზას (CLმ=2.1 ლ/სთ), მაგრამ ის არის უფრო შენელებული ღვიძლში სისხლის მიმოქცევასთან  შედარებით (დაახლოებით 90 ლ/სთ). დადგენილ იქნა, რომ ციტოქრომ P450 (CYP)-ის იზოფერმენტებს CYP3A4 და CYP2A6 გააჩნდათ უნარი გარდაქმნან ლეტროზოლი ამ მეტაბოლიტად.

გამოყოფა

დაუდგენელი, იშვიათი მეტაბოლიტების წარმოქმნა და მათი უშუალო გამოყოფა თირკმელებით და განავლით უმნიშვნელო როლს ასრულებს ლეტროზოლის საერთო ელიმინაციაში. 14C -დანიშნული ლეტროზოლის 2.5მგ-ის მიღებიდან 2კვირის განმავლობაში ჯანმრთელ მოხალისე-ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში 88.2 ± 7.6% რადიოაქტიურობა აღინიშნებოდა შარდში და 3.8 ± 0.9% - განავალში. რადიოაქტიურობის არანაკლებ 75%, რომელიც აღინიშნებოდა შარდში 216 სთ-ის შემდეგ (დოზის 84.7 ± 7.8%), მიეკუთვნებოდა კარბინოლური მეტაბოლიტის გლუკურონიდს, დაახლოებით 9% - ორ დაუდგენელ მეტაბოლიტს და 6% - უცვლელ ლეტროზოლს.

პლაზმიდან წარმოსახვითი საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 დღეს. დღე-ღამეში 2.5მგ-ის მიღების შემდეგ კონცენტრაციის წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 2-6 კვირის შემდეგ.

 

ჩვენება

• სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადრეული სტადიის ადიუვანტური თერაპია დადებითი ჰორმონალური რეცეპტორებით [ესტროგენებით (ER) და/ან პროგესტერონებით (PR)] ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.

• სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადრეული სტადიის გახანგრძლივებული  ადიუვანტური თერაპია, დადებითი ჰორმონალური რეცეპტორებით [ესტროგენებით (ER) და/ან პროგესტერონებით (PR)] ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში ტამოქსიფენით სტანდარტული თერაპიის დასრულების შემდგომ (5წლის განმავლობაში).

• სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად-გავრცელებული და მეტასტაზური სიმსივნის პირველი ხაზის ფარმაკოთერაპია დადებითი ჰორმონალური რეცეპტორებით [(ER) და/ან (PR)] ან უცნობი ჰორმონალური სტატუსით ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.

• სარძევე ჯირკვლის მორეციდივე ან პროგრესირებადი სიმსივნის თერაპია ტამოქსიფენით მკურნალობის შემდგომ, ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ლეტროზოლის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. 

პრემენოპაუზის ენდოკრინული სტატუსი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

განსაკუთრებული მითითებები

თირკმლის უკმარისობა

ლეტროზოლის გამოყენების შესწავლა პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 10მლ/წთ არ ჩატარებულა. ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია პოტენციური რისკის/ სარგებლის სრულყოფილი შესწავლა.

ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის მძიმე ხარისხით (ხარისხი ჩ ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) სისტემური ზემოქმედება და ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 2-ჯერ მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ამის გამო ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ძვლებზე ზემოქმედება

პრეპარატ ლეტრომასტის™ ™მოხმარებისას  ცნობილი იქნა ოსტეოპოროზის და/ან ძვლების მოტეხილობის შესახებ. ამიტომ, ლეტროზოლით მკურნალობისას რეკომენდებულია  განხორციელდეს ოსტეოპოროზის  განვითარების კონტროლი

დამხმარე  ნივთიერებები

პრეპარატ ლეტრომასტის™™ტაბლეტები შეიცავენ  ლაქტოზას, ამიტომ  პაციენტებს გალაქტოზის მემკვიდრეობითი ფორმით აუტანლობის, ლაქტოზის დეფიციტის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმის, ლაქტოზის დეფიციტის, ლაპა  ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის შემთხვევაში, პრეპარატი არ უნდა იქნეს მიღებული.

 

დამატებითი მონაცემები, დაკავშირებული ავადმყოფების სპეციალურ  ჯგუფთან

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ≥10მლ/წთ) არ საჭიროებს დოზის კორექციას, მაგრამ  ღვიძლის მძიმე უკმარისობისას ( C ხარისხი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) საჭიროა ექიმის გულდასმითი კონტროლი

პედიატრუილი ჯგუფი

პრეპარატი ბავშვებში  არ გამოიყენება

გერიატრიული ჯგუფი

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა (კატეგორია D)

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია

ლაქტაცია

ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პეტენციურად საშიშ მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე

პრეპარატის გამოყენებისას ცნობილი იქნა  ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ზოგიერთ შემთხვევაში-ძილიანობა. იმის გამო, რომ მას შეუძლიათ ნეგატიური გავლენა იქონიოს პაციენტების მიერ პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებაზე, რომელსაც ესაჭიროება ყურადღების უმაღლესი კონცენტრაცია და სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციები, საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაიობისას.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ლეტროზოლის ერთდროული გამოყენებისას ციმეტიდინთან და ვარფარინთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ შეინიშნება. კლინიკური გამოკვლევების მონაცემების განხილვისას არ გამოვლინდა ლეტროზოლის არანაირი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან რომლებიც ჩვეულებრივ ინიშნებიან.

ამჟამად არ არსებობს ლეტროზოლის გამოყენების კლინიკური გამოცდილება სხვა სისმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში.

ლეტროზოლი ინ ვიტრო თრგუნავს ციტოქრომ P450 (CYP) -ის იზოფერმენტ CYP2A6 აქტიურობას და ზომიერად თრგუნავს იზოფერმენტ CYP2C19, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იზოფერმენტი CYP2A6 არ ასრულებს მნიშვნელოვან როლს სამკურნალოს საშუალებების მეტაბოლიზმში.  ინ ვიტრო  ექსპერიმენტული გამოკვლევებით  დადგინდა , რომ ლეტროზოლი კონცენტრაციით, რომელიც დაახლოებით 100 -ჯერ აღემატება წონასწორულ კონცენტრაციას პლაზმაში (ჩსს) ,  უმნიშვნელოდ აინჰიბირებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს. (იზოფერმენტ CYP2C19 სუბსტრატი). ამგვარად კლინიკურად მნივნელოვანი ურთიერთქმედება იზოფერმენტ CYP2C19 -ით  ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ლეტროზოლის ერთდროული გამოყენებისას იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზირდებიან ზემოთაღნიშნული იზოფერმენტების მონაწილეობით და გააჩნიათ ვიწრო თერაპიული ინდექსი.

 

გამოყენების წესი და დოზირება.

პრეპარატი მიიღება პერორალურად, კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, დღეში ერთჯერ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

არ შეიძლება პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ არ არის სხვა რეკომენდაციები, გამოიყენება ქვემოთ მოყვანილი დოზირების რეჟიმი.

პრეპარატ ლეტრომასტის™ რეკომენდებული დოზა შეადგენს 2,5 მგ 1-ჯერ /დღეში, ყოველდღიურად. გახანგრძლივებული ადიუვატური თერაპია გრძელდება 5 წლის განმავლობაში ან რეციდივამდე.

სისმსივნის მეტასტაზების განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ შესამჩნევია სისმსივნის პროგრესირება.

ხანდაზმულ  პაციენტებში პრეპარატის დოზა კორექციას არ საჭიროებს.

გვერდითი მოვლენები

გვერდით რეაქციები რომლებიც გამოვლინდა ლეტროზოლის გამოყენების კლინიკური და მარკეტინგული კვლევიების დროს  მოყვანილია ქვემოთ. (გამოვლინების სიხშირეზე დამოკიდებულებით) გამოვლინების სიხშირე: ძალიან ხშირად(>1/10); ხშირად(>1/100 დან 1/1000 დან  1/10000 დან  <1/1000 მდე);ძალიან იშვიათად(<1/10000); უცნობი სიხშირით(არ შიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)

 

ინფექციები და ინვაზიები

იშვიათად: შარდგამომყოფი გზების ინფექციები

კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

იშვიათად: ტკივილი სიმსივნურ კერებში

სისხლწარმომქმნელი და ლიმფური სისტენის მხრივ

იშვიათად: ლეიკოპენია

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ხშირად: ანორექსია, მადის მომატება, ჰიპერქოლესტერინემია, სხეულის მასის მომატება;

იშვიათად: გენერალიზენული შეშუპება, სხეულის მასის შემცირება.

ფსიქიკის მხრივ

ხშირად: დეპრესია;

იშვიათად: შფოთვა (ნერვოზისა და გაღიზიანებადობის ჩათვლით)

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: თავის ტკივილი

იშვიათად: ძილიანობა, უძილობა, მეხსიერენის გაუარესება, დიზესტეზია(პარესტეზიის და ჰიპესტეზიის ჩათვლით), გემოს დარღვევა, ტვინის სისხლისმიმოქცევის  დარღვევა, გვირაბის სინდრომი;

მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათად: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, არამკაფიო მხედველობა

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

იშვიათად: ტაქიკარდია, თრომბოფლებიტი, (ღრმა და ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის ჩათვლით),გულის იშემიური დაავადება (თრომბოემბოლია, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, გულის უკმარისობა)

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ

იშვიათად: ქოშნი, ხველა

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირად: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, შეკრულობა, დიარეა

იშვიათად:  ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, სტომატიტი, პირის სიმშრალე

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ხშირად: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

ძალიან იშვიათად: ჰეპატიტი

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

ხშირად: ალოპეცია, მომატბული ოფლიანობა, გამონაყარი (ერითემატოზური, მაკულო-პაპულოზური, ფსორიაზული, ვეზიკულარული გამონაყარის ჩათვლით)

იშვიათად: კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა.

 

ძვალ-კუნთოვანი სისტემის  და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირად: ართრალგია

ხსირად: მიალგია, ძვლების ტკივილი, ოსტეოპოროზი, ძლების მოტეხილობა;

იშვიათად: ართრიტი

უნცობი სიხშირით: თითის სინდრომი (ტრიგერული თითი)

თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ

იშვიათად: შარდის გამოყოფის გახშირება

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

იშვიათად: ვაგინალური სისხლდენა, გამონადენი საშოდან,საშოს სიმშრალე,სარძევე ჯირკვლების ტკივილი

ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები

ძალიან ხსირად: ცხელების შეგრძნება(ალები)

ხშირად: მომატებული  დაღლილობა (ასთენიის ჩათვლით და სისუსტე),პერიფერიული შეშუპება

იშვიათად: ჰიპერთერმია, ლორწოვანი გარსის სიმშრალე,წყურვილი

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

დოზის გადაჭარბება

ცნობილი იქნა პრეპარატ ლეტრომასტის™™დოზის გადაჭარბების ერთეული შემთხვევების შესახებ. დოზის გადაჭარბების დროს უცნობია მკურნალობის რაიმე სპეციფიური მეთოდები; ნაჩვენებია სიმპტომატიური და შემანარჩუნებელი თერაპია

გამოშვების ფორმა

ლეტომასტი™™2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 15 ტაბლეტი თითოეულ  ბლისტერზე. 2 ბლისტერი (30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 °С , ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

ვარგისიანობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვილს შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტით

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ