Tribiotic - ტრიბიოტიკი 8 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 32,47 ლ რეგულარული ფასი 42,22 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
61500_2154
მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია
მწარმოებელი:
არცერთი:
ჩვენებები: სხვადასხვა წარმოშობის დიარეა (ინფექციური, ანტიბიოტიკ-ასოცირებული, ფუნქციური და ა.შ) კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები ახალშობილთა კოლიკა ნაწლავის ნორმალური ფლორის აღდგენა და შენარჩუნება ზოგადი იმუნური სტატუსის აღდგენა და ორგანიზმის მდგრადობის გაძლიერება ინფექციების წინააღმდეგ.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, არ არის  სამკურნალო საშუალება

ტრიბიოტიკი

ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ბალანსის აღდგენას

შემადგენლობა:  1 პაკეტი შეიცავს: Sacchromyces boulardii  250 მგ (7,5 მლრდ. კოლონიაწარმომქმნელი ერთეული), Lactobacillus rhamnosus  35 მგ (3,5 მლრდ. კოლონიაწარმომქმნელი ერთეული), Lactobacillus reuteri 10 მგ (100 მლრდ. კოლონიაწარმომქმნელი ერთეული), დამხმარე საშუალებები: მალტოდექსტრინი, სუკრალოზა, ბანანის არომატიზატორი.

ბიოლოგიური მახასიათებლები:

პრეპარატ ტრიბიოტიკის შემადგენლობაში შედის სასარგებლო მიკროორგანიზმები, რომელიც საჭიროა ნაწლავის ფლორის ნორმალიზებისთვის.

ტრიბიოტიკი ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ბალანსის აღდგენას,  დიეტის დარღვევის, ანტიბიოტიკოთერაპიის, ემოციური და ფიზიკური სტრესის და ა.შ.  დროს.

ნაწლავის ეპითელიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაში.  ქმნის ფიზიოლოგიურ ბარიერს პათოლოგიური მიკრობების და მავნე ნივთიერებების მიმართ. ასევევ აქტიურად არეგულირებს იმუნურ ფუნქციებს და მონაწილეობს ნაწლავის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. სხვადასხვა პათოლოგიების, მათ შორის, ნაწლავური ანთებითი  დაავადებების, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დროს  ამ შრის მთლიანობა ირღვევა.

პრობიოტიკების მოქმედების ერთ-ერთი უპირველესი ადგილია ნაწლავის ეპითელური უჯრედები; მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მეტყველებს იმაზე, რომ პრობიოტული ბაქტერიები ასტიმულირებენ უჯრედულ პასუხს, აღდგენენ დაზიანებულ ნაწლავის ეპითელურ ბარიერს, ასინთეზირებენ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს და დამცავ უჯრედულ ცილებს, ასევე აბლოკირებს ნაწლავის ეპითელიური უჯრედების აპოპტოზს, რომელიც ინდუცირებულია  ციტოკინებით.

Sacchromyces boulardii,   რომელიც შედის ტრიბიოტიკის შემადგენლობაში, ამჟღავნებს ანტიმიკრობულ, ტროფიკულ, იმუნომარეგულირებელ მოქმედებას. ნაწლავის სანათურში ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას პირდაპირი ანტიტოქსიური ეფექტის ხარჯზე, ასევე ახდენს პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდის  და ინვაზიის ინჰიბირებას. Sacchromyces boulardii -ს კლინიკური ეფექტურობა აღინიშნება მწვავე დიარეის და ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეის, ასევე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს.

Lactobacillus rhamnosus  ამცირებს ნაწლავის ეპითელური უჯრედების განადგურებას და ზრდის მუცინის პროდუქციას, რის გამოც ამჟღავნებს დამცავ ბარიერულ ფუნქციას. Lactobacillus rhamnosus  ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პრობიოტიკია კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, რომელმაც გამოავლინა მაღალი ეფექტურობა სხვადასხვა სახის დიარეის,  კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და სხვა მდგომარეობების დროს.  

კლინიკური კვლევები ცხადყოფს, რომ ტრიბიოტიკის შემადგენლობაში შემავალი Lactobacillus reuteri -ს მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა წარმოშობის დიარეის სიხშირეს, სიმძიმეს და ამცირებს  კუჭ-ნაწლავის დაავადებების და ინფექციების განვითარების რისკს. L. reuteri- ის გავლენა  ძირითადი იმუნურ რეაქციებზე ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, შესაძლებელია გახდეს ინფექციებისგან დაცვის საფუძველი.  L. reuteri არის ეფექტური პრობიოტიკი კოლიკების დროს ახალშობილებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა წარმოშობის დიარეა (ინფექციური, ანტიბიოტიკ-ასოცირებული, ფუნქციური და ა.შ)
  • კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები
  • ახალშობილთა კოლიკა
  • ნაწლავის ნორმალური ფლორის აღდგენა და შენარჩუნება
  • ზოგადი იმუნური სტატუსის აღდგენა და ორგანიზმის მდგრადობის გაძლიერება ინფექციების წინააღმდეგ.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა და/ან ალერგიული რეაქციები შემადგენელი კომპონენტების მიმართ
  • თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

  • პრეპარატი შეიძლება შეიცავდეს ლაქტოზას, არ გამოიყენოთ ლაქტოზას თანდაყოლილი აუტანლობის შემთხვევაში, მათ შორის მონო- და დისაქარიდების
  • გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
  • პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად ვითარდება ყაბზობა და წყურვილის შეგრძნება, ამ სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა
  • პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში რომელთაც აქვთ განუვითარებელი იმუნური სისტემა ან მისი დისფუნქცია, თანდაყოლილი გულის მანკები, ასევე ნაადრევ ახალშობილებში.
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია
  • არ გამოიყენოთ პრეპარატი პაკეტის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში
  • ტრიბიოტიკი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს და არ ანაცვლებს სრულფასოვანი კვების რაციონს და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

მიღების წესი:

მიიღება 1 პაკეტი ჭამამდე 1-2 ჯერ დღეში. პაკეტის შიგთავსი იხსნება წყალში. ექიმის სპეციფიური ინსტრუქციების არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობაა 7-14 დღე.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, გრილ, მშრალ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:

2 წელი,

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:  გაიცემა ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა: ტრიბიოტიკი -  პაკეტი 2 გრ. № 8 პაკეტი მუყაოს შეფუთვაში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი: ვალიუმედ ფარმა, სანმარინო

 

 

მეტი ინფორმაცია
Units8
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ