უკვდავას ყვავილი 40გ

განსაკუთრებული ფასი 3,15 ლ რეგულარული ფასი 3,35 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
55117_2499
მწარმოებელი ქვეყანა:
საქართველო
მწარმოებელი:
შ.პ.ს. "ფარკონი"
არცერთი:
გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება ნაღვლმდენი (აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული და მამოძრავებელი ფუნქციის გამაძლიერებელი საშუალება, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების, სანაღვლე გზების დისკინეზიის ქრონიკული ჰეპატიტის დროს.

პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია

უკვდავას ყვავილები
FLORES HELICHRYSI ARENARII

წამლის ფორმა: უკვდავას ყვავილები.

შემადგენლობა: უკვდავას ყვავილები შეიცავს ფლავონოიდებს, კუმარინებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: უკვდავას ყვავილებს აქვს ნაღვლმდენი მოქმედება.

გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება ნაღვლმდენი (აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული და მამოძრავებელი ფუნქციის გამაძლიერებელი საშუალება, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების, სანაღვლე გზების დისკინეზიის ქრონიკული ჰეპატიტის დროს.

მომზადების წესი: 10გ ნედლეულს (3 სუფრის კოვზი) ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მიიღება თბილი ნაყენი 0,5 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წუთით ადრე 10-15 დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გასტრიტი გამწვავების სტადიაში, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.

ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა
ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა: 40გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.
2,5გ ნედლეული დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების ფილტრ-პაკეტებში. #20 ფილტრ-პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: [email protected]

მეტი ინფორმაცია
Units1
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ