TAICOLD S - ტაიქოლდი S სუპოზიტორი 250მგ 12 ცალი

განსაკუთრებული ფასი 16,88 ლ რეგულარული ფასი 18,90 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
57972_2209
მწარმოებელი ქვეყანა:
ესპანეთი
მწარმოებელი:
GMP (Basi-Lab)
არცერთი:
ტაიქოლდი S არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. იგი გამოიყენება: - გრიპისა და გაციების სინდრომების სიმპტომური მკურნალობისთვის; - სუსტი ან საშუალო სიძლიერის ტკივილის (მაგ.: მიალგია, თავის ტკივილი, ოდონტალგია, ოდინოფაგია) დროს; - მაღალი ტემპერატურის ხანმოკლე პერიოდით მკურნალობისთვის, რომელიც 3 დღეზე მეტ ხანს არ გრძლედება.

გამოყენების ინსტრუქცია

ტაიქოლდი S 125 მგ სუპოზიტორია
ტაიქოლდი S 250 მგ სუპოზიტორია
ტაიქოლდი S 500 მგ სუპოზიტორია
პარაცეტამოლი

Tai Cold S

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას. ეს პრეპარატი აფთიაქში გაიცემა ურეცეპტოდ. სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღებად ტაიქოლდი შ გამოიყენეთ სიფრთხილით.

• შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. 
• აუცილებად მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში თქვენი სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა (ზრდასრულებში 7 დღეში და ბავშვებში 5 დღეში).
• თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი სერიოზულად გართულდა, ან შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:
1. რა არის ტაიქოლდი S და რისთვის გამოიყენება
2. რისი ცოდნაა საჭირო ტაიქოლდი შ მიღებამდე
3. ტაიქოლდი S მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ტაიქოლდი S შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ტაიქოლდი S და რისთვის გამოიყენება
ტაიქოლდი S არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.
იგი გამოიყენება:
- გრიპისა და გაციების სინდრომების სიმპტომური მკურნალობისთვის;
- სუსტი ან საშუალო სიძლიერის ტკივილის (მაგ.: მიალგია, თავის ტკივილი, ოდონტალგია, ოდინოფაგია) დროს;
- მაღალი ტემპერატურის ხანმოკლე პერიოდით მკურნალობისთვის, რომელიც 3 დღეზე მეტ ხანს არ გრძლედება. 
2. რისი ცოდნაა საჭირო ტაიქოლდი S მიღებამდე
არ მიიღოთ ტაიქოლდი S თუ:
• გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პარაცეტამოლის, პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ
• თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ღვიძლის მწვავე დაავადება)
• თუ გაქვთ გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღოთ ტაიქოლდი შ:
თუ თქვენ ხანგრძლივად იღებთ ამ პრეპარატს და გაქვთ:
- თირკმლების და/ან ღვიძლის უკმარისობა
- ანემია
- გულის დაავადება
- ფილტვების დაავადება;
თუ თქვენ იღებთ ღვიძლისთვის პოტენციურად ტოქსიკურ ნივთიერებებს ან თუ ხართ ალკოჰოლიკი;
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას;
არ მიიღოთ ტაიქოლდი S სხვა პარაცეტამოლის (ტაიქოლდი შ-ის მოქმედი ნივთიერება) შემცველ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში;
პრეპარატის გამოყნეება ტკივილის თვითმკურნალობის დროს შესაძლებელია მოზრდილებში მხოლოდ 7 დღის განმავლობაში, ხოლო ბავშვებში - 5 დღის განმავლობაში. თუ პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრა ექიმის მიერ, შესაძლოა მკურნალობის პერიოდში საჭირო გახდეს მდგომარეობის პერმანენტული სამედიცინო შემოწმება.
ამ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობა, ექიმის შესაბამისი მეთვალყურეობის გარეშე, შესაძლოა საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.
პრეპარატით მაღალი სიცხის (>39ºC) თვითმკურნალობა არ შეიძლება. თუ 3 დღის შემდეგ პაციენტს სიცხე ისევ აქვს, ან პერიოდულად იმატებს ტემპერატურა, აუცილებელია პაციენტის სამედიცინო გამოკვლევა.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივმა ან მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რისი მკურნალობაც პრეპარატის

გაზრდილი დოზით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
არ გამოიყენოთ ტაიქოლდი S თუ თქვენ იღებთ:
- ქლორამფენიკოლს (ანტიბიოტიკი)
- ვარფარინს და სხვა კუმარინებს (ანტიკოაგულანტები)
თუ მკურნალობთ ზიდოვუდინით (ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექციის სამკურნალო საშუალება), ტაიქოლდი შ მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ტაიქოლდი S მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
ტაიქოლდი S მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება არ შეიძლება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღების წინ რჩევით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ორსულის ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე პარაცეტამოლით გამოწვეული რაიმე არასასრურველი ეფექტების შესახებ და ნორმალურ პირობებში მისი დანიშვნა შესაძლებელია, მაინც, ყოველთვის რეკომენდებულია სარგებელი/რისკის შეფასება.
პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში, თუმცა დღემდე, არ არსებობს დადასტურებული მონაცემები ჩვილებზე მისი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. პარაცეტამოლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვების შეწყვეტა არ არის აუცილებელი.

მექანიზმების მართვა და გამოყენება
ჩვეულებრივ, პრეპარატი ზაგევლენას არ ახდენს მექანიზმების მართვასა და გამოყენებაზე.

3. ტაიქოლდი S მიღების წესი
სუპოზიტორიების მიღება ხდება რექტალურად.
ჩვილები – ერთი 125 მგ სუპოზიტორია 1-3-ჯერ დღეში.
ჩვილებში მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 60 მგ/კგ (მწვავე შემთხვევები).
ბავშვები 1-5 წლამდე – ერთი 250 მგ სუპოზიტორია 1-3-ჯერ დღეში.
1-დან 5 წლამდე ბავშვებში მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ/კგ (მწვავე შემთხვევები).
ბავშვები 6-14 წლამდე – ერთი 500 მგ სუპოზიტორია 1-3-ჯერ დღეში.
მოზრდილები - 500 მგ სუპოზიტორია 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლის ზემოთ და მოზრდილებში, მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ/კგ და არ უნდა იყოს 4 გ მეტი.
პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი 4-6 სთ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
თირკმლის უკმარისობა: პაცინეტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა (10 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსი), დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი.
დიალიზზე მყოფი პაციენტები: შემანარჩუნებელი დოზა პაციენტს ეძლევა ჰემოდიალიზის და არა პერიტონიალური დიალიზის შემდეგ.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში პარაცეტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია. არ არის მონაცემები, სხვა მწვავე უკმარისობით მიმდინარე დაავადებების დროს, პრეპარატის დოზის კორექციის შესახებ.
ხანშიშესული პაციენტები: ფარმაკოკინეტიკური მონაცემების მიხედვით დოზის კორექცია არ არის საჭირო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში უფრო ხშირია თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები და შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს მაშინვე, როგორც კი სიმპტომები გაქრება.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებად მიიჩნევა, თუ ზრდასრულმა ადმიანმა დღეში მიიღო 6 გ-ზე, ხოლო ბავშვმა 100 მგ/კგ-ზე მეტი პარაცეტამოლი სხეულის წონაზე გადათვლით.
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების დამახასაითებელი სიმპტომებია: ფერის დაკარგვა, გულისრევა, ანორექსია, ღებინება, სიყვითლე, მუცლის ტკივილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო ცენტრს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ. ექიმის კონსულტაცია და ადეკვატური თერაპია აუცილებელია, ვინაიდან, როგორც წესი, პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების სიმპტომები ხშირად ვლინდება პრეპარატის მიღებიდან მესამე დღეს.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება ზრდასრულებში პრეპარატის მიღება 7 დღეზე მეტი ხნით, ხოლო ბაშვებში _ 5 დღეზე მეტი ხნით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ტაიქოლდი S მიღება 
მიიღეთ პრეპარატი იმ მომენტში როდესაც გაგახსენდათ, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ რეკომენდებული დოზით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 
მიუხედავად იმისა, რომ პარაცეტამოლი თერაპიულ დოზებში, როგორც წესი, კარგად გადაიტანება, მაინც ახასიათებს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ძირითადად გულისრევა, ღებინება ან სუსტი ძილიანობა, ნაკლებად დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, ყელის ტკივილის შეგრძნება, ძილიანობა ან გაღიზიანება. იშვიათია ალერგიული რეაქციები, კანზე ლაქები, ქავილი და ანთება. შესაძლოა პრეპარატმა გამოიწვიოს ცვლილებები სისხლსა და ლიმფურ სისტემაში. იშვიათად, შესაძლებელია წინასწარგანწყობილ პაციენტებს განუვითარდეთ ბრონქული სპაზმი.
თუ ნებისმიერი ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი სერიოზულად გართულდა, ან თუ თქვენ შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. შენახვის პირობები 
შეინახეთ 25C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ტაიქოლდი S არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის შენახვის ვადა მითითებული თვის ბოლო დღემდე.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში გადაგდება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ უნდა განადგურდეს პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტაიქოლდი S
მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი

გამოშვების ფორმა
ტაიქოლდი S სუპოზიტორიები არის თეთრი ან პრაქტიკულად თეთრი, ჰომოგენური, უსუნო ან სუსტი დამახასიათებელი სუნის მქონე მასა. თერ-მულად მირჩილულ სტრიპებში შესაძლებელია მოთავსებული იყოს 10, 12 ან 100 სუპოზიტორია. 
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.


სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd.
ფონიჭალა 65, 0165 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი
Laboratórios Basi – Indústria Farmacêutica, S.A. 
Parque Industrial Manuel Lourenço Ferreira, Lotes 15 e 16
3450-232 Mortágua,
Portugal 
(პორტუგალია)

მეტი ინფორმაცია
Units12
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ