Theraflu - ტერაფლუ 10 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 23,40 ლ რეგულარული ფასი 26,20 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
6861_1320
მწარმოებელი:
FAMAR (FRANCE)
არცერთი:
გამოყენების ჩვენებები ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, გრიპი), რომლებსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ციებ-ცხელება, ცხვირის შეგუბება, თავის ტკივილი, სურდო, ცემინება და კუნთების ტკივილი.

სავაჭრო (პატენტირებული) სახელწოდება:
ტერაფლუ გრიპისა და გაცივების საწინააღმდეგო პრეპარატი

წამლის ფორმა

პერორალურად მისაღები დოზირებული ფხვნილი ხსნარის მოსამზადებლად.

წამლის ფორმის აღწერილობა

თეთრი ფერის ფხვნილი ყვითელი წინწკლებით, ლიმონის არომატით ერთჯერად პაკეტებში (საშეებში).

შემადგენლობა

ერთი პაკეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები – პარაცეტამოლი 325მგ, ფენირამინის მალეატი 20მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ, ასკორბინის მჟავა 50მგ;
დამხმარე კომპონენტები: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი დიჰიდრატი, ყვითელი საღებავი #6, ყვითელი საღებავი #10, ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი, სამფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ლიმონმჟავა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ATC (RO5X) მწვავე რესპირატორული დაავადებები (მწვავე რესპირატორული ვირუსუსლი ინფექციები) და გაცივების სიმპტომების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, გრიპი), რომლებსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ციებ-ცხელება, ცხვირის შეგუბება, თავის ტკივილი, სურდო, ცემინება და კუნთების ტკივილი.

უკუჩვენებები
:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია.

პრეპარატი არ გამოიყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილით გამოიყენება: არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, დახურულ კუთხოვანი გლაუკომის, თირკმელის ან ღვიძლის მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქიალური ასთმა), შარდის გამოყოფისას სირთულეების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის ფერმენტის დეფიციტის დროს.

სიფრთხილის ზომები:

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად. ასევე, პრეპარატი არ უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარების მიმართ.
პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილების ან სხვა მექანიზმების მართვა, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს.

თუ პრეპარატის მიღების პერიოდში, დაავადება გრძელდება გახანგრძლივებული ციებ-ცხელებით ან აღინიშნება ტემპერატურის განმეორებითი მომატება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ დაზიანებულ პაკეტში მოთავსებული პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას. იზრდება პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების სხვა ინდუქტორების ერთდროული დანიშვნისას.
მიღების წესი და დოზები:
გახსენით ერთ პაკეტში მოთავსებული ფხვნილი 1 ჭიქა მდუღარე წყალში. პრეპარატი უნდა მიიღოთ ცხლად. შესაძლებელია შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.
განმეორებითი დოზის მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში, მაგრამ 24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ 3 დოზაზე მეტი.
ტერაფლუს მიღება შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, თუმცა საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ღამით ძილის წინ. თუ ვერ შენიშნავთ სიმპტომების შემსუბუქებას პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ასევე ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.
პარაცეტამოლის შემადგენლობის გათვალისწინებით – სისხლის სისტემის დარღვევები (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი); მაღალი დოზების ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.

ჭარბი დოზირება:

გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში; მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.
სანამ ექიმს მიმართავდეთ:
ამოირეცხეთ კუჭი, მიიღეთ აქტივირებული ნახშირი და მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:

6, 8, 10, 12 საშე (ერთჯერადი პაკეტები) მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

შეიანახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში სინათლისა და ტენიანობისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც შეფუთვაზე მითითებულია ნიშნით.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ