Solgar - სოლგარი C ვიტამინი 1000მგ 30ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 34,20 ლ რეგულარული ფასი 40,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
65734_2153
მწარმოებელი ქვეყანა:
ამერიკის შეერთებული შტატები
მწარმოებელი:
არცერთი:

ჩვენება:

გაციება, მწვავე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციები
დაქვეითებული იმუნიტეტის
გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა;
ეგზემა...

Solgar - სოლგარი C ვიტამინი 1000მგ 30ტაბლეტი

ვიტამინი

(Ester-C + C ვიტამინი 1000მგ)

 

შემადგენლობა:

C ვიტამინი (Ester-C-ის სახით, კალციუმის ასკორბატიდან მიღებული) – 1000მგ

კალციუმი (Ester-C-ის სახით, კალციუმის ასკორბატიდან მიღებული) – 100მგ

ციტრუსის ბიოფლავონოიდების კომპლექსი - 200მგ

აცეროლა - 25მგ

ასკილის ნაყოფი - 25მგ

რუტინი - 25მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

 

ვიტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმის ქსოვილებზე; ძირითად როლს ასრულებს ცილა - კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და შემაერთებელი ქსოვილების, კბილების, ძვლების აღდგენის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს; აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას. არეგულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში; ვიტამინი С-ს რეგულარული გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებში; ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას; ვიტამინების მეგადოზები იცავს უჯრედებს რღვევისაგან სტრესის დროს, აღადგენს ორგანიზმის ძალებს, იმუნიტეტს. 

 

კალციუმი ორგანიზმში არსებული კალციუმის თითქმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. იგი D3-თან ერთად უზრუნველყოფს ნებისმიერ ასაკში  ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კალციუმი  პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი ახდენს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, ასევე წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. კალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმი D3-თან ერთად ხელს უწყობს ქალბატონებში პოსტმენოპაუზის დროს მინერალური ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.  კალციუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება. მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დეფიციტის დროს კი ვითარდება რაქიტი და ოსტეომალაცია.

 

ციტრუსის ბიოფლავონოიდების  კომპლექსი  - გამოირჩევა  ანტიოქსიდანტური თვისებებით, მონაწილეობს უჯრედულ სასიგნალო სისტემებში და ქრონიკული დაავადებების პრევენციაში (შაქრიანი დიაბეტი და ოსტეოპოროზი). მოქმედების სპექტრი: P ვიტამინური აქტივობა, სპაზმის მოხსნა, სისხლში გლუკოზის დონის და წნევის კორექცია,  ნაღვლმდენი ეფექტი.

აცეროლა (ველური, ბარბადოსის ალუბალი) - მდიდარია C, A და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე შეიცავს   რკინას, კალციუმს, ფოსფორს და ამინომჟავა ჰისტიდინს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმში კოლაგენის სინთეზს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია. აძლიერებს იმუნიტეტს. აქვს მატონიზირებელი და აღმდგენი მოქმედება. აცეროლა გამოიყენება ვირუსული და ინფექციური დაავადებების დროს (A,B,C,D ჰეპატიტი და ციროზი), ქრონიკული და მძიმე დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის დასაჩქარებლად, რეკომენდებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.  აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ფრჩხილების ზრდას.

რუტინი (ვიტამინი P) ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას გარდაქმნას დეჰიდროასკორბინის მჟავად და ხელს უშლის უკანასკნელის შემდგომ ტრასფორმირებას დიკეტოგულონმჟავაში. ამიტომ რუტინის ეფექტთა უმეტესობა ხდება ჩ ვიტამინის მეშვეობით.
რუტინი ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების გამტარობასა და “მტვრევადობას”, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (მათ შორის ჰიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვის ხარჯზე), ანტიოქსიდანტური თვისებები, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
გარდა ამისა, რუტინისათვის დამახასიათებელია ისეთი ეფექტები, როგორიცაა პლაზმის თხვადი ნაწილის ექსუდაციის და სისხლის უჯრედების დიაპედეზის სისხლძარღვის კედელში შემცირება; ნაღველმდენი და მსუბუქი ანტიჰიპერტენზიული ეფექტები.
ავადმყოფებში ქრონიკული ვენოზური უკმარისობით რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების, ტროფიული დარღვევების შემცირებას, პარესთეზიებისა და კრუნჩხვების შემცირებას ან აღმოფხვრას. ხელს უწყობს სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტების გამოხატულობის შემცირებას (ცისტიტი, ენტეროპროქტიტი, დისფაგია, კანის ერითემა), ასევე ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.

 

ასკილი ხასიათდება: სედატიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი დ შარდმდენი მოქმედება.

 

ჩვენება

 

  • გაციება, მწვავე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციები
  • დაქვეითებული იმუნიტეტის
  • გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
  • გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა;
  • ეგზემა
  • ასთმა
  • ათეროსკლეროზ
  • სოკოვანი დაავადებები
  • თვალის დაავადებები
  • ღრძილების ანთება
  • კანის დაავადებები
  • ჭრილობების მკურნალობისა და დაავადებების გადატანის შემდგომ რეკონვალესცენციის პერიოდი

 

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის დიფოსფატი, მცენარეული გლიცერინი, მცენარეული სტეარის მჟავა.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს,  შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ხელოვნურ დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი  დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.

მეტი ინფორმაცია
Units30
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ