Select a city Select a city

როგორ მოემზადა PSP „შავი პარასკევისთვის“

Back

როგორ მოემზადა PSP „შავი პარასკევისთვის“

27 ნოე 2026

 

„შავ პარასკევს ვიყიდი“ ხშირად ისეთ ნივთზე ვამბობთ, რომელიც უკვე შერჩეული გვაქვს და მისი ფასიც ზეპირად ვიცით. ხან ეს სუნამოა, მეგობრისთვის საახალწლო საჩუქრად რომ გვინდა, ხან კი სახის კრემი, რომლის შემდეგ ქილასაც სულ მალე ისედაც ვიყიდდით. ორივე შემთხვევაში ლოდინს თავისი აზრი აქვს. წინასწარ ვიცით, რაში ვაპირებთ ფულის დახარჯვას და ნაცნობ ფასსაც რომ ვხედავთ, ადვილად ვხვდებით, რამდენს დავზოგავთ.

PSP-ში ამ ჩვევას ჯერ კიდევ 2019 წელს უპასუხეს, როცა ნოემბრის ბოლოს მომხმარებლებს 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზეს. მას შემდეგ „შავი პარასკევი“ ქსელისთვის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. წელს კი PSP-მ „ფასდაკლებების ცვენა“ 20 ნოემბერს დაიწყო და 30 ნოემბრის ჩათვლით გააგრძელებს. ასე რომ, საყიდლებისთვის ერთი პარასკევის გამონახვა საჭირო აღარ არის. შეგიძლიათ, კვირის განმავლობაში სასურველი პროდუქტების ფასებს ონლაინ გადახედოთ, სუნამოს შესარჩევად კი შაბათ-კვირას აფთიაქში შეიაროთ.

წელს კამპანიაში PSP-ს 370-მდე აფთიაქი და 100-ზე მეტი ბრენდი მონაწილეობს. მათ შორისაა კოდალი, SVR, ვიში და ბიოდერმა. „ფასდაკლებების ცვენა“ კოსმეტიკის სრულ ასორტიმენტს მოიცავს და ვრცელდება თავის მოვლის საშუალებებზეც. კონკრეტული ბრენდისა და პროდუქტის მიხედვით, ფასდაკლება 50%, 60%, 70% ან 80%-ია. ონლაინმაღაზიას დამატებითი შეთავაზებებიც აქვს, რომელთა ნახვაც PSP-ს ვებგვერდზე შეგიძლიათ. 

 

ასევე, წლევანდელი „ფასდაკლებების ცვენის“ ფარგლებში, 10-ზე მეტი K-Beauty-ის ბრენდის ფართო ასორტიმენტთან ერთად, მომხმარებლებს კონკრეტულ აფთიაქებში საინტერესო აქტივობებიც დახვდებათ.

ადგილზე მისვლას თავისი ხიბლი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჩუქარს არჩევთ. სუნამოს ონლაინ აღწერაში მისი შემადგენელი ნოტები ამოიკითხება, კანზე მოსინჯვისას კი გაიგებთ, რომელი მათგანი იგრძნობა პირველად და როგორი რჩება სურნელი ცოტა ხნის შემდეგ. სწორედ ამიტომ, თუკი ნოემბრის შენაძენებში სუნამოც გაქვთ მონიშნული, გაითვალისწინეთ PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქები. „შავი პარასკევის“ შეთავაზება აქ ნიშურ პარფიუმერიაზეც ვრცელდება.

 

წელს PSP-მ რამდენიმე ფილიალში ფრანგული, იტალიური, გერმანული, პოლონური და კორეული კოსმეტიკის მოყვარულებისთვის შეხვედრები და გათამაშებებიც დაგეგმა. პროგრამაში თბილისთან ერთად გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი და ახალციხე მონაწილეობენ. ზოგიერთ აფთიაქში პატარებს საბავშვო ბრენდების მასკოტები დახვდებიან, მშობლებს კი ბავშვთა კვების, მოვლის საშუალებებისა და აქსესუარების შეძენა 50%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ. თუ საყიდლებზე წასვლას რომელიმე ღონისძიებასაც დაამთხვევდით, თქვენთვის სასურველი ქალაქის პროგრამას PSP-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაეცნობით.



27 ნოე 2026