Ciprofloxacin - ციპროფლოქსაცინი 0.3% თვალის წვეთები 5მლ

განსაკუთრებული ფასი 1,92 ლ რეგულარული ფასი 2,40 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
54339_2656
მწარმოებელი:
არცერთი:
ჩვენება თვალისა და მისი დანამატების სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი....

გამოყენების ინსტრუქცია

ციპროფლოქსაცინი

CIPROFLOXACINUM

სავაჭრო დასახელება: ციპროფლოქსაცინი

მოქმედი ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი

წამლის ფორმა: თვალის წვეთები

შემადგენლობა:

ერთი მლ. ხსნარი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებას:  ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს - 3მგ.

დამხმარე ნივთიერებებს: დინატრიუმის ედეტატი, მანიტოლი, ნატრიუმის აცეტატის  ტრიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

აღწერილობა: ოდნავ მოყვითალო, ან მოყვითალო-მომწვანო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული სინთეტიკური საშუალება (ფტორქინოლინების ჯგუფის).

ათქ კოდი: S01AE03

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

ციპროფლოქსაცინი - მოქმედების ფართო სპექტრის ანტიმიკრობული პრეპარატი,  ფტორქინოლონის წარმოებული. თრგუნავს ბაქტერიულ დნმ-ჰირაზას (II da IV ტოპომერაზები, რომლებიც პასუხს აგებენ ქრომოსომული დნმ-ის სუპერსპირალიზაციის პროცესზე ბირთვული  რნმ-ის გარშემო, რაც აუცილებელია გენეტიკური ინფორმაციის მისაღებად), არღვევს დნმ-ის სინთეზს, ბაქტერიის ზრდისა და გაყოფის პროცესს, იწვევს გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს (მათ შორის უჯრედის კედლისა და მემბრანის), და ბაქტერიული უჯრედის სწრაფ კვდომას. 

ციპროფლოქსაცინის მოქმედების სპექტრი მოიცავს შემდეგი მიკროორგანიზმების სახეობას:

Escherichia coli, Shigella spp., Salmonela spp., Citrobacter spp., klebsiella spp., Enerobacter spp., Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Proteus spp., Providencia spp., Morganella morganii, Yersinia spp., Vibrio spp., Aeromonas spp., Plesiomonas shigelloides, Pasteurella multocida, Haemophilus spp., Campylobacter jejuni, Pseudomonas aeruginosa, Legionella pneumophila, Neisseria meningitidis, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Acinetobacter spp., Brucella mellitensis, Staphylococcus spp., Streptococcus agalactiae, Listeria spp., Corynebacterium spp., Chlamydia trachomatis.

ფარმაკოკინეტიკა

თვალის წვეთების გამოყენებისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) პლაზმაში შეადგენს 5 ნგ/მლ -ზე ნაკლებს. საშუალო კონცენტრაცია შეადგენს - 2,5ნგ/მლ-ზე ნაკლებს.

ჩვენება  

  • თვალისა და მისი დანამატების სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, რქოვანას ბაქტერიული წყლული, ჰიპოპიონით ან მის გარეშე, ბაქტერიული კერატიტები, ან კერატოკონიუნქტივიტი, ქრონიკული დაკრიოცისტიტები ან მეიბომიიტები;
  • წინასაოპერაციო პროფილაქტიკა ოფთალმოქირურგიაში. პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების მკურნალობა;
  • თვალის კაკლისა და თვალის აპარატის ტრამვის შედეგად (უცხო სხეულით ან მის გარეშე) გამოწვეული ინფექციური გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზირება

ექიმის განსაკუთრებული ჩვენების გარეშე რეკომენდირებულია შემდეგი დოზები:

მსუბუქად და ზომიერად მწვავე ინფექციის დროს თვალის წვეთები ინიშნება: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 4 საათში. მძიმე ინფექციის დროს 2 წვეთი ყოველ ერთ საათში.  მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ინსტილაციის სიხშირე შეიძლება შემცირდეს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე და შეიძლება გაგრძელდეს 7-14 დღე.

გვერდითი მოქმედებები

  • მხედველობის დაბუნდვა, დისკომფორტი;
  • კონიუქტივის ჰიპერემია;
  • კრეატიტი;
  • კრეატოპათია;
  • წვა;
  • თვალში უცხო სხეულის შეგრძნება;
  • თვალებზე ფუფხის წარმოქმნის შეგრძნება;
  • ცრემლდენა;
  • ჩაწვეთების შემდეგ პირში უსიამოვნო გემო;

პრეპარატი კარგად გადაიტანება ავადმყოფების მიერ.

უკუჩვენება

  • მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინისა და ქინოლინების სხვა ჯგუფის პრეპარატების მიმართ;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • 18 წლამდე ასაკი.

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება

ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთებისა და სხვა პრეპარატების ერთდროული მიღებისას,  კლინიკურად მნიშვნელოვალი მედიკამენტოზური ურთიერთქმედება არ დადგენილა.

განსაკუთრებული მითითებები

თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ადგილობრივად. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სუბკონიუნქტივალურად, ან უშუალოდ თვალის წინა კამერაში.

ციპროფლოქსაცინის  თვალის წვეთების  ან სხვა ოფთალმოლოგიური ხსნარების გამოყენებისას, მათი ჩაწვეთების ინტერვალი უნდა შადგენდეს არანაკლებ 5 წუთს. თუ ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას გრძელდება, ან მატულობს თვალის გაღიზიანება, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობის გამო ციპროფლოქსაცინის შემადგენლობაში მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებული არ არის რბილი (ჰიდროფილური) კონტაქტური ლინზების ტარება, ან ჩაწვეთებისას მოიხსენით ისინი. ლინზების ტარება შეიძლება პრეპარატის გამოყენებებს შორის შუალედში, მათი გაკეთება დასაშვებია ინსტილაციიდან არუადრეს 15 წუთისა. ამასთან ერთად არ უნდა ჩამორჩეთ დანიშნულებას პრეპარატის პერიოდული გამოყენების შესახებ.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია მხედველობის დორებით დაბუნდვა, ან სხვა ვიზუალური დისკომფორტი, რამაც შესაძლებელია ნეგატიურად იმოქმედოს ავტომობილის ან სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაელოდოთ მხედველობის აღდგენას.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ და ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ჭარბი დოზირება

სიმფტომები: კონიუნქტივის ჰიპერემია, ტკივილის შეგრძნება.

მკურნალობა: ამოირეცხეთ ჭარბი რაოდენობის გამდინარე წყლით. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმფტომური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები 0,3%. 5მლ პოლიმერულ ფლაკონებში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია  მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

სინათლისაგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 150C -დან 250C-მდე.

არ გაყინოთ.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. ფლაკონის გახსნიდან გამოიყენეთ ერთი თვის განმავლობაში!

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

კს „Dentafill Plyus“,

uzbekeTis respublika, 100209,  ქ. ტაშკენტი, სერგელიისკის რაიონი, ჩორტოკ-მაგრიბის ქუჩა, სახლი #1,

ტელ.: 218-67-45

 

 

 

   

მეტი ინფორმაცია
Units1
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ