Maxigan - მაქსიგანი 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 2,60 ლ რეგულარული ფასი 3,25 ლ
ხელმისაწვდომობა: ამოიწურა
კოდი:
7715_829
მწარმოებელი:
Unichem
არცერთი:
პრეპარატი გამოიყენება სახსრების, ნევრალგიით, იშიალგიითა და მიალგიით გამოწვეული ტკივილის ხანმოკლე მოსახსნელად. დამატებითი საშუალების სახით გამოიყენება ქირურგიული ოპერაციისა და დიაგნოსტიკური ჩარევის შემდეგ ტკივილის მოსახსნელად. საჭიროებისას, პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ზოგადი მახასიათებლები:
ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ფერის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებითა და გასაყოფი ხაზით.

შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს: ანალგინი 500 მგ, ფიტოფენონის ჰიდროქლორიდი 5 მგ, ფენპივერინის ბრომიდი 0.1 მგ.

დამხმარე საშუალებები:
სახამებელი, ლაქტოზა, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

წამლის ფორმა:
ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისპაზმოიდური საშუალება ანალგეტიკებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: A03D.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაქსიგანი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ანალგეზიური და ანტისპაზმური საშუალებების ჯგუფს. პრეპარატის შემადგენლობაში შედის სამი აქტიური ინგრედიენტი, არანარკოტიკული ანალგეტიკი – ანალგინი, მიოტროპული ანტისპაზმური საშუალება – ფიტოფეონის ჰიდროქლორიდი და ქოლინმაბლოკირებელი საშუალება – ფენპივერინიუმის ბრომიდი. მეტამიზოლი არის პირაზოლონის წარმოებული. მას გააჩნია ანალგეზიური, სიცხის დამწევი და საშუალო ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პიტოფენონს, პაპავერინის მსგავს საშუალებას, გააჩნია პირდაპირი მიოტროპული მოქმედება გლუვ კუნთზე. პრეპარატის ამ სამი კომპონენტის კომბინაციის შედეგად აღინიშნება მათი ფარმაკოკინეტიკური მოქმედების ურთიერთგაძლიერება, რომელიც გამოიხატება ტკივილის მოხსნით, გლუვი კუნთების მოდუნებით, სხეულის ტემპერატურის დაწევით.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მეტამიზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მოქმედება იწყება 40-50 წუთში. მისი უდიდესი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში 4-ამინოანტიპირინად, რომელიც გარდაქმნის მას არააქტიურ მეტაბოლიტად. ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდით. მეტამიზოლი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები
ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომი შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმებით – თირკმლისა და ნაღველის კოლიკა, ნაწლავური სპაზმები, დისმენორეა და შინაგანი ორგანოების სხვა სპაზმური მდგომარეობები.

პრეპარატი გამოიყენება სახსრების, ნევრალგიით, იშიალგიითა და მიალგიით გამოწვეული ტკივილის ხანმოკლე მოსახსნელად.
დამატებითი საშუალების სახით გამოიყენება ქირურგიული ოპერაციისა და დიაგნოსტიკური ჩარევის შემდეგ ტკივილის მოსახსნელად.

საჭიროებისას, პრეპარატის გამოყენება შეიძლება სხეულის მაღალი ტემპერატურის დასაწევად გაცივებისა და ანთებითი ინფექციური დაავადებებისას.

მიღების წესი და დოზები
მოზრდილებსა და ბავშვებში 15 წლის ზემოთ პერორალურად მიიღება (უმჯობესია საკვების მიღებამდე) მაქსიგანის 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. მიღების ხანგრძლივობა – არა უმეტეს 5 დღე. პრეპარატის სადღეღამისო დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

6-8 წლის ასაკის ბავშვებში დოზირება შეადგენს ტაბლეტის ½-ს , 9-12 წლის ასაკის ბავშვებისავის – ტაბლეტის ¾ -ს, 13-15 წლის ბავშვებისათვის – 1 ტაბლეტს დღეში 2-3-ჯერ.

გვერდითი ეფექტები
თერაპიული დოზებით გამოყენებისას პრეპარატი კარგად გადაიტანება. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი და იშვიათად – ანაფილაქსური შოკი). აღინიშნა ეპიგასტრულ უბანში გულძმარვის, პირის სიმშრალისა და თავის ტკივილის შემთხვევები. შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია, ციანოზი.

ხანგრძლივი გამოყენებისას იცვლება სისხლის სურათი. შეიძლება აღინიშნოს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

ბრონქოსპაზმებისადმი მგრძნობელობის გამო შეიძლება გამოიწვიოს შეტევების პროვოცირება.

ანალგინის მეტაბოლიტებმა შეიძლება გამოიწვიონ შარდის წითლად შეფერვა.

უკუჩვენებები
პირაზოლონის წარმოებულების ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა. გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა. ტაქიარითმია, დახურულკუთხოვანი გლაუკომა. პროსტატომეგალია შარდვის დაყოვნების ტენდენციით. ყაბზობა და მეგაკოლონი. სისხლის სისტემის დაავადება. ორსულობის პირველი ტრიმესტრი და ბოლო 6 კვირა. ლაქტაციის პერიოდი. 5 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მაქსიგანის გამოყენებამ სხვა არანარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პერორალური კონტრაცეპტივები და ალოპურინოლი აფერხებენ ღვიძლში ანალგინის მეტაბოლიზმს და ზრდიან ტოქსიკურობას.
ბარბიტურატები, ფენილბუტაზონი და ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები თრგუნავენ ანალგინის მოქმედებას. მაქსიგანის გამოყენება ციკლოსპორინთან ერთად აქვეითებს სისხლში ამ უკანასკნელის დონეებს.
საძილე საშუალებები და ტრანკვილიზატორები ზრდიან მაქსიგანის ანალგეზიურ მოქმედებას.
თუ საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა პრეპარატების მაქსიგანთან ერთად მიღება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გამოყენების თავისებურებანი
პრეპარატი სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მოშლა, მგრძნობელობა ჰიპოტენზიისა და ბრონქოსპაზმებისადმი, ასევე მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ან არანარკოტიკული ანალგეტიკების მიმართ.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას (ერთ კვირაზე მეტი) საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.

შენახვის წესი და შენახვის ვადა
ინახება 0-250ჩ-ზე, მშრალ და ბნელ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი
რეცეპტით.

შეფუთვა
ბლისტერი 10 ტაბლეტით.

შენახვის ვადა
36 თვე

 

 

წარმოებულია ინდოეთში
UNIჩHEM LABOღAთOღIEშ LთD-ს მიერ
ინდუსტრიული ზონა ნეერუტ როუდი
ღაზიაბადი 201 003.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ