ფლავამედი 60მგ 10 შუშხუნა ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 14,01 ლ რეგულარული ფასი 14,90 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
31055_1558
მწარმოებელი ქვეყანა:
გერმანია
მწარმოებელი:
არცერთი:
ჩვენებები სეკრეტის გათხელებისაკენ მიმართული მკურნალობა, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის არსებობა.


პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
ფლავამედი®
Fლავამედ
ხველის საწინააღმდეგო ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა
მოქმედი სამკურნალო კომპონენტი:
1 ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ფხვნილის ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი, პოვიდონი (მნიშვნელობა K=30), მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სეკრეტის გამათხელებელი საშუალებები (ამოსახველებელი საშუალებები). ათქ კოდი: ღ05ჩB06.
ჩვენებები
სეკრეტის გათხელებისაკენ მიმართული მკურნალობა, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის არსებობა.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
ამბროქსოლის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მოწამვლის მოვლენები აღნიშნული არ არის.
დოზის ძლიერი გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ჭარბი ნერწყვდენა, ღებინება, გულისრევა და სისხლის წნევის დაწევა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
განსაკუთრებული სიფრთხილე
თირკმელების შეზღუდული ფუნქციის ან ღვიძლის მძიმე დაავადების დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით (ე.ი. მიღებათა შორის ინტერვალების გახანგრძლივებით ან დოზის შემცირებით).
ბრონქების ზოგიერთი იშვიათი დაავადების დროს, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, წამწამების ავთვისებიანი სინდრომი), სეკრეტის შესაძლო შეგუბების გამო, პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით, ე.ი. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბავშვები
მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო პრეპარატის გამოყენება 6 წელზე უმცროსი ასაკის ბაშვებში არ შეიძლება.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
განსაკუთრებულობის გარეშე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ვინაიდან ადამიანებში ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების საკმარისი გამოცდილება დღემდე არ არსებობს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგანაც იგი შეაფასებს შესაძლო რისკსა და სარგებელს.
გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ფლავამედის® ხველის საწინააღმდეგო ტაბლეტებსაც გააჩნია გვერდითი მოქმედება.
გვერდითი მოქმედებების შეფასების საფუძვლად ითვლება შემდეგი მონაცემები სიხშირის შესახებ:

ძალიან ხშირად:
10 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტს ხშირად:
10-დან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ არაუმეტეს ერთს 100 ნამკურნალებიდან
ზოგჯერ:
100-დან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ არაუმეტეს ერთს 1000 ნამკურნალებიდან იშვიათად:
1000-დან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ არაუმეტეს ერთს 10.000 ნამკურნალებიდან
ძალიან იშვიათად:
10.000 ნამკურნალებიდან 1-ზე ნაკლებს, ერთეული შემთხვევების ჩათვლით

გვერდითი ეფექტები
გენერალიზებული დარღვევები:
ზოგჯერ (>0.1%-<1%): ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, ქოშინი, კანის ქავილი), სხეულის ტემპერატურის მომატება.
ძალიან იშვიათად (<0.01%): ანაფილაქსიური რეაქცია.
მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე:
ზოგჯერ: ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა.
მოქმედება კანზე:
ძალიან იშვიათად: მძიმე რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენ-ჯონსონის სინდრომი.

მითითება
ჰიპერმგრძნობელობის პირველი ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან მიმართვა, რათა მან შეძლოს მდგომარეობის სიმძიმის განსაზღვრა და, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება შემდგომი საჭირო ღონისძიმებების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან
პრეპარატისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებისას ხველის რეფლექსის დასუსტების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას სეკრეტის საშიში შეგუბება. ამიტომ ამგვარი კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობა კარგად უნდა შემოწმდეს.

დოზირება
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
6-12 წლის ბავშვებში:
როგორც წესი, დღეში 2-3-ჯერ 1/2 ტაბლეტი (შესაბამისად 2-3-ჯერ 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი).
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
პირველი 2-3 დღის განმავლობაში მიიღება, როგორც წესი, დღეში 3-ჯერ 1 ტაბლეტი (შესაბამისად 3-ჯერ 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი), შემდეგ მიიღება დღეში 2-ჯერ 1 ტაბლეტი (შესაბამისად 2-ჯერ 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი).
მითითება:
მოზრდილებისათვის დოზის დადგენისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ეფექტურობის გაძლიერებადღეში 2-ჯერ 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დანიშვნის გზით (რაც შეესაბამება 120 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
გამოყენების წესი და ხანგრძლივობა
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ დაღეჭვის გარეშე და საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით.
მითითება:
სითხის მიღების ხარჯზე პრეპარატის სეკრეტის გათხელებისაკენ მიმართული მოქმედება უმჯობესდება. ამ მიზნით ზუსტად მკურნალობის დროს საჭიროა ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით სითხით მომარაგება.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და სიმძიმეზე.
ექიმის რჩევის გარეშე პრეპარატის გამოყენება 4-5 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება.

გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შეფუთვის ფორმა
დასაკეცი მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს მაგარი გამჭვირვალე პვქ-ფირფიტისა და ალუმინის ფოლგის შეფუთვებს.
შეფუთვათა ზომები: ორიგინალი შეფუთვა 10, 20 ან 50 ტაბლეტზე.

მეტი ინფორმაცია
Units10
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ