Reflu Ward - რეფლუვარდი 10მლ 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 42,81 ლ რეგულარული ფასი 47,94 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
58062_2176
მწარმოებელი:
Shedir Pharma
არცერთი:
გასტროპროტექტორი საჭმლის მონელებელი ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

რეფლუვარდი

Refluward

გასტროპროტექტორი საჭმლის მონელებელი ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის 

შემადგენლობა:

მცენარეული გლიცერინი  (Vegetable Glycerine),  ნატრიუმის ალგინატი  (Sodium Alginate), კალციუმის კარბონატი (Calcium Carbonate) , ნატრიუმის ბიკარბონატი (sodium bicarbonate) , მცენარეული ექსტრაქტების ნარევი:  ოპუნტინა ფიკუს ინდიკა ანუ ოპუნცია (Opuntina Ficus-Indica Mill.(Prickly Pear)) მშრალი ექსტრაქტი; ევროპული ზეთისხილი (Olea Europaea L.(Olive)) ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 3,7% პოლიფენოლის სახით; გლიცირიზა გლაბრა (ძირტკბილა) ფესვების მშრალი ექსტრაქტი  3% გლიცირიზინის მჟავის სახით (Glycyrrhiza Glabra L(Licorice)) ,პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha X Piperita L(Mint), კივის ხილის მშრალი ექსტრაქტი,16000 ს.ე. / გ აქტინიდინის სახით (Actinidia Chinensis Planch(Kiwi)),  სოდიუმ ბენზოატი (Sodium Benzoate),  პოტასიუმ სორბატი (Potassium sorbate), არომატიზატორი.

 თვისებები:

ევროპული ზეთისხილი  - მცენარე ხმელთაშუა ზღვის რეგიონებიდან,  ზეთისხილის ქერქს და ფოთლებს გააჩნია:  შარდმდენი, მატონიზირებელი,  ჰიპოტენზიური და ტკივილგამაყუჩებელი  თვისებები . გამოიყენება და როგორც დამხმარე საშუალება სხვადასხვა ინფექციების მკურნალობისას. მისი მიღება რეკომენდირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავდებების დროს .

გლიცირიზა გლაბრა (ძირტკბილა) ფესვების მშრალი ექსტრაქტი  3% გლიცირიზინის მჟავის სახით წარმოშობა სამხრეთ - დასავლეთი აზია. სხვადასხვა ფლავანოიდების შემცველობის წყალობით ხასიათდება  გასტროპროტექტორული მოქმედებით . მონაწილეობს  ლორწოვანის აღდგენაში ანთებითი პროცესის დროს. სასარგებლოა  კუჭის წყლულოვანი დაავდებების ,საყლაპავის თიაქარის და გასტრიტის დროს .

პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი - მცენარე ევროპიდან , სასარგებლოა რეფლუქსის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების დროს .

კივის ხილის მშრალი ექსტრაქტი - მცენარე ჩინეთიდან . იგი მდიდარია C, E ვიტამინებით ბოჭკოებით, კალიუმით, სპილენძით, რკინით .მისი ნაყოფი შეიცავს ფერმენტ აქტინიდინს, რაც ხელს უწყობს ცილების მონელების პროცესს,  რეკომენდებულია  საჭმლის მონელების პრობლემების და გასტრიტის დროს.

გამოყენების წესი :

პროდუქტი (პაკეტი) გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, გახსენით და მიიღეთ შიგთავსი.

დოზირება:

გამოიყენება 1  პაკეტი( 10 მლ )  2- ჯერ  დღეში  ჭამის შემდეგ ან 1  პაკეტი ძილის წინ .

სიფრთხილის ზომები:

არ არის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება . არ უნდა მოხდეს რეფლუვარდის გამოყენება, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. მოერიდეთ ხანგრძლივად გამოყენაბას ჰიპერტენზიის შემთხვევაში ორსულებში  და  ლაქტაციის პერიოდში  მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციის გავლა. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის პირობები:

არ შეინახოთ მაცივარში, ინახება ოთახის ტემპერატურაზე  25o C რიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნილი პაკეტის არასრულად გამოყენების შემთხვევაში შიგთავსის შემდგომი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გამოშვების ფორმა:

20  ცალი 10 მლ-იანი  პაკეტი: საერთო მოცულობა 200 მლ.

ვარგისიანობის ვადა:  არ გამოიყენოთ პროდუქტი მასზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ , რომელიც მითითებულია ყუთის ქვედა ნაწილში.

საკვები დანამატი  არ შეიცავს გლუტენს .

მწარმოებელი:     Shedir Pharma, იტალია

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ