Citramon - ციტრამონი P 10 ტაბლეტი

0,60 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
10452_334
მწარმოებელი ქვეყანა:
რუსეთი
მწარმოებელი:
არცერთი:
ციტრამონ - პ გამოიყენება მოზრდილებში ზომიერად ან სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომის დროს ( თავის ,კბილის ტკივილი , ნევრალგია , მიალგია , ტკივილი გულმკერდის არეში , ლუმბაგო , ართრალგია , ტკივილიმენსტრუაციის დროს და სხვ .). მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სხეულის მომატებულიტემპერატურის შესამცირებლად , “ გაციების ” და სხვა ინფექციურ - ანთებითი დაავადებების დროს .

პრეპარატის სავაჭრო დასახელება : ციტრამონი - პ

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება : აცეტილსალიცილის მჟავა + კოფეინი +პარაცეტამოლი

სამკურნალო ფორმა : ტაბლეტები

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება : აცეტილსალიცილის მჟავა -   240 მგ

კოფეინი ( მონოჰიდრატზე გადათვლით ) 30 მგ , პარაცეტამოლი 180 მგ .

დამხმარე ნივთიერებები : კაკაო ( კაკოს ფხვნილი ), კარტოფილის სახამებელი , ლიმონის მჟავა , კალციუმისსტეარატის მონოჰიდრატი , პოვიდონი ( პოლივინილპიროლიდონი ), ტალკი .

 

აღწერილობა : ღია ყავისფერი , წინწკლებიანი , კაკაოს სუნის მქონე , ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტებინაზოლით და ნაჭდევით .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კომბინირებული ანალგეზიური საშუალება ( ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები + ანალგეზიურიარანარკოტიკული საშუალება + ფსიქომასტიმულირებელი საშუალება ).  

ათქ კოდი : [N02BA71]

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ , სიცხის დამწევ და ფსიქომასტიმულირებელ მოქმედებას .

აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი , სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ,თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას .

კოფეინი ამცირებს ძილიანობას და დაღლილობის შეგრძნებას , ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას ,ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს , ჰიპოტონიის დროს ზრდის არტერიულ წნევას .

პარაცეტამოლი ავლენს სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას .

 

გამოყენების ჩვენებები

ციტრამონ - პ გამოიყენება მოზრდილებში ზომიერად ან სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომის დროს ( თავის ,კბილის ტკივილი , ნევრალგია , მიალგია , ტკივილი გულმკერდის არეში , ლუმბაგო , ართრალგია , ტკივილიმენსტრუაციის დროს და სხვ .). მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სხეულის მომატებულიტემპერატურის შესამცირებლად , “ გაციების ” და სხვა ინფექციურ - ანთებითი დაავადებების დროს .

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ , კუჭ - ნაწლავის ტრაქტისეროზიულ - წყლულოვანი დაზიანებები ( გამწვავების ფაზაში ), სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან , სისხლდენისმიმართ მომატებული წინასწარგანწყობა , “ ასპირინული ასთმა ”, ჰემორაგიული დიათეზები ( ჰემოფილია ,ვილებრანდის დაავადება , ტელეანგიოექტაზია , ჰიპოპროთრომბინემია , თრომბოციტოპენია , თრომბოციტოპენიურიპურპურა ), აორტის განშრევებადი ანევრიზმა , პორტული ჰიპერტენზია , K ვიტამინის დეფიციტი , გლუკოზო -6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი , ორსულობა (I და III ტრიმესტრი ) და ლაქტაციის პერიოდი .

პრეპარატის დანიშვნა ტკივილგამაყუჩებლის სახით არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის პირებში , სიცხის დამწევისაშუალების სახით – 15 წლამდე ასაკის პირებში , რომლებსაც აქვთ ვირუსული ინფექციებით გამოწვეული მწვავერესპირატორული დაავადება , რეიეს სინდრომის განვითარების საშიშროების გამო ( ენცეფალოპათია და ღვიძლისმწვავე ცხიმოვანი დისტროფია ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარებით ).

სიფრთხილით ინიშნება   შემდეგ შემთხვევებში ჰიპერურიკემია , ნეფროლითიაზი , პოდაგრა , კუჭის და / ანთორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ( ანამნეზში ), გულის დეკოპენსირებული დაავადება .

მიღების წესები და დოზირება

პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ .

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 6 ტაბლეტი . პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს არაუმცირეს 4საათი . კუჭ - ნაწლავის ტრაქტზე გამაღიზიანებლი მოქმედების შესამცირებალდ პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ ,წყალთან , რძესთან ან ტუტე მინერალურ წყალთან ერთად .

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას მიღებებს შორის შუალედი არის არაუმცირეს 6 საათი .  

პრეპარატის მიღება არ შეიძლება 5 დღეზე ხანგრძლივად ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით და 3 დღეზეხანგრძლივად სიცხის დამწევი საშუალების სახით . სხვა სახის დოზირებას და მიღების სქემას ადგენს ექიმი .

გვერდითი მოქმედება

ანორექსია , გულისრევა , ღებინება , გასტრალგია , დიარეა , კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანიდაზიანებები , სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან , ღვიძლის და / ან თირკმლის უკმარისობა , მომატებულიარტერიული წნევა , ტაქიკარდია .

ალერგიული რეაქციები : კანის გამონაყარი , თავის ტკივილი , მხედველობის დარღვევა , შუილი ყურებში ,თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება , ჰიპოკოაგულაცია , ჰემორაგიული სინდრომი ( სისხლდენა ცხვირიდან ,ღრძილებიდან , პურპურა და სხვ .), თირკმელების დაზიანება პაპილარული ნეკროზით ; სიყრუე , სტივენს - ჯონსონისსინდრომი , ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ( ლაიელის სინდრომი ), რეის სინდრომი ბავშვებში (ჰიპერპირექსია , მეტაბოლური აციდოზი , დარღვევები ნერვული სისტემის და ფსიქიკის მხრივ , ღებინება , ღვიძლისფუნქციის დარღვევა ).

 

ჭარბი დოზირება

გულისრევა , ღებინება , ტკივილი მუცლის არეში , ოფლიანობა , კანის საფარველის სიფერმკრთალე , ტაქიკარდია .

მსუბუქი ინტოქსიკაციის დროს – შუილი ყურებში ; მძიმე ინტოქსიკაციის დროს – დაუკავშირებელი აზროვნება ,ძილიანობა , კოლაფსი , კრუნჩხვები , ბრონქოსპაზმი , სუნთქვის გაძნელება , ანურია , სისხლდენა . ინტოქსიკაციისგაძლიერებისას – პროგრესირებადი დამბლა და რესპირატორული აციდოზის გამომწვევი დამჟანგავიფოსფორილირების გავრცელება .

მოწამვლაზე ეჭვის მიტანისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია .

მკურნალობა : დაზარალებულს უნიშნავენ კუჭის ამორეცხვას და ადსორბენეტს ( აქტივირებული ნახშირი ).

 

განსაკუთრებული მითითებანი

პრეპარატის გახანგრძლივებული მიღებისას აუცილებელია პერიფერული სისხლის და ღვიძლის ფუნქციურიმდგომარეობის კონტროლი . იმის გამო , რომ აცეტილსალიცილის მჟავა ავლენს ანტიაგრეგაციულ მოქმედებას ,პაციენტმა , თუ მას ელის ქირურგიული ჩარევა , უნდა გააფრთხილოს ექიმი პრეპარატის მიღების შესახებ .აცეტილსალიცილის მჟავა დაბალი დოზებით ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას . A მან , რიგ შემთხვევბში შეიძლებამოახდინოს პოდაგრის შეტევების პროვოცირება .

მკურნალობის პერიოდში უარი უნდა ითქვას ალკოჰოლის შემცველი სასმელების მიღებაზე ( კუჭ - ნაწლავისტრაქტიდან სისხლდენის რისკის მომატების გამო ).

აცეტილსალიცილის მჟავას აქვს ტერატოგენული მოქმედება : ორსულობის I ტრიმესტრში გამოყენებისას იწვევსგანვითარების მანკს   - ზედა სასის გახლეჩვა , და III ტრიმესტრში – სამშობიარო მოქმედების დათრგუნვას ,  (პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა ), ნაყოფში არტერიული სადინარის დახურვა , რაც იწვევს ფილტვისსისხლძარღვების ჰიპერპლაზიას , და სისხლძარღვევის ჰიპერტენზიას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში .აცეტილსალიცილის მჟავა გადადის დედის რძეში , რაც ზრდის ბავშვებში სისხლდენის განვითარების რიკს ,თრომბოციტების ფუნქციის დარღვევის გამო .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აძლიერებს ჰეპარინის , პერორალური ანტიკოაგულანტების , რეზერპინის , სტეროიდული ჰორმონების დაჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას . ამცირებს სპირონოლაქტონის , ფუროსემიდის , ჰიპოტენზიურიპრეპარატების , შარდმჟავას გამოდევნის ხელშემწყობი პოდაგრის საწინააღდმდეგო საშუალებების ეფექტურობას .

აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების , სულფონილშარდოვანას წარმოებულების , მეტოტრექსატის ,არანარკოტიკული ანალგეზიურების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გვერდით მოქმედებას.

თავიდან უნდა იქნას არიდებული ბარბიტურატების , ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების , ზიდოვუდინის ,რიფამპიცინის და ალკოჰოლის შემცველი სასმელების პრეპარატთან კომბინაცია ( იზრდება ჰეპატოტოქსიკური ეფექტისრისკი ).

პარაცეტამოლის ზემოქმედებით ქლორამფენიკოლის გამოყოფის დრო იზრდება 5- ჯერ . კოფეინი აჩქარებსერგოტამინის შეწოვას .

 

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები

6, 10 ტაბლეტი კონტურულ - არაუჯრედულ , პოლიმერული საფარის მქონე ქაღალდის შეფუთვაში .

შენახვის პირობები

ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25 °C.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა

4 წელი .

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთავზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ (III ჯგუფი ).

მეტი ინფორმაცია
Units10
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ