Parasidose - პარაზიდოზი კრემი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 19,40 ლ რეგულარული ფასი 27,71 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
66539_886
მწარმოებელი:
GILBERT LAB.
არცერთი:
პარაზიდოზის კრემი გამოიყენება პედიკულოზის (დატილიანების) სამკურნალოდ.

პარაზიდოზი კრემი

პარაზიდოზის კრემი გამოიყენება პედიკულოზის (დატილიანების) სამკურნალოდ.

შემადგენლობა:ბიოკოციდინი, კონსერვანტები,ქოქოსის ცხიმოვანი მჟავები.

არ შეიცავს პარაბენს, ფენოქსიეთანოლს, ალერგენებს და ქიმიურ ინსექტიციდებს.

 სამკურნალო საშუალება გამოყენებიდან 15 წუთში აშორებს ტილებს და წილებს, ახდენს პარაზიტის სასუნთქი გზების ობსტრუქციას და გუდავს მას.

 

მოხმარების  წესი:

  1. პროდუქტი დაიტანეთ მშრალ თმაზე, მაქსიმალურად ახლოს თავის კანთან.
  2. თანაბრად გაანაწილეთ თავის კანზე და თმაზე.
  3. დაიხურეთ პარაზიდოზის თმის ბადე.
  4. გაიჩერეთ 15 წუთი
  5. მოიხსენით თმის ბადე და გადააგდეთ. თმის ძირიდან ჩამოივარცხნეთ წვრილი ლითონის სავარცხლით, რომელიც მოყვება პრეპარატს, გულდასმით, რათა სრულიად მოიშოროთ მკვდარი პარაზიტები. ყოველი ჩამოვარცხნის შემდგომ კარგად გაწმინდეთ სავარცხელი ქაღალდის ხელსახოცით და გაავლეთ წყალში, რათა რეგულარულად მოაშოროთ მკვდარი ტილები და წილები.
  6. დაიბანეთ თმა ჩვეულებრივი შამპუნით და კარგად ჩამოიბანეთ.

 

გამოიყენება ბავშვებში 3 თვის ასაკიდან, ორსულებსა და მეძუძურ დედებში.

 

უსაფრთხოების წესები:

მოარიდეთ პრეპარატის თვალთან და ლორწოვან გარსთან კონტაქტს. არ ჩაყლაპოთ.

კონტაქტისას დაუყოვნებლივ ამოირეცხეთ  დიდი რაოდენობით გამდინარე ცივი წყლით.

 

ყოველთვის არსებობს ალერგიის ან მომატებული მგრძნობელობის რისკი რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

შეინახეთ არაუმეტეს 40 0C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბაშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე დატანილი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ/

 

გილბერტის ლაბორატორია- საფრანგეთი

www.parasidose.fr

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ