სიმფათილი 40 შემოგარსული ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,28 ლ რეგულარული ფასი 21,15 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
5695_1333
მწარმოებელი:
Innothera Chouzy
არცერთი:
ჩვენება: ემოციური დაძაბულობა და სტრესი, რომელსაც თან ახლავს მომატებული აგზნებადობა, შფოთვა, მომატებული გაღიზიანებადობა, წუხილი, შიში, მომატებული დაძაბულობა, გახშირებული გულისცემა. უძილობის მსუბუქი ფორმები.

სიმპათილი შემოგარსული ტაბლეტი №40

მწარმოებელი: INNOTHERA CHOUZY(საფრანგეთი)


ჩვენება: ემოციური დაძაბულობა და სტრესი, რომელსაც თან ახლავს მომატებული აგზნებადობა, შფოთვა, მომატებული გაღიზიანებადობა, წუხილი, შიში, მომატებული დაძაბულობა, გახშირებული გულისცემა. უძილობის მსუბუქი ფორმები.

ვრცლად:

გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება:^კალიფორნიული ყაყაჩო (Eschscholtzia) მშრალი ექსტრაქტი – 20.0 მგ; კუნელი (Cratageus) მშრალი ექსტრაქტი – 75.0 მგ; მაგნიუმის ოქსიდი (Magnesium oxide) - 124,35 მგ., რაც შეესაბამება 75.0 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისატალიზებული ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილამიდონი, მიკროიონიზირებული სტეარინის მჟავა. აპკის შემადგენლობა: დამცავი მოჭიქული გარსი 2.0 მგ: ჰუმილაკი, პოვიდონი, გლიცერილ მონოაცეტატი; შეღებილი ფხვნილი 13.0 მგ: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, ინდოკარმინის ლაქი (E132), აზორუბინი (E122), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტალკის კვალი.

აღწერილობა: ორმხრივად ამოზნექილი ცისფერი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისიბები: პრეპარატი ახდენს სედაციურ მოქმედებას, ხცნის შფოთვას და მასთან დაკავშირებულ ვეგეტატიურ დარღვევებს, ტაქიკარდიას და ძილის დარღვევას. კუნელის ბიოლოგიურათ აქტიური ნივთიერებები – ტრიტერპენული ნაერთები და ფლავონოიდები ახდენენ სპაზმოლიზურ მოქმედებას, შერჩევითად აფართოვებენ გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, აქვეითებენ ცენტარლური ნერვული სისტემის და მიოკარდიუმის აგზნებადობას. კალიფორნიული ყაყაჩოს ექსტრაქტი ახდენს ანქსიოლიტურ, სედაციურ მოქმედებას, ამცირებს ჩაძინების დროს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმების დროს. პროტოპინის ჯგუფის კალიფორნიული ყაყაჩოს ალკალოიდები ინ ვიტრო ზრდიან გამა-ამინოერბოს მჟავის და მის მიმართ ტვინში არსებული რეცეპტორების კავშირს. მაგნიუმი აუმჯობესებს ნატრიუმის და კალიუმის იონების ტრანსმემბრანულ რეგულაციას, წარმოადგენს კალციუმის იონების ანტაგონისტს, აქვეითებს ნეიროკუნთოვანი სინაპსების მიერ აღზნების გამტარიანობის უნარს, აქვეითებს გლუვი და განივზოლიანი მუსკულატურის კუმშვადობას; მას აგრეთვე ახასიათებს ნეიროსედაციური, სპაზმოლიზური და ანქსიოლიტური მოქმედება. ფარმაკოკინეტიკა: მაგნიუმის ოქსიდი კუჭში გარდაიქმნება მაგნიუმის ქლორიდად, რომელიც პასიური მექნიზმის მეშვეობით შეიწოვება წვრილ ნაწლავში, შეწოვის დონე არ აღემატება 50%-ს. მაგნიუმის გამოყოფა ხდება ძირითადად შარდით. კომპონენტების მოქმედების კინეტიკური დაკვირვება გართულებულია.

ჩვენება: ემოციური დაძაბულობა და სტრესი, რომელსაც თან ახლავს მომატებული აგზნებადობა, შფოთვა, მომატებული გაღიზიანებადობა, წუხილი, შიში, მომატებული დაძაბულობა, გახშირებული გულისცემა. უძილობის მსუბუქი ფორმები.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (როდესაც კრეატინინს კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წ). 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზირება და გამოყენების წესი: შინაგანად მისაღები. მიიღება ჭამამდე 2 ტაბლეტი დილით და 2 ტაბლეტი საღამოს წყალთან ერთად. მკურანალობის ხანგრძლივობა 3-4 კვირა. განმეორებითი მკურნალობა ჩატარება შესაძლებელია 3 კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმში.
შესაძლებელია ალერგიული გამოვლინებები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, მათ შორის აზორუბინის (E122) მიმართ. თუ აღნიშნული მოვლენები გაღრმავდა ან გამოვლინდა სხვა დამატებითი არასასურველი გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.

ჭარბები დოზირება: პრეპარატის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეკავება. მკურნალობა: რეგიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი. თირკმლის უკმარისობის დროს: ჰემოდიალიზი და პერიტონიალური დიალიზი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან კომბინაციაში, ვინაიდან ხდება შარდის ტუტიანობის მომატება, მცირდება თირკმლის ექსკრეცია, რაც ზრდის ჭარბი დოზირების რისკს (პლაზმაში ქინიდინის კონცენტრაციის მომატების ხარჯზე).

ავტომობილისა და მანქნა-დანადგარების მართვაზე ზემოქმედაბა: მკურნალობის დროს აუცილებელია გამოიჩინოთ სიფრთხილე პოტენციურად საშიშ საქმიანობასთან მიმართებაში, რომელიც საჭირობს ყურადღების დიდ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიხომოტორულ რეაქციას (ავტომობილების, მოძრავი მანქნა-დანადგარების მართვა და სხვა).

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ