Finlepsin retard - ფინლეფსინი რეტარდი 400მგ 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 25,00 ლ რეგულარული ფასი 28,00 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
1855_1858
მწარმოებელი:
TEVA (POLAND)
არცერთი:
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება ( დიბენზაზეპინის დერივატივი ). აგრეთვე გააჩნიაანტიდეპრესიული , ანტიფსიქოზური , ანტიმანიაკალური და ანტიდიურეზული მოქმედება . აგრეთვენევრალგიით დაავადებულ პაციენტებში ავლენს ანალგეზიურ თვისებებს

 

Finlepsin 200 Retard

Finlepsin 400 Retard

 

ფინლეპსინი 200 რეტარდი

ფინლეპსინი 400 რეტარდი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კარბამაზეპინი

 

ქიმიური დასახელება: 5 H - დიბენზ [b,f] აზეპინ -5- კარბოქსამიდი

 

წამლის ფორმა : პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები

 

აღწერილობა :

პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები 200 მგ :

თეთრი ან მოყვითალო - თეთრი ფერის მრგვალი , ბრტყელი ტაბლეტები დამრეცი კიდეებით , ჯვარედინიჭდით ორივე მხარეს და ოთხი ჭდით გვერდებზე .

პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები 400 მგ :

თეთრი ან მოყვითალო - თეთრი ფერის მრგვალი , ბრტყელი ტაბლეტები დამრეცი კიდეებით , ჯვარედინიჭდით ორივე მხარეს და ოთხი ჭდით გვერდებზე .

 

შემადგენლობა:

თითოეული რეტარდ ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - 200 მგ ან 400 მგ კარბამაზეპინს .

დამხმარე ნივთიერებები : ამონიუმის მეთაკრილატის კოპოლიმერი ტიპი B ( შეიცავს სორბინის მჟავას დანატრიუმის ჰიდროქსიდს ), გლიცერინის ტრიაცეტატი , ტალკი , მეთაკრილი მჟავა – ეთილაკრილატისკოპოლიმერი ( შეიცავს ნატრიუმის ლაურილის სულფატს და პოლისორბატ 80), მიკროკრისტალურიცელულოზა , კროსპოვიდონი , სილიციუმის უწყლო კოლოიდური ოქსიდი , მაგნიუმის სტეარატი .

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება .

ათქ კოდი : N03AF01

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება ( დიბენზაზეპინის დერივატივი ). აგრეთვე გააჩნიაანტიდეპრესიული , ანტიფსიქოზური , ანტიმანიაკალური და ანტიდიურეზული მოქმედება . აგრეთვენევრალგიით დაავადებულ პაციენტებში ავლენს ანალგეზიურ თვისებებს . მოქმედების მექანიზმიგანპირობებულია პოტენციალზე დამოკიდებული ნატრიუმის არხების დაბლოკირებით , რაც იწვევსაგზნებული ნეირონების მემბრანების სტაბილიზაციას , ნეირონების მიერ იმპულსების წარმოქმნისდათრგუნვას და სინაპსებში იმპულსების დაქვეითებას , ნეირონების სერიული იმპულსების დათრგუნვასდა მათ გატარებას სინაფსებში . დეპოლარიზებულ ნეირონებში აფერხებს Na- დამოკიდებულიპოტენციალების განმეორებით მოქმედებას . ამცირებს ამგზნები ნეირომედიატორის – გლუტამატისგამოთავისუფლებას , ზრდის დაქვეითებულ აგზნების ზღურბლს ცნს - ში და შესაბამისად ამცირებსეპილეფსიური გულყრის განვითარებას . ზრდის კალიუმის იონების ტრანსპორტირებას , ახდენსპოტენციალ - დამოკიდებული კალციუმის არხების მოდულირებას , რაც ასევე სავარაუდოდ ხელს უწყობსპრეპარატის ეპილეფსიის საწინააღმდეგო მოქმედებას . ეფექტურია ფოკალური ( პარციალური )ეპილეფსიური გულყრებისას ( მარტივი და კომპლექსური ), რასაც თან ახლავს ან არ ახლავს მეორადიგენერალიზებული შეტევები , ასევე გენერალიზებული ტონურ - კლონური ეპილეფსიური გულყრებისა დაზემოთ ხსენებული გულყრის ტიპების კომბინირებული გამოვლენისას ( ჩვეულებრივ არაეფექტურია მცირეშეტევებისას - petit mal , აბსანსების და მიოკლონუსების დროს ). ეპილეფსიით დაავადებულპაციენტებში ( განსაკუთრებით ბავშვებში და მოზარდებში ) პრეპარატი დადებითად მოქმედებს შფოთვისდა დეპრესიის სიმპტომებზე , ასევე ამცირებს გაღიზიანებას და აგრესიას . პრეპარატის ზეგავლენაკოგნიტიურ ფუნქციასა და ფსიქომოტორულ მაჩვენებლებზე დამოკიდებულია მის დოზაზე .ანტიეპილეფსიური მოქმედების დაწყება ცვალებადობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე (ხანდახან 1 თვემდეც , მეტაბოლიზმის აუტოინდუცირების შემთხვევაში ). ესენციალური და მეორადადგამოწვეული სამწვერა ნერვის ნევრალგიისას პრეპარატის გამოყენება უმეტეს შემთხვევებში აფერხებსმტკივნეული შეტევების განვითარებას . სამწვერა ნერვის ნევრალგიისას ტკივილის შემცირება აღინიშნება8-72 საათის შემდეგ . ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის დროს პრეპარატი ზრდის გულყრისზღურბლს ( რაც ჩვეულებრივ ასეთ მდგომარეობაში დაქვეითებულია ) და ამცირებს სინდრომისკლინიკურ გამოვლინებებს ( მომატებული აგზნებადობა , ტრემორი , სიარულის დარღვევა ).ანტიფსიქოზური ( ანტიმანიაკალური ) მოქმედება ვლინდება 7-10 დღის შემდეგ , რაც შესაძლებელიაგანპირობებული იყოს დოპამინის და ნორადრენალინის მეტაბოლიზმის დათრგუნვით .

 

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია – ნელი , მაგრამ სრულია ( საკვების მოქმედება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს აბსორბციისსიჩქარეზე და ხარისხზე ). ტაბლეტის ერთჯერადი მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 32საათის შემდეგ . 400 მგ კარბამაზეპინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ უცვლელი აქტიურინივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 2.5 მკგ / მლ - ს . პლაზმაშიპრეპარატის სტაბილური კონცენტრაცია აღინიშნება 1-2 კვირის შემდეგ ( სტაბილური კონცენტრაციისსიჩქარე დამოკიდებულია მეტაბოლიზმის ინდივიდუალურ უნარზე : ღვიძლის ფერმენტებისაუტოინდუქცია ან ჰეტეროინდუქცია სხვა პრეპარატების მიერ ), აგრეთვე პაციენტის ჯანმრთელობისმდგომარეობაზე , პრეპარატის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე . თერაპიული დოზებისმიღებისას სხვადასხვა პაციენტში სტაბილური კონცენტრაციის მაჩვენებლები განსხვავებულია : უმეტესობაპაციენტებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 4-12 მკგ / მლ - ს (17-50 მკმოლი / ლ ). კარბამაზეპინ -10,11-ეპოქსინის ( ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება ) ეპოქსიდის კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებითკარბამაზეპინის კონცენტრაციის 30%_ ს . ბავშვებში პლაზმის ცილებს უერთდება პრეპარატის 55-59%,ხოლო მოზრდილებში 70-80%. განაწილების მოცულობა შეადგენს 0,8-1,9 ლ / კგ . თავ - ზურგ ტვინისდა ნერწყვში დაგროვილი კონცენტრაცია პროპორციულია ცილებთან მიუერთებელი აქტიური ნივთიერებისრაოდენობის (20-30%). იგი აღწევს პლაცენტურ ბარიერში . დედის რძეში არსებული პრეპარატისკონცენტრაცია შეადგენს პლაზმის კონცენტრაციის 25-60%. ძირითადად იშლება ღვიძლში ეპოქსიდურიგზის საშუალებით , რის შემდეგაც წარმოიქმნება მთავარი მეტაბოლიტები : აქტიური – კარბამაზეპინ-10,11- ეპოქსიდი და არააქტიური – კონიუგირებული გლუკურონის მჟავასთან . ძირითად იზოფერმენტსრომელიც ხელს უწყობს კარბამაზეპინის გარდაქმნას კარბამაზეპინ -10,11- ეპოქსიდად წარმოადგენსციტოქრომ P450 (CYP 3A4) . ასეთი მეტაბოლური რეაქციების შედეგად აგრეთვე წარმოიქმნება მცირედაქტიური მეტაბოლიტი – 9- ჰიდროქსი - მეთილ -10- კარბამოილაკრიდანი . პრეპარატს შეუძლიასაკუთარი მეტაბოლიზმის ინდუცირება . ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 60-100 სთ ( საშუალოდ დაახლოებით 70 სთ ). პრეპარატისხანგძლივი მიღების შემთხვევაში ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება ღვიძლის ფერმენტებისაუტოინდუქციის ხარჯზე . კარბამაზეპინის შიგნით მიღების შემდეგ მიღებული დოზის 72% გამოიყოფაშარდთან ერთად , ხოლო 28% ფეკალურ მასასთან . 2%- მდე გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელისახით და 1% 10,11- ეპოქსიდის მეტაბოლიტის სახით . არ მოიპოვება მონაცემები იმის შესახებ , იცვლებათუ არა კარბამაზეპინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში .    

 

ჩვენებები:

-           პირველადი გენერალიზირებული შეტევები ( აბსანსის გამოკლებით ), ეპილეფსიის პარციალურიფორმები ( მარტივი და რთული სახის კრუნჩხვები ), მეორადი გენერალიზირებული შეტევები

-           სამწვერა ნერვის ნევრალგია

-           ენა - ხახის ნერვის იდიოპათური ნეიროპათია

-           ტკივილი დიაბეტური პოლინეიროპათიისას

-           ეპილეფსიის მაგვარი შეტევები გაფანტული სკლეროზის დროს , სახის კუნთის სპაზმები სამწვერანერვის ნევრალგიის დროს , ტონური კრუნჩხვები , პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია ,პაროქსიზმული პარესთეზია და ტკივილის შეტევები

-           ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი ( შფოთვა , კრუნჩხვები , აგზნებადობა , ძილისდარღვევა )

-           ფსიქიკური დარღვევები ( აფექტური და შიზოაფექტური დარღვევები , ფსიქოზები , ლიმბურისისტემის ფუნქციის დარღვევები )

 

უკუჩვენებები:

-           ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დარღვევა ( ანემია , ლეიკოპენია )

-           ატრიოვენტრიკულური ბლოკადა

-           ჰიპერმგრძნობელობა აქტიური და დამხმარე ნივთიერებების , აგრეთვე ტრიციკლურიანტიდეპრესანტების მიმართ

-           მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია ( მათ შორის ანამნეზში )

-           კომბინირებული გამოყენება ლითიუმის და ინჰიბიტორებთან ერთად .

-           6 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში :

-           გულის მძიმე უკმარისობა

-           ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის უკმარისობა

-           ხანდაზმული პაციენტები

-           აქტიური ალკოჰოლიზმი ( ძლიერდება ცნს - ს დათრგუნვა , იზრდება კარბამაზეპინისმეტაბოლიზმი )

-           განზავებით გამოწვეული ჰიპონატრიემია ( ანტიდიურეზული ჰორმონის ჰიპერსეკრეციისსინდრომი , ჰიპოპიტუიტარიზმი , ჰიპოთირეოზი , თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა )

-           წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია

-           თვალშიდა წნევის მომატება

-           სედაციურ - ჰიპნოზურ პრეპარატებთან ერთად

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :

თუ შესაძლებელია რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში კარბამაზეპინი ინიშნება მონოთერაპიის სახით( გამოიყენება მინიმალური ეფექტური დოზა ). იმ ქალების ახალშობილებს , რომლებსაც უტარდებოდათკომბინირებული ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობა , თანდაყოლილი ანომალიები უფრო მეტადგამოუვლინდათ , ვიდრე მათ შვილებს , ვინც მკურნალობდა მონოთერაპიის სახით .

დაორსულების შემთხვევაში ( თუ საკითხი დადგა კარბამაზეპინის დანიშვნის შესახებ ) აუცილებელიაშეფასდეს მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი და მასთან დაკავშირებული რისკი . ესგანსაკუთრებით ეხება ორსულობის პირველ 3 თვეს . ცნობილია , რომ ეპილეფსიით დაავადებულიბავშვები მიდრეკილნი არიან საშვილოსნოსშიდა დარღვევების განვითარებისადმი , მათ შორისგანვითარების მანკის ჩათვლით . კარბამაზეპინი ზრდის აღნიშნული დარღვევების გამოვლენის რისკს .ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა თანდაყოლილი დაავადებების და განვითარების მანკის ცალკეულიშემთხვევები , მათ შორის ხერხემლის მალების შეზრდის დარღვევით ( spina bifida) . პაციენტებმა უნდაიცოდნენ , რომ პრეპარატის მიღების დროს იზრდება განვითარების მანკის გამოვლენის რისკი .

კარბამაზეპინი აძლიერებს ფოლიის   მჟავის დეფიციტს , რაც ხშირად ვითარდება ორსულობის დროს ,რამაც თავის მხრივ შესაძლოა გაზარდოს თანდაყოლილი დეფექტების განვითარების რისკი (ორსულობამდე და ორსულობის დროს რეკომენდირებულია დამატებით ფოლიის მჟავის მიღება ).ახალშობილებში ჰემორაგიული გართულებების პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის ბოლო კვირას დააგრეთვე ახალშობილებისთვის რეკომენდირებულია ვიტამინი K 1 დანიშვნა .

კარბამაზეპინი გადადის დედის რძეში , შესაბამისად ლაქტაციის პერიოდში უნდა შეფასდესკარბამაზეპინით მკურნალობის დადებითი და უარყოფითი ეფექტები . კარბამაზეპინის მკურნალობაზემყოფ დედებს შეუძლიათ ბავშვის კვება იმ შემთხვევაში თუ ბავშვი იქნება დაკვირვების ქვეშ , რათა არგამოვლინდეს მკურნალობის გვერდითი ეფექტები ( მაგ : გამოხატული ძილიანობა , კანის ალერგიულირეაქციები ).  

 

მიღების წესი და დოზა:

შიგნით მისაღებად . ტაბლეტები მიიღება კვების დროს ან მის შემდეგ , საკმარისი რაოდენობითსითხესთან ერთად . იმისათვის , რომ ადვილი იყოს პრეპარატის მიღება , ტაბლეტები შესაძლებელიაწინასწარ გაიხსნას წყალში ან წვენში . სითხეში გახსნის შემდეგ ტაბლეტი ინარჩუნებს აქტიურინივთიერების გახანგრძლივებულ მოქმედებას . კარბამაზეპინის თერაპიული კონცენტრაცია სისხლისპლაზმაში შეადგენს 4-12 მკგ / მლ - ს . დოზის დიაპაზონი შეადგენს 400-1200 მგ ფინლეპსინს დღე -ღამეში , გაყოფილს 1-2 მიღებაზე . მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1600 მგ -ს .

დოზის გამოტოვების შემთხვევაში , პრეპარატი მიიღება გახსენებისთანავე . არ შეიძლება გაორმაგებულიდოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ .

ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობა :

იმ შემთხვევაში , როდესაც ეს შესაძლებელია , ფინლეპსინ რეტარდი ინიშნება მონოთერაპიის სახით .მკურნალობა იწყება ზომიერი სადღეღამისო დოზის გამოყენებით , რომელსაც შემდეგ თანდათან ზრდიანოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე .

ფინლეფსინი რეტარდის ჩართვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობაში უნდა მოხდეს თანდათან ,ისე რომ არ ცვლიან გამოყენებული პრეპარატების დოზას ან აუცილებლობის შემთხვევაში აკეთებენ დოზისკორექციას .

მოზრდილებში საწყის დოზას , რომელიც შეადგენს 200-400 მგ - ს დღეში , თანდათან ზრდიანშემანარჩუნებელ დოზამდე , რაც შეადგენს 800-1200 მგ / კგ - ს დღეში .

შემანარჩუნებელი დოზა ბავშვებში საშუალოდ შეადგენს 10-20 მგ / კგ - ს დღეში

რეკომენდებულია დოზების შემდეგი სქემა :

 

 

ყოველდღიური საწყისიდოზა

ყოველდღიურიშემანარჩუნებელი დოზა

მოზრდილებში

200-300 მგ საღამოს

200-600 მგ დილას

400-600 მგ საღამოს

ბავშვებში

 

 

6-10 წლის ასაკამდე

200 მგ საღამოს

200 მგ დილას

200-400 მგ საღამოს

11-15 წლის ასაკამდე

200 მგ საღამოს

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ