Taicold Kids - ტაიქოლდი კიდსი სიროფი 40მგ/მლ 85მლ

განსაკუთრებული ფასი 9,16 ლ რეგულარული ფასი 11,90 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
57023_2209
მწარმოებელი:
GMP (Basi-Lab)
არცერთი:
ტაიქოლდი კიდსი არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება და გამოი-ყენება: - გრიპისა და გაციების სინდრომების სიმპტომური მკურნალობისთვის (მაგ.: ტკივილის შეგრძნება სხეულში, სიცხე 39 C ტემპერატურამდე); - სუსტი ან საშუალო სიძლიერის ტკივილის (მაგ.: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი ან მენსტრუალური ტკივილი) დროს; - სიცხის ხანმოკლე პერიოდით მკურნალო¬ბის¬თვის, რომელიც 3 დღეზე მეტ ხანს არ გრძლედება. ტაიქოლდი კიდსიარ არის რეკომენდებული 3 თვემდე ჩვილებისთვის.

გამოყენების ინსტრუქცია

ტაიქოლდი კიდსი 40 მგ/მლ სიროფი

პარაცეტამოლი

TAI COLD KIDS

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით თანმხლებ ინსტრუქციას. ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას. ეს პრეპარატი აფთიაქში გაიცემა ურეცეპტოდ, თუმცა სასურველი თერაპიული ეფექტის მისა¬ღებად ტაიქოლდ კიდსი გამოიყენეთ სიფრთხილით.

• შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
• დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს
• აუცილებად მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში ტკივილის შეგრძნებაარ შემცირდა ან პირიქით გაუარესდა (მოზრდილებში- 7 დღეში და ბავშვებში - 5 დღეში).
• აუცილებად მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის მესამე დღეს, სიცხე ისევ გაქვთ ან ტემპერატურამ უფრო მოიმატა.
• თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი სერიოზულად გართულდა, ან შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:
1. რა არის ტაიქოლდი კიდსიდა რისთვის გამოიყენება
2. რისი ცოდნაა საჭირო ტაიქოლდი კიდსისმიღებამდე
3. ტაიქოლდი კიდსის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ტაიქოლდი კიდსის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ტაიქოლდი კიდსი და რისთვის გამოიყენება
ტაიქოლდი კიდსი არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება და გამოი-ყენება:
- გრიპისა და გაციების სინდრომების სიმპტომური მკურნალობისთვის (მაგ.: ტკივილის შეგრძნება სხეულში, სიცხე 39 C ტემპერატურამდე);
- სუსტი ან საშუალო სიძლიერის ტკივილის (მაგ.: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი ან მენსტრუალური ტკივილი) დროს;
- სიცხის ხანმოკლე პერიოდით მკურნალო¬ბის¬თვის, რომელიც 3 დღეზე მეტ ხანს არ გრძლედება.
ტაიქოლდი კიდსიარ არის რეკომენდებული 3 თვემდე ჩვილებისთვის.

2. რისი ცოდნაა საჭირო ტაიქოლდი კიდსისმიღებამდე
Aარმიიღოთტაიქოლდიკიდსითუ:
• გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პარაცეტამოლის ან პრეპა¬რატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. თავი 6 “დამატებითი ინფორმაცია”)
• გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა
• გაქვთ თირკმლების მწვავე უკმარისობა
• გაქვთ მემკვიდრეობითი ჰემოლიზური ანემია, რაც განპირობებულია ერითროციტებში ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზასდეფიციტით
• იღებთ ქვემოთ ჩემოთვლილ პრეპარატებს:
- ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)
- ვარფარინიან აცენოკუმაროლი (ანტიკოაგულანტი, ე.წ სისხლის გამათხელებელი საშუალება)
თუ თქვენ შეიძინეთ ტაიქოლდიკიდსიურეცეპტოდ, საყურადღებოა რომ მისი მიღება ხანგრძლივი დროით არ არის რეკომენდებული, კერძოდ:
- ტკივილის გასაყუჩებლადმოზრდი¬ლებში 7 დღეზე მეტი ხნის გან¬მავ¬ლო¬ბაში, ხოლო ბავშვებში 5 დღეზე მეტი ხნის განმავლო¬ბაში;
- როგორც სიცხის დამწევი საშუალება 3 დღეზე მეტი ხნის განმავ¬ლო¬ბაში.
თუ შესაბამისი მკურნალობის პერიოდში სიმპტომები არ გაქრა,აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღოთტაიქოლდი კიდსი თუ:
- თქვენ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ რაიმე სხვა პრეპარატს, მაგალითად როგორიცაა გრიპის საწინააღმდეგო საშუალებები. თუ თქვენ დარწმუ¬ნებუ¬ლი არ ხართ, თუ რა შემადგენლობისაა პრეპარატი რომელსაც ტაიქოლდი კიდს¬თან ერთად კომბინირებულად იღებთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- გაქვთ სუსტი ან საშუალო დონის ღვიძლის უკმარისობა
- გაქვთ სუსტი ან საშუალო დონის თირკმლების უკმარისობა
- გაქვთ გულის დაავადება
- გაქვთ ფილტვების დაავადება
- გაქვთ ანემია (ერითროციტების სიმცირე ჩვეულებრივ იწვევს უჩვეულო დაღლილობას)
- იღებთ დიდი ოდენობით აკლოჰოლურ სასმელებს.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ ან იღებდით რომე¬ლიმე სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპა¬რა¬ტის ჩათვლით.
როგორც ეს უკვე იყო აღნიშნული,არ გამოიყენოთტაიქოლდი კიდსითუ თქვენ იღებთ:
- ქლორამფენიკოლს (ანტიბიოტიკი)
- ვარფარინს და აცენოკუმაროლს (ანტიკოაგულანტი ე.წ სისხლის გამათხელებელი საშუალება)
ტაიქოლდი კიდსის მიღებამდე, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ:
- პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატს, მაგალითად როგორიცაა გრიპის საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებები;
- ზიდოვუდინს (შიდსის სამკურნალო საშუალება);
- ფენობარბიტალს, კარბამაზეპინს და ფენიტოინს (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება);
- რიფამპიცინს (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება);
- მეტოკლოპრამიდს და დომპერიდონს (პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ კუჭის საკვებისაგან დაცლას);
- ქოლესტერამინს (პრეპარატი, რომელიც ამცირებს ქოლესტეროლის დონეს). თუ თქვენ გამოწერილი გაქვთ ორივე პრეპარატი ერთდოულად, პარაცეტამოლი უნდა მიიღოთ ქოლესტერამინის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან მიღებიდან 4 საათის შემდეგ;
- ორალურჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
ტაიქოლდი კიდსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
- ტაიქოლდი კიდსის საკვებთან და სასმე¬ლებთან (ალკოჰოლური სასმელების გარდა) ერთად მიღება შესაძლებელია. საკვები და სასმელებიგავლენას არ ახდენს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე და შესაბამისად მის თერაპილ ეფექტურობაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმა¬ცევტ¬თან.
- თუ ორსულად ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ტაიქოლდი კიდსის მიღება რა დოზით არის რეკომენდებული.
- ძუძუთი კვების შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში, თუმცა დღემდე, არ არსებობს მონაცემები ჩვილებზე მისი უარყოფითი ზეგავლენის შესა¬ხებ. პარაცეტამოლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვების შეწყვეტა, როგორც წესი, არ არის აუცილებელი.

მექანიზმების მართვა და გამოყენება
ჩვეულებრივ, პრეპარატი ზეგევლენას არ ახდენს მექანიზმების მართვასა და გამოყენებაზე. თუმცა, თუ თქვენთვის დამახასიათებელია პარაცეტამოლის ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის: ძილიანობა და გაღიზიანება, პრეპარატის მიღების შემდეგ მანქანის მართვა ან სხვა მექანიზმების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტაიქოლდი კიდსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ თქვენ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ტაიქოლდი კიდსის სიროფი ასევე შიეცავს მეთილპარაბენს, პროპილპარაბენს და ყვითელ შემფერავ ტარტრაზინს, მათ შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, გამოყენებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც კი.
3. ტაიქოლდი კიდსისმიღების წესი
ტაიქოლდი კიდსი უნდა მიიღოთ თქვენი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ შეკითხვები მიღების წესთან დაკავშირებით.
ინსტრუქციები:
- ტაიქოლდი კიდსს იღებენ პერორალურად;
- ტაიქოლდი კიდსის მიღებამდე კარგადშეანჯღრიეთ ბოთლი;
- ბოთლის თავსახურს აქვს ბავშვისგან დაცვის მექანიზმი. თავსახურის მოსახსნელად უნ¬და დააწვეთ ქუდს და ხელის აშვების გარეშე მოატრიალოთ საათის ისრის მიმართუ¬ლებით.
- მიიღეთ ტაიქოლდი კიდსი არანაკლებ 6-8 სთ-იანი ინტერვალით ანუ 3-4 მიღება დღეში;
- არ შეიძლება სიროფის განზავება ან შერევა სხვა სასმელებთან.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და წონაზე. შესაბამისი დოზირების სქემა იხილეთ ცხრილში

ასაკი

სხეულის წონა

ერთჯერადად მისღები პარაცეტამოლის დოზა

ერთჯერადად მისაღები პრეპარატის მოცულობა

მაქსიმალური დოზა დღე-ღამის განმავლობში

მაქსიმალური მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში

3-6 თვე

7 კგ-მდე

70 – 100 მგ

1.75 – 2.5 მლ

350 მგ

8.75 მლ

7 თვიდან 1 წლამდე

8 – 10 კგ

100 – 150 მგ

2.5 – 3.75 მლ

500 მგ

12.5 მლ

2-3 წელი

11 – 15 კგ

150  – 200 მგ

3.75 – 5 მლ

750 მგ

18.75 მლ

4-6 წელი

16 –  22 კგ

200 – 300 მგ

5 – 7.5 მლ

1000 მგ

25 მლ

7- 9 წელი

23 – 30 კგ

300 – 500 მგ

7.5 –12.5 მლ

1500 მგ

37.5 მლ

10-12 წელი

31 – 40 კგ

400 – 600 მგ

10 – 15 მლ

2000 მგ

50 მლ

12 წელზე მეტი

41 კგ მეტი

500 – 1000 მგ

12.5 – 25 მლ

4000 მგ

100  მლ

პრეპარატის შესაბამისი დოზის მიღების მიზნითტაიქოლდი კიდსს შეფუთვაში მოყვება დაგრადუირებული, 5 მლ საზომი კოვზი:
- კოვზის ¼შეესაბამება 1.25 მლ-ს
- კოვზის ½ შეესაბამება 2.5 მლ-ს
- კოვზის¾შეესაბამება 3.75 მლ-ს
თუ თქვენ გაქვთ თირკმლების და ღვიძლის დაავადება ან ჟილბერის სინდ¬რომი (დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყვითელი კანი და თვალები), აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს დაიგი შეგირ¬ჩევთ თქვენთვის საჭირო დოზას.
აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ 7 დღიანი (ზრდასრულებში) ან 5 დღიანი(ბავშვებში) მკურნალობის შემდეგ,ტკივილისშეგრძნებაისევ დარჩა ან გაუარესდა.
აუცილებად მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ სიცხემ არ დაიწია, ან პირიქით მოიმატა კიდეც.

დოზის გადაჭარბება
პრეპარატისდოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ანუახლოეს საავადმოყოფოს, სადაც დადგინდება პრეპარატის იგივეობა და მიღებული რაოდენობა. თან იქონიეთ პრეპარატის ბოთლი ან ცარიელი ყუთი, რაც გაამარტივებს იდენტიფიკაციას.
დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება და მწვავე მუცლის ტკივილი.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ტაიქოლდი კიდსის მიღება არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებულის სანაცვლოდ. პრეპარატი მიიღეთ ჩვეულ დროს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ტაიქოლდი კიდსმა შეიძლება გამოიწ¬ვი¬ოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ, პრეპარატმა გამოიწვიაალერგიული (მომატებული მგრძნობელობა) რეაქციები, მაგალითად როგორიცაა:
- კვინკეს შეშუპება (სახის, კისრის და გენიტალიების შეშუპება);
- დისპნეა (გახშირებული სუნთქვა);
- ოფლიანობა
- გულისრევა
- ჰიპოტენზია

მიუხედავად იმისა, რომ პარაცეტამოლი თერაპიულ დოზებში, როგორც წესი, პაციენტის მიერ კარგად გადაიტანება, მაინც ახასიათებს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში, მაგრამ 1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 100 პაციენტში):
- სუსტი ძილიანობა
- გულისრევა
- ღებინება
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტებია (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში, 1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 1000 პაციენტში):
- თავბრუსხვევა
- გაღიზიანება
- ძილიანობა
- ნევროზი
- ყელში წვის შეგრძნება
- დიარეა
- მუცლის ტკივილი (როგორც სპაზმური ტკივილი, ისე გულძმარვის შეგრძნება)
- ყაბზობა
- თავის ტკივილი
- ოფლიანობა
- ჰიპოთერმია (კანკალით)
იშვითა გვერდითი ეფექტებია (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში, მაგრამ 1 შემთხვევაზე მეტი ყოველ 10 000 პაციენტში):
- კანის სიწითლე
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტებია (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 000 პაციენტში):
- სისხლის დაავადებები (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანუ¬ლოციტოზის ცალკეული შემთხვევები, პანციტოპენია);
- წინასწარგანწყობილ პაციენტებში ბრონქოსპაზმი.
თუ ნებისმიერი ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი სერიოზულად გართულ¬და, ან თუ თქვენ შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. შენახვის პირობები
შეინახეთ მხოლოდ ორიგინალური შეფუთვით.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ტაიქოლდი კიდსიშეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატს შენახვის ვადაშეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღემდე.
ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატის ვარგისობის ვადა არის კიდევ 6 თვე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შეამჩნიეთ გაუვარგისების ნიშნები.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის კანალიზაციაში ან საყოფა¬ცხოვ¬რე¬¬ბო ნაგავში გადაგდება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ უნდა გა¬ნადგურდეს პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები დაი¬ცავს გარემომცველ ბუნებას.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტაიქოლდი კიდსი
მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, საქაროზა, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (პროპილპარაბენი), ფორთოხლის ესენცია, ყვითელი შემფერავი ტარტრაზინი, ქსანტანის გუმფისი და გამოხდილი წყალი.


გამოშვების ფორმა
ტაიქოლდი კიდსი 40 მგ/მლ არის ყვითელი, ჰომოგენური, ფორთოხლის გემოს მქონე სითხე. 85 მლ სიროფი მოთავსებულია 100 მლ მოცულობის ბოთლში, რომელიც თავის მხრივ საზომ კოვზთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd.
ფონიჭალა 65, 0165 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი
Laboratórios Basi – Indústria Farmacêutica, S.A.
Parque Industrial Manuel Lourenço Ferreira, Lotes 15 e 16
3450-232 Mortágua,
Portugal
(პორტუგალია)

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ