Efferalgan - ეფერალგანი 150მგ 10 სანთელი

განსაკუთრებული ფასი 9,51 ლ რეგულარული ფასი 10,65 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
613_1243
მწარმოებელი ქვეყანა:
საფრანგეთი
მწარმოებელი:
Bristol-Myers(France)
არცერთი:
ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფეპრეპარატი გამოიყენება თავის, ყელის, კბილის ტკივილის დროს. ქციების, პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადების დროს.

საერთაშორისო დასახელება:

PARCETAMOL

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of BRISTOL - MYERS SQUIBB, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუპოზიტორიები ბავშვებისათვის: შეფუთვაში 10 ც.

1 სუპ.

პარაცეტამოლი ...................        80 მგ

1 სუპ.

პარაცეტამოლი   ....................      150 მგ

1 სუპ.

პარაცეტამოლი  .....................       300 მგ

დამხმარე ნივთიერება: ნახევრადსინთეზური გლიცერიდები 1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეფერალგანი შეიცავს პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მნიშვნელოვნად გამოხატული ანთების საწინაღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადების დროს.
  • პრეპარატი  გამოიყენება თავის, ყელის, კბილის ტკივილის და მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.

ეფერალგანის სუპოზიტორიები 80 მგ გამოიყენება 3-5 თვემდე ასაკის ბავშვებში (სხეულის მასა 6-8 კგ);

სუპოზიტორიები 150 მგ - 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში (10-14 კგ);

სუპოზიტორიები 300 მგ - 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებში (20-30 კგ)

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში დოზა დგინდება სხეულის წონის მიხედვით:

მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაქსიმალური დღეღამური დოზა - 60 მგ/კგ სხეულის ზონაზე. სუპოზიტორიები გამოიყენება რექტალურად (უმჯობესია გამწმენდი ოყნის ან ნაწლავის თავისი სურვილით დაცლის შემდეგ).

სუპოზიტორიები 80 მგ: ბავშვებში სხეულის წონით 6-8 კგ (3-5 თვის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.

სუპოზიტორიები 150 მგ: ბავშვებში სხეულის წონით 10-14 კგ (1-3 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.

სუპოზიტორიები 300 მგ: ბავშვებში სხეულის წონით 20-30 კგ (5-10 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით - 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ხანდახან მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით.

სწორი ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანება სუპოზიტორიების გამოყენების დროს;

იშვიათად - ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ნეტჰემოგლობინემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რის გამოც აუცილებლია სისხლის სურათის შემოწმება.

პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.

არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*სუპოზიტორიები 80 მგ არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში;

*სუპოზიტორიები უკუნაჩვენებია სწორი ნაწლავის ანთების ან სისხლდენის დროს;

*სიროფი უკუნაჩვენებია 1 თვემდე ასაკის ბავშვებში;

*ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჟილბერის სინდრომის (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია) არსებობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება; პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

*სუპოზიტორიები არ გამოიყენება თუ ბავშვს აღენიშნება ფაღარათი.

ჭარბი დოზირება:

პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში ტკივილი. 2 დღის შემდეგ მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოვლენა, რაც დაკავშირებულია ტოქსიკური მეტაბოლიტის N-მეთილ-ბენზოქინონიმინის დაგროვებასთან, რომელიც პარაცეტამოლის მიღების თერაპიულ დოზებში ინაქტივირდება გლუტათიონთან კონიუგაციის ხარჯზე. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის უჯრედების, თირკმელების უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბიტების დანიშვნა (გააქტივებული ნახშირი), აცეტილცისტეინის (ზრდის ღვიძლში გლუტათონის წარმოქმნას) და მეთიონინის შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

-პარაცეტამოლი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის დროს. ეფერალგანის და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის, ღვიძლის მიკროსომული ფერმენტის და სხვა ინდუქტორების, აგრეთვე მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების გაძლიერება.

- ეფერალგანის გამოყენებისას სისხლში შარდმჟავას და შაქრის რაოდენობის განსაზღვრის ტესტის ჩატარებისას მოსალოდნელა ცრუდადებითი შედეგი.

-ლევომიცეტინის (ქლორამფენიკოლი) ერთდროული მიღება ზრდის ლევომიცეტინის ტოქსიკურობას. ეფერალგანი ზრდის არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას და ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას.

შენახვის პირობები:

ეფერალგანის სუპოზიტორიები 80 მგ და 150 მგ ინახება არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მეტი ინფორმაცია
Units10
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ