NO-SPA Forte - ნო-შპა ფორტე 80მგ 24 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 7,28 ლ რეგულარული ფასი 10,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
42058_23
მწარმოებელი:
Chinoin
არცერთი:
ჩვენება: · ბილიარული ტრაქტის დაავადებებით გამოწვეული გლუვი მუსკულატურის სპაზმი : ქოლეცისტოლითიაზი , ქოლანგიოლითიაზი , ქოლეცისტიტი , პერიქოლეცისტიტი , ქოლანგიტი , პაპილიტი ; · საშარდე გზების გლუვი მუსკულატურის სპაზმი : ნეფროლითიაზი ,

სავაჭრო დასახელება : ნო - შპა ® ფორტე / NO-SPA® forte

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : დროტავერინი / drotaverine.

სამკურნალო ფორმა : ტაბლეტები .

 

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს :

მოქმედი ნივთიერება :   დროტავერინის ჰიდროქლორიდი – 80 მგ .

დამხმარე ნიოვთიერებები :

მაგნიუმის სტეარატი                       6,0 მგ

ტალკი                                     8,0 მგ

პოვიდონი                                 12,0 მგ

სიმინდის სახამებელი                      70,0 მგ

ლაქტოზას მონოჰიდრატი                   104,0 მგ

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : სპაზმოლიზური საშუალება

ათქ კოდი : A03AD02.

 

ჩვენება  

  • ბილიარული ტრაქტის დაავადებებით გამოწვეული გლუვი მუსკულატურის სპაზმი :ქოლეცისტოლითიაზი , ქოლანგიოლითიაზი , ქოლეცისტიტი , პერიქოლეცისტიტი , ქოლანგიტი ,პაპილიტი ;
  • საშარდე გზების გლუვი მუსკულატურის სპაზმი : ნეფროლითიაზი , ურეთროლითიაზი , პიელიტი ,ცისტიტი , შარდის ბუშტის ტენეზმები ;
  • კუჭ - ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმი : კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანიდაავადება , გასტრიტი , კუჭის პილორული და კარდიალური ნაწილის სპაზმი , ენტერიტი , კოლიტი ,სპასტიური კოლიტი და ყაბზობა და ლორწოვანი კოლიტის მეტეორიტული ფორმები ;
  • ტენზიური ტიპის თავის ტკივილები ( კუნთოვანი დაჭიმულობით გამოწვეული თავის ტკივილები ,პსიქოგენური , სტრესული , ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილები , ტრანსფორმირებულიშაკიკი );
  • მეანობა და გინეკოლოგია : მტკივნეული მენსტრუაცია , ორსულობის პერიოდში საშვილოსნოსსპაზმის დაქვეითების მიზნით , აბორტის საშიშროების შემთხვევაში .

 

უკუჩვენება

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარენივთიერების მიმართ ;
  • ღვიძლის ან თირკმელების მძიმე უკმარისობა ;
  • გულის მძიმე უკმარისობა ;
  • 6 წლამდე ასაკის ბავშვები .

 

მიღების წესი და დოზები

მოზრდილები : ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 120-240 მგ , ე . ი . 1.5-3 ტაბლეტს 2-3 ჯერდღეში . მოზრდილებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 40-80 მგ (0,5-1 ტაბლეტს ).

6 წლის ზევით ბავშვები : ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 80-200 მგ , ე . ი . 1-2,5 ტაბლეტს 2-5ჯერ დღეში . 6 წლის ზევით ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 40 მგ (0,5 ტაბლეტს ).

 

ჭარბი დოზა

ინფორმაცია დროტავერინის ჭარბი დოზით მიღების შესახებ არ არის .

 

გვერდითი მოვლენები

  • კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ :

იშვიათად : გულისრევა , ყაბზობა ;

  • ნერვული სისტემის მხრივ :

იშვიათად : თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , უძილობა .

  • გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ :

  იშვიათად : გახშირებული გულისცემა , არტერიული წნევის დაქვეითება .

 

გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა .

იმ შემთხვევაში , თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას , რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში ,შეატყობინეთ მკურნალ ექიმს .

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ლევოდოპასთან ერთდროული მიღების შემთხვევაში , აუცილებელია სიფრთხილის დაცვა , რადგან ამშემთხვევაში ქვეითდება ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი და აღინიშნება ტრემორისა დარიგიდობის გაძლიერება .

 

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები

ჰიპოტენზიის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით .

პრეპარატი შეიცავს 104 მგ ლაქტოზას . რეკომენდებული დოზირებით მიღების შემთხვევაში თითოეულიდოზა შეიცავს 156 მგ - მდე ლაქტოზას , რაც იწვევს კუჭ - ნაწლავის   ფუნქციის დარღვევებს ლაქტოზასაუტანლობის მქონე პაციენტებში .

აღნიშნული სამკურნალო ფორმა არ გამოიყენება ლაქტოზის დეფიციტის , გალაქტოზემიის ან გლუკოზა /გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომის მქონე ავადმყოფებში .

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ცხოველებზე რეპროდუქტიულობის ექსპერიმენტებმა და კლინიკური მონაცემების რეტროსპექტულმაგამოკვლევებმა გამოავლინა , რომ ორსულობის პერიოდში დროტავერინის პერორალური მიღებაზეგავლენას არ ახდენს ნაყოფზე და მის განვითარებაზე . თუმცა , ორსულობის პერიოდში პრეპარატისდანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა .

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის , ვინაიდან საკმარისი კლინიკურიმონაცემები არ არსებობს .

 

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე

თავბრუსხვევის გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება პოტენციურად საშიში მოქმედებების შესრულება ,მაგალითად , ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა .

 

შენახვის ვადა

5 წელი . არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

გამოშვების ფორმა

10 ტაბლეტი ალუმინის ბლისტერში . 2 ბლისტერი და ჩანართი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

 

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !

ინახება 15-250 C ტემპერატურაზე .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა

III ჯგუფი ( გაიცემა ურეცეპტოდ ).

 

მწარმოებელი კომპანია

დსს , ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქციის ქარხანა ~ ხინოინი ~, უნგრეთი .

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ